mtidan Posted July 6, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2011 ძუკუ თვით თავგადაკლული ნაციონალების მხარდამჭერი სოსო ცინცაძეც კი აღშფოთებულა:სოსო ცინცაძე: „ბუმერანგის პრინციპით ვიმკით იმას, რაც დავთესეთ“– მთავარი საფრთხე გრიგორიანელებისგან გველის. არ გამოვრიცხავ, არცთუ დიდი დროის შემდეგ სომხური ეკლესია ამ კანონის საფუძველზე მოგვთხოვს იმას, რაზეც ქართულმა ეკლესიამ ორი კვირის წინ გარეგინს უარი უთხრა. სრულად:http://www.presage.tv/?m=politics&AID=5671 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2011 mtidanარ გამოვრიცხავ, არცთუ დიდი დროის შემდეგ სომხური ეკლესია ამ კანონის საფუძველზე მოგვთხოვს იმას, რაზეც ქართულმა ეკლესიამ ორი კვირის წინ გარეგინს უარი უთხრა.ამ კანონის საფუძველზე ვერაფერსაც ვერ მოითხოვს.ეხლა ჩვენ ხელისუფლებას რაიმეს მიცემას თუ განიძრახავს,სულ გადაგვახევს თავზე თუნდაც კონსტიტუციურ ხელშეკრულებას.იგივე უფლებები დარჩათ რაც კერძო სამართლის იურიდიულ პირებს,რითაც იყვნენ დარეგისტრირებულნი,ანუ როგორც ნებისმიერი არასამთავრობო.სახლში არ მაქვს და ხვალ დავდებ ამ ცვლილებებს მთლიანად.მე ძალიან მიკვირს სომხები ამას როგორ ჭამენ,ვითომ მაგარი ტიპები არიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ucnobi Posted July 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2011 მასონების შესახებ ლეგენდები მოგონილია თავად მასონების მიერ, თითქოს მათი ძირი ხან ეგვიპტიდან მოდის, ხან რაინდებს უკავშირებენ თავიანთ მოღვაწეობასსაერთოდ მასონები კაბალისტიკური მარცხენა ხელის გზით მავალი მოძღვრებიდან იღებენ სათავეს რაც თავად იბადება ძველ ბაბილონში მაგრამ აქ საქმე იმაშია რომ ეს მარცხენა ხელის გზით მავალი კაბალისტები ბიძგს აძლევენ ეკლესიის სახით შენიღბული ორგანიზაციებისა და ორდენების ჩამოყალიბებას ასეთები იყვნენ ტამპლიარები, მათი სამართალმემკვიდრე ილუმინატორები და დღევანდელი მასონები.ეგვიპტიდან საერთოდ არაფერი მოდის თავად ეგვიპტელების ძველი მოძღვრებაც კი ბაბილონიდან მოდის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted July 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2011 mtidanილია მეორე - აუცილებელია რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა შეჩერდეს ვეთანხმები უწმინდესს მაგრამ შეჩერდება? მოვა დღე და ერთსქესიანი ქორწინება დაკანონდება ისე ამ ფაქტსაც მივესალმები როგორც განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted July 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2011 აი სიებიც: http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...r-dautcira.html უმრავლესობის 13-მა წევრმა რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებულ კანონს მხარი არ დაუჭირა17:47 06-07-2011უმრავლესობის 13-მა წევრმა რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებულ კანონს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის 13-მა წევრმა რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების საბოლოო მხარდაჭერისგან თავი შეიკავა."სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენისას, სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა გადაწყვეტილებას ხმა არ მისცეს დეპუტატებმა დავით ბეჟუაშვილმა, მამუკა გაჩეჩილაძემ, გოჩა თევდორაძემ, ზვიად კუკავამ, ჯაბა მაღლაკელიძემ, ზურაბ მელიქიშვილმა, ენზელ მკოიანმა, დევი ოვაშვილმა, მამუკა სანებლიძემ, ავთანდილ სტურუამ, გიორგი ტალახაძემ, დავით ჭავჭანიძემ, გიორგი ხანხელიძემ.კენჭისყრის პროცედურას არ ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები: რამინ ბაირამოვი, ვახტანგ ბალავაძე, დავით ბაქრაძე, გოდერძი ბუკია, არჩილ გეგენავა, ემზარ გელაშვილი, ზაზა გელაშვილი, გიორგი გოგუაძე, მარიკა ვერულაშვილი, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, კანდიდ კვიციანი, თემურ კოხოძე, კობა კურდღელაშვილი, პაატა ლეჟავა, ვახტანგ მარტოლეკი, აკაკი მინაშვილი, კობა ნაყოფია, კახა ოქრიაშვილი, თამაზ პეტრიაშვილი, აზერტ სულეიმანოვი, სერგო ქიტიაშვილი, იაშა შერვაშიძე, გოჩა შანიძე, მიხეილ ცქიტიშვილი, გიგი წერეთელი, დილარ ხაბულიანი, ეკატერინე ხერხეულიძე, ბეჟან ხურციძე, ელენე ჯავახაძე და ნაული ჯანაშია.დანარჩენმა დეპუტატებმა "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებებს, რომლითაც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებათ, მხარი დაუჭირეს.პარლამენტმა "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებები გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე 70 ხმით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა ნუგზარ აბულაშვილმა, კახა ანჯაფარიძემ, გიორგი ასანიძემ, ანდრო ალავიძემ, კობა ბადაგაძემ, არმენაკ ბაინდურიანმა, ბადრი ბასიშვილმა, აკაკი ბობოხიძემ, ანზორ ბოლქვაძემ, რომანოზ ბჟალავამ, ბეჟან ბუცხრიკიძემ, გიორგი გაბაშვილმა, ზაალ გამცემლიძემ, კახა გეწაძემ, მამუკა გოგატიშვილმა, ხათუნა გოგორიშვილმა, გია გოგუაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, ზაზა გულიკაშვილმა, ლაშა დამენიამ, დავით დარჩიაშვილმა, გოჩა ენუქიძემ, ასლან თავდგირიძემ, დავით თოდრაძემ, ფრიდონ თოდუამ, ოთარ თოიძემ, ლაშა თორდიამ, გიორგი იმნაძემ, გურამ კაკალაშვილმა, როლანდ კემულარიამ, ირაკლი კენჭოშვილმა, რუსუდან კერვალიშვილმა, ელდარ კვერნაძემ, პავლე კუბლაშვილმა, კორნელი კუკულავამ, გოჩა კუპრავამ, ზურაბ კიკალეიშვილმა, ავთანდილ ლეკაშვილმა, გოგი ლიპარტელიანმა, გელა ლონდარიძემ, ზაზა მადურაშვილმა, ელგუჯა მაკარიძემ, შოთა მალაშხიამ, მიხეილ მაჭავარიანმა, დავით მახნიაშვილმა, გიორგი მელაძემ, ლაშა მინდელმა, გურამ მისაბიშვილმა, დავით ნადაშვილმა, ხათუნა ოჩიაურმა, გია როინიშვილმა, მერაბ სამადაშვილმა, კახა სუხიშვილმა, თენგიზ სხირტლაძემ, გიორგი ტატიშვილმა, როლანდ ფიფიამ, ირაკლი ქავთარაძემ, სამსონ ქუთათელაძემ, ისვახან შამილოვმა, თეიმურაზ ჩარკვიანმა, გიორგი ჩივიაშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა, ნუგზარ წიკლაურმა, თემურ წურწუმიამ, გიორგი ჭელიძემ, კობა ხაბაზმა, ოთარ ხანიკაძემ, გურანდა ჯაბუამ და ედიშერ ჯალაღონიამ და ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანმა.კენჭისყრას პროტესტის ნიშნად საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 6, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2011 „თუ კი, ადრე ჩვენ მტრებს ვეძებდით სხვადასხვა ერთეულ თავადებში, დღეს უშუალოდ ხელისუფლება გახლავთ საკუთარი ხალხის მტერი. რა თქმა უნდა, თუკი ეს ხელისუფლება მოიაზრება ჩვენს ხელისუფლად. მე ვფიქრობ, ეს ხელისუფლება რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არის, სწორედ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ზედმეტად და კარგად ზრუნავენ თავიანთი სომხური ქვეყნისათვის. გამოსავალია ის, რომ ერი და ბერი, ხელიხელჩაკიდებულნი დავდგეთ ჩვენი ტაძრების ირგვლივ. ქუჩაში კი არ გამოვიდეთ და ვიწანწალოთ, არამედ ტაძრების ირგვლივ მოვიყაროთ თავი და საზოგადოებას ვამცნოთ, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით და ყოველთვის დავიცავთ დედა ეკლესიას, მამულს, ენას, სარწმუნოებას“, - გვითხრა მამა ვახტანგმა.http://www.presage.tv/?m=society&AID=5672 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2011 (edited) საერთოდ მასონები კაბალისტიკური მარცხენა ხელის გზით მავალი მოძღვრებიდან იღებენ სათავეს რაც თავად იბადება ძველ ბაბილონში მაგრამ აქ საქმე იმაშია რომ ეს მარცხენა ხელის გზით მავალი კაბალისტები ბიძგს აძლევენ ეკლესიის სახით შენიღბული ორგანიზაციებისა და ორდენების ჩამოყალიბებას ასეთები იყვნენ ტამპლიარები, მათი სამართალმემკვიდრე ილუმინატორები და დღევანდელი მასონები.ეგვიპტიდან საერთოდ არაფერი მოდის თავად ეგვიპტელების ძველი მოძღვრებაც კი ბაბილონიდან მოდის.მე არ გახლავართ ამ საკითხში კომპეტენტური, ჩემს სუბიექტურ აზრს გაგაცნობთ, ჩემის აზრით მოხდა მასონური მოძრაობის შეგნებული მისტიფიკაცია მითოლოგიზაცია თავად მასონების მიერ+ ამას დაერთო მასონებისგან შეშინებული კათოლიკების, მონარქისტებისა და მართლმადიდებლების არც თუ ისე მეცნიერულად დამუშავებული შეხედულებები,თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ცაკლეული კათოლიკ ან მართლმადიებელ სასულიერო პირებს ჰქონდეთ საკმაოდ სწორი ინფორმაცია ლოჟების შესახებმმე მაინც ვთვლი რომ ეს ორგანიზაცია იმ სახით როგორიც დღEსაა სათავეს იღებს ინგლისში, თუმცა, რა თქმა უნდა მათ გამოიყენეს როგორც კაბალისტების ასევე რაინდული ორდენების გამოცდილეებებიც და შექმნეს სინთეზი, მითუმეტეს რომ ებრაელების მიმართ ბრიტანული ელიტა საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო, ასევე რაინდების შესახებაც ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია Edited July 6, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2011 (edited) მე მჯერა ოფიციალური ვერსიის ეს საიდუმლო არააა, რომ პირველი ლოჟა შეიქმნა ლონდონში 1717 წელს და რაც საყურადღEბოა, მის სათავეში იდგა ინგლისის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9E%D0%B1%D1%8A%D0%B5%D0%B4%D0%B8%D0%BD%D1%91%D0%BD%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D0%92%D0%B5%D0%BB%D0%B8%D0%BA%D0%B0%D1%8F_%D0%9B%D0%BE%D0%B6%D0%B0_%D0%90%D0%BD%D0%B3%D0%BB%D0%B8%D0%B8 აქ უფრო ვრცლადააა ამ თემაზე საუბარი http://www.gumer.info/bogoslov_Buks/sekta/makar/04.phpკარგი იქნება თუკი ამ ინფორმაციასაც გაეცნობით Edited July 6, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ucnobi Posted July 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2011 მე მჯერა ოფიციალური ვერსიის ეს საიდუმლო არააა, რომ პირველი ლოჟა შეიქმნა ლონდონში 1717 წელს და რაც საყურადღEბოა, მის სათავეში იდგა ინგლისის სამეფო ოჯახის წარმომადგენელიმე მაინც ვთვლი რომ ეს ორგანიზაცია იმ სახით როგორიც დღEსაა სათავეს იღებს ინგლისში,დღევანდელი მასონები კიი მართალი ხარ სათავეს ინგლისში იღებენ მაგრამ ეს იმიტომ მოხდა რომ ტამპლიარების მეთაურის ჟაკ მოლიეს კოცონზე დაწვის შემდეგ დაიწყეს მათი დევნა და შოტლანდიაში გაიქცნენ, მერე იქ გაქცეულმა ცალკეულმა ჯგუფებმა ჩამოაყალიბეს პატარ პატარა ორდენები და ილუმინატორები დაირქვეს და შეძვრნენ ინგლისის კათოლიკურ ეკლესიაში და დაიწყეს პაპიზმის ძირის გამოთხრა საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა ამით აიხსნება მათი წარმომავლობა დღევანდელი სახით ბრიტანეთიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2011 მიიღეს ეს კანონი და პრეზიდენტმაც ხელი მოაწერა.ჩემი ღრმა რწმენით სომხებმა რომლებმაც ტაშფანდური მოაწყვეს ამისთვის ვირის თავფეხი მიიღეს.რაზეც ნათლად მეტყველებს 5-ე მუხლი,სადაც წერია რომ მათ კი მიიღეს სახელად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი,მაგრამ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები მათზე არ ვრცელდება და 5-ე მუხლის თანახმად ვრცელდება არასამეწარმეო იურიდიული პირის(ანუ ენჯოების)სტატუსი,რასაც სომხები არ იღებდნენ. საქართველოს კანონისაქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:1. 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„ვ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია;“;ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ამ კოდექსის 15091 მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები.“.2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15091 მუხლი: „მუხლი 15091. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესი1. რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად.2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას, დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი.3. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი.6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის პირველი კარის მეორე თავით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილითბილისი,2011 წლის 5 ივლისი.№5034-რს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted July 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2011 ტაშიიაბა კიდე სხვა ვინ ასწავლის ხალხს არაუშავს თუ იჩაგრები, მოითმინე იმ ქვეყნად გაიმარჯვებო. ესეთი ინსტიტუტი მისწრებაა მიშასნაირი მთავრობისთვის. ფაქტიურად ტელესერიალიც აღარ სჭირდება ისე მართავს და აბრუებს. ბოლოს რომ ვიყავი დინამიკები ვნახე ეკლესიაზე მიმაგრებული და წირვის დროს ხმამაღლა ისმოდა, რომ ქუჩაშიც გაეგო ხალხს. ირანია რა. უკვე ხომ ხედავთ ახმედინეჯადიც კი მოგწონთ. +1000000 საღოოოოლ სრული ჭეშმარიტებაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted July 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2011 (edited) Siknadmoზომიერებაა საჭირო, თუკი ადამიანს სურს წირვაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ვერ ახერებს ტაძარში შესვლას მას უფლება აქვს მოუსმინოს წირვა-ლოცვას თუნდაც ხმის გამაძლიერებლების საშუალებით, ამასთან ერთად, ირგვლივ მაცხოვრებელ არამორწმუნეთა ყურებიც საჭირეობენ დაცვას, ამტიომ მხოლოდ მრევლის სიმრავლის და აქედან გამომდინარე აუცილებელ შემთხვევებში შესაძლებელია ასეთი რამ, თანაც დინამიკებიც გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, არ უნდა ხრიალებდეს და ხმაურობდეს ზომაზე მეტადთუ ტაძარში ვერ შედის რადიოში მოუსმინოს რა განსხვავება???ამდენი ეკლესიაც აღარ დაგვჭირდება Edited July 7, 2011 by mama Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 8, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 "Hubpages.com"-მა ალავერდი სომხეთის 10 ღირსშესანიშნაობას მიაკუთვნა13:39 08.07.2011 [პირველი] ინტერნეტ-საიტ "Hubpages.com"-ზე, რომელზეც მსოფლიო ქვეყნების მოკლე დახასიათებებია მოცემული, "ალავერდი" სომხეთის 10 ღირსშესანიშნაობას შორის მოხვდა. "სომხეთი კავკასიის მხარეში მდებარე ევროპული ქვეყანაა. ბევრი თვლის, რომ ნოეს ოჯახი სწორედ ამ რეგიონში დასახლდა და მისი კიდობანიც სწორედ აქ დაეშვა" – ვკითხულობთ სომხეთის შესახებ ცობაში. შემდეგ საიტზე სომხეთის 10 ღირსშესანიშნაობაა წარმოდგენილი. მათ შორის მე-7 პოზიციაზე კახეთში მდებარე ალავერდის ქართული სამონასტრო კომპლექსი ფიგურირებს. იხილეთ ბმული http://hubpages.com/hub/ARMENIA-Top-10-Travel-Destinations-Tourist-Spots-and-Attractions#img_url_1849566 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 (edited) Siknadmo თუ ტაძარში ვერ შედის რადიოში მოუსმინოს რა განსხვავება???ამდენი ეკლესიაც აღარ დაგვჭირდებამორწმუნე როგორ მოიქცევა ეს მისი გადასაწყვეტია, თუკი მისი ქმედება არ ეწინააღმდეგება კანონს,წირვას აქვს თავისი მისტიკური მხარე, რაც ათეისტებისთვის გაუგებარია და ამის ახსნას აზრი არა აქვს ფეხბურთი ან კინო კი არაა სახში უყუროს Edited July 8, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2011 Achiko1972გასტრონომში უზარმაზარი რიგი იყო ერთხელ კარაქზე (ადრე ეგ ჩვეულებრივი ამბავი იყო), მე და დედაჩემი ვიდექიტ და ურიგოთ, როგორც ბავშვიანი, დედაჩემი მხოლოდ მას შემდეგ გაატარეს, რაც ჩვენმა სომეხმა მეზობელმა ასევე სომეხ გამყიდველს სთხოვა, ჩემი ახლობლები არიანო სომხურად!!!! მანამდე დედაჩემმა რომ ითხოვა ქართულად და რუსულად, საშინელი აგრესიით უპასუხეს. ამას ვინმეს მონაყოლს კი არა, საკუთარ თავზე გადამხდარს გიყვები.და შენ გამყიდველის ადგილზე ნაცნობს მიცემდი ჯერ თუ უცნობს? ყველაფრის ფაშისტობამდე დაყვანა რომ იცით, ამიტომ გქონდათ კარგად საქმე აფხაზეთში და ოსეთში, ასევე სხვაგანაც..აფხაზეთის ომამდე საერთოდ არ ისმოდა ეზოში ქართული საუბარი, მარტო გინებით აგინებდნენ რატომღაც ერთმანეთს ქართულად. შემდეგ უკვე ლტოლვილების ნაკადი რომ მოაწყდა ჩვენს ეზოსაც, უნდა გენახა რა გააფთრებულები დახვდნენ აქაური შენი "მეზობლები", სულ "სადღაციდან ჩამოთრეულებს" ეძახდნენ.ლტოლვილებს ყველა ცუდად დახვდა.. და ჩამოთრეულებს კი ადგილობრივები მართლა ეძახდნენ (ძირითადად ქართველები სხვათაშორის) ერთი კიდევ ნახევრად ქურთი, ნახევრად სომეხი მყავდა კიდევ მეზობლად, ცოტა გონება სუსტი და ამდენად თამამად გაბედა იმის თქმა, რასაც სხვებს არ ვაბედინებდით. აი მისი სტყვებიც: Грузинов надо бить! а патом мы все будем жить хорошо!!! ქართველებს უნდა დავაყაროთ და მერე ჩვენ კარგად ვიცხოვრებთო.ხედავ გონება სუსტებს რა ძალა ჰქონიათ ეს არ უნდა შევარჩინოთ ა რ ა ! ! ! უბრალოდ, თქვენ ასეთ პრობლემებს ან გაზეთში კითხულობთ და ან ინტერნეტში, პირადად ნაკლებად გიხდებად ამასთან შეხება და ამიტომაც ისვრით ამ ლოზუნგებს ყველა მიმართულებით ასე მარტივად. აბა ერთი კითხე არაქართველ მოსახლეობასთან ვისაც უწევს ურთიერთობა ინტენსიურად, როგორი "მეზობლები" ყავთ?! ისე კარგად მიხდება შეხება სამსახურიდან და ისე კარგად ვიცი რა პონტიც არის.. მაგრამ არ ვფაშისტობ და არ მაქვს პრობლემები ამ ხალხთან, ვისაც ფაშისტობა უნდა, ვიღაცა კონკრეტული ადამიანის ცუდი ხასიათი, ფაშისტობის მიზეზი ხდება. თუმცა იმას კი არ კითხულობენ, რამდენი არიან ისეთივეები ქართველებშიც.. ჩვენ გვიწევს ჯუნგლის კანონით არსებობა, ჩვენ არა, შენ.. იმიტომ რომ სხვა კანონების არსებობა, "ჯუნგლის კანონების" გარდა, ბევრმა არ იცის.. სხვაზე ზრუნვა ეს სხვაზე ზრუნვა არ არის, ეს საკუთარ თავზე ზრუნვაა. ტოლერანტი იმიტომ ხარ სხვისადმი, რომ შენსადმიც ტოლერანტი იყვნენ.. ;) მეორეც ეთნიკურ და რელიგიური უმცირესობები განასხვავე ერთმანეთისგან.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.