Jump to content
Planeta.Ge

ანგარიშწორება ზუგდიდის პოლიციაში გაუპატიურების მუქარის გამო


Recommended Posts

http://www.presage.tv/?m=politics&AID=5588

 

 

ანგარიშწორება ზუგდიდის პოლიციაში გაუპატიურების მუქარის გამო

 

14:17 01.07.2011

 

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]

 

24 ივნისს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მომხდარი ინციდენტის შედეგად სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსანი კოხტა კოდუა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მას ყბისა და თავის ქალის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.

 

მრავლობითი დაზიანებები მას დანაშაულში ეჭვმიტანილმა არასრულწლოვანმა, ნიკა დაგარგულიამ ზუგდიდის პოლიციის უფროსის, რუსლან შამახიას სამუშაო ოთახში მიაყენა. ამის შესახებ სოფელ ურთის საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლემ სასამართლო პროცესზე თავად აღიარა, თუმცა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რამაც პოლიციელის მიმართ ანგარიშწორება გადააწყვეტინა. ნიკა დაგარგულიამ მის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტიც აღიარა და კოდუა კიდევ ხუთ პოლიციელთან ერთად მისი გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა.

 

არასრულწლოვანი ამჟამად ზუგდიდის N4 საპყრობილეშია გადაყვანილი და მას 4–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. რა ხდება ზუგდიდის პოლიციაში და სასურველი ჩვენების მიღების სურვილით რატომ ემუქრებიან დაკავებულებს გაუპატიურებით, ამის გარკვევას დღეს დაგარგულიას ხუთი შვილის დედა ცდილობს.

 

ლალი ბენდელიანი, ბრალდებულის დედა: „შვილის დაკავების შესახებ პოლიციიდან ღამის 11 საათზე შემატყობინეს. ანუ, მას შემდეგ, რაც ნიკა 6 საათის განმავლობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ჰყავდათ გამოკეტილი და სასტიკად აწამებდნენ. იქ მისულებს ნიკა სამხარეო პოლიციაში გადაყვანილი დაგვხვდა. ბავშვის ნახვის უფლება პოლიციამ არ მომცა. ვნახე მხოლოდ სამი დღის შემდეგ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, როცა მას პატიმრობა შეუფარდეს.

 

ვნახე გატანჯული შვილი და კიდევ უფრო დიდი საშინელება მოვისმინე. სასამართლო დარბაზში ნიკა ყვებოდა, თუ როგორ სცემდა მას ზუგდიდის სამმართველოში 6 პოლიციელი. განსაკუთრებული სისასტიკით კი ერთ–ერთი პოლიციელი, კოხტა კოდუა გამოირჩეოდა. რა არ აკადრეს თურმე, აფურთხებდნენ, პანღურს ჰკრავდნენ და რაც ყველაზე ამაზრზენია, ერთს უთქვამს, მიაკარით მაგიდაზე და ვიხმაროთო. ამ სიტყვების გაგონებაზე საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ხელი მეც ავღმართეო. ვიფიქრე, ალბათ მკლავენ და სულერთია ყველაფერიო.

 

მანამდე ძლიერი დარტყმები მუცლისა და თავის არეში უგრძვნია. გონება დაუკარგავს. პოლიციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისულა. სამედიცინო დახმარების გაწევამდე ექიმებს ხელბორკილების ახსნა მოუთხოვიათ. ხელების გათავისუფლების შემდეგ ნიკას უკანასკნელი ძალ–ღონე მოუკრებია და კოხტა კოდუასათვის მუშტი ყბაში ჩაურტყამს. იგი წაქცეულა და თავი მაგიდის კიდეზე დაურტყამს. იმ სასწრაფოთი, რომელიც ჩემი შვილის დასახმარებლად გამოიძახეს, საავადმყოფოში კომაში მყოფი კოდუა გადაუყვანიათ.

 

არ ვიცი, რა მდგომარეობაშია დღეს ჩემი შვილი იმ ციხეში, სადაც კოხტა კოდუას ძმა ბადრაგია. ჩემი შვილის წამებას ალბათ იქაც განაგრძობენ. მისი ნახვის საშუალება ციხეშიც არ მომცეს. დამოუკიდებელი ადვოკატი უსახსრობის გამო ვერ დავიქირავე, სახაზინო დაუნიშნეს. ხელმოკლე ოჯახი მაქვს, ხუთი შვილი რის ვაი–ვაგლახით გამოვზარდე.

 

გაჭირვების მიუხედავად ყველანი წარმატებული ბავშვები არიან. ნიკამ მძლეოსნობაში გამოიჩინა თავი და ოქროს მედლებიც მოიპოვა. ბავშვებს შიმშილი ბევრჯერ გადაუტანიათ, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ნიკა ვინმეს სამკაულს ყელიდან ააგლიჯავდა. მან ეს დანაშაული დაკავების პირველი წუთებიდან აღიარა და არ მესმის, რატომ აწამეს, რატომ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, სხვა რის აღიარებას მოითხოვდნენ მისგან?

 

წამებასთან ერთად ისე დაკითხეს პოლიციაში ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომ პროცესს არც მშობელი, არც მასწავლებელი, არც დირექტორი და არც ფსიქოლოგი დაასწრეს.”

 

ოჯახის თხოვნით დაგარგულიებთან მისულმა ურთის საჯარო სკოლის დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადა, ლამარა ქარდავას განმარტებით, მედიასთან ურთიერთობა მას შაშკინის უწყებასთან შეთანხმების გარეშე ეკრძალება. პირად საუბარში კი იგი ამბობს, რომ დაგარგულიას დაკითხვას სკოლის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

 

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კომენტარს არც მერაბიშვილის უწყებაში აკეთებენ. კოხტა კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არც ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმები ავრცელებენ, რადგან ჯანაშვილის დაწესებულება კალმახელიძის უწყებას დღითიდღე ემსგავსება.

 

ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც დღეს სამეგრელოში აქტიურად ვრცელდება ასეთია: „ვენაცვალეთ მაგ ბიჭის მარჯვენას, ვინც კოდუას მუშტი ჩააზილა და ყბა გაუნგრია! სხვისი შვილების ცოდვამ უწია. ყოჩაღ, მაგ ბავშვის ვაჟკაცობას!“

 

ძნელი მისახვედრი არ არის თუ რატომ გამოხატავენ ადამიანები კოდუას მიმართ ასეთ „თანაგრძნობასა და სიბრალულს.“ კოხტა კოდუას სახელი, როგორც სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის, მეგის ქარდავას მარჯვენა ხელის, ბოლო წლებში მომხდარ თითქმის ყველა გახმაურებული წამებისა თუ გაუპატიურების ფაქტს უკავშირდება. ამბობენ იმასაც, რომ კოდუა განსაკუთრებული „მოქნილი“ ხელით გამოირჩევა და ამიტომაც ნარკოტიკების „ჩამდებელთა“ სიაში უპირობო ლიდერია.

 

„მეტადონის“ უპრეცენდენტო „ჩადება“ კოხტა კოდუამ 2008 წელს სამეგრელოს 9 პოლიციელთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელა. რამდენიმესაათიანი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ ხელებდაკაპიწებულმა და რეზინის ხელთათმანიანმა კოდუამ უკრაინის მოქალაქის, ორესტ ბოხონკოს უკანალიდან ნარკოტიკული საშუალება „ამოიღო.“ 25–წლიან სასჯელს ბოხონკო ქართულ ციხეებში დღემდე იხდის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მრავლობითი დაზიანებები მას დანაშაულში ეჭვმიტანილმა არასრულწლოვანმა, ნიკა დაგარგულიამ ზუგდიდის პოლიციის უფროსის, რუსლან შამახიას სამუშაო ოთახში მიაყენა

მეგრელი რემბო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მეგრელი რემბო

 

 

ეგ მეგრელი რემბო,თავისი კრიმინალური წარსულით, მირჩევნია მთელ ნაციონალურ მოძრაობას და მის მხარდამჭერებს. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ მეგრელი რემბო,თავისი კრიმინალური წარსულით, მირჩევნია მთელ ნაციონალურ მოძრაობას და მის მხარდამჭერებს. :yes:

გადასარევი ამბავია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გადასარევი ამბავი

 

ნამდვილად ნიკანდრო ბატონო. :)

 

 

ისე შენ როგორ მოიქცეოდი ნიკა დაგარგულიას ადგილას? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ისე შენ როგორ მოიქცეოდი ნიკა დაგარგულიას ადგილას? :007:

 

იმის ადგილას იასნია, მაგრამ აი მთავრობის ადგილას, კი არ გავსროკავდი, ბოქსში ვავარჯიშებდი სახელმწიფოს ხარჯზე და პატარა სტიპენდიასაც დავუნიშნავდი. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყბისა და თავის ქალის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.

 

მრავლობითი დაზიანებები მას დანაშაულში ეჭვმიტანილმა არასრულწლოვანმა, ნიკა დაგარგულიამ ზუგდიდის პოლიციის უფროსის, რუსლან შამახიას სამუშაო ოთახში მიაყენა. ამის შესახებ სოფელ ურთის საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლემ სასამართლო პროცესზე თავად აღიარა, თუმცა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რამაც პოლიციელის მიმართ ანგარიშწორება გადააწყვეტინა. ნიკა დაგარგულიამ მის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტიც აღიარა და კოდუა კიდევ ხუთ პოლიციელთან ერთად მისი გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა

შენ გაიხარე ძმაო, ძლივს არ გამოჩნდა ერთი თავზეხელაღებული ამდნეი კონსტრუქციულის ფონზე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

24 ივნისს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მომხდარი ინციდენტის შედეგად სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსანი კოხტა კოდუა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მას ყბისა და თავის ქალის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება

 

ამისთანებს შუბლსაც თუ გაუხვრიტავენ,მოხარული ვიქნები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიციელზე ხელი როგორ აწია ჩემეეე, მუჟიკიიიი, პიტუხი სბუნტავალიიიისსსსსსსსსსსსსს :what:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ჯიგარი ეს ბავშვი, მაგრად დაუმტრევია იმ ჩატლახისთვის თავ-ყბა. ასეთი შემთხვევბი უნდა ხსირი და ოდნავ დაამუხრუჭებენ ეს ფიდარასტები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯიგარი ეს ბავშვი, მაგრად დაუმტრევია იმ ჩატლახისთვის თავ-ყბა. ასეთი შემთხვევბი უნდა ხსირი და ოდნავ დაამუხრუჭებენ ეს ფიდარასტები.

პაჟიზნენნი გარანტირებუჯლი აქვს აქაური კანონმდებლობით, ალბათ სამაგალითოდ დასჯიან

რომ სხვამ ვერ გაბედოს ნაცმოს ცენტურიონისთვის შეხება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პაჟიზნენნი გარანტირებუჯლი აქვს აქაური კანონმდებლობით, ალბათ სამაგალითოდ დასჯიან

რომ სხვამ ვერ გაბედოს ნაცმოს ცენტურიონისთვის შეხება

 

არასრულწლოვანია და ეგრე გაიმეტებენ?

პ.ს დურუ ხურცილავა გამახსენა მაგ ბიჭმა. ჯიგარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთმა დიდი ხნის სიცოხლე მისცა მაგ ბიჭს,გამიხარდა მისი საკციელი,ეს ნიშნავს რო ჯერ არ გადავგვარებულვართ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...