mtidan Posted June 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2011 გაეროს თვითნებური დაკავების ჯგუფი - საგანგაშოა, რომ სასამართლოში საქმეების 90 პროცენტი საპროცესო გარიგებით სრულდება 20:05 24-06-2011 საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სასამართლოში საქმეების 90 პროცენტი საპროცესო გარიგების საფუძველზე სრულდება , - ამის შესახებ გაეროს თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა ელ ჰადჯი მალიკ სოუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მოსამართლეს არ შეუძლია შეამციროს სასჯელი, თუ არ არის პროკურორის თანხმობა. "პროკურორი წარმოადგენს ყველაზე გავლენიან მხარეს მოლაპარაკების პროცესში და უმრავლეს შემთხვევებში განსაზღვრავს საპროცესო გარიგების პირობებს", _ აცხადებს ჰადჯი მალიკ სოუ. მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში დამნაშავეს ურჩევნია, საპროცესო გარიგება დადოს, რათა თავი დააღწიოს საპყრობილეს. "დიდია ასევე საპროცესო გარიგების თანხები და ხშირად ის ათასობით ლარს შეადგენს, რაც მძიმე გადასახდელია მოსახლეობისთვის. ხშირ შემთხვევაში ადამიანები ამ თანხას ვერ იხდიან და საპყრობილეში რჩებიან. ამ ყველაფერს დისკრიმინაციული ხასიათი აქვს", _ აცხადებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. მისივე თქმით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ განაჩენთა 99,9 პროცენტი გამამტყუნებელია. "შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს შიგნით არსებული პრაქტიკა არ მოდის შესაბამისობაში სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და ეროვნულ კანონმდებლობასთან. ნებისმიერი მოქალაქის თავისუფლების უფლება მნიშვნელოვნად ზიანდება, თუ არ არის გარანტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობა", _ აცხადებს ჰადჯი მალიკ სოუ.გაეროს თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი საქართველოში 15 ივნისს ჩამოვიდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას. ჯგუფის წევრები შეხვდნენ მთავრობის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მოინახულეს თავისუფლების აღკვეთის ადგილები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც დაახლოებით 160 პატიმარისგან ინფორმაცია ანონიმურად მიიღეს. ჯგუფმა ვიზიტის დასრულებისას წინასწარი დასკვნა შეიმუშავა. საბოლოო ანგარიში ვიზიტის შესახებ 2012 წლის მარტში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარედგინება. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/172782-gaeros-thvithneburi-dakavebis-jgufi-sagangashoa-rom-sasamarthloshi-saqmeebis-90-procenti-saproceso-garigebith-sruldeba.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Augustus Posted June 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2011 ოო ეს გაერო სუ შეშფოთებული და უზილო დადის :vischemivis: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted June 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2011 ოო ეს გაერო სუ შეშფოთებული და უზილო დადის აბააა, გადამრევს ეს ხალხი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted June 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2011 ეს ორგანიზაცია არის დასაშლელი და რაიმე ალტერნატიული უნდა შეიქმნას ჩამორჩა დროს და ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობებსუფრო მეტიც ხშირ შემთხვევებში კორუფციასთანაც ასოცირდება პან გი მუნის დატოვებაზე აღარაფერს ვამბობაბა რომელი ერთი მნიშვნელოვანი კონფლიქტი მოაგვარა გაერომანაც სადაც ვენესუელა და ნაურუ იქნება,იმ ორგანიზაციაში დემოკრატიულ საქართველოს არაფერი ესაქმება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2011 და რა ქნას მეტი გაერომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted June 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2011 და რა ქნას მეტი გაერომ? ესე იგი შიგნით უკეთესი ყოფილა,ვიდრე – გარეთეხლა ამათ ადეკვატურობაზე არაფერს ვიტყვი,მაგრამ პროფესიონალიზმზე მაქვს მცირედი შენიშვნა:ასეთი განცხადება ხელისუფლებას ხომ არ უბიძგებს მეტი დანაშაულისაკენ და უმუშევარს – ციხისაკენ Делегация ООН восхищена условиями в тюрьмах Грузии10:36 25-06-2011 "Я очень доволен условиями в тюрьмах. Я видел тюрьмы 23 стран мира и удивлен тем отношением, какое существует между сотрудниками администрации тюрьмы и заключенными",- отметил член группы ООН по вопросам произвольных задержаний Гарретано на итоговой пресс-конференции в Грузии. Рабочая группа посетила пенитенциарные учреждения Тбилиси, Батуми и Кутаиси, в частности батумское №3, кутаисской №2. гегутское №14, глданское №8, авчальское специализированное для несовершеннолетних, руставское №5, руставское №6, тбилисское медицинское №18 учреждения и женскую колонию. Указанная группа прибыла в Грузию 15 июня. В рамках визита группа провела встречи в Тбилиси, Батуми и Кутаиси с представителями правительства и неправительственного сектора. Во всех трех городах гости посетили пенитенциарные и психиатрические учреждения. Они провели конфиденциальные беседы со 154 заключенными в 7 учреждениях, сообщает Грузия online.შეასრულეს თავიანთი მისისა და მოკურცხლესსულ ფეხზე ჰკიდიათ რეალური სიტუაცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2011 Ostapისეთი კარგი ციხეები გვაქვს რომ სვაბოდაზე გატარებული თვითოეული დღე ჩემი ცხოვრებიდან ამოხეული ფურცლია სამჯერად კვება-მდიდარი ვიტამინებითა და პროტეინებით, ფიტნესი-სადაც ინსტურქტაჟს ჩაგიტარებს გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტი, მდიდარი ბიბლიოთეკა, გათბობა გაგრილება სეზონის მიხედვითდა რაც მთავარია პენიტენციალური სისტემის მუშაკების თბილი დამოკიდებულება მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვება კაცს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.