Metalhead Posted June 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2011 "რესპუბლიკური პარტია" თბილისის მოსახლეობას დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს .როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მერის მიერ შემოთავაზებული პროექტი სრულიად აბსურდული, ლოგიკასა და საღ აზრს მოკლებულია. ასევე, არის მორიგი კაბალური ვალდებულება, რომელსაც თბილისელებს, ხელისუფლების მხრიდან რაიმე დამატებითი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების აღების გარეშე დააკისრებენ.ხიდაშელის თქმით, გადასახადის ზრდას საერთო არაფერი აქვს სერვისის გაუმჯობესებასთან, ვითარების უკეთესობისაკენ შეცვლასა და მის ადმინისტრირებასთან. როგორც "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, ეს ოთხი წლის წინ განხორციელებულმა "თბილისის წყლის" პრივატიზებამაც დაადასტურა."ბოლოდროინდელმა მოვლენებმა თბილისელისთვის სრულიად ნათელი გახადა, რომ "რესპუბლიკელების" მიერ ოთხი წლის განმავლობაში "თბილისის წყლის" დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ გაკეთებული ყველა განცხადება საფუძვლიანი და დასაბუთებული იყო. თბილისში დასუფთავების გადასახადის ახალი წესის შემოღებამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. "რესპუბლიკელები" შევეცდებით, ყველა მექანიზმი გამოვიყენოთ, რათა არ დავუშვათ ამ კაბალური ვალდებულების დაკისრება თბილისელებისთვის", _ აცხადებს ხიდაშელი."რესპუბლიკური პარტია" მიმართავს დაინტერესებულ პირებს, იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ აღნიშნულ საკითხზე კვალიფიციურად იმსჯელოს, ექსპეტიზა ჩაატაროს, – მიიღოს მონაწილეობა საკრებულოს დღევანდელი სხდომის მუშაობაში.თინა ხიდაშელი მიმართავს ასევე საკრებულოს თავმჯდომარეს, სხდომაში მონაწილეობის მიღების მსურველ ადამიანებს ხელოვნური ბარიერები არ შეუქმნას.თბილისის მერიის ახალი ინიციატივის მიხედვით, სულადობრვი გადასახადი უქმდება და დასუფთავების მოსაკრებელი მოხმარებულ ელექტროენერგიაზე იქნება დამოკიდებული. ანუ, თვის განმავლობაში ოჯახის მიერ მოხმარებული კვტ. საათების მოცულობა 0.05 ლარზე გამრავლდება და ყოველთვიური გადასახადი ასე გამოითვლება.აღნიშნული ცვლილების განხილვა საკრებულოში დღეისთვის არის დაგეგმილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2011 გადასახადიც მიიღეს,ხალხიც არ მოვიდა.ისე ერთ კილოვატზე 5 თეთრი კი არ იქნება,არამედ 5,9 რადგან 5 თეთრი ეს დ.ღ.გ-ს გარეშე ითვლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted June 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2011 "რესპუბლიკური პარტია" თბილისის მოსახლეობას დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს . :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2011 თბილისის მერის მიერ შემოთავაზებული პროექტი სრულიად აბსურდული, ლოგიკასა და საღ აზრს მოკლებულია. ასევე, არის მორიგი კაბალური ვალდებულება თბილისის მერი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ურცხვად და უსინდისოდ აქაქავს ხალხს თავზე. პირველი შემთხვევაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2011 :givi: რა გაცინებს კაცო აბა რა ჰქნან როდესაც ყველა მოწოდებ იხმარეს, ეს ბოლო მოწოდებაა. ამის შემდეგ მიშას ....................... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2011 ეთანხმებით, რომ დასუფთავების გადასახადი უნდა გადავიხადოთ მოხმარებული ელექტრო ენერგიის მიხედვით? 23 კი 1,053 არა votes http://www.facebook.com/home.php?sk=question&id=182165731836661&post_id=182198318500069&qa_ref=nqc¬if_t=question_answer_comment უგულავა გამოიღე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2011 (edited) ეთანხმებით, რომ დასუფთავების გადასახადი უნდა გადავიხადოთ მოხმარებული ელექტრო ენერგიის მიხედვით? 23 კი 1,053 არა votes http://www.facebook.com/home.php?sk=question&id=182165731836661&post_id=182198318500069&qa_ref=nqc¬if_t=question_answer_comment უგულავა გამოიღეიღე კი არა, გვიღე უნდა ეწეროს გადასახადიც მიიღეს,ხალხიც არ მოვიდა.ისე ერთ კილოვატზე 5 თეთრი კი არ იქნება,არამედ 5,9 რადგან 5 თეთრი ეს დ.ღ.გ-ს გარეშე ითვლება.მართლა? ეხლა კი გადევირევი Edited June 27, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2011 Siknadmoიღე კი არა, გვიღე უნდა ეწეროსჰა? ალბათ ყველაზე იდიოტური (თავისთვისაც) გადაწყვეტილება, რაც მიიღეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.