Jump to content
Planeta.Ge

ღმერთი სიყვარულია [იოან. 1:4-8]


Recommended Posts

მოგესალმებით!

- თემის სათაურიდან გამომდინარე, ალბათ უკვე მიხვდით, რომ საუბარი სიყვარულზე მექნება, ანუ ქრისტეზე!

ჩემთვის, როგორც ღვთის ერთ-ერთი ქმნილებათაგანისთვის, ქრისტიანობა არის გზა: ბაგიდან - ჯვარცმამდე.

მოვეშვათ ყოველგვარ ალეგორიას თუ მაღალფარდოვან ლაქლაქს და დავფიქრდეთ.. ხორცში მოსული ღმერთი, ბაგაში დაიბადა.. ხორცში მყოფობის მთელი პერიოდი გლახაკივით იყო.

მათე 8.(20) იესომ მიუგო: მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი. „უსჯულოთა თანა შეირაცხა“, გლახაკებთან ცხოვრობდა, მეზვერეთა, ცოდვილთა მეგობარი იყო და ავაზაკთან ერთად აღესრულა ჯვარზე.

..

ყოველი სული, რომელმაც ერთხელ მაინც შეიცნო სიყვარული ქრისტესი.. იტყვის, რომ ღმერთი სიყვარულია!

მათე 11 (6) "ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში" ამბობს უფალი სიყვარულისა!..

..

ახალი აღთქმა, ახალი ადამიანია. მშრალად რომ ვთქვათ: მოდელი ადამიანისა. ახალი ადამიანი სულიერი აგებულების მიხედვით, სიყვარულის მცნებაზეა აშენებული.

ავაზაკმა, რომელმაც იცნო იესოში ქრისტე.. და უფალი, რომელმაც იმავწამს მიუტევა მას და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23, 32-36,39-43). განა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დავინახოთ და გავიგოთ თუ რა არის ქრისტიანობა?

გარეგნულ წვრთნას, ქრისტიანულ ეკლესიაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულისთვის, რომელსაც სურს, რომ ახალი კაცით შეიმოსოს.

თუმც კი ყოველივე ამის გაუაზრებლობის გარეშე, არაფერს უდრის ასეთი "ღვაწლი"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lev!

 

მართლმადიდებელი რელიგიის მიმდევარი ხარ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის ქრისტიანობა რელიგია არ არის.

როგორ შეიძლება "რელიგია" <<---- ეს სიტყვა აერთიანებდეს მსოფლიოს წარმართებთან ერთად ქრისტიანობას?..

ქრისტიანობა ჩემთვის - სიცოცხლეა!

..

დღეს ეკლესიაში სატანა ბობოქრობს.. მრავალი ცრუ სწავლება ვრცელდება დღითიდღე.

თუმც კი, როცა საქმეებით და სულის "შტრიხებით" მოვიხილავ არსებულ მდგომარეობას, თავს უფრო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად წარმოვიდგენ, ვიდრე სხვა..

ისიც, ამავე ეკლესიაში აღსრულებული რიგი ადამიანების ხათრით.

..

მე მაინც ვერ შევიცვლი აზრს, რომ ჭეშმარიტი ეკლესია ასეთი უნდა იყოს: (მოციქულთა საქმენი/ თავი მეორე)

 

41. ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული.

 

42. ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ.

 

43. შიშს შეეპყრო ყოველი სული და მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა მოციქულთა მიერ.

 

44. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

 

45. მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა.

 

46. დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს,

 

47. ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ.

.....

განსხვავებული დროის გამო, განსხვავებული ეკლესიის არ მწამს.. რა ვქნა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ეკლესიაში სატანა ბობოქრობს..

Lev!

 

ხო, ეგ ახალი არაა და მაგაში გეთანხმები.

 

თავს უფრო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად წარმოვიდგენ, ვიდრე სხვა..

:what:

 

თან ამბობ ეკლესიაში სატანა ბობოქრობსო და თან ამბობ რომ ეკლესიის წევრად წარმოიდგენ თავს. :givi:

 

რას არარ გაიგებს კაცი ამ ფორუმებზე რააა.. :TAT:

 

ისე ერთი რჩევა (თუ გსურს მიიღე, თუ არა ნუ მიირებ):

 

თავს ნუ დაიღუპავ ე.წ. მართლმადიდებელი რელიგიის მიმდოვრობით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენს პოსტებს გადავხედე ამ განყოფილებაში.. მაპატიეთ, ეს არ არის ქრისტიანობა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თან ამბობ ეკლესიაში სატანა ბობოქრობსო და თან ამბობ რომ ეკლესიის წევრად წარმოიდგენ თავს. :givi:

 

ძალიან გთხოვთ ამიხსენით.. არის ამ საწუთროში ადგილი, სადაც სატანა ვერ ბობოქრობს?

მადლი ადამიანებში ინახება.. ეკლესიაც ადამიანების კრებულს აღნიშნავს და არა შენობა - ნაგებობას.

მე ვიცი, რომ გულში, რომელშიც ჯვარცმული უფლის სიყვარულია.. უძლურია სატანა იმ გულთან და ვერასოდეს დაეპატრონება!

ქრისტეს ეკლესია გაბნეულია.. ჭეშმარიტი მორწმუნე სულ მცირე დარჩა და მათი ნაწილიც უნდა ცდუნდეს, თუ მოახერხეს.. დაწერილია!

მძლავრობს სატანა და კუდს იქნევს, სურს რაც შეიძლება მეტი გამოსტაცოს და ჩაყლაპოს.

..

მე უკვე განვმარტე თუ როგორ ეკლესიას ეტრფის ჩემი სული.. სამოციქულოს, თავდაპირველს.

მართლმადიდებლობა კი თავისთავად მკრეხელობა ნუ გგონიათ.. ახლა თუ ამახინჯებენ, ეს ხომ ბუნებრივია? განა უკანასკნელი დღეების წინასწარმეტყველება არ ამოგიკითხავთ წმინდა წერილში? თუ თქვენს "ახალი ქვეყნიერების თარგმანში" ამოღებულია?.. :no:

ასე რომ, სანამ ვინმეს რაიმეს დააბრალებთ და შეცვლისკენ მოუწოდებთ, საკუთარ სულში ჩაგეხედათ აჯობებს.

..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამჟამინდელი მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტეზე სწავლებას მაინც არ ცვლის და ინახავს, როგორც მიიღო!

"რასელისტების" ინტერპრეტაცია კი სრული გმობაა წმინდა მსხვერპლის..

ამოვიკითხე ერთ - ერთ თქვენს პოსტში, თუ როგორც იცავდით ახალი ქვეყნიერების თარგმანს და ამბობდით, რომ ერთ - ერთი საუკეთესო ქართული ნათარგმანებიაო ბიბლიისა.

თუკი ჭეშმარიტების მაძიებელი ხართ, როგორ.. კითხვა მაინც არ გიჩნდებათ, რომ აღიარებთ იმ ერესის მიმდევარ ადამიანთა დაწერილ ბიბლიას, რომელნიც გმობენ ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას?..

არ მესმის თქვენი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთი სიყვარულია

აი სიყვარულის გამოხატულება..

 

 

 

ჰომოსექსუალები:

 

13. ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.

 

 

მოღალატეები

 

 

10. ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი.

 

 

 

 

22. თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას: ქალთან მწოლარე კაციცა და ქალიც. აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.

 

 

ურჩი შვილები

 

 

9. ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო, მასზეა მისი სისხლი.

 

 

 

 

20. უთხრან თავიანთი ქალაქის უხუცესებს: ჯიუტია და ურჩია ეს ჩვენი შვილი, ჩვენი სიტყვის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.

 

21. ჩაქოლოს იგი ამ ქალაქის მთელმა მოსახლეობამ და მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, გაიგებს მთელი ისრაელი და შეეშინდება.

 

 

ორი მოწმე საკმარისია ადამიანის ჩასაქოლად:

 

 

2. თუ აღმოჩნდა შენს წიაღში, შენს ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს, კაცი ან ქალი, რომელიც ბოროტებას ჩაიდენს უფლის თვალში, დაარღვევს თავის აღთქმას,

 

3. წავა და შეუდგება უცხო ღმერთების სამსახურს და თაყვანსცემს მათ: მზეს ან მთვარეს ან ცის მხედრობას, რაც ავკრძალე,

 

4. მოგივა ამბავი, მოისმენ, კარგად გამოიკვლევ და, აჰა, თუ სრული სიმართლე გამოდგება ყველაფერი - მომხდარა ეს სისაძაგლე ისრაელში,

 

5. გაიყვანე ეს კაცი ან ქალი, რომელმაც ჩაიდინა ბოროტი საქმე, შენს კარიბჭესთან, კაცი ან ქალი, და სასიკვდილოდ ჩაქოლე ისინი.

 

6. ორი მოწმის ან სამი მოწმის ჩვენებით მოსაკლავი უნდა მოკვდეს; ერთი მოწმის ჩვენებით არ უნდა მოკვდეს.

 

 

შაბათ დღეს მუშაობა:

 

 

2. ექვს დღეს აკეთეთ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის - უფლის განსვენების შაბათი. ყველა, ვინც კი საქმეს გააკეთებს ამ დღეს, მოკვდება.

 

 

 

32. ერთხელ, როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს.

 

33. მიიყვანეს მპოვნელებმა შეშის შემგროვებელი კაცი მოსესთან და აარონთან, მთელს საზოგადოებასთან

 

34. დაუყენეს ყარაული, რადგან არ იყო გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ მას.

 

35. უთხრა უფალმა მოსეს: უნდა მოკვდეს ეს კაცი, უნდა ჩაქოლოს იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ.

 

36. გაიყვანა იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკს გარეთ და ჩაქოლეს იგი. მოკვდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს

 

 

ყველა არა-ქრისტიანი

 

27. ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ.

 

 

არა-ქალიშვილები

 

 

20. თუ ეს ნათქვამი მართალი გამოდგა, ყმაწვილი ქალი ქალწული არ აღმოჩნდა,

 

21. გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი მამამისის სახლის კართან და ჩაქოლონ მისი ქალაქის კაცებმა, მოკვდეს, რადგან სააუგო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა მამისეულ სახლში. აღმოფხვრი ბოროტებას შენი კრებულიდან.

 

 

ჰა საიდან იწყებთ ხოცვა-ჟლეტას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკლესიაც ადამიანების კრებულს აღნიშნავს და არა შენობა - ნაგებობას.

ერიჰაა? :D არსად დამიწერია ეკლესია შენობა-ნაგებობას აღნიშნავსთქო. სანამ რჩევების მოცემას დაიწყებდე, პოსტები ყურადღებით რომ ამოიკითხო უადგილო ფრაზებით არ გაავსებ ხოლმე თემას.

 

ახლა ხელმეორედ წაიკითხე რაც წინა პოსტში მოგწერე რომ სწორი აზრი გამოიტანო დაწერილიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

 

შენს ნათქვამს არ მომიყოლებია, წინადადებას მივაყოლე, რისი თქმაც მსურდა შენთვის, რომ უკეთ გადმომეცა.

დაკვირვებით ვკითხულობ ძალიანაც.. შენ კი გამოჭერაზე ხარ და არ კი გამოგდის.

ეს კი კარგად ვიცი, რისი მანიშნებელიცაა ადამიანში :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

თქვენთვის ძველი აღთქმა ისტორიაა მხოლოდ და კანონებით მოცული.. ის ძველი ადამიანებია შესაფერისი კანონებით. ისიც ადამიანთა გულქვაობის გამო.

ისრაელი ერი ღვთის წმინდა ერი უნდა ყოფილიყო.. განა იმ დროს არ იყო წარმართობა? მათ ეხებოდათ ეს? უფლის სამეფოში არ უნდა ხდებოდეს ჭეშმარიტად არც ერთი ზემოთ ხსენებული, რადგან თქვენც კარგად იცით, რომ საძაგლობაა!

..

როგორ განვითარდა მოვლენები.. ისმინა თუ არა უფლის რჩეულმა ერმა.. ეს თქვენც იცით, ალბათ.

ამიტომაც მოვიდა განხორციელებული ღმერთი სოფელში, რომ შეეკრიბა შვილები თავის ფრთებქვეშ და ეხსნა უპერველესად რჩეული ერისაგან.. მაგრამ ვერ იცნო კაცობრიობამ იესოში ქრისტე.. ჯვარს აცვეს თვისი დამხსნელი!

..

ჩვენ გვაქვს ახალი აღთქმა.. ახალი გზა.. ბაგიდან - ჯვარცმამდე!

ეს ქრისტიანობაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

შენს ნათქვამს არ მომიყოლებია, წინადადებას მივაყოლე, რისი თქმაც მსურდა შენთვის, რომ უკეთ გადმომეცა.

დაკვირვებით ვკითხულობ ძალიანაც.. შენ კი გამოჭერაზე ხარ და არ კი გამოგდის.

ეს კი კარგად ვიცი, რისი მანიშნებელიცაა ადამიანში :yes:

Lev

 

ანუ, რის თქმაც გსურდა, მაინც ვერ გამოთქვი რაა. :givi:

 

პ.ს.

ისე ერთი რჩევა (თუ გსურს მიიღე, თუ არა ნუ მიირებ):

 

თავს ნუ დაიღუპავ ე.წ. მართლმადიდებელი რელიგიის მიმდოვრობით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lev!

ღმერთი სიყვარულიაოო, ხო ამბობ ხო და ის რაც ზემოთ დავაციტირე (რა მნიშვნელობა აქვს ძველი აღთქმა თუ ახალი აღთქმა?) და ვაჩვენე რომ არანაირი ნატამალი სიყვარულისა არ ჩანს.

 

 

რამე მნიშვნელობა აქვს დროს?

 

ან სიყვარულია ან არა..

 

სიყვარულია წარსულშიც და ახლაც, მაგრამ როგორც ჩანს ამ ლოგიკას არ გაყვებით და მაინც თქვენსას მიაწვებით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ, რის თქმაც გსურდა, მაინც ვერ გამოთქვი რაა. :givi:

 

:007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

მეც გითხარით უკვე, რომ წარმართებზე არ ვრცელდებოდა ეს.

უფლის სამეფოში კი რა წილი აქვს უწმინდურობას?

მე თუ საქართველოს მოქალაქე ვარ, ვალდებული ვარ.. განა თავისუფალი, არამედ ვალდებული! რომ დავემორჩილო საქართველოს სამოქალაქო კანონებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ციხეში ამოვყოფ.

..

ისრაელი ღვთის რჩეული ერი, წმინდა უნდა ყოფილიყო და შესაფერისი რჯული ჰქონდათ ამისთვის. არც მრუშებს, არც კაცის მკვლელებს, არც დედისა და მამის მოძულეებს (რაც უარესია წინა ორზე) არ აქვთ წილი ღვთის სამეფოში ყოფნისა..

ასეთი მკაცრი კანონები, მათივე გულქვაობის გამო მისცა მოსემ.. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ გაპარტახდებოდნენ და დაიღუპებოდნენ.

..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...