Jump to content
Planeta.Ge

ვიდრე ჩვენ არ ვაღიარეთ აფხაზეთს


Recommended Posts

ინტერვიუ: "ვიდრე ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მანამდე მათი გადარჩენის შანსები არსებობს"

თარიღი: Jun 24, 2011 - 12:33 PM

 

პრესაგე.ტვ აქვეყნებს მანანა ნოზაძის ინტერვიუს პაატა ზაქარეიშვილთან: "მამუკა არეშიძის წინადადებამ, რაც აფხაზების გენოფონდისა და იდენტობის გადარჩენის მიზნით საქართველოსგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს, საზოგადოების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. მართალია, ექსპერტი ამტკიცებს, რომ მისი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაიგეს, მაგრამ სათქმელი უკვე ითქვა და ქართული საზოგადოებაც აღშფოთდა. არეშიძემ გარკვევით განაცხადა, რომ პროცესი ჩიხშია შესული და სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. არეშიძესთან დაკავშირება ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რადგან ექსპერტი მობილურს არ პასუხობდა.

 

ქართულ ფორუმებზე მკვეთრი რეაქციაც გაისმა: „ბარემ, მიშას ჯიბრზე აფხაზეთის აღიარების შემდეგ ოსებს მივცეთ ბორჯომი და ქსანი მცხეთამდე და ოსების დემოგრაფიული სიტუაციაც გამოსწორდება“.

 

ზოგმა კი ასეთი შეფასება გამოხატა: „არსებობს ერთი ძველი ამერიკული ანდაზა - „ზანგს ერთი ინჩი მიეცი და მთელ იარდს წაგგლიჯავს“ - სწორედ ასეა რუსეთის საქმე“.

 

ზოგიერთებს კი სულაც არ ანაღვლებთ აფხაზების გენოფონდის გაქრობა: „რაც უფრო მალე ჩაბარდება ისტორიას ველური, ქართველებისადმი ფანატიკური სიძულვილით გამსჭვალული მიკრო ერი, მით უკეთესი ჩვენთვის. მეგრელ-აფხაზობასთან ასიმილირებული კანონმორჩილი რუსი უფრო მეტად იქნება დაინტერესებული საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით, ვიდრე რქიანი აფსუები“.

 

„აფხაზეთი არც ჩვენი მიზეზით „დაგვიკარგავს“ და ვერც ჩვენ ვერ „დავიბრუნებთ“.

ამ საკითხის ნებისმიერი სახით შემომგდები ან წმინდა წყლის იდიოტია, ან კარგად ჩამოყალიბებული მავნებელ-მოღალატე, ანდა უიმედო გულუბრყვილო მეოცნებე“, -ასეთია საზოგადოების რეაქცია.

 

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მისთვის კიდევ უფრო დამღუპველი იქნება და აფხაზეთი მთლიანად რუსეთის ხახაში ჩავარდება.

 

- რას ემყარება თქვენი შეფასება, რომ აფხაზეთის აღიარება თვით აფხაზებისთვის იქნება დამღუპველი?

- ეს მამუკა არეშიძის პოზიციაა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მისი გაჟღერებისთვის. კარგია, რომ საზოგადოებაში ამაზე საუბარი დაიწყო, რადგან რაღაცნაირად ტაბუირებული იყო ეს თემა და ხალხს რცხვენოდა ამაზე საუბარი. რატომღაც მიიჩნეოდა, რომ არ შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი. არადა, ნორმალურ საზოგადოებაში აკრძალული თემები არ უნდა არსებობდეს. უცნაურია, უბრალოდ, რომ აფხაზეთში არჩევნების წინ მოხდა ამის გაჟღერება. ჩემი აზრით, არასწორი დროა შერჩეული, რადგან აფხაზებს ახლა არ აქვთ ამის დრო, გვიპასუხონ.

 

- მამუკა არეშიძის შეთავაზებაზე აფხაზების პასუხი ალბათ დადებითი იქნება?

- მათი პასუხი ასეთი იქნება, რომ მამუკა არეშიძე ერთ-ერთი ექსპერტია და მის აზრს არც იქით აქვს მნიშვნელობა, არც-აქეთ, რადგან, თუ ეს მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს. მამუკა არეშიძე ხომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის, პოლიტიკური პარტიაც არ აქვს, არჩევნებში არ მონაწილეობს. ამდენად, აფხაზების თვალში ეს არის მისი, როგორც კერძო ექსპერტისა და მოქალაქის მოსაზრება, რაც თავისთავად საინტერესოა. მაგრამ შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? მიიღებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ წინადადებას განხილვისთვის მაინც? არეშიძე ჭკვიანი კაცი და კარგი ექსპერტია. ვფიქრობ, შეგნებულად გადაწყვიტა ამ ინფორმაციის გაჟონვა იქაური არჩევნების წინ და ცოტა არივ-დარია სიტუაცია აფხაზეთში.

 

- აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, სხვა კონფლიქტური რეგიონებიც წამოყოფენ თავს და ისინიც მოგვთხოვენ დამოუკიდებლობის აღირებას.

- რა თქმა უნდა. ამიტომ ეს მიუღებელია. მართლაცდა, არ შეიძლება აღიარო ტერიტორია, რომელიც ძალით, იარაღით გამოგეყო. ეს შეიძლება იყოს შეთანხმების საფუძველი, ანუ შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს ტერიტორიას, დაბრუნდებიან დევნილები და ჩატარდება რეფერენდუმი. დაე, რეფერენდუმმა გადაწყვიტოს და, თუ ის მიიღებს გადაწყვეტყილებას, რომ აფხაზეთი უნდა გამოეყოს, მაშინ პრობლემა არ მაქვს. ხოლო, თუ ჩვენ დავუშვებთ პრცენდენტს, რომ შეიარაღებული ძალის შედეგად სახელმწიფოს შეიძლება ტერიტორია გამოეყოს, ეს რა თქმა უნდა, არასასურველ პროცესს გამოიწვევს, როგორც სხვა ქვეყნებისთვის, ისე საქართველოსთვის. ჩემთვის ეს ერთ-ერთი პრინციპული არგუმენტია, თუმცა - არა გადამწყვეტი.

 

- ამ თემასთან მიმართებით არსებობს კი გადამწყვეტი არგუმენტი?

- გადამწყვეტი არგუმენტია, რომ აფხაზები მცირერცხოვანი ხალხია და ისინი ბოლომდე ათვისებული ჰყავთ რუსებს. ოკუპირებულია მათი ტერიტორია. შესაბამისად, თუ ჩვენ მათ დამოუკიდებლობას ვაღიარებთ, ამით კიდევ უფრო მეტად ჩავაბარებთ რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო საქართველოს მიბაძავს და მის მსგავსად აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას, აფხაზებს ეყოლებათ მხოლოდ და მხოლოდ ორი მეზობელი - საქართველო და რუსეთი. სხვა მეზობლები არ ეყოლებათ. აფხაზეთი ვერასდროს გახდება დამოუკიდებელი სახელმწიფო, რადგან იქ არის რუსეთის ჯარი, რუსეთის სამხედრო ბაზა, რუსული რუბლი ტრიალებს, რუსული ეკონომიკაა შექმნილი. მსოფლიოსთვის აფხაზეთი აბსოლუტურად უინტერესო ტერიტორიაა. ის აინტერესებს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს.

 

- აფხაზეთის აღიარების გასამართლებლად მამუკა არეშიძეს მოჰყავს ჩინეთის მაგალითი, რომელმაც აღიარა იაპონიის მიერ შექმნილი სახელმწიფო მანჯურია, რომელიც დღეს აღარ არებობს. ცნობილია, რომ იაპონიამ ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ვასალი ქვეყანა მანჯურია სწორედ ჩინეთ-იაპონიის ომის დროს შექმნა.

- ეს არასერიოზულია, რადგან მანჯურია მარიონეტული იყო და ებრძოდა ჩინეთს, ჩინეთმა დაიპყრო ის, იარაღი გამოიყენა. ეს ჩემთვის არაა დამაჯერებელი. უფრო აჯობებდა, ბატონმა მამუკამ სხვა მაგალითი მოიყვანოს, თანაც უფრო თანამედროვე ისტორიიდან, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან.

 

- მაგრამ ასეთი პრეცენდენტი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არსებობს?

- სწორედაც არ არსებობს ასეთი მაგალითები. პირიქით, არსებობს მაგალითები, რომ წასული სახელმწიფო უკან აღარ ბრუნდება. ამის მაგალითია კოსოვო.

 

- არეშიძის განაცხადმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთმა ეს ღალატად აღიქვა. რატომ გააკეთა ასეთი განაცხადი არეშიძემ?

- ვისაც ენაზე ღალატი აკერია, ეს ნიშნავს, რომ მას სხვა არგუმენტი არ გააჩნია. რას ნიშნავს ღალატი? ადამიანს აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება. რა პრობლემაა? პოლიტიკური პარტია რომ ჰქონდეს, კიდევ შეიძლებოდა კენჭი ეყარა და საინტერესო იქნებოდა, საზოგადოების რა ნაწილი მისცემდა მის პოზიციას ხმას. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, ეს დამღუპველი იქნება აფხაზებისთვის, რადგან მცირერიცხოვანი ხალხია და რუსეთი არავის მიუშვებს. უფრო სწორად, არავის შეუშვებს იქ. შესაბამისად, რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის სრული ინტეგრაცია მოხდება. ეს აღიარება არაფერს მოუტანს. ჩვენ უნდა დავაყენოთ დევნილების დაბრუნების პირობა, აფხაზებს კი ცეცხლივით ეშინიათ დევნილების დაბრუნების. თუ ჩვენ დევნილებს ვაბრუნებთ იმ პირობით, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვაღიაროთ, მათ ეს არ უნდათ. ისინი თვლიან, რომ დევნილების დაბრუნება მათი იდენტობის დაკარგვას გამოიწვევს.

 

- უფრო ადრე რესპუბლიკელები კონფედერაციის მომხრენი იყავით და ამანაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი პოზიცია გამოიწვია.

- კონფედერაციის მომხრენი არასდროს ვყოფილვართ. ყოველთვის ფედერაციის მომხრე გახლდით. კონფედერაცია არის ორ სახელმწიფოს შორის, ორ საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს შორის დადებული ხელშეკრულება სახელმწიფოს შესახებ. ხოლო ფედერაცია არის, როცა სახელმწიფო თავის შიგნით, თავის ტერიტორიასთან დებს ხელშეკრულებას. ამით ტერიტორიალური მთლიანობა არ ირღვევა და ხელშეკრულების შესაბამისად, სახელმწიფო მას უფლებამოსილებებს გადასცემს.

 

- ფედერაცია თუ მივეცით, ხომ შეიძლება მომავალში ისევ დამოუკიდებლობა მოითხოვონ?

- არა, რასაც ჩადებ ხელშეკრულებაში, ის იქნება.

 

- ჩვენ გვინახავს ხელშეკრულებები, რომლებიც დარღვეულა.

- ეს იქნება ხელშეკრულება დადებული ცენტრსა და თავის ტერიტორიას შორის.

 

- ასეთი აზრიც არსებობს, რომ მამუკა არეშიძე ამას თავისით არ გააჟღერებდა და ეს რუსეთის პოზიციაა, რადგან ფაქტობრივად, არავინ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

- არ ვიცი, ეს უკვე მამუკა არეშიძეს ჰკითხეთ. ეჭვი მეპარება, არა მგონია, რომ მამუკა არეშიძე ამას რუსეთის კარნახით გააკეთებდა. მე მგონი, მან ასეთი აზრი გარკვეული შიდაპოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე გამოხატა. ჩემი აზრით, მას სურს, აფხაზები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს. არჩევნების წინ აიძულოს, რომ მათ უარყოფითად უპასუხონ. შესაბამისად, სამომავლოდ, ქართულმა საზოგადოებამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადონ, რომ, აი, ჩვენ შემოგთავაზეთ ამ თემაზე საუბარი, თქვენ კი ხელი აგვიკარით. მე მგონი, ამაზეა გათვლილი.

 

- არის კი საქართველოს სახელმწიფო, ან თუნდაც აფხაზეთი მზად იმისთვის, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა თუნდაც სიტყვიერ დონეზე განვიხილოთ?

- არ არის მზად. მე მგონი, საქართველომ უამრავი ნაბიჯი უნდა გადადგას აფხაზების სასარგებლოდ, მათკენ დათმობების მიმართულებით, მათი დამოუკიდებლობის გარდა. ოღონდ არავითარ შემთხვევაში, დამოუკიდებლობის აღიარება არ უნდა დაიშვას, რადგან ამით გავწირავთ აფხაზებს. ვიდრე ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მანამდე მათი გადარჩენის შანსები არსებობს. სულ სააკაშვილი ხომ არ იქნება ხელისუფლებაში? დადგება დრო, ქვეყანაში მოვა ნორმალური ხელისუფლება, რომელიც დააინტერესებს აფხაზებს ღირსეული ცხოვრებით.

 

- აფხაზეთის გენოფონდის გადარჩენა ღირს იმისთვის, რომ მამუკა არეშიძის შეთავაზებით, საქართველომ ასეთი ნაბიჯი გადადგას?

- ღირს, მაგრამ მაინც არ გადარჩება. არასწორი მეთოდია. განა ღირს ქერტლის მოშორების გამო თავი მოიჭრას ადამიანმა? როგორ შეიძლება, ჩვენ აფხაზეთის გადარჩენა გვინდოდეს, და ამ დროს კი ბოლომდე ვაგდებდეთ აფხაზეთს რუსეთის ხახაში?! რუსეთი მათ საერთოდ წალეკავს, აითვისებს. ვიდრე მსოფლიოს მიერ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიად ითვლება, მანამდე რუსეთს არ აქვს თავხედობის ისეთი დონე, როგორც ამის მერე გათავხედდება. ახლა ხომ საშინლად უტიფრად იქცევა რუსეთი, მერე ნახეთ, უფრო უარესად მოიქცევა. რაც მთავარია, არეშიძე მუდმივად აყენებს დევნილების საკითხს, რაც თავისთავად მიუღებელია აფხაზებისთვის. მათ ურჩევნიათ, არავინ აღიაროს, ოღონდ დევნილები არ დაბრუნდნენ".

 

 

 

 

 

 

 

რამდენჯერ გამოაცხადეს პაატა ქართVელი ერის მტრად,

მაგრამ ეს კაცი ერთადერთი უიშვიათესი ადამიანია ვინც ქართულ საქმეს აკეთებს

კონფლიქტურ რეგიონებში, განსაკუთრებით აფხაზეთში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მაგრამ ეს კაცი ერთადერთი უიშვიათესი ადამიანია ვინც ქართულ საქმეს აკეთებს

ნამდვილად ეგრეა სიკნადმო ბატონო,მაგრამ ბევრს ესმის?

ამ და უხსენებელ ფორუმზე სულ ატრიალებდნენ "ასავალ დასავალის" მიერ დაბღაჯნილ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ მასალება,რომ რესპები აფხაზეთის დამოუკიდებლობას იჭერდნენ მხარს.ასევე ვითომ კონფედერაციას(რაც ეხლა პრინციპში სანატრელი გვაქვს) რაც ამ ინტერვიუშიც ჩანს როცა ჯურნალისტი ეკითხება პაატას:

 

უფრო ადრე რესპუბლიკელები კონფედერაციის მომხრენი იყავით და ამანაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი პოზიცია გამოიწვია.

 

- კონფედერაციის მომხრენი არასდროს ვყოფილვართ. ყოველთვის ფედერაციის მომხრე გახლდით. კონფედერაცია არის ორ სახელმწიფოს შორის, ორ საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს შორის დადებული ხელშეკრულება სახელმწიფოს შესახებ.

 

ხოლო ფედერაცია არის, როცა სახელმწიფო თავის შიგნით, თავის ტერიტორიასთან დებს ხელშეკრულებას. ამით ტერიტორიალური მთლიანობა არ ირღვევა და ხელშეკრულების შესაბამისად, სახელმწიფო მას უფლებამოსილებებს გადასცემს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

პაატას მიდგომა არის ასეთი, მოდი დაველაპარაკოთ აფხაზებს ადამიანურად, გავიგოთ რა სურს, რა პრეტენზიები აქვთ,

იქნებ რაღაც საერთო შეხების წერტილები ვიპოვოთ რომ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების სურვილი გაუჩნდეთო

 

და მე ამას დავამატებ, აფხაზეთის დაბრუნების პრობლემა ქართულ საზოგადოებაში და პოლიტიკურ ელიტაშია,\

ჩვენ აფხაზეთი გვინდა და არა აფხაზები და ეს თავისთავად უზნეობაა, უზნეო ხალხთან ურთიერთობა კი არავის არ უნდა,

თუკი ჩვენ აფხაზები რუსების შნირები და ჩAმოთრეულები გვგონია ბუნებრივია რომ ის ხალხი ქართველებისკენ არ გაიხედავს,

მე რომ აფხაზი ვიყო ჩემდა თავად თუ ქართველებთან ურთიერთობა ვისურვო,

პაატას სწორად ამის მცდელობა ჰქონდა რომ სხვა ტიპის დამოკიდებულება ეჩვენებინა აფხაზებისთვის და ეგენიც მოდიოდნენ კონტაქტზე და იყო რაღაც რაღაც ძვრები, მაგრამ რად გინდა, ნაციონალები ქართველებთან ვერ პოულობენ საერტო ენას და აფხაზებთან იპოვიან???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სუსურუკუ რომ დაიშალა, 1 წლის (მეტი თუ არა) განმავლობაში ვრემიაში მაინც გადმოსცემდნენ ამინდის პროგნოზში რიგა, ვილნიუსი, ტალინი :) ასე ჭირთ ეხლა ნაცებსაც. ამინდის პროგნოზში რომ აცხადებენ, სოხუმი, ცხინვალი :) რაღა დროს სოხუმი და ცხინვალია. ერთადერთი შანსი არის რუსეთის ფედერაციაში შესვლა, სოხუმიან - ცხინვალიანად, და დაგვასკდეს მერე ამერიკა, და ზემოდან კიდე ევროპა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ერთადერთი შანსი არის რუსეთის ფედერაციაში შესვლა, სოხუმიან - ცხინვალიანად, და დაგვასკდეს მერე ამერიკა, და ზემოდან კიდე ევროპა

ღუბერნიად შევიდეთ ოღონდ!

არავიტარი საქართველო - რუსებს გაუხარდებათ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

პოლიტიკურ ელიტაშია,\

მაჭავარიანს გულისხმობ თუ მეჩანგლე ბაქრაძეს? :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი კარგია, საღი, მაგრამ არა ამ ვითარებაში რაც დღეს არის.

აფხაზეთის აღიარების შეთავაზება უნდა იყოს მიზეზი იმისთვის, რომ აფხაზები რუსების გარეშე დააჯინო პირდაპირ მოლაპარაკებებზე.

ამისთვის კი საქართველომ დეფაქტოდ უნდა აღიაროს ჯერ აფხაზეთი და მის ხელმძღვანელობას პირდაპირ დაელაპარაკოს და არა ისე, როგორც ერთ ძველ თამაშში - "გაფუჭებულ ტელეფონში'

ამის შემდეგ კი, აფხაზებს უკვე უნდა შესთავაზო დამოუკიდებლობის აღიარება, მაგრამ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ.

რა თქმა უნდა ყველა ეს მოლაპარაკება უნდა წყდებოდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეობით და გარანტიებით გაეროს, რომ მოლაპარაკებების დროს არ იქნება გამოყენებული ძალა.

მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ სეიძლება ძალის გამოუყენებლობის სრული გარანტიების მიცემა მოლაპარაკებების შეწყვეტის ან ჩაშლის შემთხვევაში აფხაზური მხრიდან.

რა უნდა შევთავაზოთ და მოვთხოვოთ აფხაზებს?

1. დევნილების დაბრუნება.

2. ადმინისტრაციული საზღვრების დემარკაცია.(გალი კოდორის ხეობა)

3. მისი ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ჯარის(რუსეთის) გაყვანა

4. ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.

5. სამომავლოდ ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობისთვის მოლაპარაკებების დაწყება.

შეიძლება აქ კიდო რამოდენიმე პუნქტის დამატებაც.

ასეთ შემთხვევაში აზრი ექნებოდა აღიარების თემას, მაგრამ სანამ იქ რუსის ჯარი იმყოფება, ამ ტემის აგორება უბრალოდ დანაშაულია აფხაზებისთვისაც და ჩვენთვისაც.

აფხაზებმა უნდა შეიგნონ, რომ საქართველო კი არა, რუსეთია მათი თავისუფლების მტერი და სანამ რუსი იქ არის, არასდროს მათ არავინ არ აღიარებს.

თუ ლტოლვილები დაბრუნდებიან, ასეთი მსხვერპლის გაღება საქართველოს მხრიდან არ იქნება წამგებიანი, რადგან სამომავლოდ გაერთიანების მოლაპარაკებებში ისინი იქნებიან ჩვენი კოზირი და საყრდენი.

მაგრამ არის მეორე და მთავარი საკითხი.

აფხაზებმა რომც გაუხსნან ლტოლვილებს გზა, თქვენი აზრით დაბრუნდებიან იქ?

ისე თქვენ რა გითხარით... ))

ჩვენზე უკეთ არიან ეგენი მოწყობილები აქ და სარგებლობენ შეღავათებით(ბიზნესში) და სულ კიდიათ ეგ აფხაზეთი.

ზოგს სოხუმში დატოვებულ სახლზე უკეთესი აქვს და რამოდენიმე აქ ბაზარში ვაჭრობით ნაშოვნი და არ დატოვებენ ამ დარმავოი დახლებს ეგენი.

არ წავა ის სოხუმელი მეგრელი სოხუმში რომელიც 20 წელია უკვე თბილისში ან ბათუმში ცხოვრობს.

ნუ ზუგდიდიდან ან ქუთაისიდან და წყალტუბოდან კიდო შეიძლება წავიდეს, მარა ვინც თბილისშია და ბათუმში არ წავა და არ დაბრუნდება უკან. აქ უკეთესადაა და იმიტომ.

იქ კი რა გარანტიები ექნება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც წესი ესეთ იდეებს არეშიძე ახმოვანებს, რომც არ დაეწერა ჟურნალისტს სახელი და გვარი, მაინც მივხვდებოდი.

 

თან, უფრო ხშირად თავის იდეებად არ ასაღებს ხოლმე, იტყვის ესე უთხრეს რუსებმაო და რჩება იდეის მიმართ პრაქტიკულად ნეიტრალური, თუმცა ახმოვანებს მას.

 

ამიტომ აქ ცოტა გამიკვირდა, პირდაპირ მხარს რომ უჭერს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ იქ რუსის ჯარი იმყოფება,

რუსის ჯარის გაყვანის საკითხი ვინ უნდა დააყენოს - რუსეთმა? :)

ვინ რას ეკითხება აფხაზს

ან რუსის ჯარის შეყვანა ვინ შეეკითხა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსის ჯარის გაყვანის საკითხი ვინ უნდა დააყენოს - რუსეთმა? :)

ვინ რას ეკითხება აფხაზს

ან რუსის ჯარის შეყვანა ვინ შეეკითხა :)

აფხაზებმა სთხოვეს რუსებს დახმარება ქართულ აფხაზური ომის დროს

ასევე მათი მოთხოვნა იყო რომ იქ რუსული ბაზები განლაგებულიყო,

აფხაზები თვლიან რომ მათ ყველაზე დიდი საფრთხე ქართველებისგან ელით,

თუ რა საფრთხეები შEგიძლია შეხვდიე ფორუმ ჯიზე და წაიკითხე მიშმაკაკა ქსენოფობების პოსტები :givi:

ქართველების მნიშვნელოვან ნაწილი თვლის

1. აფხაზები არიან ჩამოთრეულები ჩრდილო კავკასიიდან

2. აფხაზები დებილები არიან

3. მათთან არანაირი დიალოგი არაა საჭირო

4. რა ჩემი ფეხები უნდა ამ თხა ტყ.. გამოჩერჩეტებულ ხალხს :givi:

5. ერთი დინამო სტადიონი ხალხია და ...

 

 

ხოდა, მე რომ აფხაზი ვიყო ნაღდად მოვითხოვდი რუსეთის მფარველობას ასეთი ქართველებისგან,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

რა უნდა შევთავაზოთ და მოვთხოვოთ აფხაზებს?

1. დევნილების დაბრუნება.

მაგაზე ჭედავენ ზუსტად აფხაზები,რადგან იციან რომ ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას მკვეთრად შეცვლის.Siknadmo

5. ერთი დინამო სტადიონი ხალხია და ...

ამას რაც თავი მახსოვს ქართველები ყოველთვის ამბობდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზებმა სთხოვეს რუსებს დახმარება ქართულ აფხაზური ომის დროს

ასევე მათი მოთხოვნა იყო რომ იქ რუსული ბაზები განლაგებულიყო,

აფხაზები თვლიან რომ მათ ყველაზე დიდი საფრთხე ქართველებისგან ელით,

თუ რა საფრთხეები შEგიძლია შეხვდიე ფორუმ ჯიზე და წაიკითხე მიშმაკაკა ქსენოფობების პოსტები :givi:

ქართველების მნიშვნელოვან ნაწილი თვლის

1. აფხაზები არიან ჩამოთრეულები ჩრდილო კავკასიიდან

2. აფხაზები დებილები არიან

3. მათთან არანაირი დიალოგი არაა საჭირო

4. რა ჩემი ფეხები უნდა ამ თხა ტყ.. გამოჩერჩეტებულ ხალხს :givi:

5. ერთი დინამო სტადიონი ხალხია და ...

ხოდა, მე რომ აფხაზი ვიყო ნაღდად მოვითხოვდი რუსეთის მფარველობას ასეთი ქართველებისგან,

ერთი მაგ ფორუმზე ვერ დავრეგისტრდი, რა გახდა ასეთი?

 

აფხაზები თუ დებილებია, კი გამოყარეს "ჭკვიანი" ქართველები და ზიან ეხლა ზოგი ბაზარში და ზოგი რავი კიდო სად დაეხეტება ციგნებივით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი მაგ ფორუმზე ვერ დავრეგისტრდი, რა გახდა ასეთი?

 

აფხაზები თუ დებილებია, კი გამოყარეს "ჭკვიანი" ქართველები და ზიან ეხლა ზოგი ბაზარში და ზოგი რავი კიდო სად დაეხეტება ციგნებივით.

რამდენ დევნილთანაც მისაუბრია მე არ მახსოვს რომ რომელიმეს აუგად მოეხსენიებინოს აფხაზები,

თითქმის სტანდარტული ფრაზა

"აფხაზები ჩვენზე კარგი ხალხია, იმიტომ რომ უფროს უმცროსობა იციან"

ერთი დევნილის თქმით (სხვათა შორის ფორუმზებზე შEმიმჩნევია) აფხაზებს არ უყვართ ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ანუ თუკი ქართული კულტურის მიხედვით ადამიანის მიჩმორება და თავზე დაჯ. ეს კარი ტიპობის ნიშანია, აფხაზური წესების მიხედვით ამის გაკეთება არ შEიძლება,

ისე უნდა იურთიერთო ადამიანთან რომ მისი ინტერესი არ შელახო,

ხო, აფხაზისთვის სიტყვის გატეხვა, ადამიანის დაგოიმება და გადაგდება გრეხად ითვლება,

მოკლედ კაცი საკუთარი სიტყვის შEმსრულებელი უნდა იყო-ველურები არიან სუფთა რაააა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენ დევნილთანაც მისაუბრია მე არ მახსოვს რომ რომელიმეს აუგად მოეხსენიებინოს აფხაზები,

თითქმის სტანდარტული ფრაზა

"აფხაზები ჩვენზე კარგი ხალხია, იმიტომ რომ უფროს უმცროსობა იციან"

ერთი დევნილის თქმით (სხვათა შორის ფორუმზებზე შEმიმჩნევია) აფხაზებს არ უყვართ ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ანუ თუკი ქართული კულტურის მიხედვით ადამიანის მიჩმორება და თავზე დაჯ. ეს კარი ტიპობის ნიშანია, აფხაზური წესების მიხედვით ამის გაკეთება არ შEიძლება,

ისე უნდა იურთიერთო ადამიანთან რომ მისი ინტერესი არ შელახო,

ხო, აფხაზისთვის სიტყვის გატეხვა, ადამიანის დაგოიმება და გადაგდება გრეხად ითვლება,

მოკლედ კაცი საკუთარი სიტყვის შEმსრულებელი უნდა იყო-ველურები არიან სუფთა რაააა :givi:

აფხაზები ქართველების სახლებშიც არ სედიოდნენ.

მე ვიცი, ვიცნობდი აქ აფხაზებს, ბათუმში ბევრს ვიცნობ.

მათი მეშვეობით იქაური აფხაზები ლტოლვილებს ეზებდენ, სახლი თუ უნდოდათ, შერჩეული ქონდათ(სომხები და რუსები იტაცებდენ მაინც) ყიდულობდენ და ვიცი რამოდენიმე შემტხვევა რომ ფული გადაიხადეს ისე, როგორც იქ ღირდა აფხაზეთში სახლები.

აფხაზების მიერ გამწარებული ხალხიც მინახავს და მათი გადარჩენილი ქართველებიც .

ჰოდა სადაც ცუდს ვიტყვით, იქ მათი კარგიც არ უნდა დავივიწყოთ.

და ჩვენი ცუდიც არ დაგვავიწყდეს, რაც კეთვდებოდა აფხაზეთშიც და სხვაგანაც იმ დროს, თუნდაც თბილისში. სამეგრელოზე აღარაფერს ვამბობ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზებმა სთხოვეს რუსებს დახმარება ქართულ აფხაზური ომის დროს

ხო პუკინმა არაფერი არ იცოდა და გაჭირვებით დათანხმდა დახმარებაზე :)

აფხაზები თვლიან რომ მათ ყველაზე დიდი საფრთხე ქართველებისგან ელით,

აბა რა კონფედერაციას სთავაზობთ კაცო ვერ გავიგე

ხალხმა მხსნელი იპოვა და ჩვენსკენ გამოიხედავს?

თან დაგვიმტკიცეს არასდროს ვყოფილვართ საქართველოს შემადგენლობაშიო უტყუარი ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე და მთელი ეს პერიოდი ვფაშისტობდით მათზე

ასე რომ ეს არ ყოფილა ბოლო 20 წლის პრობლემა

ქართველების მნიშვნელოვან ნაწილი თვლის

1. აფხაზები არიან ჩამოთრეულები ჩრდილო კავკასიიდან

2. აფხაზები დებილები არიან

3. მათთან არანაირი დიალოგი არაა საჭირო

4. რა ჩემი ფეხები უნდა ამ თხა ტყ.. გამოჩერჩეტებულ ხალხს :givi:

5. ერთი დინამო სტადიონი ხალხია და ...

 

ამას იმედია ხუმრობ და შენი მდიდარი იუმორის გრძნობის გამოვლენად ჩაგითვლი :)

ავადმყოფი გურჯის ავადმყოფურ აზრს ნუ აღვიქვავთ ყველა აფხაზის დიაგნოზად და პირიქით :yes:

სხვათაშორის ეს ეხებათ რუსებსაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...