mtidan Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 "ნაციონალური მოძრაობა" დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის დადებით მხარეებზე საუბრობს 12:09 21-06-2011 "ნაციონალური მოძრაობა" დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის დადებით მხარეებზე საუბრობს. როგორც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი პირველი მოსმენით კომისიის სხდომაზე განხილულია და ბევრი დადებითი მხარე აქვს. კერძოდ, ხაჩირიშვილის განცხადებით, პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღნიშნული სისტემის შემოღების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ისარგებლებს შეღავათებით. გარდა ამისა, ხაჩირიშვილის განცხადებით, ქალაქის უდიდეს ნაწილს, ვინც ხელმოკლედ ცხოვრობს, გაუიაფდება გადასახადი და მესამე, დასუფთავების მოსაკრებლის სისტემა გახდება უფრო ეფექტური. გარდა ამისა, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ზეპირი განცხადებების ნაცვლად, თავად წარმოადგინონ კომუნალური გადასახადის გადახდის უფრო ეფექტური სისტემა. "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის ჯაბა სამუშიას განცხადებით, დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიებმება, რაც დასუფთავების გადასახადს 50%-ით გაზრდის.ჯაბა სამუშიას განმარტებით, ახალი ინიციატივის მიხედვით, მოხმარებული ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულებას დასუფთავების მოსაკრელის 0,05 ლარი დაერიცხება. სამუშია მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივით, მოსახლეობას დასუფთავების მოსაკრებელი, მინიმუმ 50%-ით გაუძვირდება. ასევე, აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, უქმდება დასუფთავების მოსაკრებლის სულადობრივი გადასახადი. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/172410-qnacionaluri-modzraobaq-dasufthavebis-gadasakhadis-akhali-sistemis-dadebith-mkhareebze-saubrobs.html უფრო კარგ იდეას შევთავაზებ: უნიტაზის გასავალში დააყენონ წყლის მრიცხველი და იმის მიხედვით დაადონ ბეგარა ურჩ მოსახლეობას. დიდი შეღავათი ექნება მშიერ მოსახლეობას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 (1 კილოვატი = 0.16 ლარი) ანუ ყოველ 10 ლარზე საშუალოდ 3.2 ლარი გამოდის ხო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძეს ის ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ არიან, შეძლებულ ოჯახებად მიაჩნია. :what: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 ჩემის აზრით კარგი ინიციათივაა დენისა და დასუფთავების სამსახური ურთიერთკავშირშია, ამაზე ბატონი ჟოაოც საუბრობს თAვის ანალიტიკურ სტატიაში "გაძვირება და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების პირდაპირპროპორციულობა" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 გაძვირება და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების პირდაპირპროპორციულობა" გადამალეთ ეს კაცი, თორემ მოწინავე ქვეყნები გადაიბირებენ!!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Flyout Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 უსაზღვრო ფანტაზია აგერ იხილეთ ვისაც გინდათ მხოლოდ ასეთი მანქანა თუღა უშველის საქართველოს ოღონდ არა ასეთი გამოყენების შემთხვევაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 ეს ყველაფერი კარგი და საუკეთესო, უკეთესს რომ ვერ ინატრებ ისეთი, მაგრამ მე თუ სახლში, ვთქვათ, მარტო ვცხოვრობ, სახლში არ ვსადილობ (მარტო საზ-კვების ობიექტებით ვსარგებლობ) ანუ შესაბამისად არც საკვები ნარჩენები მაქვს, მოკლედ ნაგავი ცოტა მაქვს, სამაგიეროდ მაქვს 2 კონდიციონერი, 4 კომპიუტერი, 3 ტელევიზორი, 7 ტელეფონი, 5 ელექტრო გამათბობელი და წხელი წყალიც ელექტრო ბაკით (ანუ ლამის ერთი ენგურჰესი მინდა) ამის პარალელურად მეზობელს ყავს 7 შვილი, თვითონ, ცოლი, სიდედრი-სიმამრი, დედ-მამა, 2 ნათესავი სტუდენტი სოფლიდან და მარტო თითო მაცივარი, ტელევიზორი, უთო, სამაგიეროდ ყოველ დილას გააქვს ნახევარი სატვირთო მანქანა ნაგავი. აი ეხლა ამიხსენით მე რატომ უნდა გადავიხადო ნაგავში სიტყვაზე 100 ლარი და იმ მეზობელმა 10 ლარი????? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 აი ეხლა ამიხსენით მე რატომ უნდა გადავიხადო ნაგავში სიტყვაზე 100 ლარი და იმ მეზობელმა 10 ლარი????? არსენას ლექსი: მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს. მიშას ლექსი: მდიდარს ართმევს, ღარიბს ართმევს. არსენა ყაჩაღი იყო. მიშა ......... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 მიშას ლექსი: მდიდარს ართმევს, ღარიბს ართმევს.არაა მასე. მიშას ლექსი სხვანაირადაა, მარტივად: გასაპარსები უნდა გაიპარსონ. ხალხს, რომლებსაც პლაკატების ფრიალის მეტი არაფრის თრაქი არ აქვს, ბოლომდე უნდა დააჯვა თავზე.თქვენ იკითხეთ, "კანონმორჩილებმა" და "სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებმა", თორე მე სულ მკიდია, მაინც არ ვუხდი ამათ არაფერს. კიდევ ცოტა ხანს გიყურებთ, თუ მიხვდებით რომ მიტინგის დროს რამოდენიმე მანქანა მაინც უნდა დაწვათ, ხო კაი, თუ არა და ჩავეწერები მეც ნაციონალებში და ვიხეირებ ბარემ მეც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 არსენას ლექსი: მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს. მიშას ლექსი: მდიდარს ართმევს, ღარიბს ართმევს. არსენა ყაჩაღი იყო. მიშა ......... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 ეს ხალხი გამამაქლიავებს ტო, ზაფხულში ნაკლები დენი იხარჯებაო ვიდრე ზამთარში, მა კანდიციანერი?მე თბილისში მიწევს ყოფნა ზაფხულში ასე რომ კანდიციანერის გარეშე დავიბრიდები,ერთი მიდგას პატარა ოთახში ჩემთვის,ლოჯში უნდა ვიყიდო დიდი 60 კვ. მ., ისედაც ეკონომიურის ყიდვა მქონდა ჩAფიქრებული, მაგრამ ძალიან ძვირია,ასე რომ ერთი მხრივ ეს დამატებითი სტიმულია ვიყიდო ეკონომიური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 ისე ახლა დავფიქრდი და მაგ იდეის ავტორს ნობელის პრემია არა მაგრამ ნაგვის პრემია კი ეკუთვნის. თუ აქამდე ნაგავს არ ჰქონდა განზომილება, რადგან დენი კილოვატსაათობითობით იზომება, მაშინ ნაგვის ერთეული ნაგავსაათი უნდა იყოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 ისე ახლა დავფიქრდი და მაგ იდეის ავტორს ნობელის პრემია არა მაგრამ ნაგვის პრემია კი ეკუთვნის. თუ აქამდე ნაგავს არ ჰქონდა განზომილება, რადგან დენი კილოვატსაათობითობით იზომება, მაშინ ნაგვის ერთეული ნაგავსაათი უნდა იყოს.კუბამეტრებით იზომება, რემონტი რომ მქონდა დავრეკე ნაგავში და კუბამეტრზე რაღაც სასწაული ფასი მითხრეს, ამიტომაც ისევ ნაცნობ ქურთებს გავატანინე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bebiko Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 ამის პარალელურად მეზობელს ყავს 7 შვილი, თვითონ, ცოლი, სიდედრი-სიმამრი, დედ-მამა, 2 ნათესავი სტუდენტი სოფლიდან და მარტო თითო მაცივარი, ტელევიზორი, უთო, სამაგიეროდ ყოველ დილას გააქვს ნახევარი სატვირთო მანქანა ნაგავი. აი ეხლა ამიხსენით მე რატომ უნდა გადავიხადო ნაგავში სიტყვაზე 100 ლარი და იმ მეზობელმა 10 ლარი????? იმიტომ რომ იმას 7 შვილი ჰყავს ისე ახლა დავფიქრდი და მაგ იდეის ავტორს ნობელის პრემია არა მაგრამ ნაგვის პრემია კი ეკუთვნის.თუ აქამდე ნაგავს არ ჰქონდა განზომილება, რადგან დენი კილოვატსაათობითობით იზომება, მაშინ ნაგვის ერთეული ნაგავსაათი უნდა იყოს :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 ამის პარალელურად მეზობელს ყავს 7 შვილი, თვითონ, ცოლი, სიდედრი-სიმამრი, დედ-მამა, 2 ნათესავი სტუდენტი სოფლიდან და მარტო თითო მაცივარი, ტელევიზორი, უთო, სამაგიეროდ ყოველ დილას გააქვს ნახევარი სატვირთო მანქანა ნაგავი. დენთან მიბმა არასწორია და უაზრობაა. ეგ მარტო გიგის აწყობს ალბათ. უფრო მართებული იქნებოდა, ნაგვის გადასახადი გამოანგარიშებულიყო ოჯახის უფროსის წელის გარშემოწერილობაზე. თუ ღიპიანია, ე.ი ბევრს ჭამენ და შესაბამისად ნაგავიც ბევრი დაუგროვდებათ. და პირიქით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.