Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მაგ ნაბიჯით მართლმადიდებლურ ეკლესიას სახელი გაუტყდება ვინაიდან და რადგანაც ამ რელიგიას არ განუცდია ფუნდამენტალიზმი და ეხლა განიცდის ჯერ იყო და მარლთმადიდებელ მშობელთა კავშირი-ს წყალობით... დედის პროჭის გინებით რწმენის დაცვა ვის გაუგია? ეგ ახალი დაჯგუფებაც ინკვიზიცური იქნება... და ეგეთი რამე არ უნდა ხდებოდეს იმ სახელმწიფოში სადაც პრეტენზია აქვთ დემოკრატიაზე და ლიბერალიზმზე... საქართველოსი ეკლესიას დაფინასება არ აკლია და ყველაზე მეტი მონასტერი და ეკლესია ეხლა შენდება... ეხლა თემურ ლენგის და მურვან ყრუს დრო არ არი და არც არავინ არაფერს გართმევს (რელიგიას ვგულისხმობ) ... არ უნდა მოხდეს ისე რო თქვას კაცმა მე ეკლესიაში მივდივარ და მის გვერძე მყოფს ეგონოს რო ამას ჯიბეში მაკრატელი და ჯოხი უდევსო..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მე შენს აზრს არ ვიზიარებ და ვამბობ, დასავლეთი იდიოტი არააა და ასეთი სისულეებით ვერ მოტყუვდება,

თუ ვერ მოტყუვდება კარგია, მაგრამ ფაქტია რომ ტყუვდება და საქართველოში ყველაფერი რუსეთს დაუთმო.. რუსეთმა თავიდან ბოლომდე ყურებით დაკიდა დასავლეთი კავკასიაში..

ხო, მერე არ გინდა დაიჯერო რომ ეკლესიას რომელსაც 1600 წლიანი ისტორია აქვს არ და ვერ იქნება მიშას მარიონეტი, არ სჭირდება ეს, მაგრამ არა,

არ არის საჭირო 1600 წელზე ლაპარაკი, რომელიც ან არის მათი ან უფრო ემტად არც არის..

 

ბოლო 100 წელს გადახედე და ნახავ, რომ თითქმის ყველა არსებულ ხელისუფლების მარიონეტი იყო..

 

ეხლა რა ხდება, არ გევასება მიშა, არც საპატრიარქო, მათ დაპირისპირებაში შენს ადგილს ვერ ხედავ და ამიტომაც ცდილობ რაღაც ახსნა მოუძებნო ამ ყველაფერს,

ჩემ ადგილს საერთოდ ვერ ვხედავ ვერავის დაპირისპირებაში და ამ სფეროში კიდევ, მე ჩემ ადგილს წნარად ჩემს ვიწრო წრეში ვხედავ - არ ვარ იმდენად სოციალურად აქტიური, რომ სადმე ესეთ დაპირისპირებაში ჩემი ადგილი დავინახო - მე არაფრის შეცვლა არ მინდა, მე უბრალოდ არსებულის აღწერით ვკმაყოფილდები, თან სწორედ ჩემ პროფესიას შეესაბამება ეს.. რაც შეეხება სიძულვილს, სულ არ მძულს საპატრიარქო, პირიქით უფრო მეცოდება კიდეც..

საპატრიარქოს აქვს თავისი ინტერესები

 

რომელსაც ხელისუფლება უკმაყოფილებს. წარმოიდგინე ხელისუფლება და საპატრიარქო რომ მართლა დაპირისპირებულები იყვნენ, ხო დატოვებდა ნულზე საპატრიარქოს, არც არხი ექნებოდა, არც ჯიპები, არც უნივერსიტეტები და საერთოდ უამრავი რამე არ ექნებოდა. ამის დაკარგვა არ შედის საპატრიარქოს ინტერესში, პირიქით შენარჩუნება და მომატება სურს, ამიტომაც თამაშობს სახელმწიფოს თამაშს, ამის გარდა მარტო თამაშიც არ არის, ელემენტარულად გატენა ვანომ თავის კადრებით ეკლესია და ციხე შიგნიდან გატეხა.. თავის დროზე რომ დამდგარიყო მაგრა, არ დაეწყო თანამშრომლობა ხელისუფლებებთან და ცალკე მართლა, ცალკე ყოფილიყო, ალბათ ჩავთვლიდი რომ ესეთი სიცოცხლისუნარიანი ეკლესია არასდროს არ ყოფილათქო, მაგრამ რადგან მისი რესურსები პირდაპირ ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული და მუდამ ყველა ხელისუფლების ლოიალური იქნება, ამიტომაც მგონია რომ მისი სიძლიერე, მხოლოდ გარეგანია და სინამდვილეში ძალიან სუსტი და ძალიან ადვილად მართვადი ინსტუტია, ეს შენი საპატრიარქო. ჩერეზ საპატრიარქოთი მართავენ რეჟიმები, ე.წ "მესამე წოდებას" ანუ თქვენ, ისე რომ ამაზე არანაირი წარმოდგენა არ გაქვთ და თან ისე გმართავთ, რომ გგონიათ, რომ მიშას წინააღმდეგ მოქმედებთ, სინამდვილეში კი მიშას დაკრულზე ცეკვავთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო ერთი შეკითხვა მაქვს-ქართული ეკლესიები, საქართველოს ტერიტორიაზე, რამე საფრთხეშია, რომ ეს გვარდია სჭირდება და ვინ რა იცის როგორ გამოიყენებს ამ ხალხს ნაციხარი-მამაოსი არ იყოს, სომხებზე რო ამხედრებდა ხალხს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამე შარში გაგვხვევენ ეს გვარდიელები.

 

ალბათ ჩემნაირი ტიპების ქრისტეს სახელით ქვით ჩაქოლვა ექნებათ ძირითადი მიზანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

თუ ვერ მოტყუვდება კარგია, მაგრამ ფაქტია რომ ტყუვდება და საქართველოში ყველაფერი რუსეთს დაუთმო.. რუსეთმა თავიდან ბოლომდე ყურებით დაკიდა დასავლეთი კავკასიაში..

 

Siknadmo, on Yesterday, 10:00 PM, said:

რუსეთმა საქართველოს წაართვა სამხრEთ ოსეთი და აფხაზეთი და აკონტროლებს ენერგოობიექტებს, წყალს, დიახაც საკმაოდ მნიშვნელოვან მე ვიტყოდი სტრატეგიულ ობიექტებს, მაგრამ ეს ყველაფერი დასავლეთის თანხმობით მოხდა, გაიგე რომ დასავლეთს, კერძოდ ამერიკას თავისი მიზნებისთვის ჰყოფნის ის ტერიტორია რომელსაც მიშA აკონტროლებს, ყირაზე რომ დადგეს რუსეთი თბილისს და დანარჩენ ტერიტორიას ხელს ვერ ახლებს, დასავლეთი ამის კატეგორიული წინაღმდეგი იქნება,

ამერიკა აკონტროლებს ყველაფერს საქართველოში, რაც სჭრიდება, ხოლო რაც არა, ის მიშას ხელშია და მოქმედებს თავისუფლად,

არ არის საჭირო 1600 წელზე ლაპარაკი, რომელიც ან არის მათი ან უფრო ემტად არც არის..

 

ბოლო 100 წელს გადახედე და ნახავ, რომ თითქმის ყველა არსებულ ხელისუფლების მარიონეტი იყო..

არავისი მარიონეტი არ ყოფილა ეკლესია, საიდან მოიტანე, იძულებითი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, შენ რომ ვიღაცამ ჩაგსვას ციხეში ძ(ჯვარი გწერია) მარიონეტი იქნები? არა, შენ იქნები პატიმრობაში და თუკი ძლიერი პიროვნება ხარ სულიერად თავისუფალი, სხვათა შორის მ. კოსტავას აქვს ნათქვამი თუკი თავისუფალი ხარ ციხეშიც თავისუფალი ხარო

 

რომელსაც ხელისუფლება უკმაყოფილებს. წარმოიდგინე ხელისუფლება და საპატრიარქო რომ მართლა დაპირისპირებულები იყვნენ, ხო დატოვებდა ნულზე საპატრიარქოს, არც არხი ექნებოდა, არც ჯიპები, არც უნივერსიტეტები და საერთოდ უამრავი რამე არ ექნებოდა. ამის დაკარგვა არ შედის საპატრიარქოს ინტერესში, პირიქით შენარჩუნება და მომატება სურს, ამიტომაც თამაშობს სახელმწიფოს თამაშს, ამის გარდა მარტო თამაშიც არ არის, ელემენტარულად გატენა ვანომ თავის კადრებით ეკლესია და ციხე შიგნიდან გატეხა.. თავის დროზე რომ დამდგარიყო მაგრა, არ დაეწყო თანამშრომლობა ხელისუფლებებთან და ცალკე მართლა, ცალკე ყოფილიყო, ალბათ ჩავთვლიდი რომ ესეთი სიცოცხლისუნარიანი ეკლესია არასდროს არ ყოფილათქო, მაგრამ რადგან მისი რესურსები პირდაპირ ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული და მუდამ ყველა ხელისუფლების ლოიალური იქნება, ამიტომაც მგონია რომ მისი სიძლიერე, მხოლოდ გარეგანია და სინამდვილეში ძალიან სუსტი და ძალიან ადვილად მართვადი ინსტუტია, ეს შენი საპატრიარქო. ჩერეზ საპატრიარქოთი მართავენ რეჟიმები, ე.წ "მესამე წოდებას" ანუ თქვენ, ისე რომ ამაზე არანაირი წარმოდგენა არ გაქვთ და თან ისე გმართავთ, რომ გგონიათ, რომ მიშას წინააღმდეგ მოქმედებთ, სინამდვილეში კი მიშას დაკრულზე ცეკვავთ..

ხელისულფება ცდილობს ეკლესიის გული მოიგოს და იმიტომაც აფინანსებს, ესაა და ეს

 

ექნება თუ არა საპატრიარქოს ფული სახელმწიფოსგან, ის მაინც იარსებებს, მორწმუნე ადამიანები სანამ ასეთი დუხჭირი ცხოვრებააა ბლომად იქნებიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფულის საშუალებით ხელისუფლება ცდილობს გარკვეულ წილად აკონტროლს საპატრიარქო, ისინი ეკლესიას აღიქვავენ არა როგორც მოკავშირეს არამედ გარდაუვალ ბოროტებას
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ეს ყველაფერი დასავლეთის თანხმობით მოხდა

:))

 

ყირაზე რომ დადგეს რუსეთი თბილისს და დანარჩენ ტერიტორიას ხელს ვერ ახლებს, დასავლეთი ამის კატეგორიული წინაღმდეგი იქნება,

უკვე აკონტროლებს თბილის, ჩვენი მთავრობის მეშვეობით..

ამერიკა აკონტროლებს ყველაფერს საქართველოში, რაც სჭრიდება,

დააკონკრეტე რას აკონტროლებს

 

1) პოლიტიკურად რას აკონტროლებს?

2) ეკონომიკურად რას აკონტროლებს?

3) სტრატეგიულად რას აკონტროლებს?

4) სამხედრო თვალსაზრისით რას აკონტროლებს?

არავისი მარიონეტი არ ყოფილა ეკლესია, საიდან მოიტანე, იძულებითი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა

 

სიტყვების თამაშია ეს.. მარიონეტი თავისთავად იძUლების კონტროლის ქვეშ არის..

შენ რომ ვიღაცამ ჩაგსვას ციხეში ძ(ჯვარი გწერია) მარიონეტი იქნები?

ეს ლირიკული გადახსვევები როგორ გევასებათ..

შენ იქნები პატიმრობაში და თუკი ძლიერი პიროვნება ხარ სულიერად თავისუფალი

სულიერად თავისუფალი არა შვანცკი კიდე.. ერთადერთი რამ რაც შეიძლება გამოჩინოს შენი ნების თავისუფლება, ეს არის ბუნტი ან გაქცევა. თუ აქედან რამე გამოგივიდა, ესეგი მართლა მაგარი ნება გქონია.

 

შენ თუ დაიწყე ციხის უფროსთან გარიგება, პრივილეგიების მიღება და ციხეში მოიწყე ცხოვრება, არანაირ თავისუფლებაზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია

 

ხელისულფება ცდილობს ეკლესიის გული მოიგოს და იმიტომაც აფინანსებს

რა ჩემ ფეხებათ უნდა ეკლესიის გულის მოგება, როცა უამრავი მღვდელი დღეს ყოფილი ნაც.მოძრაობის წევრია, მათ შორის ჩემი მეზობელიც :D

 

აფინანსებს იმიტომ, რომ მისი ნება-სურვილები აასრულოს..

ექნება თუ არა საპატრიარქოს ფული სახელმწიფოსგან, ის მაინც იარსებებს, მორწმუნე ადამიანები სანამ ასეთი დუხჭირი ცხოვრებააა ბლომად იქნებიან

ექნება თუ არა საპატრიარქოს ფული სახელმწიფოსგან, ის მაინც იარსებებს, მორწმუნე ადამიანები სანამ ასეთი დუხჭირი ცხოვრებააა ბლომად იქნებიან

არ ექნება საპატრიარქოს ამხელა რეკლამა და არ ექნება დიდი ავტორიტეტიც.. რეკლამა და პიარი საპატრიარქოს არანაკლებ სჭირდება, ვიდრე ხელისუფლოებას..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

დააკონკრეტე რას აკონტროლებს

 

1) პოლიტიკურად რას აკონტროლებს?

საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას,

 

2) ეკონომიკურად რას აკონტროლებს?

ნავთობსადენებსა და გაზსადენებს დანარჩენი კიდია, თბილგაზიც, თბილსრესიც, თბილწყანალიც და ყველაფერი რაც თბილს უკავშირდება

3) სტრატეგიულად რას აკონტროლებს?

ბაქო თბილის ჯეიხანს და ნაბუკოსაც (არ ვიცი ამჟამად ეს პროექტი მუშაობს თუ არა)

4) სამხედრო თვალსაზრისით რას აკონტროლებს?

ქართულ ჯარს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

სიტყვების თამაშია ეს.. მარიონეტი თავისთავად იძUლების კონტროლის ქვეშ არის..

კომუნისტების დროს იმყოფებოდა იძულებითი კონტროლის ქვეშ და არა ეხლა

 

რა ჩემ ფეხებათ უნდა ეკლესიის გულის მოგება, როცა უამრავი მღვდელი დღეს ყოფილი ნაც.მოძრაობის წევრია, მათ შორის ჩემი მეზობელიც

ნაცმოძრაობა შეიქმნა 2003 წელს და როდის მოასწრეს ამ ხალხმა ნაცმოძრაობის იდელოგიის შეთვისება და მერე სემინარიის დამთავრება და სასულიერო წოდების მინიჭება?

ან შენ ეხუმრეი მღვდლობის სიმძიმეს, წადი, წირვას დაესწარი და ვნახოთ რამდენი ხანი გაქაჩავ, მოწყენილობისგან დაიბრიდები :givi:

ეკლესიაში შესაძლოა ჰყავდეთ ნაცებს შეგზავნილი ხალხი, არ გამოვრიხავ, მაგრამ მათი ოდენობა არ იქნება კატასტროფული,

ჯერესეღთი მღვდლების უდიდესი ნაწილი მღვდელი იყო 2003 წლამდე, ხოლო 2003 წლის შემდეგ რამდენია ნაცმოს მიერ ხელდასხმული ეს უკვე ყავაზე მკიტხაობას გავს,

 

სასულიერო სემნარია 3 წლიანია, ე.ი. ეხლა დავთვალოთ 2004 წელს მოვიდნენ ნაცები,

შეარჩიეს ვთქვათ 100 ტიპი თავგამოდებული ნაცმოს რომ ეკლესიაში შეეგზავნათ,

ამ ხალხმა 3 წელიწადში დაამთავრრეს სასულიერო სემინარია

და უკვე 2007 წლიდან შეუდგნენ მღდლობას, ეგრე გამოდის ხო?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას,

რაში გამოიხატება ეს კონტროლი?

დააკონკრეტე..

ნავთობსადენებსა და გაზსადენებს დანარჩენი კიდია, თბილგაზიც, თბილსრესიც, თბილწყანალიც და ყველაფერი რაც თბილს უკავშირდება

შენ შეადარე აბა ამერიკის პოლიტიკის ისტორია ლათინურ ამერიკაში ან სხვა ისეთ ქვეყანაში, სადაც ამერიკა მთლიანად აკონტროლებს სიტუაციას და მერე შეადარე საქართველოში..

 

 

უკაცრავად და ნავთობსადენიც და გაზსადენიც, არა მიშიკოს, არამედ ედიკას პროექტია. დაწყებულს ვერ შეაჩერებდა მიშა, მაგრამ რეალურად აქ დამკვიდრების საშუალებას მიშა და შესაბამისად რუსეთი, ამერიკას არ სძლევს.

 

თურმე ამერიკას ეკონომიკუტი ინტერესები სულ ცალ ფეხზე ჰკიდია :)) კარგად არ იცნობ ამერიკის ისტორიას, გეტყობა

 

ქართულ ჯარს

ქართული ჯარი რა? რუსეთის პირდაპირი აგენტი, ახალაია გყავს, ყველა ვინც ტრენინგი გაიარა დასავლეთში ან უბრალოდ ინგლისური იცის, არ ახარებენ ჯარში..

 

რაში გამოიხატება ქართული არმიის კონტროლი?

 

გენშტაბში არიან პროამერიკელები? სამინისტროში არიან თუ სად არიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ნაცმოძრაობა შეიქმნა 2003 წელს და როდის მოასწრეს ამ ხალხმა ნაცმოძრაობის იდელოგიის შეთვისება და მერე სემინარიის დამთავრება და სასულიერო წოდების მინიჭება?

მოდი დავნიზლავდეთ, რომ უამრავ მღვდელს გაჩვენებ, ვისაც სასულიერო სემინარია არ აქვს დამთავრებული..

ან შენ ეხუმრეი მღვდლობის სიმძიმეს, წადი, წირვას დაესწარი და ვნახოთ რამდენი ხანი გაქაჩავ, მოწყენილობისგან დაიბრიდები

ნუ გეშინია, სამსახურიდან უფრო დიდ მოწყენილობას ვუძლებ.. :D ეს არ არის დიდი პრობლემა.. ზატო ფული გექნება, ჯიპი გეყოლება და ა.შ

 

მაგრამ მათი ოდენობა არ იქნება კატასტროფულ

დიდი რაოდენობა არ არის საჭირო, რომ ეკლესია აკონტროლო..

შიდა დასმენებით, მერე ერთ ადგილზე ჩაავლებენ ხელს და როგორც უნდათ ისე ათამაშებენ მერე სხვებსაც..

 

ჯერესეღთი მღვდლების უდიდესი ნაწილი მღვდელი იყო 2003 წლამდე, ხოლო 2003 წლის შემდეგ რამდენია ნაცმოს მიერ ხელდასხმული ეს უკვე ყავაზე მკიტხაობას გავს

ნეტავი იყოს ამის სტატისტიკა, რამდენი ეკლესია დაარსდა 2003 წლის შემდეგ? მემგონი 2003 წლის შემდეგ თბილისის ყველა უბანში კაკ მინიმუმ 2-3 ეკლესია დაარსდა. ამის გარდა რეგიონებიც ჩათვალე. მატება საგრძნობია. ამის გარდა იმ ძველი მღვდლების კონტროლიც, ახალი მღვდლების მეშვეობით არ არის ძნელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ნეტავი იყოს ამის სტატისტიკა, რამდენი ეკლესია დაარსდა 2003 წლის შემდეგ? მემგონი 2003 წლის შემდეგ თბილისის ყველა უბანში კაკ მინიმუმ 2-3 ეკლესია დაარსდა. ამის გარდა რეგიონებიც ჩათვალე. მატება საგრძნობია. ამის გარდა იმ ძველი მღვდლების კონტროლიც, ახალი მღვდლების მეშვეობით არ არის ძნელი

შენ გააკეთე დასკვნა რომ ეკლესიაში უარმავი ადამიანია ვინც ადრე ნაცმოძრაობის წევრი იყო,

მაქვს კითხვა,

 

 

1. რამდენი სასულიერო პირია საქართველოში

2. რამდენი სასულიერო პირია 2007 წლიდან (შევთანხმდეთ რომ მანამდე ვერ შეაგზავნიდნენ ზევიტ ვისაუბრეთ)

3. გაქვს თუ არა მონაცემები იმ ადამიანების შესახებ ვინც 2007 წლიდან გახდა სასულირო პირი

კერძოდ იცი ამ ადამიანები ბიოგრაფია, როდის გახდნენ ისინი ნაცმოძრაობის წევრები?

 

დარწმუნებული ვარ რომ არანაირი ცნობები არ გაქვს, შესაბამისად რა დასკვნაც გაკეთე არის ტრუხა, შენი ფანტაზიის ნაყოფი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ გეშინია, სამსახურიდან უფრო დიდ მოწყენილობას ვუძლებ.. ეს არ არის დიდი პრობლემა.. ზატო ფული გექნება, ჯიპი გეყოლება და ა.შ

რა უნდა მოხდეს შEნს ცხოვრებაში ისეთი რომ ხელი მოაწერო იმას, რომ მთელი ცხოვრება ანაფორით იარო

ის მაინც უნდა იცოდე როდესაც ასეთ ბრალდებას აყენებ კონკრეტულად ვინ შეარჩია კადრები ეკლესიაში შესაგზავნად და რა მეთოდები გამოიყენა, როგორ დაამუშავა ეს ხალხი,

ეს ის არაა ვიღაც შნირი რომ შეაგზავნო რომელიღაც პარტიაში ინფორმატორად,

აქ საუბარი იმაე რომ ადამიანი, რაღაცის გულისთვის მზადაა მთEლი თავისი ცხოვრება შეცვალოს, რის საფასურად?

ჯიპებსი, გაიკვეხონ ეს ჯიპები უკან თუკი ანაფორით მომიწევს სიარული და მოსაწყენი ლიტურგიების ჩატარება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დარწმუნებული ვარ რომ არანაირი ცნობები არ გაქვს, შესაბამისად რა დასკვნაც გაკეთე არის ტრუხა, შენი ფანტაზიის ნაყოფი

სულ არ მჭირდება ეს სტატისტიკა, იმისთვის რომ ვიცოდე რა ხდება სააპატრიარქოში, როცა საპატრიარქოს ყოფილ მთავარ ბუღალტერს იცნობ :D

 

რაც შეეხება ვარაუდებს, საკამრისია უმაღლეს სასულიერო პირების ქონება შორიდან ნახო და ბრმაც კი დაინახავს, რაშია საქმე..

 

 

თუმცა როცა მორწმუნეა ადამიანი და რაღაცის დაჯერება არ უნდა, დედამიწაზე ვერც ერთი ძალა ვერ აიძულებს დაიჯეროს, რომ დედამიწა ბრუნავს :D

აქ საუბარი იმაე რომ ადამიანი, რაღაცის გულისთვის მზადაა მთEლი თავისი ცხოვრება შეცვალოს, რის საფასურად?

კაი ჯიპის, კარგი სახლის და კარგი ცხოვრების საფასურად..

 

 

მიდი დაინტერესდი ერთხელ, ძალზე პოპულარულ თეოდორე გაგნიძეს ოჯახის ქონებით.. რატომ არ ინტერესდებით? როცა უსმენთ და წმინდანი გგონიათ, რატომ ხუჭავთ ამ დროს ბევრ რამეზე თვალს..

 

თუმცა რას იზავ მცირე ფანატიზმის ფორმაა ესეც... :D

 

პრინციპში რაზე მეკამათები ვერ ვხვდები? რას ამტკიცებ, რომ ტრუხას ვამბობ? კაი, შენთვის ვამბობ ტრუხას, სხვისთვის არა. ხო და ვისაც არ უნდა არ დაიჯეროს, თუმცა ხვდებით თქვენი "სუფთა" სამღვდელოების ნაკლოვანებებს და სიბინძურეებს და ამიტომ ცდილობთ, ყველანაირ კრიტიკას მათზე, ისეთ უწყინარ კრიტიკასაც, როგორიცაა მათი განცხრომა, მებრძოლი თეისტებივით დაუპირისპირდეთ... ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...