Jump to content
Planeta.Ge

„თრიალეთი“ ”აგვისტოს 5 დღის” შემქმნელებს სასამართლოში უჩივის


Recommended Posts

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ აპროტესტებს რენე ჰარლინის გახმაურებელ ფილმს „აგვისტოს 5 დღე“-ს , რომლის ერთ-ერთ ეპიზოდში „თრიალეთის“ შესახებ არაობიექტური ინფორმაციაა ასახული.

 

ამ ეპიზოდის მიხედვით, თითქოს უცხოელი ჟურნალისტები ცდილობენ ტელეკომპანიაში მასალის მიტანას, მაგრამ შენობა დაკეტილი ხვდებათ. რეჟისორი კადრში აჩვენებს „თრიალეთის“ ლოგოს და ჯაჭვით დაკეტილ კარს.

 

სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო. ჩვენი კარი არათუ დაკეტილი იყო, არამედ სწორედ ჩვენს ტელეკომპანიაში იყო განთავსებული მედიაცენტრი, საიდანაც ათეულობით ჟურნალისტი ( მათ შორის მსოფლიო წაყვანი მედიასაშუალებებიდან) გადასცემდა ახალ ამბებს.

 

საომარი მოქმედებების დროს ყველა ველოდებოდით, რომ პირველ დარტყმას სწორედ ჩვენ მივიღებდით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არც ერთ თამამშრომელს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი შენობა არ დაუტოვებია. ხოლო მას შემდეგ, რაც გორის ტელე-ცენტრი დაიკავეს, მწყობრიდან გამოვიდა გადამცემი და მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე ქალაქიდან გაიქცა ადგილობრივი ხელისუფლება, გუბერნატორი და სხვა სამართალდამცავი ორგანოები, მხოლოდ მაშინ დატოვა ქალაქი თანამშრომლების ერთმა ნაწილმა, თანამშრომელთა დიდი ნაწილი კი კვლავ ტელეკომპანიის შენობაში იმყოფებოდა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია „თრიალეთის“ კარი არცერთი წუთით არ დაკეტილა.

 

თუ ფილმის რეჟისორს დაკეტილი კარის გადაღება უნდოდა, მას შეეძლო გუბერნიის შენობა გადაეღო!

 

ხელისუფლება საკუთარი სარეკლამო ფილმით სამაგიეროს გვიხდის იმის გამო, რომ ჩვენს ეთერში შუქდება მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია, რაც მათთვის მიუღებელია.

 

ასეთი საშინელი, შეკვეთილი სიცრუითა და ცილისწამებით, - რომ თითქოს „თრიალეთის“ თანამშრომლები გაიქცნენ ომის ეპიცენტრიდან, - ხელისუფლება ცდილობს, შელახოს ჩვენი ტელეკომპანიის თანამშრომლების პროფესიული და ადამიანური ღირსება.

 

აქედან ნათლად ჩანს, თუ როგორ ხორციელდება ტელეკომპანიაზე ზეწოლა და რამდენად რთულ და საშიშ მდგომარეობაში გვიწევს მუშაობა!

 

ფილმის რეჟისორს ამ კონტექსტში ტელეკომპანია „ თრიალეთის“ ლოგოსა და შენობის ჩვენების არანაირი უფლება არ ჰქონდა. ჩვენ საქმე გვაქვს ფაქტების განზრახ დამახინჯებასთან, რაც ტელეკომპანია „თრიალეთის“ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ქვეყნის პირველი პირების დავალებით მოხდა.

 

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ფილმის რეჟისორის რენე ჰარლინის და პროდიუსერების პაპუნა დავითაიასა და კობა ნაყოფიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.

 

www.trialeti.ge

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...