mtidan Posted July 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 http://www.presage.tv/?m=politics&AID=5761 სინოდის სხდომის დროს, საპატრიარქოში სოსო თოფურიძე ”მეგობარ მღვდლებთან” იყო მისული 18:52 11.07.2011 [ნინო მიქიაშვილი] წმინდა სინოდს რელიგიების სამართლებრივი სტატუსის შესახებ პარლამენტის მიერ 5 ივლისს მიღებული კანონის გაუქმება არ მოუთხოვია. სინოდის მიერ მიღებული განჩინების ტექსტი შვიდიდან რვა საათამდე გავრცელდება - ასე განგვიმარტეს საპატრიარქოდან გამოსულმა საერო და სასულიერო პირებმა იქ მყოფ ჟურნალისტებს და მრევლს. სინოდის სხდომა საპატრიარქოს შენობაში გაიმართა. მაშინ, როცა წმინდა სინოდის წევრები პარლამენტის მიერ 5 ივლისს მიღებულ კანონზე მსჯელობდნენ, საპატრიარქოს შენობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სოსო თოფურიძე იმყოფებოდა. „ობიექტივის“ მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია მოგვიანებით მეუფე სერაფიმემ (ჯოჯუა), „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ყოფნისას დაადასტურა. მეუფე სერაფიმეს განმარტებით, სოსო თოფურიძე სინოდის სხდომას არ დასწრებია - ის საპატრიარქოში „მეგობარ სასულიერო პირებთან“ იყო მისული და იმ სართულის ქვევით იჯდა, სადაც სხდომა მიმდინარეობდა. „ობიექტივის“ მიერ მოპოვებული კიდევ ერთი ინფორმაციით, გუშინ, 10 ივლისს, საპატრიარქოში თბილისის მერი, გიგი უგულავა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ახვლედიანი იყვნენ მისულები. უგულავა პატრიარქთან ძალიან ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, რომ პარლამენტი 5 ივლისს მიღებულ კანონს არავითარ შემთხვევაში არ გააუქმებდა. უგულავას აწეული ხმა ყვირილში და შენობით მიმართვებში მაშინ გადაიზარდა, როცა ის პატრიარქის გარეშე, იქ მყოფ სასულიერო პირებს და მათ შორის, სინოდის წევრებს ესაუბრა. უგულავა მათ შენობით მიმართავდა და უყვიროდა, რომ 5 ივლისს მიღებულ კანონს არავითარ შემთხვევაში არ გააუქმებდნენ. „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში მეუფე სერაფიმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ უგულავა და ახვლედიანი გუშინ მართლაც იყვნენ საპატრიარქოში და თბილისის მერმა მართლაც თქვა ის, რომ პარლამენტი 5 ივლისს მიღებული კანონის გაუქმებას არ აპირებდა. დღეს, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, სინოდის წევრებიდან მხოლოდ ორმა გააკეთა კომენტარი იქ მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან - მეუფე იობმა და მეუფე სერაფიმემ. ჩვენი ყურით არ მოგვისმენია რა თქვა მეუფე იობმა და ამიტომ, ამაზე ჩვენ ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ სინოდის განჩინების შესახებ მეუფე სერაფიმემ გააკეთა განმარტება - სინოდი მოითხოვს 2002 წელს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების ამოქმედებას და კანონქვემდებარე აქტის მიღებას, რომელშიც ჩაწერილი იქნება, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოში მოქმედი სხვა ეკლესიები და რელიგიური დაჯგუფებები ერთმანეთთან გათანაბრებულები არ იქნებიან. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოდან პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ძალიან ჩქარი ნაბიჯებით და ჩვენი აზრით, უკმაყოფილო სახით გამოვიდა - მან არც ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და არც იქ მყოფ მრევლთან. სინოდის წევრები საპატრიარქოს ეზოდან მანქანებით გამოვიდნენ. გამოსულ მანქანებს შორის ერთ-ერთმა მიიქცია ჩვენი ყურადღება - ძვირადღირებულ, შავი ფერის „ჯიპში“ მინები ძალიან იყო ჩამუქებული. რადგან საპატრიარქოსთან ხალხი იდგა, „ჯიპმა“ სწრაფად გავლა ვერ მოასწრო და კარგად დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მანქანაში „ნაცმოძრაობის წარმომადგენელი“ - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრიდონ თოდუა იჯდა. როგორც მეუფე სერაფიმემ განგვიმარტა, ის საპატრიარქოში სატრაპეზოდ მივიდა. და კიდევ ერთი სიახლე - სანამ სინოდი გადაწყვეტილებას მიიღებდა, სინოდის წევრებთან ერთად, 5 ივლისს მიღებული კანონის ავკარგზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა თორდია მსჯელობდა. ვიცით ისიც, რომ იქ იყო ასოციაცია „კანონი ხალხისთვის“ ხელმძღვანელი, იურისტი, ზაქარია ქუცნაშვილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted July 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 ყოველთვის ვიყავი უბრალოდ ათეისტი. დღეიდან კი ვარ ანტიმართლმადიდებელი. ნაციონალებთან ერთად, ეგენი არიან საქართველოს მტრები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 ყოველთვის ვიყავი უბრალოდ ათეისტი. დღეიდან კი ვარ ანტიმართლმადიდებელი. ნაციონალებთან ერთად, ეგენი არიან საქართველოს მტრებივერ გაქაჩამ, მაგისთვის მე#######ეობის კურსები უნდა გაიარო , ასე რომ დარჩი ისევ რიგით ათეისტად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 აბა, რას ელოდით, ჯიგრებო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 хотели как луще, получилась - как всегда!@В.Черномырдин Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 (edited) აბა, რას ელოდით, ჯიგრებო?რას და საპატრიარქოს რევკომის ფუნქციას რომ შეასრულებდა იმას შაოლინიდან ჩამოიყვანდნენ ბერებს, წეხლქვეშ გაიგებდნენ სპეცნაზს და 5 დღე მოგვცემდნენ პოლიციისა და მიშმაკაკების ქონების დარბევის საშვალებას, მაგრამ არაო Edited July 11, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted July 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 ვერ გაქაჩამ, მაგისთვის მე#######ეობის კურსები უნდა გაიარო მეტრაკეობის კურსები მაგრა აქვს ეტყობა გავლილი პოლკოვნიკს, ეგრედ წოდებულ პატრიარქს. ამ სიბერეში რა გადაუხადა ამისთანა მიშამ, რომ ბოლომდე ჩაიხადა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 მე ამ შემთხვევაში სინოდი და პატრიარქი ნაკლებად მაინტერესებენ აი ამათ რა ჯანდაბა ესაქმებოდათ საპატრიარქოში - არ მესმის კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სოსო თოფურიძე საპატრიარქოში თბილისის მერი, გიგი უგულავა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ახვლედიანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრიდონ თოდუა ?????????????????????????????????????????? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 11, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 აი ამათ რა ჯანდაბა ესაქმებოდათ საპატრიარქოში - არ მესმის ალბათ შეაშინეს საპატრიარქო, ყველაფერზე წამსვლელი ვართო.ამათ ხალხის მასის აგორების ეშინიათ ყველაზე მეტად, იმიტომაც 3 კაცს ერთად ვერ იტანენ და სასტიკად უსწორდებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 ალბათ შეაშინეს საპატრიარქო, ყველაფერზე წამსვლელი ვართო.ამათ ხალხის მასის აგორების ეშინიათ ყველაზე მეტად, View Postmtidan, on Yesterday, 11:07 PM, said:პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრიდონ თოდუა ეგ ფრიდონა პანტიკოსი რა არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted July 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 აი ამათ რა ჯანდაბა ესაქმებოდათ საპატრიარქოში - არ მესმისთავიანთ ოფისში მივიდნენ რა. რა არის გასაკვირი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 11, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრიდონ თოდუა ეგ ფრიდონა პანტიკოსი რა არის? ეგ ედიკას ფავორიტია. პრეზიდენტად ივარგებდაო-ღიმილით შეაპარა მოსახლეობას. ექიმია, მოსკოვში ნამოღვაწარი და როგორც ბოროტი ენები ამბობენ, მასონებთან აქვს კუდი გადაფსკვნილიო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted July 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 26 მაისის ამბებზე განცხადებას აკეთებს "ის" : იმის მიხედვით, რაც ეკრანზე ვიხილეთ, ნათელია, რომ აქციაზე შეკრებილებმა სახელმწიფოს მხრიდან გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, მაგრამ სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებული ძალისმიერი ქმედებების გამო სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფა და ზიანი მიეყენა მომიტინგეებს; ვწუხვართ, რომ ამ სიტუაციას ემსხვერპლა ორი პიროვნება და თანაგრძნობას ვუცხადებთ განსვენებულთა ოჯახებს. ვწუხვართ, რა თქმა უნდა, იმ ფაქტის გამოც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველი ერი ამ სახით შეხვდა. რამდენადაც ცნობილია, მიტინგზე მყოფთაგან ზოგი ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს, ნაწილი კი _ დაკავებულია. "ის" შუამდგომლობით მიმართავს ხელისუფალთ, რათა მათ მიმართ სასჯელი იყოს ლმობიერი. (?!) აი ეხლა მითხარით, ვინაა "ის" ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted July 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 მიშას სჭირდებოდა მხოლოდ აქციის სურათები და ვიდეო, რათა დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ მას ებრძვიან რელიგიური ფანატები, რეალური არეულობა მას არ აწყობდა. ჰოსნი მუბარაკი ამას აკეთებდა 40 წელი წარმატებით. მიშა ჯერ 7 წელია მხოლოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2011 მეუფე სერაფიმეს განმარტებით, სოსო თოფურიძე სინოდის სხდომას არ დასწრებია - ის საპატრიარქოში „მეგობარ სასულიერო პირებთან“ იყო მისული და იმ სართულის ქვევით იჯდა, სადაც სხდომა მიმდინარეობდა. მოიფიქრეთ უკვე რამე,თუ ჯერ ვერა.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.