Jump to content
Planeta.Ge

ბადრის ოჯახიც გააჩუმეს.


Recommended Posts

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ხელისუფლებასთან დავა მორიგებით დაასრულა

16:00 06-07-2011

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რასაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ბადრი პატაკაციშვილის ოჯახმა გადაწყვიტა, მორიგებით დაასრულოს დავა, რომელიც 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან, საერთაშორისო არბიტრაჟში და ეხებოდა ოჯახისათვის მთაწმინდის პარკისა და სამაუწყებლო კომპანია "იმედი"-ს დაკარგვასთან დაკავშირებული ზარალის ანაზღაურებას. მოდავე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარკვეული ტექნიკური დეტალების შესრულებისთანავე, საბოლოოდ შეწყვიტონ არბიტრირება და ამით წერტილი დაუსვან თავიანთ დავას.

მიღწეული შეთანხმება ემყარება ორმხრივ ურთიერთკომპრომისს. ოჯახი დათანხმდა, გამოიწვიოს უკან ყველა საჩივარი და მოხსნას პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლებისა და მესამე მხარეების წინააღმდეგ სამაუწყებლო კომპანია იმედთან და მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით (იტოვებს რა უფლებას გააგრძელოს დავა ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვა აქტივებთან დაკავშირებით); და სანაცვლოდ, სამწლიანი შესვენების შემდეგ, გააგრძელოს ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაწყებული ეკონომიკური და საქველმოქმედო საქმიანობა.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს შეთანხმება სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი ოჯახის, ასევე საქართველოსთვის. ჯერ ერთი, მომავალში, საქართველოს ბუჯეტს არ დააწვება საგრძნობი ფინანსური ტვირთი, რაც მოხდებოდა თუ ჩვენ ავირჩევდით დავის საერთაშორისო არბიტრაჟში გაგრძელების გზას. და რაც მთავარია, ეს მოგვცემს საშუალებას ძალისხმევა მივმართოთ ინვესტიციებზე საქართველოს მომავალში, სამუშაო ადგილების შექმნაზე და საქველმოქმედო საქმიანობაზე. ამით ჩვენ გავაგრძელებთ და ხორცს შევასხამთ იმ საქმეს რაც ბადრიმ დაგვიტოვა", - აღნიშნულია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მოკლედ ძლევამოსილია ნაციონალური მოძრაობა.ამათაც მოერიენ.რაც უნდოდათ ის მიიღეს.აბა საზღვარგარეთულ აქტივებზე ამათ მაინც არ მიუწვდებოდათ ხელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ გვჯერა, რომ ეს შეთანხმება სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი ოჯახის, ასევე საქართველოსთვის. ჯერ ერთი, მომავალში, საქართველოს ბუჯეტს არ დააწვება საგრძნობი ფინანსური ტვირთი, რაც მოხდებოდა თუ ჩვენ ავირჩევდით დავის საერთაშორისო არბიტრაჟში გაგრძელების გზას. და რაც მთავარია, ეს მოგვცემს საშუალებას ძალისხმევა მივმართოთ ინვესტიციებზე საქართველოს მომავალში, სამუშაო ადგილების შექმნაზე და საქველმოქმედო საქმიანობაზე. ამით ჩვენ გავაგრძელებთ და ხორცს შევასხამთ იმ საქმეს რაც ბადრიმ დაგვიტოვა",

ერიჰაა

მოდი და გაიგე სიმართლე

ან ზეწოლაა

ანაც როგორც იტყვიან დრო ყველაფრის მკურნალიაოვო :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ხელისუფლებასთან დავა მორიგებით დაასრულა

და ვინ ელოდებოდა სხვა Fინალს

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი და გაიგე სიმართლე

 

აბანოს მეპატრონეებს, ღამის 3 საათზე გული რომ აუჩუყდა ყველას ერთად და აბანოები სახელმწიფოს აჩუქეს, იგივე ვარიანტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბანოს მეპატრონეებს, ღამის 3 საათზე გული რომ აუჩუყდა ყველას ერთად და აბანოები სახელმწიფოს აჩუქეს, იგივე ვარიანტია.

ჰო რაღაც გოთვერნულად დააშინეს

ხალხიც არ დაუდგა გვერდში(ოპოზიციაზე კარგა ხანია ხელი ჩავიქნიე და არც ვთხოვ არაფერს),არა და რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ცხონებულს

ამიტომაა ამ ხელისუფლების არ მჯერა ერთი წუთით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

.. რეალურად ვერაფრით ვერ დააშინებდნენ.. როგორც ჩანს თვითონ ვეღარ გაუძლეს მუდმივ საბრძოლო რეჟიმში ყოფნას ... Edited by SHARI
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბავშვთა დახმარების საქველმოქმედო ფონდი რო ქონდა ოჯახს რა ბედი ეწია?

 

ძალიან ბევრი კარგი და კეთილი საქმე ქონდა მაგ ფონდს გაკეტებული:

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...