DATA TUTASXIA Posted July 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=3918&Itemid=999999999 ნინო ბურჯანაძე - დიახ, ...ოფიციალურად განვაცხადე 2008 წლის აპრილში, მაგრამ რეალურად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 10 ივნისს წავედი. 3 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში უკვე დაძაბული ვითარება იყო, მან დამირეკა და მთხოვა, მივსულიყავი. ბუნებრივია, მაშინვე დავთანხმდი. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, მან სხვა თემით დაიწყო, მაგრამ ვთხოვე მთავარ საკითხზე - ოსეთის თემაზე გადასულიყო. მივხვდი, რომ მისი მრჩევლები, კიდევ, როგორც ეს იმავე წლის აპრილში იყო, ომის დაწყებას ურჩევდნენ. მე მას აპრილში პუტინთან საუბარი შევახსენე, როცა მან თქვა, რომ იქ, სადაც მშვიდობისმყოფელები იდგნენ, ჩვენი მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებას ადეკვატური რეაქცია მოჰყვებოდა რუსეთის ფედერაციიდან, რომ აუცილებლად შემოვიდოდნენ რუსეთის ჯარები და გაანადგურებდნენ ქართულ არმიას, და ამას შესაბამისად აღიარებაც მოჰყვებაო. მე მას ეს სიტყვები შევახსენე და ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში, როგორი პროვოკაციაც უნდა ყოფილიყო, არ ჩართულიყო, და მითუმეტეს თავად არ წამოეწყო ეს პროვოკაცია. მაშინ მან მითხრა: სროლა ხომ გრძელდებაო. შევახსენე, რომ სროლა ამ რეგიონში უკვე 15 წელია გრძელდებოდა, უკიდურეს შემთხვევაში, თუ მიგაჩნია, რომ არის საშიშროება, მაშინ უნდა გამოვიყვანოთ ქალები, ბავშვები და მოხუცები. დავტოვოთ მამაკაცები, და ღმერთმა არ ქნას, თუ რუსეთი დაგვესხმება თავს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი დავიცვათ. თუმცა მე გამოვრიცხავდი, რომ რუსეთის მხრიდან იქნებოდა ღია შემოტევა. სამწუხაროდ, მისი მრჩევლები არწმუნებდნენ, რომ რუსეთს ჟანგიანი ტანკები ჰყავს და ქართული არმია მათ ერთ ღამეში გაანადგურებდა. ჩემი არგუმენტი ძალან მარტივი იყო, შეიძლება ჟანგიანია, მაგრამ ბევრი ჰყავთ. დღემდე ვერავინ შეძლო რუსეთის არმია ერთ ღამეში გაენადგურებინა, და, საქართველოს მხრიდან, ეს არარეალური იყო. ვუთხარი, რომ როგორი ოპოზიციაც უნდა ვიყო (თუმცაღა, მაშინ არც ვიყავი ოპოზიცია), ყოველთვის დავიცავ ჩემი სახელმწიფოს ინტერესებსა და მის ერთიანობას. მაგრამ თუ შენ ომს დაიწყებ, ქვეყანას დაღუპავ, და ამას არასდროს გაპატიებ. აი ეს იყო, პრაქტიკულად, ჩემი ბოლო სიტყვები. მე მას ადამიანურად ვეხვეწებოდი, არ აჰყოლოდა იმ „რჩევებს“ რომელსაც გარემოცვა აძლევდა. 7 -ში (მე თბილისში ვიყავი) ჩემი მეუღლე საომარ მოქმედებათა ზონაში იყო, და როგორც კი ომი დაიწყო, მეორე დღეს ჩემი უფროსი შვილიც იქ წავიდა. მითხრა, დედა, შენი შვილი იქ უნდა იყოს, სადაც სხვისი შვილები არიანო. თავისთავად, მე არანაირი მორალური უფლება არ მქონდა მისთვის მეთქვა, რომ სახლში მჯდარიყო. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე წუთები იყო. 7-ში დამირეკა და მითხრა, ნინო, მე გავეცი ბრძანება ცხინვალის დაბომბვისა. ა.ვენედიქტოვი - ეს პრეზიდენტმა გითხრათ? ნინო ბურჯანაძე - დიახ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ა.ვენედიქტოვი - 7-ში საღამოს? ნინო ბურჯანაძე - 7-ში საღამოს დამირეკა და მითხრა - აი, ამ წუთას გავეცი ბრძანება ცხინვალის დაბომბვაზეო. ეს ჩემთვის შოკი იყო. დღემდე მახსოვს სიტყვები, რომელიც ვუთხარი - მიშა, დავიღუპეთ, გევედრები, შეაჩერე. მან მაშინვე მიპასუხა - შენ ყოველთვის გეშინია და სკეპტიკურად ხარ განწყობილი, ყველაფერი კარგად იქნება, ხვალ დილით ჩვენ ცხინვალში ვიზეიმებთ გამარჯვებასო. მე მახსოვს ჩემი სიტყვები და არ შემეშინდება გამეორების, ვუთხარი, - დაჩოქილი გევედრები, შეჩერდი. ეს ჩვენ დაგვღუპავს. - არა, უკვე გვიანია. ამით დასრულად ჩვენი საუბარი. მახსოვს განცდები - მივხვდი, რომ ეს ქვეყნისთვის დიდი კატასტროფა იყო. ამის შემდეგ რამდენჯერმე გვქონდა კიდევ სატელეფონო საუბარი. ა.ვენედიქტოვი - ომის დროს? ნინო ბურჯანაძე - დიახ, ომის დროს. ვფიქრობდი რა მომემოქმედა, დამერეკა რუსეთში და მეთხოვა, რომ შეეჩერებინათ დაბომბვა და ა.შ. მაგრამ საუბედუროდ, თუ საბედნიეროდ , არ დამირეკავს მოსკოვში. მე მახსოვს მინისტრთან საუბარი – მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვაშაძეს დავურეკე და მითხრა, რომ მთელი დღის განმავლობაში რეკავდა ლავროვი და ისინი ტელეფონს არ პასუხობდნენ. შოკში ვიყავი. ამას არ მოვყვებოდი... ა.ვენედიქტოვი - როდის. . . ნინო ბურჯანაძე - ჩვენი საუბრის წინ. პრაქტიკულად, უკვე 8-ში. ამას მე არ მოვყვებოდი, თავად რომ არ ყვებოდნენ მიშა და ვაშაძე. ვუთხარი, რომ ტელეფონისთვის ეპასუხათ, თორემ, ხვალ გვიანი იქნებოდა. შემდეგ დღეს, როცა უკვე ჩვენი არმია გაანადგურეს, ამათ დაიწყეს რეკვა მოსკოვში. მაგრამ, ახლა უკვე მოსკოვში არ პასუხობდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 DATA TUTASXIAრაღაც როგორც მიშამ მომხდარის შემდეგ დაიწყო თავისი ვერსიის შეთხვზა,იმას გავს.იმ დღეებში და არც ერთ ორ თვეში მაგისგან არ გამიგია არაფერი.თუმცა რასაც წერს ყველაფერი მართალია,ფაქტებს ვგულისხმობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted July 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 ძუკურაღაც როგორც მიშამ მომხდარის შემდეგ დაიწყო თავისი ვერსიის შეთხვზა,იმას გავს.იმ დღეებში და არც ერთ ორ თვეში მაგისგან არ გამიგია არაფერი.თუმცა რასაც წერს ყველაფერი მართალია,ფაქტებს ვგულისხმობ. ჰო მაშინვე უნდა ეთქვა, მაგრამ ჯობს გვიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 ჰო მაშინვე უნდა ეთქვა, მაგრამ ჯობს გვიან.ბურჯანაძე ამბობს იმას რაც დაავალა მისმა დამფინანსებელმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted July 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 Saturnბურჯანაძე ამბობს იმას რაც დაავალა მისმა დამფინანსებელმა. ფაქტებს რას უშვები სატურნ? ან რას ამბობს ისეთს,რაც აქამდე არ ვიცოდით? http://civil.ge/geo/article.php?id=16818 “გპირდებით – და ეს არ არის წინასაარჩევნო დაპირება – თუ 5 იანვრის არჩევნები ნორმალურად ჩაივლის, შემდეგ ზამთარს უფრო თბილი კლიმატის პირობებში გავატარებთ; ჩვენ სახლებში დავბრუნდებით. მე ამას თქვენ გპირდებით და ამის გარანტიას ვიძლევი. არასდროს აქამდე ასე კონკრეტული არაფერი მითქვამს,” – განაცხადა სააკაშვილმა. ასე რომ ბათუ ქუთელია რუსთავი2 ეთერშიც აცხადებდა:- ჩვენი ჯარი როსტოვამდეც ჩავაო თუ მოვინდომეთო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 “გპირდებით – და ეს არ არის წინასაარჩევნო დაპირება – თუ 5 იანვრის არჩევნები ნორმალურად ჩაივლის, შემდეგ ზამთარს უფრო თბილი კლიმატის პირობებში გავატარებთ; ჩვენ სახლებში დავბრუნდებით. მე ამას თქვენ გპირდებით და ამის გარანტიას ვიძლევი. არასდროს აქამდე ასე კონკრეტული არაფერი მითქვამს,” – განაცხადა სააკაშვილმა. ასე რომ ბათუ ქუთელია რუსთავი2 ეთერშიც აცხადებდა:- ჩვენი ჯარი როსტოვამდეც ჩავაო თუ მოვინდომეთო. ეს წინა დღეს გაზპრომმა რაღაც გაუჩალიჩა ნაცებს და თვითონაც აზრზე არ იყვნენ რას ამბობდნენ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 Saturnბურჯანაძე ამბობს იმას რაც დაავალა მისმა დამფინანსებელმა. პარლამენტის თავჯდომარე რომ იყო და ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი,მაშინ ვინ აფინანსებდა ნეტავი? DATA TUTASXIAჩვენი მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებას ადეკვატური რეაქცია მოჰყვებოდა რუსეთის ფედერაციიდან, რომ აუცილებლად შემოვიდოდნენ რუსეთის ჯარები და გაანადგურებდნენ ქართულ არმიას, ისე ზუსტად ეს 2008-ის 1 აგვისტოს დავწერე ფორუმ.გე-ზე,მაგრამ ვინ შეისმინა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 http://www.echo.msk.ru/blog/video/792222-echo/აქ დევს დედანი - ნახეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 საინტერესო მოსასმენი იყოყოველ შემთხვევაში ლოგიკური მაინცაა ( ზოგიერთებისგან განსხვავებით) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 kisaყოველ შემთხვევაში ლოგიკური მაინცაა რა რა და დალაგებული საუბარი ანზოროვნას ნაღდად ეხერხება.ნეტავი ასევე მორალთანაც ქონდეს საქმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 ძუკუნეტავი ასევე მორალთანაც ქონდეს საქმე. მორალი რა მოსატანია ამ ქალთან და საერთოდ ჩვენ საზოგადოებასთან - ნონსენსია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted July 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 ბურჯანაძე ამბობს იმას რაც დაავალა მისმა დამფინანსებელმა.გაშიფრა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 (edited) მე მაინტერესებს გარემოცვიდან ვინ ურჩია ომი მიშას, ესაა საინტერესო თუმცა წინასწარ ვიცი რომ ისინი პროამერიკელები არიან, ბოკერია, იაკობაშვილი,, ესენი ნაღდად დარწმუნებული ვარ რომ ომი ამერიკელების ხელდასხმით დაიწყო, მაგრამ რაში სჭირდეობოდათ რაში, ნუთი იმ საქართველოს მეგაბარს გადაგვაყოლეს (პრეზიდენტის ხელმოცარული კანდიდატს, ჟიდოვსკი სიფათი რომ აქვს ) Edited July 12, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted July 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 (edited) მე მაინტერესებს გარემოცვიდან ვინ ურჩია ომი მიშას, ესაა საინტერესო თუმცა წინასწარ ვიცი რომ ისინი პროამერიკელები არიან, ბოკერია, იაკობაშვილი,, ესენი ნაღდად დარწმუნებული ვარ რომ ომი ამერიკელების ხელდასხმით დაიწყო, მაგრამ რაში სჭირდეობოდათ რაში, ნუთი იმ საქართველოს მეგაბარს გადაგვაყოლეს (პრეზიდენტის ხელმოცარული კანდიდატს, ჟიდოვსკი სიფათი რომ აქვს )ის დეგენერატი თარგამაზე გივი ყვიროდა იმ დღეებში ბევრს, ასე და ასე ვუზამთო.ამერიკელებს არაფერში არ ჭირდებოდათ, ომი რუსებს უნდოდათ, და მიშას უნდოდა.იმ დროს ჩაკვდა ყველანაირი გამოსვლები მის წინააღმდეგ, ოპოზიციაც გაჩუმდა და ეგ იყო.მარტო ეგ ნაბოზვარა ბურჯანაძე ტლიკინებდა ზედმეტებს და დაიწყო მან და ნოღაიდელმა მოსკოვში სირბილი. Edited July 12, 2011 by verusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted July 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2011 კიდო ჯარში რომ გატენეს ინკუბატორის წიწილებივით დეგენერატი ოფიცრები, ბრიგადის მეტაურებად კაპიტნებს ნიშნავდენ და გამოცდილი ხალხი გაუშვეს სამსახურებიდან.მაგ თინეიჯერულ ამერიკაში და გერმანიაში ორთვიან კრსდამთავრებულებს რომ თავი ნაპოლენი ეგონა ყველას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.