დაჩი Posted July 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2011 http://s40.radikal.ru/i087/0912/c0/0a2457bd8a39.jpg „ქვაკუთხედი“, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჟურნალი, ყოველთვიური გამოცემა, N2 (32), თებერვალი, 2009. ჟურნალი გამოდის რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით. რედაქტორი: ხათუნა საგინაშვილი, კონსულტანტები რელიგიურ საკითხებში: დეკანოზი აკაკი მელიქიძე და დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი. ამონარიდი ერთ-ერთი საუბრიდან: გვ.13-14. საქართველოს ვუსურვებდი ჭეშმარიტ თავისუფლებას და არა ცრუ, ფსევდო-ლიბერალურ თავისუფლებას. გვესაუბრება ბარაკონის წმ. ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი გეგეშიძე. მოამზადა ნება სახლისკაცმა. - ის, რომ ომს რუსეთთან მოჰყვა სტიქიური უბედურებანი, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მიმდინარეობს საქართველოს სულიერი განწმენდა? - საქართველოს სულიერად განწმენდის დღესაც დაწყებულია. რუსეთი თუ ჩვენი მტერია, დასავლეთის სამყარო უფრო მეტად, რამეთუ ერთი ჰკლავს ხორცს, მეორე კი სულს. ხორცის მოკვლით არ წარწყმდება ადამიანი, სულის მოკვლით მარადიულად დაიტანჯება... - მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მიწების გადანაწილება სახელმწიფოთა შორის აისახება ადამიანების ყოფით-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მსოფლიო ომი, რომელიც ფაქტიურად დაიწყო ერაყ-ამერიკას შორის, შემდგომ უფრო სხვა დიდ სახეს მიიღებს, რათა დაამყარონ ახალი მსოფლიო წესრიგი. არნახული ტექნიკური ზეაღსვლა, ვაი-ცივილიზაციის პირობებში ადამიანებზე ელექტრონული და ფსიქოლოგიური ძალადობა... მსოფლიო საგიჟეთად გადაიქცევა. `გამეფდება ნამდვილი განუკითხაობა. დაიწყება ადამიანების დაჩიპვა, ბეჭდის დასმას ძალადობით ვერ შეძლებენ – თქვენ უბეჭდონი ბრძანდებით – იტყვიან ისინი – თქვენ რომ ის მიგეღოთ, ასეთი სიძნელეები არ შეგხვდებოდათო. დღეს მიდის ბრძოლა მართლმადიდებლობასა და მასონურ სამყაროს შორის. არ დაგავიწყდეთ, დღესაც ისე როგორც არასდროს მაცხოვრის დედულეთს უტევს სომხური მსოფლიო ლობი და ბნელი იგი ნათელს ვერასოდეს ეწევა. ახლა ამ მძიმე დროში ყველა ჩვენთაგანი აბარებს გამოცდას. ყოველი მორწმუნე, რომელიც მართებულად აზროვნებს, გაიგებს, თუ რა ხდება". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 7, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2011 Siknadmo გაგიმარჯოს სიკნადმო გაგიმარჯოს, პირდაპირ სომხეთის გენ შტაბიდან ვპოსტავ ეს ოხერი, მააშ )ისე, რასაც მე დავაკვირდი ქართველ ოსებს სომხები ჩვენზე არანაკლებ გეჯავრებათ, მგონი მარტო აფხაზები არიან მათ მიმართ მეტ ნაკლებად კორექტულად განწყობილნი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2011 მე სომხებისთვის არაფერი მიკადრებია,დაჟე ახლობლებიც მყავს სომხები,მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რატომ არის წაკუზული ჰაისტანის ხელისუფლების წინაშე,ეგ არ მესმის მხოლოდ. ერთი სიკეთე დამისახელეთ,რაც ჰაისტანს აქვს ჩვენთვის გაკეთებული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 7, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2011 მე სომხებისთვის არაფერი მიკადრებია,დაჟე ახლობლებიც მყავს სომხები,მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რატომ არის წაკუზული ჰაისტანის ხელისუფლების წინაშე,ეგ არ მესმის მხოლოდ. ერთი სიკეთე დამისახელეთ,რაც ჰაისტანს აქვს ჩვენთვის გაკეთებული?2008 წელს ომის შემდეგ პალოები გვაჩუქეს აფეთქებული ხიდი შეაკეთეთ რომ ტავარი სომხეთისკენ წამოვიდესო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2011 ისე, რასაც მე დავაკვირდი ქართველ ოსებს სომხები ჩვენზე არანაკლებ გეჯავრებათ, მგონი მარტო აფხაზები არიან მათ მიმართ მეტ ნაკლებად კორექტულად განწყობილნი ქართველ ოსების სიმპატია ანტიპატიაზე ვერაფერს ვიტყვი, ვერც აფხაზების, მაგრამ სრული უფლება აქვთ მოსწონდეთ არ არ მოსონდეთ ნებისმიერი სახელმწიფო სომხეთი ჩათვლით.. მე პირადად ჩემ თავს ვერაფერს ანტისომხურს ვერ ვატყობ.. ისიც იასნია სომეხი ეროვნების თანამოქალაქეებს არასდროს შევხებივარ აუგად და ან როგორ შევეხები, მაგრამ მე მაპატიეთ ეხლა მეზობლად მდებარე და ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ წახალისებულ სახელმწიფო სომხეთს თუ არაკონსტრუქციულ სამეზობლო პოლიტიკასა და საქართველოსთან ომის მზადებაში ვადანაშაულებ.. თუ რამის #######ი აქვთ მაგ ბოზებს, შავ ზღვაზე ჩერეზ თურქეთი გავიდნენ, რაღა წაქცეულ საქართველოზე გადარბენით უნდა საუკუნოვანი ოცნების ასრულება? ეგ არის და ეგ თორე ქსენოფობია რომ ნამდვილად არ არის ჩემთვის დამახასიათებელი ცოდვა ნამდვილად ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2011 2008 წელს ომის შემდეგ პალოები გვაჩუქეს აფეთქებული ხიდი შეაკეთეთ რომ ტავარი სომხეთისკენ წამოვიდესო არაფერი არ უჩუქებიათ და ის ხიდიც თვითონ შეაკეთეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2011 ძალიან კარგი მეგობრები მყავს სომხები,ბევრ ქართველს მირჩევნია..ნაგავი ყველა ერში საკმარისად მოიძებნება..რაც შეეხება პოლიტიკას..სომხების ბრალი არ არის ის რომ საქართველოში ანტიეროვნული ხელისუფლებაა..დებილები უნდა იყვნენ,ეს რომ არ გამოიყენონ თავის სასარგებლოდ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2011 რაც შეეხება პოლიტიკას..სომხების ბრალი არ არის ის რომ საქართველოში ანტიეროვნული ხელისუფლებაა..დებილები უნდა იყვნენ,ეს რომ არ გამოიყენონ თავის სასარგებლოდ იყენებენ კიდეც და კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ მომავალშიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 მართლმადიდებლობის დევნა საქართველოში10-05-2011 მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები მეორედ გაასამართლეს თბილისის საქალაქო ნაც-სასამართლოში უკვე მეორედ წარსდგნენ რატი მაისურაძე და ავთანდილ ზუმბაძე, ამჯერადაც ხულიგნობის ბრალდებით. საზოგადოებისთვის მათი ხმაურიანი დაკავება ცნობილია: ყველაფერი 2010 წლის 7 მაისს მაუწყებლობა "კავკასიაში", გადაცემა "ბარიერში" მომხდარ ცხარე კამათს მოჰყვა. გადაცემის თემა, გარყვნილი ირაკლი დეისაძის წიგნი "საიდუმლო სირობა" იყო. ეთერში ერთმანეთის პირისპირ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და გარყვნილობის მომხრეები აღმოჩნდნენ. ნაც-პოლიციელებმა მაუწყებლობის გარეთ ხელოვნური აურზაური მოაწყვეს, რაც შემდგომ ცემა-ტყეპაში გადაიზარდეს. ნაც-პოლიციელებმა იმ დღეს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. საბოლოოდ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის 8 წევრს ბრალი წაუყენეს. დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე და ჯაბა გურჩიანი, მოსამართლე მილერ ხარებავამ ორი მუხლით, - წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფური ხულიგნობა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, - გაასამართლა და თითოეულს, 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა. სასამართლო სხდომის დარბაზი ხალხს ვეღარ იტევდა. 8 სასულიერო პირი, დღემდე ყველა სხდომას ესწრება.მოგვიანებით, რატი მაისურაძეს და ავთანდილ ზუმბაძეს ახალი ბრალდება - ხულიგნობა წაუყენეს. მათ დამცველი მანანა კობახიძე იცავს. მანანა კობახიძე: ავთანდილ ზუმბაძე და დავით შალამბერიძე მაუწყებლობის დარბაზში დააკავეს. დანარჩენები თავიანთი სურვილით, პოლიციის სამმართველოში ჩვენების მისაცემად მივიდნენ. მოწმედ მისული ბიჭები იქ დააპატიმრეს. 8 ახალგაზრდას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა ედება ბრალად, არადა, გადაცემის წამყვანი, ნინო ჯანგირაშვილი დაზარალებულად არავის უცვნია, მხოლოდ მოწმედ იყო. მოსამართლე მილერ ხარებავამ განსასჯელები "ჯოგური ხერხით" გაასამართლა - ერთნაირი სასჯელი გამოუტანა. მათ ქმედებაში ერთი განმასხვავებელი ნიშანიც ვერ იპოვა. არც საპატრიარქოს თავდებობა გაითვალისწინა და არც პარლამენტარების. საპროცესო შეთანხმებას პროკურატურა თავიდანვე გვთავაზობდა, მაგრამ განსასჯელებმა ცალსახად უარი თქვეს, - ცილისწამება დიდი ცოდვაა და საკუთარ თავს, ცილს ვერ დავწამებთო. ყველას გამართლებას ვითხოვდით. დაზარალებულად ცნობილი დავით აქუბარდია და მაუწყებლობის გადამღები გიორგი გეგეჭკორი, ცალსახად უთითებდნენ, რომ განსასჯელები ქრისტიანები მათ ცემაში მონაწილეობას არ იღებდნენ. მათი დამცველი, მალხაზ ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ საქმე გამოძიებული არ იყო და დაკავებულების დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა. ჩხუბი უკვე დამთავრებული იყო, როცა ეს ბიჭები იქ მივიდნენ და ეს ხედვითი ჩანაწერიდანაც კარგად ჩანს. უფრო მეტიც - სამწუხაროდ, ამერიკის მთავრობის დასკვნაში ე.წ. კავკასიის საქმე, ხელოვნურად ცუდი კუთხით დაიხატეს. თითქოს მოძალადეები, მოჩხუბრები, მართლმადიდებლები შევარდნენ მაუწყებლობაში და გადაცემა ჩაშალეს, რაც აშკარა ცილისწამება იყო. (შემკვეთი გამოიკვეთა) http://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc3/hs042.snc3/12968_193802013292_680403292_3020269_4888303_n.jpgავთანდილ ზუმბაძე სტუდიის გარეთ, ჩამწერით იდგა და ერთადერთი მიზანი ჰქონდა, იქიდან გამოსული სტუმრებისთვის კითხვები დაესვა და მათი პასუხები მოესმინა. ალბათ, არასოდეს დამავიწყდება ის განცდა, რაც განაჩენის წაკითხვის დროს დამეუფლა. დარბაზში საშინელი გუგუნი ატყდა. უსამართლო განაჩენზე ყველა აღშფოთდა. ამიტომ მანდატურებმა ნელ-ნელა დარბაზი დამსწრეებისგან დაცალეს ისე, რომ განაჩენი არ მოუსმენიათ. მოსამართლემ განაჩენის წაკითხვა დაიწყო და რვავე განსასჯელი ფეხზე ადგა, მათ რიცხვში მოსწავლე, ჯაბა გურჩიანიც იყო. ერთად გალობა დაიწყეს. დარბაზში სულისშემძვრელი, საოცარი გალობა ისმოდა, რომლის მსგავსი არ მომისმენია. მოსამართლემ ამ გალობისას, განაჩენი ჩურჩულით ჩაიკითხა, თავი არ აუწევია. განსასჯელებისკენ გახედვას ვეღარ ვახერხებდით მე და დამცველი ქარსივაძე, თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით მდიოდა. ნაც-პროკურორები მოსამართლის სათათბიროდან გაიპარნენ... საოცარია, მაგრამ ამ უსამართლო განაჩენიდან ერთი თვეში, რატი მაისურაძეს და ავთანდილ ზუმბაძეს, ახალი ბრალდება წაუყენეს. - ალბათ, იმიტომ რომ ორივე გამორჩეულია. ავთანდილ ზუმბაძე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრია და მისი აზრი, მავანს აღიზიანებს. რატი მაისურაძეც თავის უსამართლობასთან შეურიგებლობას ღიად გამოხატავს. ეს ის ადამიანია, რომელიც 2007 წლის ნოემბრის სახალხო გამოსვლების დროს გაიტაცეს. მან სიკვდილს თვალებში ჩახედა. სასტიკად სცემეს და უთხრეს, რომ "გირგვლიანი 2" გათამაშდებოდა. მისი გატაცების საქმე დღემდე გამოუძიებელია. - ამჟამად, რას ედავებიან?- ყველას ახსოვს, 2010 წლის 4 მაისს, ილიას უნივერსიტეტის წინ გარყვნილი ერეკლე დეისაძის ავადსახსენებელი წიგნის მხარდამჭერთა აქცია. ამ შეკრებაზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებიც მივიდნენ მიზნით, რომ უნივერსიტეტში, ასეთი უზნეობის მქადაგებელი წიგნის თავსმოხვევა არ მომხდარიყო. აღშფოთება გამოხატეს. 4 მაისის გამოსვლის გამო მხოლოდ ამ ორ ადამიანს, ჯგუფური ხულიგნობისთვის წაუყენეს ბრალი. არადა, შეკრებაზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რატომღაც შერჩევითი მართლმსაჯულება განხორციელდა. თითქოს ამ ორმა ადამიანმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტა, რაც სიცრუეა. უამრავი მოწმე დაიკითხა, არც ერთს არ უთქვამს, რომ რომელიმე მათგანი ვინმეს სცემდა. - 7 მაისის ჩხუბის გამო ისინი გაასამართლეს და ახლა, უფრო ადრინდელ დანაშაულს ედავებიან, 4 მაისის მომხდარს. ალბათ, უყურებდნენ, როგორ მოიქცეოდნენ განსასჯელები იმ სასამართლოზე, წავიდოდით თუ არა საპროცესო შეთანხმებაზე. წაყენებული ბრალი რომ ეღიარებინათ, მათ გამოუშვებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ ამ ადამიანებმა არ აღიარეს ის, რაც არ ჩაუდენიათ. ნაც-პროკურორმა უკვე მოითხოვა სასჯელი - თითოეულისთვის 3 წელი და 6 თვე. ამჟამადაც, საპროცესო თანხა შემოგვთავაზეს, მაგრამ ქრისტიანმა ბიჭებმა ისევ უარი თქვეს... მათი ბრალეულობის დამადასტურებელი ხედვითი მასალაც არ არსებობს. მოიტანეს ჩანაწერები, სადაც მართალია განსასჯელების ბრალეულობა არ იკვეთება, მაგრამ კარგად ჩანს, ბრალდების მოწმე ხაჩიძე, როგორ გამეტებით ურტყამს ვიღაცას, მაგრამ ხაჩიძე არავის დაუსჯია. სასამართლოზე როცა მტკიცებულებები გაიხსნა და ჩანაწერები ვნახეთ, გაირკვა, რომ არანაირი სამხილი არ იყო. გაოგნებულმა მოსამართლემ ნაც-პროკურორ სოფო ბარაბაძეს ჰკითხა, - თქვენ ეს კადრები ნანახი გქონდათო? ნაც-პროკურორმა გასაოცარი რამ თქვა, მეც ახლა ვხედავ პირველად ამ კადრებსო(?!) შეიძლება ადამიანები ორჯერ, ცრუ ბრალდებებით გაასამართლო და საბოლოოდ, 8 წლით ციხეში ჩასვა იმისთვის, რომ მართლმადიდებლობას იცავენ?!ციხეში გაბედავას კბილის მკურნალობა დასჭირდა და ჰეპატიტით დააავადეს, დაკავების ღამეს ნერვიულობას გადაჰყვა ბლიაძის მამა. ჩაჩუას ციხეში ყოფნის დროს შვილი შეეძინა, ზუმბაძის შვილი მამის გარეშე იზრდება და საოცრად განიცდიდა, როცა სასამართლოზე მამას ნახულობდა. ეს არის სამართალი?! როდემდე უნდა გაგრძელდეს დევნა და ძალადობა?! თეა ხურცილავას წეილის მიხედვით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 8, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 (edited) ისე უნდა დავიცვათ ქართული ინტერესები რომ სომხებს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ, ვიყოთ კორექტულები Edited July 8, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted July 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 lasha1997დაჟე ახლობლებიც მყავს სომხები ეს მომეწონა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 ფორუმ.გე -ზე ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა (სომხებთან დაკავშირებულ ისტერიას ვგულისხმობ) დამარწმუნა ჩემი აზრის სისწორეში, რომ ქართველთა დიდი ნაწილს, შეიძლება უმეტესობსაც კი, ფაქტიურად ავადმყოფის ფსიქოლოგია აქვს. და ასეთ ხალხში ნორმალური სახელმწიფოს შექმნის ალბათობა ნულის მიდამოებში მერყეობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 http://s1.ipicture.ru/uploads/20110708/AjwQ2W7G.gifწმ . დავით აღმაშენებლის სახელობისმართლმადიდებელი მრევლის კავშირი კათოლიკური ვატიკანი ცდილობს შემოძვრეს საქართველოს სასწავლებლებშიდაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში №5(298),02.09.04 საქართველოს განათლებისა და მეცნიერებაში დაგეგმილი გარდაქმნები, გამომდინარე – საქართველოს წესდება ზოგადი განათლების შესახებ, საქართველოს წსედება უმაღლესი განათლების შესახებ და ა.შ. - რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს იგი, ატარებს ეროვნულობის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ხასიათს. ამ წესდებების მიხედვით შეცვლილი განათლება ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ მიზნებს, მის ძირითად წესდებას ("კონსტიტუციას"); უარყოფს ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ღირებულებებსა და მასთან შერწყმულ და თანახმიერ, სააუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ეროვნულ ცნობიერებასა და წესებს. აშკარად ჩანს, რომ ამ ცნობიერების მოშლა და ამ ღირებულებების უგულებელყოფა წარმოადგენს მიზანმიმართულ, დაგეგმილ მოქმედებას, რომელსაც მსოფლიო ბნელი ძალების დაკვეთით ანხორციელებს განათლების უწყება და მისი ხელმძღვანელი კახა ლომაია.დაგეგმილი სახით გარდაქმნილი "განათლება" აღზრდის უეროვნებო, მართლმადიდებლობის მოძულე და შეურაცხმყოფელ, წესჩვწეულებების უგულებელმყოფელ, თავკერძ, მშობლებისა და მასწავლებების ურჩ, ზნეობისაგან თავისუფალ, თავნება და, რაც მთავარია, გაუნათლებელ პიროვნებას. ის, რომ დაგეგმილი გარდაქმნის გეგმა და წესები საქართველოს ფარგლებს გარეთაა შემუშავებული, ეს ცხადია. მისი "გადმოქართულება" იმდენად უნუჭოდაა შესრულებული, რომ ზნეობრივი და ქართული ერის დამანგრეველ წესებს და ამოცანებს ლომაიას გუნდმა გამართული სახეც კი ვერ მისცა. სამინისტროს ხელმძღვანელობა უბრალო შეკითხვებსაც კი ვერა სცემს გააზრებულ პასუხს. ვის მიზნებში შედის განათლების ასეთი გარდაქმნა? ერთ-ერთი მათგანი, უდაოდ, ვატიკანია. დღეს საქართველოში საყდრიონისა და მისი საჭეთმპყრობელის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ვატიკანის ძალადობა, რომელსაც ის აწარმოებს მისი მსტოვრების, მოსყიდული, ეშმაკისეული ("ლიბერასტები") ძალების საშუალებით. მათი მიზნებში ასევე შედის განათლება და მოზარდი თაობა - ჩვენი შვილები. ეს ძალები მხილებულ იქნენ, როდესაც ისინი პირდაპირ ცდილობდნენ შემოეტანათ საშუალო სასწავლებლებში "სქესობრივი განათლება" (გარყვნა), შეემცირებინათ საქართველოს ისტორიის, ქართული ენის, სარწმუნოებრივი ნაწარმოებების სწავლება და სხვა. ქართულმა საზოგადოებამ მათ ხელი შეუშალა სიბილწის გავრცელებაში.მაგრამ,ამ განზრახვაზე მათ ხელი არ აუღიათ, არამედ უფრო საფუძვლიანად, ცდილობენ განახორციელონ დასახული გეგმები – განათლების გარდაქმნით, სინამდვილეში კი მისი გადაყვანით არაეროვნული ცნობიერებისა და უზნეობის რელსებზე და განათლების მართვის სადავეების ხელში აღებით. კახა ლომაია დაუფარავად საუბრობს საგაზეთო წერილში იმის შესახებ, რომ გარდაქმნილ სასწავლებლებში სამეურვეო საბჭოებს მიეცემათ უფლება, თავისი გადაწყვეტილებით შემოიღონ სქესობრივი სწავლება სასწავლებლებში, ანუ, გარყვნან მოზარდი თაობა, გაუღვივონ მათ ადრეული მიდრეკელებები სქესობრივი ცხოვრებისაკენ, წაშალონ მოზარდებში სირცხვილის გრძნობა, დაამკვიდრონ ავადმყოფური –გამრყვნელი მამათმავლობა და ლესბოსობა, სხვა უკეთურებასა და უზნეობას. სამწუხაროდ მოზარდ თაობაზე დაგეგმილი ამ სულიერი და ზნეობრივი გარყვნის განხორციელებაში მონაწილეობენ ჩვენი თანამემამულენი, ვატიკანის მსტოვრები, მართლმადიდებლობის მტრები, იუდას სულიერი მემკვიდრენი, დაწესებულებები: - თავისუფლების ინსტიტუტი, - კავკასიის სახლი და სხვა ძღვენი("გრანტი")ჭამიები, კომკავშირის მემკვიდრე, - უღმრთო და უეროვნებო მოძრაობა "კმარა", სხვა სულგაყიდული, მათ შორის სასულიერო პირები - ვინ ფქვილიჭამია, ვინ სხვა "ადმიანურ დახმარებაზე" ხელმომთბარი. ზოგიერთი საულიერო პირი, ქრისტეს 30 ვერცხლად გამყიდველეი და ეკუმენისტურ მწვალებლობაში ჩავარდნილი, მხურვალედ უჭერს მხარს განათლების დასახულ განადგურებას, ქართველი ერის სულიერი განადგურების ამ მზაკვრულ გეგმას. ისინი თავს უფლებას აძლევენ, რომ ილაპარაკონ მართლმადიდებლობისა და ხშირად საყდრიონის სახელით, თუმცა არა აქვთ ამის კურთხევა და მინიჭებული უფლებამოსილება. კათოლიკური ვატიკანის მზაკვრული მიზნები რომ განათლებასაც უკავშირდება, ეს თვალნათლივ გამოჩნდა იმ ხელშეკრულებაში, რომელიც ფარულად და გასაიდუმლოებულად უნდა დადებულიყო ვატიკანსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს, საბედნიეროდ, ფარად აეხადა და ქართველმა ხალხმა სრულიად მართებული დამოკიდებულება გამოხატა ამ მოღალატური ხალშეკრულების მიმართ. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ცრუქრისტეს მოციქულები კვლავ აპირებენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის ისევ დღის წესრიგში დაყენებას. ჩაშლილი ხელშეკრულება იმით არის საყურადღებო ჩვენთვის, რომ მასში ვატიკანი ღიად აცხადებს თავის მზაკვრულ მიზნებს საქართველოს, მათ შორის განათლების მიმართ. ეს ღიაობა და დაუფარაობა იმით იყო განპირობებული, რომ ხელშეკრულება გასაიდუმლოებულად უნდა ხელმოწერილიყო და ამის გამო ვატიკანს აღარ ესაჭირებოდა თავისი ბოროტი ზრახვების შეფარვა. ამ ხელშეკრულებით, რომელსაც ეწოდება “შეთანხმება წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის”, მართლმადიდებელი საყდრიონის მიერ ანათემას გადაცემული პაპისტური “ეკლესია” იძენდა მის ტოლ და რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, უპირატეს უფლებებსაც საქართველოში. აი, ზოგიერთი მისი მუხლი (სტილი დაცულია): საქართველო აღიარებს კათოლიკური ეკლესიის, როგორც იურიდიული პირის სტატუსს. კერძოდ საქართველო უზრუნველყოფს იურიდიული პირების უფლებაუნარიანობის გავრცელებას საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული კათოლიკური ეკლესიის ისეთი ერთეულების მიმართ, როგორიცაა: საეპისკოპოსოები, ეპარქიები და საეგზარქოსოები, სამოციქულო ადმინისტრაციები, სამრევლოები, რელიგიური საზოგადოებები, ასოციაციები, სემინარიები, კოლეჯები, სკოლები და საგანმანათლებლო ინსტიტუტები . . . (მუხლი 1)კათოლიკე მოსწავლეებს, როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო სკოლებში ექნებათ თავიანთი რელიგიის შესწავლის გარანტირებული უფლება . . . კათოლიკური რელიგიის სწავლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიზნად ისახავს ეკუმენისტური სულისკვეთების განმტკიცებას . . . (მუხლი 9)სემინარიის სტუდენტები და რელიგიური კონგრეგაციების მორჩილები თავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან. (მუხლი 12)საქართველო გადასახადებისაგან გაანთავისუფლებს იმ კათოლიკური დაწესებულებების მიერ შემოტანილ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომლებიც საეკლესიო კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულია კათოლიკური ეკლესიის მიერ . . . კათოლიკური ეკლესიის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა იმპორტირებული ნივთები ასევე თავისუფლდებიან გადასახადებისაგან (მუხლი 14) აღსანიშნავია, რომ ასეთი ხელშეკრულება ვატიკანს არა აქვს გაფორმებული არც ერთ მართლმადიდებელ ქვეყანასთან და სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის არც აშშ-სათნ და არც დიდ ბრიტანეტთან. ვატიკანთან დადებული ამგვარი ხელშეკრულებით არა თუ მოწესრიგდება კათოლიკურ საყდართან დაკავშირებული საკითხები, არამედ კიდევ უფრო გართულდება და სხვა წინააღმდეგობებსაც წამოჭრის და ბიძგს მისცემს სხვა სარწმუნოებებთან დაკავშირებულ მრავალ უარყოფით საკითხს, რამაც ქვეყანას შეიძლება დიდი განსაცდელი შეუქმნას. მოყვანილ შეთანხმებაში არსებული შეღავათები წარმოადგენს დიდ საცდურს მოსახლეობისათვის და მომავალი თაობისათვის, რის შედეგადაც გააფსუებული ქართველების მსგავსად მივიღებთ გაკათოლიკებულ მართლმადიდებლებს და ეკუმენისტებს, საქართველოს მოქალაქეების მაგივრად – ვატიკანის “სულიერ” შვილებს. პაპიზმი ფრიად საშიშია ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან ქრისტიანული ნიღბის საფარქვეშ იგი მალულ ბრძოლას აწარმოებს ღმერთისა და მისი სიტყვის დამცველი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 8, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 დაჩიძალიან მხავტრულად წერია და ხომ ვერ მიმითითებდით ამ სტატიის ავტორს? დღეს საქართველოში საყდრიონისა და მისი საჭეთმპყრობელის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ვატიკანის ძალადობა, რომელსაც ის აწარმოებს მისი მსტოვრების, მოსყიდული, ეშმაკისეული ("ლიბერასტები") ძალების საშუალებითმაგრად წერს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 (edited) დაჩიძალიან მხავტრულად წერია და ხომ ვერ მიმითითებდით ამ სტატიის ავტორს? დღეს საქართველოში საყდრიონისა და მისი საჭეთმპყრობელის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ვატიკანის ძალადობა, რომელსაც ის აწარმოებს მისი მსტოვრების, მოსყიდული, ეშმაკისეული ("ლიბერასტები") ძალების საშუალებითმაგრად წერს თავშივე აწერია, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წერილია.უშუალოდ დამწერი არ არის მითითებული.************************************* გაგრძელებაhttp://s1.ipicture.ru/uploads/20110708/AjwQ2W7G.gifწმ . დავით აღმაშენებლის სახელობისმართლმადიდებელი მრევლის კავშირიდაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში №5(298),02.09.04 ვატიკანის მზაკვრული მიზნები: ლათინთა მწვალებლური მოძღვრების დანერგავასა და გადამბირებლობას მოზარდ თაობაში, ეროვნული თვითშეგნებისა და მხედრული სულის ჩახშობას, ეკუმენისტური ცნობიერების ქადაგებას და სხვა, სავსებით შეესაბამება განათლების გარდაქმნა, რომელიც ზემოთ დასახელებულ წესდებებშია წარმოდგენილი. ამ მიზნების აღსრულებას ემსახურება ასევე საბუთთი, რომელშიც ვატიკანი უფრო შეფარულად ცდილობს თავისი გავლენა განახორციელოს სასწავლებლებზე მთელი საქართველოში. ეს არის საბუთი, რომელსაც დაწესებულება CRS (CATHOLIC RELIEF SERVICIS - "კათოლიკური დახმარების სამსახური" – კდს) უგზავნის საქართველოს კულტურის, ძეგლთადაცვის და სპორტის უწყების თავკაცს, ბატონ გოკა (გიორგი) გაბაშვილს. ამ საბუთს ხალს აწერს კდს/კავკასიის ქვერეგიონალური წარმომადგენელი, ვინმე რიჩარდ ჰოფმანი. საბუთი ხელმოწერილია 2004 წ. 5 ივლისს. მასში, კერძოდ, ნათქვამია: "კათოლიკური დახმარების სამსახურმა" (კდს) შეიმუშავა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საშუალო სასწავლებლებში ახალგაზრდული ე.წ. "კლუბების" ჩამოყალიბებას როგორც საქართველოს სხვადასხვა მხარეში, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. . . ე.წ. "კლუბები" მოემსახურებიან 15-17 წლამდე მოსწავლეებს, სადაც ისინი შეიძენენ მომავალი წინამძღოლების თვისებებს . . მასწავლებლები და ახალსასწავლებელდამთავრებულები მიიღებენ ანაზღაურების სახით თითოეული ჩატარებული საათისათვის, რომელსაც ისინი მიუძღვნიან ახალგაზრდული "კლუბების" საქმიანობას როგორც სასწავლო საათების შემდეგ, ასევე შაბათ-კვირას. ეს ის მწყენსები იქნებიან, რომლებიც მუდმივ მოსამზადებელ წვრთნას ("ტრეინიგს") გაივლიან ზემოთაღნიშნულ თემებზე . . 10 არასამთავრობო დაწესებულება 5 წლის მანძილზე განახორციელებს 5,3 მილიონის ღირებულების გეგმას. ადგილობრივი არასამთავრობო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ახალგაზრდული "კლუბების" ჩამოყალიობება და მათი მიზანმიმართული მართვა (გარყვნა). . . ". ამ გადამბირებელი "კლუბების" შექმნისათვის სასწავლებლებში უკვე გამზადებულია საფუძველი საქართველოს წესდებაში ზოგადი განათლების შესახებ: "ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნას საკუთარი "კლუბი", კონკრეტული მცირე ჯგუფისათვის საინტერესო მიმართულებით და განხრით; "კლუბები" და საერთო არჩევნების შედეგად შექმნილი გამგეობა სარგებლობენ თანაბარი მდგომარებით და მათ შეუძლიათ ყავდეთ სათათბირო ხმის მქონე თითო წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში (თავი 8. მუხლები 3-4). როგორც ვხედავთ, საკმაოდ შეთანხმებულად მოქმედებენ სულგაყიდული "გამრყვნელები" და ვატიკანის დაწესებულებები საქართველოში. ამგვარად, საქართველოს სასწავლებლებზე დიდი შეტევაა დაგეგმილი და ამაში ვატიკანის შორსმიმავალი მიზნები შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს. მშობლებო, გააცნობიერეთ ის სულიერი საფრთხე, რაც თქვენს შვილებს ემუქრებათ. ნუ მივცემთ მათ სულებს მწვალებლებს, ქრისტეს მტრებსა და მართლმადიდებლობის მოძულეებს, ქართული ცნობიერებისა და წესჩვეულებების უარმყოფელებს. გამოხატეთ თქვენი აღშფოთება არა ეროვნული და არა მართლმადიდებლური გარდაქმნების მიმართ, ამხილეთ ვატიკანისა და მისი მსტოვრების საქმიანობა, არ აყვეთ მათ ცილისწამებებს იმათ მიმართ, ვინც ცდილობს დაიცვას საყდრიონი და მართლმადიდებლობის სიწმინდე, ჩვენი მოზარდი თაობის სულიერი და ზნეობრივი სიჯანსაღე. დაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში №5(298),02.09.04 Edited July 8, 2011 by დაჩი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.