Jump to content
Planeta.Ge

მე სად წავალ სად წამოვალ თქვენთან უნდა შევათანხმო


Recommended Posts

დაჩი

ამოგლეჯილია ის ჩანაწერები, რაც თავად დადე

ის დავდე რაც არის ინეტში. შენ დადე სრული.

 

ძნელი მისახვედრი არ არის რომ სასულიერო პირების მიმართ უარყოფითი განწყობა გინდა დათესო საზოგადოებაში

ამ საზოგადოებას დიდხანს არ ეშველება არაფერი მიუხედავად იმისა მე რას დავდებ ფორუმზე.

 

რისი თქმა გსურდა აღნიშნული ჩანაწერის დადებით?

რაც ერიო ის ბერიო. აი ამის თქმა მინდოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აცადეთ სატურნს ხალისობს ბავშვი

 

 

 

ის სურათი დადეთ რა კიდევ მღვდელი რომ სათამაშო აპარატებთან დგას

 

 

 

 

ჰო კინაღამ დამავიწყდა ეს ბნელი და ხეპრე ხალხი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

აცადეთ სატურნს ხალისობს ბავშვი

შენ ჯერ ცხვირი მოიხოცე და მერე გამოდი სიტყვით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

:beat: ეს დაგავიწყდათ

 

 

 

და კიდევ უნდა დაგეწერათ: შენ რომ საფენებს ასველებდი მე ასე და ისე ვშვებოდიო

 

P.S. ასაკოვანი და მაინც შამბალა ბევრი შემხვედრია

Edited by gendolf
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

:beat: ეს დაგავიწყდათ

 

 

 

და კიდევ უნდა დაგეწერათ: შენ რომ საფენებს ასველებდი მე ასე და ისე ვშვებოდიო

 

P.S. ასაკოვანი და მაინც შამბალა ბევრი შემხვედრია

მე რომ მიშა მიშას ვყივროდი, მაშინ შენ..... :hitler:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

და კიდევ უნდა დაგეწერათ: შენ რომ საფენებს ასველებდი მე ასე და ისე ვშვებოდიო

 

P.S. ასაკოვანი და მაინც შამბალა ბევრი შემხვედრია

გონებრივ სინორჩეს ვგულისხმობდი და არა ასაკობრივს ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რაც შეეხება კომკავშირლობას, მაგას და რელიგიას ერთი საფუძველი აქვს - რწმენა იმისა რაც ფაქტებით არ დასტურდება. მე ერთიც მეკიდა და მეორეც (კომკავშირლობა და რელიგია)

 

 

არსებობს ასეთი გამონათქვამი: მხოლოდ ბრიყვები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე, ჭკვიანების სხვისაზეო. (როგორც გამონათქვამი, ისე დავწერე, რათქმაუნდა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეში)

 

 

 

როგორ კვდებოდნენ ცნობილი ღვთისმგმობები

 

 

 

როდესაც ადამიანი უარყოფს ღმერთს, მას ჰგონია, რომ მისი ცხოვრება მთლიანად მასზეა დამოკიდებული. იგი დასცინის მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც ლოცულობენ, მარხულობენ, დადიან ეკლესიაში, ინანიებენ ცოდვებს, ეზიარებიან, ღვთის გულისათვის უარს ამბობენ ამქვეყნიურ სიამეებზე. უღმერთო და ღვთის მგმობელ ადამიანს ჰგონია, რომ რადგან მას არა სწამს ღმერთი, არც მისი მცნებების დაცვა ევალება არც არავითარი პასუხისმგებლობა ეკისრება „არარსებული ღვთის“ წინაშე. ამიტომ ასეთი ადამიანები უამრავ ბოროტებას სჩადიან.

 

მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს - ღმერთი არსებობს, მიუხედავად იმისა, გვჯერა ჩვენ ამისი თუ არა. სიცოცხლის ბოლო წუთებში ამას ნათლად შეიგრძნობს ყოველი ადამიანი მიუხედავად მისი მრწამსისა და თანამდებობისა. ამ სიტყვათა დასტურად მოვიყვანთ საქვეყნოდ განთქმულ ათეისტთა სიცოცხლის უკანასკნელი წუთების აღწერას.

 

ვოლტერი - განთქმული მოქილიკე და ღვთისმგმობი. მისი მომვლელი ქალი ამბობდა: „ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მოეცათ ჩემთვის, არ ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, როგორიც ხვდა წილად ვოლტერს. იგი მთელი ღამის განმავლობაში იტანჯებოდა, გაჰკიოდა და პატიებას ითხოვდა“.

 

დავით ჰიუმი - ათეისტი. სიკვდილის წინ იგი გამუდმებით ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: „მე ცეცხლში ვარ, ცეცხლში ვიწვები!“

 

ნაპოლეონი - იმპერატორი. მისი მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“.

 

შარლ IX: „დავიღუპე! ამას ნათლადა ვგრძნობ“.

 

ჰობბსი - ინგლისელი ფილოსოფოსი: „მე ვდგავარ საშინელი წყვდიადის პირას!“

 

ფრიდრიხ ნიცშე გარდაიცვალა გაგიჟებული.

 

ვ.ი. ლენინი - გარდაიცვალა ჭკუაზე შეშლილი. იგი თურმე ცოდვებისათვის პატიებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს. ეტყობა სიცოცხლის ბოლოს მას გამოეცხადნენ და მოჰკითხეს პასუხი მისი ბრძანებით დახოცილი უამრავი ადამიანის სულებმა.

 

ზინოვიევი - ლენინის თანამებრძოლი. დახვრიტეს სტალინის ბრძანებით. „ისმინე, ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენი არს ერთი ღმერთი!“ - აი, ათეისტური სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის უკანასკნელი სიტყვები.

 

უინსთონ ჩერჩილი - ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“

 

იაგოდა - საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს . იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის“.

 

იაროსლავსკი - ათეისტური ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი: „გევედრებით! დაწვით ყველა ჩემი წიგნი. შეხედეთ წმინდანს! იგი დიდი ხანია მელოდება. ის აქ არის!“

 

უგუნური უნდა იყო ადამიანი, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტების შემდეგ მაინც ვერ დაინახო ადამიანური ბუნების უსუსურობა და ღვთის სიდიადე. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ადამიანს ეცლება მისთვის დამახასიათებელი სიცრუისა და ილუზიების გარსი და იგი რჩება რეალობასთან პირისპირ. სწორედ ამ წუთებშია ადამიანი ყველაზე გულწრფელი. ამა ცხოვრების ილუზიები და ხიბლი ერთბაშად სცილდება სიკვდილის პირას მდგარ ადამიანს, ღვთის განგებულებით მას ეხსნება საიქიო ცხოვრების სახე. იგი უკვე იმქვეყნიური საზომით ხედავს ღმერთსაც, საკუთარ თავსაც, სხვა ადამიანებსაც. სწორედ ამიტომ ენიჭება ადამიანის უკანასკნელ სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა. ამ სიტყვებით ღმერთი გვაფხიზლებს და გვაფრთხილებს ჩვენ. სანამ გვაქვს კიდევ დარჩენილი დრო, მივხედოთ ჩვენს თავს, დავინახოთ ღმერთი, განვაგდოთ ბოროტი, გავუღოთ უფალს გულის კარი, შევიცნოთ ჭეშმარიტება და მომზადებულები შევხვდეთ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ წუთებს. არ დავემსგავსოთ იმ უგუნურ მონას, რომელმაც იფიქრა - აგვიანებსო უფალი და დაიწყო თავისივე მსგავსი მონების ცემა და მემთვრალეებთან ჭამა და სმა. „მაშინ მოვიდეს უფალი იგი მონისა მის დღესა, რომელსა არა მოელოდოს და ჟამსა, რომელი არა უწყოდეს და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთა“ (მთ. 24, 48-51).

 

სიბრძნით ვიაროთ ქრისტეს მიერ გაკვალულ ვიწრო და ეკლიან გზაზე.

 

გვახსოვდეს სიკვდილი!

 

ყოველი დღე ისე გავატაროთ, როგორც ცხოვრების უკანასკნელი დღე, რადგან არ ვიცით, როდის მოგვისწრებს აღსასრული. მოვემზადოთ უფალთან შესახვედრად. პირნათლად შევეგებოთ მას, რათა დავიმკვიდროთ საუკუნო ცხოვრება და სასუფეველი ცათა! ყველაზე დიდი სიბრძნე სწორედ ამაში მდგომარეობს.

 

 

 

პ.ს. ჩემი მეგობრის მამას მთელი ცხოვრება ყავდა და ეხლაც ყავს "ზაპოროჟეცი", ადრე, ერთადერთხელ უყიდია "მოსკვიჩი" და რამოდენიმე თვეში გაუყიდია, არ ვარგაო და ისევ იყიდა "ზაპოროჟეცი". შვილებმა წაიყვანეს ბაზრობაზე მანქანის საყიდლად და იქაც ზაპო აყიდინა, სხვას არც გაეკარა საერთოდ. იმიტომ, რომ ის დარწმუნებულია, რომ "ზაპოროჟეცი" არის მთელს მსოფლიოში საუკეთესო მანქანა. ეს მისთვის უტყუარი ფაქტია, რომელსაც ვერავინ გადაათქმევინებს.

Edited by Achiko1972
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი ცემი დედიკო კაფენტს აღარ მიყიდის, აღარ მიკავს

აჰა, გასაგებია უკვე :) ანუ, აუცილებელი არაა ვინმეს პასუხი გასცე. მთავარია, ამტკიცო, რომ მართალი ხარ და აი იმ მტყუანს იქ (რავი, მე არ ვიცი სად, მარა ეტყობა თქვენ იცით), მოეთხოვება.

სხვათა შორის, "კანონმორჩილი", "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე" ხალხი დაახლოებით იგივე მენტალიტეტია, რაც "მორწმუნე".

ვინმემ მოგაყენა შეურაცხყოფა. თუ გაქვს თავი, და გაცემ პასუხს, პრობლემა არაა. მაგრამ, არ გაქვს თავი, და პასუხს ვერ ცემ. რითი უნდა გაამართლო ეს? ხო არ იტყვი კაცი, ჩმორი ვარ და ვერ ვუპასუხეო? ორი ვარიანტია: "ღმერთი მოკითხავს", "სახელმწიფოებრივად ვაზროვნებ და არაკანონიერია". ისევ იგივე მახსენდება, როგორც ყოველთვის, "წამო შვილო, უნამოსუ ყოფილაო"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...