Jump to content
Planeta.Ge

ეხლაც დაიწყებთ მტკიცებას საპატრიარქომ წააგოო?


Recommended Posts

რელიგიურ გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე, პარლამენტის ბიურომ განსაკუთრებული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

 

პარლამენტის ბიურომ დღეს კანონის განმარტებითი ბარათი დააზუსტა, თუმცა სხვა კანონთან მიმართებაში, მსგავსი რამ არასოდეს არ განხორციელებულა.

 

 

განმარტებითი ბარათი კანონპროექტს ახლავს ხოლმე თან მანამ, სანამ ის დამტკიცდება და გამოქვეყნდება. განმარტებით ბარათში საუბარია საკანონმდებლო ინიციატივის მიზანზე, არსზე, ფინანსურ გაანგარიშებებზე, ექსპერტების თანამონაწილეობაზე და ა.შ.

 

"სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების "განმარტებით ბარათს", "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

 

 

"საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და ამავდროულად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.

კონსტიტუციით აღიარებული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და განსაკუთრებული სტატუსი კიდევ უფრო ნათლად აისახა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული არაერთი საკანონმდებლო აქტი ადგენს მთელ რიგ შეღავათებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით.

საქართველოს მთავრობამ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად შექმნა ერთობლივი კომისია, რომელიც იხილავს ეკლესიისათვის კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისად სხვადასხვა ქონების გადაცემისა და დაბრუნების საკითხებს.

კონსტიტუციურმა შეთანხმებამ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის შემდეგ ნორმატიულ აქტთა იერარქიში ყველაზე მაღალი დონის ნომატიულ აქტს წარმოადგენს, განსაზღვრა როგორც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი სტატუსი, ისე მისი საკუთრების უფლება.

კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, ეკლესია თავისი საქმიანობის განხორცილებისას არ საჭიროებს რაიმე სახის რეგისტრაციას.

კონსტიტუციური შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ეკლესიის საკუთრების უფლებას და ადგენს, რომ ეკლესიის ქონება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით.

კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

საქართველოს სახელმწიფოსთან საქართველოში არსებული სხვა რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობა და მათი სტატუსი განსაზღვრება არა კონსტიტუციური შეთანხმებით, არამედ კანონმდებლობით. შესაბამისად, კანონმდებლობით უნდა დადგინდეს ამ გაერთიანებათა სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის წესი და პირობები. კანონმდებლობით განისაზღვრება აგრეთვე სხვა რელიგიურ გაერთიანებათა მიერ ქონებრივი უფლებების მოპოვებისა და განხორციელების საკითხები. აღნიშნული ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც თანაბრად ვრცელდება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიმირთ.

კანონპროექტი აწესრიგებს მხოლოდ რელიგიური გაერთიანების უფლებას სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან ქონებრივი ან რაიმე სხვა სახის ვალდებულებებს არ წარმოშობს".

 

 

მასალის გამოყენების პირობები

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/174474-religiuri-gaerthianebebis-shesakheb-kanonthan-dakavshirebith-parlamentis-biurom-uprecedento-gadatsyvetileba-miigho.html

 

პ.ს. მე მგონი ბევრ ოპოს გამარჯვების გემო საერთოდ დაავიწყდა...ისე რომ ვერც ხვდებიან როდის არის!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 36
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ყველაზე საინტერესო მთელს ამ ისტორიაში კი ისააა, რომ წაგებული, საბოლოო ჯამში არავინაა, საქართველომ გაიმარჯვა, ვინც ამას დროებით ვერ ხვდება ან საერთოდ თავს დამარცხებულად თვლის, ეს უბრალოდ დროის ამბავია, დარწმუნებული ვარ, ღვთის წყალობით თავადაც გაიაზრებენ ამ გამარჯვებას, დრო მოვა. ისინი თუ არა, მათი შვილები მაინც.

 

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

 

 

 

საქართველოს სახელმწიფოსთან საქართველოში არსებული სხვა რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობა და მათი სტატუსი განსაზღვრება არა კონსტიტუციური შეთანხმებით, არამედ კანონმდებლობით. შესაბამისად, კანონმდებლობით უნდა დადგინდეს ამ გაერთიანებათა სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის წესი და პირობები. კანონმდებლობით განისაზღვრება აგრეთვე სხვა რელიგიურ გაერთიანებათა მიერ ქონებრივი უფლებების მოპოვებისა და განხორციელების საკითხები. აღნიშნული ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც თანაბრად ვრცელდება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიმირთ.

კანონპროექტი აწესრიგებს მხოლოდ რელიგიური გაერთიანების უფლებას სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან ქონებრივი ან რაიმე სხვა სახის ვალდებულებებს არ წარმოშობს".

 

 

დიდი ბოდიში, ბატონო გარეგინ! :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არჩილ,ჯობდა ის კანონი თავიდანვე წაგეკითხა და მიხვდებოდი რომ იმ კანონში პრინციპში არც არაფერი არ ეწერა(მიღების ფორმა სხვა საკითხია).ხოლო რაც ახალ განმარტებით ბარათში წერია,ის კონკორდატის ტექსტია.

 

 

კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის

 

მუხლი 1

1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

 

2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფერში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.

 

3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

4. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით), ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.

 

6. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.

 

მუხლი 2

სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.

 

მუხლი 3

სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები.

 

მუხლი 4

1. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.

 

2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთნხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფელბის აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას.

 

3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახელობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები.

 

მუხლი 5

1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლა ნებაყოფილობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.

 

2. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს.

 

3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

 

მუხლი 6

1. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

 

2. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

 

3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

 

4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფილობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.

 

5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.

 

6. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

 

მუხლი 7

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

 

2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით.

 

მუხლი 8

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).

 

2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა).

 

მუხლი 9

1. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.

 

2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს.

 

მუხლი 10

სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.

 

მუხლი 11

1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური ფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №183; 12.04.90).

 

2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს.

 

მუხლი 12

1. შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინთა განმარტებისაგან.

 

2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით.

 

3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ვხედავ ზოგს დაუჯერებელის დაჯერება სურს. ეს იგივე მარაზმია ნაგავი ელექტროენერგიად რომ აქციო. კანონი არის კანონი და განიმარტება ისე როგორც კანოშია მოცემული. ამ განმარტების ფასი, ისეთივეა როგორც თვით მიღებული კანონისა. ეს იმას ჰგავს ბავშვს შეფუთულ კამფეტს რომ არ მისცემ და ბღავილს ატეხავს, შემდგომ შეფუთულს გახსნი და ბავშივი სიხარულით ხტუნვას დაიწყებს. "წყალ წაღებული ხავს ეკიდებოდაო" – მორჩით რა რელიგიური რევოლუციის იმდეზე ყოფნას. არ მოხდება ეს და რომც მოხდეს მიუღებელია.

 

პ.ს. დააკონკრეტეს რამდენი ჯიპი დაჟდა ეს ამბე? :givi:

 

პ.ს. ასეთი მიდგომით 2008 წელს ჩევნ რუსებს ომი მოვუგეთ. :)) "Цирк уехал а клоун осталса"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მე და თქვენ გვაქვს ამ საკითხში თითქმის სრული თანხვედრა.შევეცდები ჩამოვაყალიბო თუ რა მოხდა.ცალსახად მოიგო ხელისუფლებამ,ანუ მიშამ.

1.მოიგო სომხების(ეკლესიის და ხელისუფლების გული)ისე რომ არც არაფერი არ მიუცია იმათთვის აბრის გარდა,რომელსაც აწერია :"საჯარო სამართლის იურიდიული პირი".მაგრად მოუჭირონ,არსად არ დაეკარგოთ.

2.დაანახა დასავლეთს(ამერიკას),ნახეთ როგორ ვზრუნავ რელიგიურ უმცირესობებზე და ეს ბნელები(ეკლესია და მისი მრევლი) კი მერძვისო.შესაბამისად არჩევნებსაც არ ჩავატარებ დემოკრატიულად,ყველას დავიჭერ,თორემ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში და ისევ მე გირჩევნოდეთო.

3.ეკლესიას(პატრიარქს) საჯაროდ გააწნა სილა და დაამცირა.ანუ აჩვენა:"კტო დომა ხოზაინ"

4.დაანგრია მითი ეკლესიის უდიდესი გავლენის შესახებ,როცა არცთუ ისე დიდი რაოდენობის ხალხი გამოვიდა მის დასაცავთ.ხოლო სინოდს მოუწია უკან დახევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მე და თქვენ გვაქვს ამ საკითხში თითქმის სრული თანხვედრა.შევეცდები ჩამოვაყალიბო თუ რა მოხდა.ცალსახად მოიგო ხელისუფლებამ,ანუ მიშამ.

1.მოიგო სომხების(ეკლესიის და ხელისუფლების გული)ისე რომ არც არაფერი არ მიუცია იმათთვის აბრის გარდა,რომელსაც აწერია :"საჯარო სამართლის იურიდიული პირი".მაგრად მოუჭირონ,არსად არ დაეკარგოთ.

2.დაანახა დასავლეთს(ამერიკას),ნახეთ როგორ ვზრუნავ რელიგიურ უმცირესობებზე და ეს ბნელები(ეკლესია და მისი მრევლი) კი მერძვისო.შესაბამისად არჩევნებსაც არ ჩავატარებ დემოკრატიულად,ყველას დავიჭერ,თორემ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში და ისევ მე გირჩევნოდეთო.

3.ეკლესიას(პატრიარქს) საჯაროდ გააწნა სილა და დაამცირა.ანუ აჩვენა:"კტო დომა ხოზაინ"

4.დაანგრია მითი ეკლესიის უდიდესი გავლენის შესახებ,როცა არცთუ ისე დიდი რაოდენობის ხალხი გამოვიდა მის დასაცავთ.ხოლო სინოდს მოუწია უკან დახევა.

:) ფაცეზე დავდევი იგივე. არჩილი ხავს ეკიდება და ვერ ვუხსნი ამ კაცს:

 

რა მოიგო საპატრიარქომ, ან ამ მოგებამდე რა ჰქონდა წაგებული?

არაფერი.

ჩემი აზრით მოიგო ნაციონალებმა, როდესაც ერთი გასროლით სამი კურდელი მოკლეს:

1. საერთაშორისო სცენაზე რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ხელისუფლებად გამოჩნდნენ;

2. ხლახში ისედაც გაღრმავებული უიმედობა კიდევ გააღრმავეს;

3. ქვეყანაშია არადემოკრატიული პროცესებისგან ყურადღების გადატანა შესლეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

2. ხლახში ისედაც გაღრმავებული უიმედობა კიდევ გააღრმავეს;

ეს ძალიან ზუსტია.საუბედუროდ სრული სიმართლეა.

3. ქვეყანაშია არადემოკრატიული პროცესებისგან ყურადღების გადატანა შესლეს.

ესეც სწორია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ ეროვნული ავდამყოფობა გვჭირს :) 2008 წელს რუსეთს ომი საქართველომ მოუგო?

 

ვის არ სჯერა რიგში ჩადექით. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ეს ძალიან ზუსტია.საუბედუროდ სრული სიმართლეა.

 

ესეც სწორია.

 

ბოქსში ნიჩია არსებობს? :givi:

ამათ ბოქსში ეტყობი არსებობს.

დაარტყეს ერთმანეთს და ორივე ნოკაუტში ჩავარდა.

ისე ამქვს ეს სადღაც ნაანხი. კინგბოქსში მოხდა ასეთი რამ, ორივე გაითიშა. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

2008 წელს რუსეთს ომი საქართველომ მოუგო?

ისე სამართლიანობისთვის უნდა ვაღიაროთ რომ მაგ ლოზუნგმა ტრანსფორმაცია განიცადა,ანუ არ მოგვიგია მაგრამ:

1.მთელ მსოფლიოს დავანახეთ რუსეთის სახე.2.რუსეთი სრულ იზოლაციაში ექცევა.3.მთავარია რომ ჩვენი ხელისუფლება არ ჩამოიშალა.

რაც მთავარია მიზეზი ყველაფრის გასამართლებლად:მტერი 40 კილომეტრშია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ისე სამართლიანობისთვის უნდა ვაღიაროთ რომ მაგ ლოზუნგმა ტრანსფორმაცია განიცადა,ანუ არ მოგვიგია მაგრამ:

1.მთელ მსოფლიოს დავანახეთ რუსეთის სახე.2.რუსეთი სრულ იზოლაციაში ექცევა.3.მთავარია რომ ჩვენი ხელისუფლება არ ჩამოიშალა.

რაც მთავარია მიზეზი ყველაფრის გასამართლებლად:მტერი 40 კილომეტრშია.

 

ერთს ჰქონდა ფაცეწიგნში ასეთი ფრაზა "მთავარია ხელისუფლება არ ჩამოიშალოსო, თორემ ჩვენი დედაც##################ო" :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:) ფაცეზე დავდევი იგივე. არჩილი ხავს ეკიდება და ვერ ვუხსნი ამ კაცს:

 

რა მოიგო საპატრიარქომ, ან ამ მოგებამდე რა ჰქონდა წაგებული?

არაფერი.

ჩემი აზრით მოიგო ნაციონალებმა, როდესაც ერთი გასროლით სამი კურდელი მოკლეს:

1. საერთაშორისო სცენაზე რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ხელისუფლებად გამოჩნდნენ;

2. ხლახში ისედაც გაღრმავებული უიმედობა კიდევ გააღრმავეს;

3. ქვეყანაშია არადემოკრატიული პროცესებისგან ყურადღების გადატანა შესლეს.

საერთოდ არსაწორად მსჯელობ.

აქ მე არ ვსაუბრობ მოგება-წაგებაზე.

როდესაც საუბრობ, რომ შიშამ საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახა ღაღაც, სად ნახე შე კაცო საერთაშორიშო თანამეგობრობა. რაც არ არსებობს რას ნახავდი?!

ასევე თითქოს შიშა თავისთვის მუშაობს საქართველოში და ამერიკა კიდე თავისთვისაა...

ტყუილია, ტყუილიიიიიიიი.

შიშა აკეთებს იმას რასაც უბრძანებენ და აქედან გამომდინარე ამერიკისათვის არაფრის დანახვება საჭირო არ არის.

 

შენი საუბარი ამეიკელების (მასონები) პროპაგანდის მეტყველებიდან არის აღებული და სინამდვილესთან კავშირი არ აქვს.

ვილაპარაკოთ ის რაც სინამდვილეში ხდება და როგორ ხდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენი საუბარი ამეიკელების (მასონები) პროპაგანდის მეტყველებიდან არის აღებული

ბაბუ მასონია, არ იცოდი ეგ? :007:

 

 

ხოდა იმას ვამბობდი, რომ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაბუ მასონია, არ იცოდი ეგ? :007:

 

 

ხოდა იმას ვამბობდი, რომ....

ალასანია ამერიკის და რუსეთის ჯაშუშია.

მაგასთან დამეგობრება ნიშანავს ჩვენს გაჯაშუშებას.

 

ჩვენ საქართველოში ჯაშუშები არ გვაკლია, რა დროს ალასანიაობააა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...