Jump to content
Planeta.Ge

მიშას 1500 ლარიანი ჯარიმა


Recommended Posts

პრეზიდენტის პირად ქონებას დაბა გუდაურში 500.0 კვ მიწის ნაკვეთი შეემატა

22:20 15-07-2011

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაბა გუდაურში, 500.0 კვ მიწის ნაკვეთი შეიძინა . დაბა გუდაურში მიწის ნაკვეთი პრეზიდენტის ქონების ჩამონათვალში, 2011 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში გაჩნდა, რომელშიც 2010 წელს მისი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობაა ასახული.

რაც შეეხება პრეზიდენტის სხვა უძრავ ქონებას, პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი, თბილისში, ბარნოვის ქ. #9, 154.0 კვ.მ ფართს და 164.0 კვ., ფართის მანსარდს ფლობს.

დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტმა გასამრჯელოდ 2010 წელს 56 640.0 ლარი მიიღო, 2009 წელს კი - 59 000.0 ლარი. მიუხედავად გასამრჯელოს შემცირებისა, 2009 წელთან შედარებით, 2010 წელს, გაიზარდა პრეზიდენტის საბანკო ანგარიშების ოდენობა.

კერძოდ, პრეზიდენტს დეკლარაციის შევსებისას 2010 წლისთვის "საქართველოს ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 62 993.68 ლარი ერიცხებოდა, მიმდინარე ანგარიშები "საქართველოს ბანკში" ჰქონდა და ერთ ანგარიშზე 52 019.15 დოლარი, ხოლო მეორეზე 1 573.88 ევრო ერიცხება.

სანდრა რულოვსს ერთი ანაბარი, 21 000.0 დოლარის ოდენობის, "თიბისი ბანკში" აქვს, ING BANK ტერნეუზენში კი 85 000.0 ევრო აქვს. ასევე, სანდრა რულოვსს "საქართველოს ბანკში" 2000.0 ლარის მიმიდნარე ანგარიში აქვს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი, საფრანგეთის ბანკ Societe General–ში, 30 000.0 ევრო ერიცხება.

რაც შეეხება 2009 წელს, ამ დროს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები შედარებით ნაკლები იყო. კერძოდ, 2009 წელს მიხეილ სააკაშვილს "საქართველოს ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 29 021.77 ლარი ჰქონდა, ასევე, "საქართველოს ბანკში" მისი მიმდინარე ანგარიშები 34 479.04 დოლარი და 33.36 ევრო იყო. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მას "თიბისი ბანკში" 2009 წელს ანაბარზე 30 000.0 დოლარი ჰქონდა, ING BANK ტერნეუზენში კი 60 000.0 ევრო.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დეკლარაციის თანახმად, პრეზიდენტის ოჯახი არც 2009 და არც 2010 წელს არ ფლობდა ისეთ უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

რაც შეეხება დაბა გუდაურში მიწის ნაკვეთს, დეკლარაციის მიხედვით, შეუძლებელია იმის დადგენა, პრეზიდენტმა ეს ნაკვეთი იყიდა თუ აჩუქეს, რადგან გრაფა, რომელშიც უნდა მიეთითებინა ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა აღემატება 1500 ლარს, ცარიელია. ასევე, არაფერი წერია გრაფაში, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/174883-prezidentis-pirad-qonebas-daba-gudaurshi-5000-kv-mitsis-nakvethi-sheemata.html

 

მოკლედ, დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის და ან რამის მოკლება-მიმატებისთვის, 1500 ლარია ჯარიმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

პრეზიდენტის პირად ქონებას დაბა გუდაურში 500.0 კვ მიწის ნაკვეთი შეემატა

მეტი არაფერი იყოს გასახურებელი და... რაღა გვიჭირს)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კორუფციასთან აგარაკებით ბრძოლის ახალი მეთოდია. 59 ათასი მიიღო, ანგარიშზე უდევს და თან აგარაკები დაემატა, ეს როგორ იბიომატ, კიოა ეს შობელძაღლი.

 

იურისტი, რომელი ხართ, კითხვა მაქვს ესეთი:

 

გავიგე პრეზიდენტის დედის გინებაზე სროკი შემოიღესო, ხოდა ვთქვათ ყველა კორუმპირებულს რომ შევაგინო დედის ##### მაგაზეც სროკია, თუ ირიბ გინებაზე კანონი არ ვრცელდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამის წინებზე სადღაც ვნახე ვიდეოკადრები მიხეილის სახლიდან, რომელიც ყბადარებულ "სიხარულის უბანში" მდებარეობს. იმ ადგილას დგას პრეზიდენტის დაცვა, არ მიგვიშვეს ახლოს.

სადმე დეკლარაციაში არის ეს ქონება მითითებული?

და საერთოდ შემოსავლების დეკლარაციის შევსებას არანაირი აზრი არ აქ თუ გასავლების დეკლარაციას არ შეავსებს დეკლარანტი - ჩინოვნიკი.

აი ამ წინადადებას ვჩუქნი ოპოზიციას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

machkatela

ეხ..ამ ქვეყანაში სუფთა წერე იკითხეა რაა :user:

”ახლებს” და ქდმ-ს ფული ჩაურიცხეს ნაცებმა და ვის რაში აინტერესებს რა წერია მიშების დეკლარაციებში :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...