Jump to content
Planeta.Ge

ლიბერალური ინტერნაციონალის განცხადება


Recommended Posts

მე მგონი არა ცუდი,თუ გავითბვალისწინებთ რომლიბერალება ანგარიშგასაწევი ძალაა,განსაკუთრებით ევროპაი,სადაც რამოდენიმე წამყვანი ქვეყნის მთავრობაში შედიან:

 

republicans100 on livestream.com. Broadcast Live Free ლიბერალური ინტერნაციონალის 57-ე კონგრესმა რესპუბლიკური პარტიის ინიციატივით 19 ივნისს საგანგებო რეზოლუცია მიიღო და მკაცრად დაგმო 26 მაისს მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება. დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე წაიკითხა რეზოლუციის სრული ტექსტი (ქართული, ინგლისური): "ლიბერალური ინტერნაციონალის კონგრესი:

 

•ითვალისწინებს რა ევროპის პარლამენტის 2007 წლის 29 ნოემბრის რეზოლუციას (ქართული), შეკრებების თავისუფლების საკითხში საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრ ვალდებულებებს;

•ითვალისწინებს რა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის, „ჰუმან რაითს ვოტჩის“, „ამნისტი ინტერნეიშენალის“, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს სახალხო დამცველისა და უფლებადამცავი ორგანიზაციების განცხადებებს;

 

ლიბერალური ინტერნაციონალი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ:

 

•საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული იყო გადაჭარბებული ძალა;

•ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების ცემის და დაკავების ფაქტებს;

•სახალხო დამცველისა და უფლებადამცავი ორგანიზაციების მონაცემებით დემონსტარციის მრავალი მონაწილე ორი დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ბევრი მათგანი უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს დაკავების ადგილებში. მათ აღენიშნებოდათ მძიმე დაზიანებები, ხელი არ მიუწვდებოდათ ადვოკატის და ექიმის მომსახურებაზე, საკვებსა და სასმელ წყალზე. ზოგი მათგანი დღემდე იძებნება;

•დაკავებულებს არ ჰქონდათ ისეთი ძირითადი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა, როგორიცაა დაკავების ფაქტის შესახებ ახლობლებისთვის შეტყობინება, ადვოკატის მომსახურება, ექიმის მომსახურება;

 

ლიბერალური ინტერნაციონალი მკაცრად გმობს მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას და საქართველოს მთავრობისაგან მოითხოვს:

 

•პატივი სცეს შეკრებების თავისუფლებას, მოქალაქეთა ღირსებას და თავი შეიკავოს დაკავებული პირების წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობისაგან;

•მინიმუმამდე დაიყვანოს ძალის გამოყენება, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმები;

უზრუნველყოს დაუყოვნებელი, დეტალური და დამოუკიდებელი გამოძიება პოლიციის მხრიდან ძალადობის, გადაჭარბებული ძალის გამოყენების, სადავო ვითარებაში მოქალაქეთა გარადაცვალების, დაკავებული პირების წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტებზე".

ლიბერალური ინტერნაციონალი ლიბერალური პოლიტიკური პარტიების მსოფლიო გაერთიანებაა. რესპუბლიკური პარტია 2006 წლიდანაა ლიბერალური ინტერნაციონალის წევრი. 57-ე კონგრესი მანილაში (ფილიპინები) გაიმართა.

 

რესპუბლიკური პარტიის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტის ინიციირებას მხარს უჭერდნენ VVD (ჰოლანდია) და ლიბერალური ახალგაზრდობის საერთაშორისო ფედერაცია, YFLRY.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გავითბვალისწინებთ რომლიბერალება ანგარიშგასაწევი ძალაა

 

მიშა ხომ არავითარ კანონზომიერებას არ ექვემდებარება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

გუშინ ვუსმინე უსუფაშვილს კავკასიაზე და ნამდვილად აღფთოვანებული ვარ :)

აი ეგ საქმეა მომწონს, აი ეგრე,

მიუხედავად იმისა რომ კონსერვატორი ვარ რესპებზე ჯანსაღ ძალას ვერ ვხედავ საქართველოში,

 

თუმცა ერთი კითხვა მაქვს

უსუფაშვილმა,პოლიციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით კანონი რომ მიიღეს, დააკომენტა რომ თურმე ასეთი რამ ანუ სხვა ქვეყნებშიც ყოფილა და რა ვიცი, მეეჭვება, სამწუხაროდ არ მაქვს გადამოწმების საშუალება,

თუკი მე გავბრაზდი და წიხლი მივარტყი პოლიციის მანქანას ან პოლიციელს ხელი გავარტყი სამუდამო პატიმრობა უნდა მომისაჯონ?

საკმაოდ დამაფიქრაამ კანონმა,

ანდა, ვთქვათ მიტიგნია და ქვა ვესროლე სპეცრაზმელს ან მუშტი ჩავარტყი, არ ვიცი, არ ვიცი, განმატებებია საჭირო

 

ხო და ვინ გაიგო ეს ბატონო მიხეილ ჩვენს მეტი?

ნუ შენ მე და დიტო ვიგულისხმე :givi:

რაც შეეძლო გააკეთო, მეტი რა უნდა ექნა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

გუშინ ვუსმინე უსუფაშვილს კავკასიაზე და ნამდვილად აღფთოვანებული ვარ :)

 

 

კიდევ კარგი რო შენ აღფთოვანებული ყოფილხარ. აბა მაშინ ოთხნი ვყოფილვართ კვე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან პოლიციელს ხელი გავარტყი სამუდამო პატიმრობა უნდა მომისაჯონ?

 

იმ კაცს, ვისაც ცოლი პოლიციელი ჰყავს, მაგრად აქვს დარხეული. სულ რომ ზედ გადაუაროს, ხმასაც ვერ გასცემს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ კაცს, ვისაც ცოლი პოლიციელი ჰყავს, მაგრად აქვს დარხეული. სულ რომ ზედ გადაუაროს, ხმასაც ვერ გასცემს. :givi:

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს :givi:

 

ქურდისთვის ხელი რომ გაგერტყა პა ვარავსკიმ ზაკონამ ვიღაცას უნდა დაებბრიდე, თუმცა არ სრულდებოდა :givi:

 

ეხლა კი პოლიციელს ხელი რომ გაარტყა მთელი ცხოვრება ციხე უნდა ხეხო :what:

 

ერთი ფეხია რა ჩემთვის ორივე, ორივე აბეჟნიკი, ერთი ქურუდების სახელით მოქმედებდა მეორე სახელმწიფოს სახელით,

გლეხმა ხალხმა რა ვქნათ :user:

 

არადა როდესაც საცემია პოლიციელი რატომ არ უნდა ცემო, იქნებ რას გიკეთებს ამის დედა ვატირე, იქნებ დედა შეგაგინა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიბერალებს ინტერნაციონალიც აქვთ?

 

სოციალისტებს ბაძავენ? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

უსუფაშვილმა,პოლიციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით კანონი რომ მიიღეს, დააკომენტა რომ თურმე ასეთი რამ ანუ სხვა ქვეყნებშიც ყოფილა და რა ვიცი, მეეჭვება, სამწუხაროდ არ მაქვს გადამოწმების საშუალება,

მე როგორც ვიცი ამერიკაშია ძალიან მკაცრად ეს საქმე.თუმცა ჯობია დიტოს ვკითხოთ.ევროპაში ნაკლებად.იმიტომა ევროკავშირის ქვეყნებში დემონსტრანტები პოლიციას ქვებსაც ესვრიან,მოლოტოვის კოქტეილებსაც და მათ მანქანებსაც აბრუნებენ.ისინი კი უმთავრესად ფარების უკან იმალებიან.

babuagiorgi

ხო და ვინ გაიგო ეს ბატონო მიხეილ ჩვენს მეტი?

ალბათ უფრო ევროპელებმა.ვინც რეზოლუცია შემოიტანა ანუ ჰოლანდიელი ლიბერალები,იქ ხელისუფლებაში არიან.რა თქმა უნდა ეს პატარა წარმატებაა,მაგრამ უნდა იცოდეს მიშამ რომ ასე ადვილად 26 მაისი არ შერჩება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

უნდა იცოდეს მიშამ რომ ასე ადვილად 26 მაისი არ შერჩება.

:givi: :givi: :givi: ჯერ სადა ხარ...

მიშას მაგი კი არა ისეთი რამეები შერჩება რომააა... :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკაში სტატისტიკით პოლიციაში წამსვლელთა 20-25% იმიტომ მიდის რომ ფორმის უკან ამოფარებულმა მოახდინოს თავისი კომპლექსების რეალიზება და იძალადოს ადამიანებზე. ამის გამო გაუთავებლად მიდის სხვადასხვა მეთოდებით ესეთი ფსიქიკა შერყეული ადამიანების გამოვლენა და სამსახურიდან ან აკადემიიდან დათხოვა.

 

საქართველოში არსებული გაუთავებელი სადიზმის, უსამართლობის, ძალმომრეობის ზეიმის და გაჭირვების გამო წარმოიდგინეთ რამდენ ადამიანს აქვს ფსიქიკა შერყეული და რამდენი სადისტი მიდის პოლიციაში სამუშაოთ. სახელმწიფო კი მათი გამოვლენის ნაცვლად პრემიებს ურიგებს ესეთ ადამიანებს და ყოველგვარ წახალისებას ახდენს.

 

ამიტომ, ამ რეჟიმის ამერიკასთან ან ევროპასთან შედარება არარეალურია, უნდა შევადაროთ ირანს, ჩრდილო კორეას ლიბიას, რუსეთს და ასე შემდეგ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ამერიკაში დემოკრატიაა არაა, ეხლა ვუყურე კადრებს როგორ ცემენ პოლიციელები ამერიკელს, ხელკეტებს ურტყავენ თავში, ასეთი რამ ევრპაში წარმოუდგენელია, ამერიკის დედაც თანდათან მძულდება ეს ქვეყანა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

babuagiorgi

 

ალბათ უფრო ევროპელებმა.ვინც რეზოლუცია შემოიტანა ანუ ჰოლანდიელი ლიბერალები,იქ ხელისუფლებაში არიან.რა თქმა უნდა ეს პატარა წარმატებაა,მაგრამ უნდა იცოდეს მიშამ რომ ასე ადვილად 26 მაისი არ შერჩება.

 

ისე გაიგო ჩვენმა მტერმა რაფრაც ეხლა ჰოლანდიელებს ესმით ჩვენი :)

 

"2. ოპოზიცია ცდილობს ევროპისა და აშშ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსების ხელსეწყობით სააკასვილის რეჟიმზე ზეწოლა მოახდინოს, რაც დიდი შეცდომაა. ფაქტიურად ეს ის ხალხია, რომელიც ამ რეჟიმს უჭერს მხარს და არ წავლენ იმის წინააღმდეგ რასაც თვითონ მფარველობენ.

ამის გამო აუცილებელია ამ ქვეყნების ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებთან კონტაკტის გაღრმავება და მათი მეშვეობით დასავლეთის მთავრობებზე ზეწოლის განხორციელება. დასავლეთში ოპოზიცია ხელიდან არ გაუშვებს შანს გააკრიტიკოს ხელისუფლება, თუ ექნებათ სათანადო ინფორმაცია იამზე, რომ მათი ოფიციალური წარმომდგენლობა არასწორ შეფასებებს იძლევა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე."

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

მიშას მაგი კი არა ისეთი რამეები შერჩება რომააა...

კი შერჩენია და შერჩება კიდეც,მაგრამ მთლად უკვალოდ ვერ ჩაივლის.babuagiorgi

ისე გაიგო ჩვენმა მტერმა რაფრაც ეხლა ჰოლანდიელებს ესმით ჩვენი

სხვათა შორის,ჰოლანდიელები ამ საქმეში ბევრს ჯობნიან.ჩემმა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის საქმეთა შესახებ.პრეზენტაციის შემდეგ ჰოლანდიის საელჩომ მეორე დღესვე 50 ეკზემპლარი წაიღო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ კაცს, ვისაც ცოლი პოლიციელი ჰყავს, მაგრად აქვს დარხეული. სულ რომ ზედ გადაუაროს, ხმასაც ვერ გასცემს.

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...