Jump to content
Planeta.Ge

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ლექსიკონი


Recommended Posts

მოდი ესეთი რამე გავაკეთოთ:

ცოტა სიტყვები დავწეროთ ხოლმე და განმარტება მივუწეროთ.

ასევე ვინც რომელიმე სიტყვის განმარტება არ იცის, შემოვა და აქ დასვამს კითხვას, შემდეგ ვინმე უპასუხებს და ჩვენც ასე გავიმდიდრებთ ლექსიკონს

 

ასევე თუ რამე არასწორია შევუსწოროთ ერთმანეთს ;)

 

ვიწყებ:

 

 

აბსოლუტიზმი - მმართველობის სახეობა, რომელშიც პოლიტიკური ძალაუფლებაკონცენტრირებულია კონკრეტული პიროვნების ან მცირე ჯგუფის, კერძოდ, აბსოლუტური მონარქიის ხელში.

 

ავტონომია - სიტყვასიტყვით, თვითმმართველობა,საკუთარი ბედის კონტროლის უნარი გარეშე გავლენათაგან დამოუკიდებლობის პირობებში.

 

ავტორიტარიზმი - რწმენა, რომ მკაცრი ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ზემოდანაა დაწესებული, სასურველი ან აუცილებელია და, აქედან გამომდინარე უპირობო მორჩილებას საჭიროებს.

 

ანტისემიტიზმი - ებრაელთა მიმართ მიკერძოებული აზრი ან სიძულვილი.

 

ანომია - ღირებულებათა და ნორმატიული წესების დასუსტება, რაც იზოლირებულობის, მარტოობისსა და უმნიშვნელობის გრძნობებს უკავშირდება.

 

ახალი მემარცხენეობა - იდეოლოგიური მოძრაობა, რომელიც ცდილობს გააცოცხლოს სოციალისტური აზრი განვითარებული ინდუსტრიული საზოგადოების რადიკალური კრიტიკის შემუშავების გზით, ყურადღების გამახვილებით დეცენტრალიზაციის, მონაწილეობისა და პიროვნული გათავისუფლების საჭიროებაზე.

 

ახალი მემარჯვენეობა - იდეოლოგიური მიმართულება კონსერვატიზმში, რომელიც მოიცავს საბაზრო ინდივიდუალიზმსა და სოციალური ავტორიტარიზმის ნაზავს.

 

ბურჟუაზია - მარქსისტული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს კაპიტალისტური საზოგადოების მმართველ კლასს, საწარმოო სიმდიდრის მფლობელი.

 

გლობალიზაცია - ურთიერთდაკავშირებულობის რთული ქსელი, რომლის მეშვეობითაც ცხოვრებას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს შორს მიღებული გადაწყვეტილებები ან მომხდარი მოვლენები, გლობალიზაცია ერ-სახელმწიფოთა მზარდ შეღწევადობას (გამტარობას) ასახავს.

 

დევოლუცია - ძალაუფლების გადაცემა ცენტრალური მთავრობიდან დაქვემდებარებული რეგიონული ორგანოებისთვის, რაც საზიარო სუვერენულობის წარმოშობას არ გულისხმობს (განსხვავებით ფედერალიზმისგან)

 

დემოკრატია - ხალხის მმართველობა. დემოკრატია გულისხმობს, როგორც ხალხის მონაწილეობას, ისე მთავრობის დგომას საზოგადო ინტერესის სამსახურში, რაც შეიძლება მრავალგვარი ფორმით განვითარდეს.

 

დეტერმინიზმი - რწმენა, რომ ადამიანთა ქმედებები და არჩევანები მთლიანად გარეშე ფაქტორებითაა განპირობებული. დეტერმინიზმი გულისხმობს, რომმ თავისუფალი ნება მითია.

 

დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი ავტონომიის გაფართოება ეროვნული ან ცენტრალური ორგანოებიდან უფლებამოსილებათა და პასუხისმგებლობათა გადაცემის გზით.

 

დისკურსი - ადამიანთა ურთიერთქმედება, კერძოდ, კომუნიკაცია.დისკურსს შეუძლია ახსნას ან ილუსტრირება გაუკეთოს ძალაუფლებრივ ურთიერთობებს.

 

ეგალიტარიზმი - თეორია ან პრაქტიკა, რომელიცეფუძნება თანასწორობის დამკვიდრების სურვილს. ეგალიტარიზმს ზოგჯერ განიხილავენ როგორც იმის რწმენას, რომთანასწორობა უზენაეს პოლიტიკურ ღირებულებას წარმოადგენს.

 

ეკოცენტრიზმი - თეორიული ორიენტაცია, რომელიც, ადამიანთა ადამიანთა მიზნების განხორციელების საპირისპიროდ, პრიორიტეტს ეკოლოგიური ბალანსის დაცვა-შენარჩუნებას ანიჭებს.

 

ელიტიზმი - ელიტის ან უმცირესობის მმართველობის რწმენა.

 

ვიტალიზმი - თეორია, რომლის მიხედვითაც , ცოცხალი ორგანიზმები თავიანთ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს უნივერსალური "სასიცოცხლო ძალისგან" იღებენ. ვიტალიზმი უფრო ინსტინქტსა და იმპულსზე ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ინტელექტსა და გონებაზე.

 

თეოკრატია - სიტყვასიტყვით - ღვთის მმართველობა.პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ რელიგიური ხელისუფლება უნდა პრევალირებდეს პოლიტიკურზე, ჩვეულებრივ, სახელმწიფოზე ეკლესიის ბატონობით.

 

იდეალიზმი - პოლიტიკური ხედვა, რომელიც ხაზს უსვამს მორალურობისა და იდეალების მნიშვნელობას.

 

ინდუსტრიალიზმი - ეკონომიკური თეორია ან სისტემა, რომელიც ემყარება მსხვილ საფაბრიკო-ქარხნულ წარმოებასა დაკაპიტალის განუწყვეტელ დაგროვებას.

 

კაპიტალიზმი - ეკონომიკური სისტემა, რომელშიც სიმდიდრეს ფლობენ კერძო პირები ან ბიზნესები და სამომხმარებლო ნივთები იწარმოება გაცვლის მიზნით, ბაზრის კარნახით.

 

კლასიკური ლიბერალიზმი - ტრადიცია ლიბერალიზმში, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად გააფართოვოს შეუზღუდავი ინდივიდუალური ქმედების არეალი, რაც, როგორც წესი ხორციელდება მინიმალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებით და საბაზრო ეკონომიკაზე დაყრდნობით.

 

კომუნიზმი - სიმდიდრის საერთო საკუთრების პრინციპი. კომუნიზმის ცნება ხშირად გამოიყენება უფრო ფართო მნიშვნელობით იმ მოძრაობებისა და რეჟიმების აღსანიშნავად, რომლებიც მარქსისტულ პრინციპებს ეფუძნება.

 

კოოპერაცია - ერთობლივი მუშაობა. კოლექტიური ძალისხმევა ურთიერთსარგებლის მისაღწევად.

 

კონსესუსი - თანხმობა საბაზისო საკითხებსა და პრინციპებზე, რამაც შეიძლება დასაშვები გახადოს შეუთანხმებლობა დეტალებსა და კონკრეტულ საკითხებზე.

 

კოსმოპოლიტიზმი - სიტყვასიტყვით - მსოფლიო სახელმწიფოს რწმენა. უფრო ხშირად აღნიშნავს ზრუნვით მიღწეული ჰარმონიისა და ერთა ურთიერთგაგების რწმენას.

 

ლეიბორიზმი - სოციალისტური პარტიების მხრიდან გამჟღავნებულიტენდენცია, ემსახურონ ორგანიზებული შრომის ინტერესებსიმის მაგიერ, რომ უფრო ფართო იდეოლოგიურ მიზნებს მისდევდნენ.

 

ლიბერალური დემოკრატია - დემოკრატიის სახეობა, რომელიც მოიცავს როგორც შეზღუდულ ხელისუფლებას, ისერეგულარული და კონკურენტული არჩევნების სისტემას.

 

მემარცხენეობა - ფართო იდეოლოგიური განწყობა, რომელიც ხასიათდება ისეთი პრინციპებისადმი სიმპათიით, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა და პროგრესი.

 

მემარჯვენეობა - ფართო იდეოლოგიური განწყობა, რომელიცხასიათდება ისეთი პრინციპების მიმართ სიმპათიით, როგორიცაა ძალაუფლება, წესრიგი, იერარქია და ვალდებულება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...

"დოვნანა პოლიტიკა" – ქუჩის პოლიტიკის ქართული ვარიანტი.

წინა საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დაარსებული ტერმინი. :) "ჩქიმი პაკაზუხა"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...
აბსტენციონიზმი: პოლიტიკური ბრძოლის ფორმა რომელიც ითვალისცინებს არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებას, და ბრძოლის ამ ფორმის პროპაგანდა. პირველი აბსტენციონისტად ითვლება ამადეო ბორდიგა 1920 წელს იტალიაში.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოსტრაკიზმი: Gk. ostrakismos განდევნა, გაძევება. ეს ხდებოდა უმთავრესად ათენში. მოქალაქეები ატარებდნენ კენჭრისყრას მაგ. რამდენიმე ცნობილი პირის სახელები გამოქონდათ ოსტროკიზმის დროს და კენჭს უყრიდნენ მის გაძევებას.....სხვათა შორის ალკიბიადე და მრავალი ცნობილი ათენელი იქნა გაძევებული ოსტროკიზმის გზით დედაქალაქიდან.(ოსტრაკიზმს ვადა ქონდა 3, 5, 10 წელი). ამ საიტზე ერთმა შკოლიარმა ნეტარ ურფინჯუსისათვის გადაწყვიტა ოსტრაკიზმი მოეწყო, რითაც ძლიერ გაამხიარულა ბებერი დურგალი...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
  • 4 months later...
ამ საიტზე ერთმა შკოლიარმა ნეტარ ურფინჯუსისათვის გადაწყვიტა ოსტრაკიზმი მოეწყო, რითაც ძლიერ გაამხიარულა ბებერი დურგალი...

მეც ძლიერ გახარებული ვარ თქვენი ესოდენ ყურადღება თუ დავიმსახურე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

Metalhead

ანტისემიტიზმი - ებრაელთა მიმართ მიკერძოებული აზრი ან სიძულვილი.

 

 

აი ეს ტერმინი მგონია ძალიან დისკრიმინაციული ტერმინი და სასტიკად მაღიზიანებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...