DonCaredo Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ხოდა, ტიპს მოუკლა ძაღლმა 10 წლის წინ ძმა. ამან დაიფიცა, მაინც დედას მოვუხნავო. და გუშინ ჩაცხრილა ის ყოფილი ძაღლი მანქანაში.მე უდიდეს პატივს ვცემ ეგეთ ადამიანებს. თქვენ რას იტყვით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ხოდა, ტიპს მოუკლა ძაღლმა 10 წლის წინ ძმა. ამან დაიფიცა, მაინც დედას მოვუხნავო. და გუშინ ჩაცხრილა ის ყოფილი ძაღლი მანქანაში.მე უდიდეს პატივს ვცემ ეგეთ ადამიანებს. თქვენ რას იტყვით?ასეთი პროვოკაციული კითხვის დასმა როგორე შიეძლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 დეტალები დაიდოს - რატომ მოუკლა (ძმა)? იქნებ მოსაკლავი იყო? თუ არადა, მაშინ - ვენაცვალე ჯიგარში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ამან დაიფიცა, მაინც დედას მოვუხნავო. თუ სვანი იყო, ან ხევსური არ არის გასაკვირი. სხვა შემთხვევაში-ღმერთმა გაუმარჯოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ხოდა, ტიპს მოუკლა ძაღლმა 10 წლის წინ ძმა. ამან დაიფიცა, მაინც დედას მოვუხნავო. და გუშინ ჩაცხრილა ის ყოფილი ძაღლი მანქანაში.მე უდიდეს პატივს ვცემ ეგეთ ადამიანებს. თქვენ რას იტყვით?ღიპიანი დისტრიბიუტორი რომ მოკლეს სატვირთო მანქანაში ხო? რუსთავი 2 ზე ვუყურე, ოჯახის წევრებმა იციან ვინცა ქნაო, თელავში თუ სწორად მახსოვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ხოდა, ტიპს მოუკლა ძაღლმა 10 წლის წინ ძმა. ამან დაიფიცა, მაინც დედას მოვუხნავო. და გუშინ ჩაცხრილა ის ყოფილი ძაღლი მანქანაში.მე უდიდეს პატივს ვცემ ეგეთ ადამიანებს. თქვენ რას იტყვით? ეს მოსალოდნელიც იყო და ბუნებრივია, როდესაც საქართველოში სამართალი არ არსებობს და მძვინვარებს ძალადობა ნაც-დამპყრობლების მიერ.უდანაშაულო ადმიანებს პირდაპირ ქუჩაში კლავენ ნაც-პოლიციელები.ადამიანებს სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ მართლმსაჯულება საკუთარ ხელში აიღონ. სამართალი უნდა აღსრულდეს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 უდანაშაულო ადმიანებს პირდაპირ ქუჩაში კლავენ ნაც-პოლიციელებიდა იქვე ტოვებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ვენაცვალე ჯიგარში ამას და დღევანდელ ჯალათებსაც თუ ესე მოექცევიან,გამიხარდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 ვენაცვალე ჯიგარში (5 ხმები [71.43%] - View სხვას ვერ ვიტყვი ვერაფერს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაცი Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 რესპექტი, ვაჟკაცია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 და იქვე ტოვებენ შენ წარმოიდგინე ქუჩაში ტოვებენ. თავად განსაჯეთ: პირველი 20 მაისი საქართველოში, როცა http://7days.ge/uploads/posts/2011-05/1305903374_ruseti-da-saqartvelo.jpgრუსუდან შარაძე ყვავილებს ვერ მიიტანს მამის დახვრეტის ადგილზე მთავარი 20-05-2011ლია ტოკლიკიშვილიhttp://www.ambebi.ge/images/pictures/samartali/sharadze0.jpgმამულიშვილ გურამ შარაძის შვილებიდან მხოლოდ რუსუდანია ცოცხალი. ისიც წავიდა საქართველოდან. ცოტა ხნის წინ მას შვეიცარიის ხელისუფლებამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. შარაძეების ოჯახში უკანასკნელად გიორგი შარაძის გარდაცვალების დღეებში ვიყავი. სულ პირველად - გურამ შარაძის უფროსი შვილის ლაშა შარაძის მკვლელობის შემდეგ ჟურნალისტური გამოძიების მასალებისთვის. ვცდილობ, წარმოვიდგინო ადამიანებისგან დაცლილი დიდი სახლი ერთადერთი წევრის, ოჯახის დიასახლისის, ქალბატონი სვეტლანას, ამარა დარჩენილი, სხვას ყველას აქ ცხოვრება აეკრძალა. რუსუდანს ზოგჯერ ვეხმიანები. მაინტერესებს, რას ფიქრობს ოჯახი გურამ შარაძის მკვლელობის საქმის პერსპექტივაზე. ხომ არ ნიშნავს რუსუდანის წასვლა საქართველოდან ფარ-ხმალის დაყრას და ბრძოლის შეწყვეტას? „არავითარ შემთხვევაში, გარწმუნებთ, რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, მამაჩემის მკვლელები პასუხს აგებენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე. და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“,- რუსუდან შარაძე.http://www.presage.tv/img/multimedia/a5345.jpgმოკლული საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე- განსაკუთრებით მძიმეა ეს ორი თვე ჩვენთვის. 12 მაისს ლაშას 46 წელი შეუსრულდებოდა, 20 მაისს მამას დახვრეტიდან 4 წელი გადის, 15 ივნისს ლაშას მკვლელობის დღეა, 30 ივნისს კი გიორგის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდება. ძალიან მიჭირს მათ გარეშე, მაგრამ უსამართლობისა და მოვალეობის გრძნობა არ მაძლევს მოდუნების უფლებას. ხელის ჩაქნევა და ბედის დამორჩილება არ მიყვარს. მიუხედავად უდიდესი ტკივილისა, ვფიქრობ, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ გაჩენილი, რადგან გურამ შარაძის შვილი მქვია. სანამ პირში სული მიდგას, ყველაფერს გავაკეთებ, რათა სიმართლემ გაიმარჯვოს. - შენ შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვე და ორიოდე თვის წინ შენი თხოვნა დააკმაყოფილეს. ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება? -ჟენევის უნივერსტეტში 2006 წლიდან ვსწავლობ, მაგრამ აქ სამუდამოდ ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. სხვათაშორის, არც ახლა ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვე ხდება, რაც შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მომცა. ვიდრე მამაჩემის მკვლელს პრეზიდენტი ერქმევა, საქართველოში ჩამოსვლას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ დედასთან განშორება მიწევს, მაგრამ ერთი ადგილის ტკეპნა არ მიყვარს, ბრძოლა გრძელდება და დღეს ამ ბრძოლის აზრს ვხედავ აქ, კონკრეტულად, ჟენევაში. როგორ შეიძლება, გურამის საქმეს საქართველოს ხელისუფლების პირობებში პერსპექტივა ჰქონდეს! საქმე საქართველოში ოფიციალურად იმით ,,დამთავრდა’’, რომ 2008 წლის 14 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს თავმჯდომარე მაია ოშხარელმა, მოსამართლეებმა: დავით სულაქველიძემ და იური ტყეშელაშვილმა დაადგინეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე “არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის”. გეხსომებათ, რომ პროტესტის ნიშნად, ჩვენი ოჯახი თავიდანვე უარს ამბობდა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ჩვენ გვქონდა თვალნათელი მაგალითი - ჩემი უფროსი ძმის, ლაშა შარაძის, მკვლელობა, რომელიც, მამაჩემის თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, დღემდე გამოძიებული არ არის. ამასთან, სანამ არ მოვიპოვებდით უტყუარ მტკიცებულებებს, არაფრით დავუშვებდით, რომ სააკაშვილის მონა გამომძიებლებსა და მოსამართლეებს ჩვენივე მონაწილეობით ესროლათ ტალახი ჩვენთვის და გურამ შარაძის ავაზაკური მკვლელობა ყოფით, შეთითხნილ ვერსიამდე დაეყვანათ. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით სიმართლე, რომ გიორგი ბარათელს არ მოუკლავს მამაჩემი, ხოლო როდესაც შევხვდით და ვესაუბრეთ თვითმხილველებს, გავეცანით მკვლელობის საქმის მასალებს და დეტალურად შევისწავლეთ სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგის’’ ვიდეოთვალის მიერ გადაღებული ფირი, სადაც აღბეჭდილია მკვლელობა, ჩავთვალეთ, რომ უკვე შეგვეძლო ოფიციალური ვერსიისთვის დაგვეპირისპირებინა უტყუარი მტკიცებულებები. მართლაც, სასამართლო სხდომებზე ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა, ბოლო-ბოლო ცოცხლად ვნახე და თვალებში ჩავხედე გიორგი ბარათელს, რომელმაც თავის დაქნევითა და ცრემლებით დამიდასტურა, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს. თუმცა, დღემდე არ ვიცი, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან მონაწილეობის მიღება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს მაშინდელ ადვოკატებს ასე სჯეროდათ და, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, დაარწმუნეს დედაჩემი, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს საქართველოში ყველა ინსტანცია უშედეგოდ უნდა მოევლო... გარწმუნებთ, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, მამაჩემის მკვლელები პასუხს აგებენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე. არსებობს მკვლელობის საქმის მასალები, უამრავი მნიშვნელოვანი ფაქტით, ,,ალდაგის’’ ვიდეოფირი და ათეულობით მოწმე, რომლებიც მკვლელი ხელისუფლების წასვლისთანავე მზად არიან ღიად და დეტალურად აღწერონ, თუ რა მოხდა 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე. აუცილებლად დამტკიცდება, რომ გურამ შარაძე მოკლა ორმა დაქირავებულმა მკვლელმა და გიორგი ბარათელი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. - გიორგი ბარათელზე მინდა გკითხო. როგორ გგონია, რატომ ასაიდულოებს ასე ხელისუფლება მის შესახებ ყველა ცნობას? ქართველი ჟურნალისტებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება ბარათელზე. - ჩემი ძველი მეგობრებისგან, რომლებიც დღეს სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობენ და კარგად იცნობენ გიორგი ბარათელს, ვიცი, რომ მასთან ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ ურთიერთობა. რაც შეეხება ოფიციალურ მხარეს, ხელისუფლება, მართლაც, მკაცრად ასაიდუმლოებს ბარათელის ადგილსამყოფელს. თითქმის ორი წელი ხდება, რაც ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სასამართლოს გზით მოითხოვს საჯარო ინფორმაციის მიღებას - სად, სასჯელაღსრულების რომელ დაწესებულებაში იხდის სასჯელს გიორგი ბარათელი. მას შემდეგ, რაც საქართველოში ამოიწურა ყველა სამართლებრივი გზა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომლის იურისტებიც იცავენ ნინო მიქიაშვილის უფლებებს, მოამზადა სარჩელი, რომელიც ამა წლის 15 მარტს სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა. ევროსასამართლომ გიორგი ბარათელის შესახებ საქმე წარმოებაში მიიღო აპრილის თვეში. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების განმარტებით, ბარათელის საქმე ევროპული სასამართლოსთვის წამყვან საქმედ შეიძლება იქცეს. დაველოდოთ, ძალიან საინტერესო პროცესები შეიძლება განვითარდეს. - გაქვს თუ არა რამე ინფორმაცია პოლიტიკური წრეების განწყობის შესახებ გურამ შარაძის საქმის მიმართ? მე მახსოვს, პოლიტიკურმა ოპოზიციამ ერთ დროს წამყვან თემად აქცია შარაძის საქმე. ახლა ყველამ მიივიწყა... - არავითარი ურთიერთობა ოპოზიციურ პარტიებთან არ მაქვს და არც მსურს მათზე საუბარი. ვიცი მხოლოდ ერთი, რომ ახლა ის დროა, როცა ყველა ერთად უნდა დადგეს ამ ხელისუფლებასთან ბრძოლაში. - მე აქ ვარ და ზუსტად ვიცი, რომ არც გურამის სახელისა და ახალ თაობაში მისი ცნობადობის შენარჩუნებისთვის აკეთებს ვინმე რამეს... განსხვავებით იმ დროისგან როცა შენ ჯერ კიდევ ჩამოდიოდი ხოლმე საქართველოში. -კი, გურამ შარაძის სახელს დღეს ტაბუ ადევს საქართველოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ და ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ მალე ძალიან ბევრს შერცხვება თავისი დუმილის. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გურამ შარაძის მკვლელობაში ხელი ღიად დაადო ნაც-ხელისუფლებას. თუმცა, მას შემდეგ აღარ მინახავს... მისი ოჯახიც შვეიცარიაშია, მაგრამ, სამწუხაროდ, აქაურ ქართველებთან, არც კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახთან არავითარი კავშირი არ მაქვს. ისინი გერმანულ მხარეში ცხოვრობენ, მე ფრანგულში. რაც შეეხება აკრძალული ზღვარის გადალახვას, რაშიც ალბათ საპარლამენტო კომისიის შექმნას გულისხმობ, ასეთი რამ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში არ და ვერ შეიქმნება, მან სესაძლოა დაუშვა გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება, მაგრამ შარაძის მკვლელობის გამოძიებას რიგორ დაუშვებს! სააკაშვილი თავისივე შეკვეთილ მკვლელობას არ გამოიძიებს და საკუთარ თავს არ დაისჯის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted July 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2011 და ამ მკვლელობით რას მიაღწია? იმ მოკლულის ოჯახიც გააუბედურა, საკუთარი თავიც და რაც მთავარია საკუთარი ოჯახი მეორედ გააუბედურა. და რისთვის? ხალხს რომ დაეწერა ფორუმზე, ჯიგარიაო? ამ ხალხს ეს ამბავი დღევანდელ ვახშამზე უკვე აღარ ემახსოვრება და თვითონ კიდევ ღმერთმა უწყის რამდენ ხანს იჯდება ციხეში. იმ ცოდვაზე რომ არაფერი ვთქვათ, რაც საკუთარ თავზე აიღო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted July 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2011 და იქვე ტოვებენ გირგვლიანი იქვე არ დატოვეს?თუ მეშლება რამე და ჰოსპიტალში წაიყვანეს წამების მერე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted July 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2011 Voted სხვა (1 votes [9.09%] - View) DonCaredoმე უდიდეს პატივს ვცემ ეგეთ ადამიანებს. მისი ძმა გაცოცხლდა ამის შემდეგ? მე არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი მასეთ შემთხვევაში, ღმართმა არ განმანცდევინოს, მაგრამ შურისძიებაზე ფიქრსა და ენერგიის ხარჯვას ალბათ უფრო ვარჩევდი მის შვილებზე ზრუნვას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2011 ისე 10 წელი გულშ ატარო.. ძნელია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.