Jump to content
Planeta.Ge

აფხაზეთს თავისუფლება?

აფხაზეთის დამოუკიდებლობა?  

15 members have voted

  1. 1. რა სემთხვევაში შეიძლება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება?

    • არცეთ შემთხვევაში არ შეიძლება
    • თუ კი ლტოლვილებს დააბრუნებენ
    • თუ კი რუსები გავლენ აფხაზეთიდან
      0
    • თუ კი გავლენ რუსები, დაბრუნდებიან ლტოლვილები და დაჯდებიან მოსალაპარაკებლად ერთიანი სახელმწიფოს შექმნაზე

Recommended Posts

http://abkhazeti.info/abkhazia/2011/1308164674.php

მამუკა არეშიძემ გამოთქვა აზრი, რომ საქართველოსთვის კარგი იქნებოდა აფხაზეთის აღიარება დღეს.

მე ვფიქრობ პირადად, რომ არ არის ცუდი აზრი, თუ კი აფხაზეთის დაბრუნება გვინდა, ოღონდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ.

ეს პირობები კი ასეთია.

მოლაპარაკებების დაწყება ერთი ერთზე რუსების გარეშე.

რუსების გასვლა აფხაზეთიდან.

ლტოლვილების დაბრუნება და საერთაშორისო ძალების დახმარებით თუ კი საჭირო დარჩა პოლიციური ფუნქციების შესრულება იქ.

ამის შემდეგ აღიარება და გაერთიანებული სახელმწიფოს შექმნის შეთავაზება თანაბარ პირობებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირობები კი ასეთია.

მოლაპარაკებების დაწყება ერთი ერთზე რუსების გარეშე.

რუსების გასვლა აფხაზეთიდან.

ლტოლვილების დაბრუნება და საერთაშორისო ძალების დახმარებით თუ კი საჭირო დარჩა პოლიციური ფუნქციების შესრულება იქ.

ამის შემდეგ აღიარება

კაცო, მაგ ყველაფერზე თუ დაგვთანხმდნენ და შეასრულეს, რაღატომ უნდა ვაღიაროთ? რუსები თუ გავლენ მანდედან, მოუხნათ დედა და ვსიო; თუ რუსები ისევ შემობრუნდებიან, ამერიკა დაგვეხმარება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო, მაგ ყველაფერზე თუ დაგვთანხმდნენ და შეასრულეს, რაღატომ უნდა ვაღიაროთ? რუსები თუ გავლენ მანდედან, მოუხნათ დედა და ვსიო; თუ რუსები ისევ შემობრუნდებიან, ამერიკა დაგვეხმარება :)

შენ ქართველი ხარ თუ სომეხი? )))

არ შეიძლება ეგრე.

რომ დაპირდები, უნდა შეასრულო.

:givi:

შენ ქართველი ხარ თუ სომეხი? )))

არ შეიძლება ეგრე.

რომ დაპირდები, უნდა შეასრულო.

დონის სიტყვები შეიძლება გავიგოთ როგორც აფხაზის ნაფიქრი :yes:

არ ვართ ჩვენ სანდო ხალხი, არანაირად, უფრო სწორად ვინც ხელისუფლებაშია და თუ გინდ ისედაც, გამონაკლისებს არ ვგულისხმობ,

აფხაზები კარგად გვიცნობენ, მე რომ მათ ადგილას ვიყო არ ვენდობოდი ქართველებს ამ ეტაპზე, მერე კი რა ვიცი, შესაძლოა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთი დამოუკიდებელი ვერანაირად ვერ იქნება! წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ ვაღიარეთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა (პირადად მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი პირობით!) მაშინ რუსეთი კიდევ უფრო ადვილად გადაყლაპავს, აფხაზებს უბრალოდ ალტერნატივა არ ექნებათ ეს ერთი და მეორე შემდეგ რაც არ უნდა ბევრი ყვირონ მსოფლიო თვალს დახუჭავს, მარტო აფხაზეთი ცალკე აღებული არავის არ აინტერესებს რუსეთის საქართველოს და თურქეთის გარდა., ეს მხოლოდ რეგიონალური მნიშვნელობის ტერიტორიაა.

ძალიან გლობალურად აზროვნებ :)

ე.ი. მხოლდ რეგიონალურად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა

მსოფლიო გლობალური მასშთაბით კი ერთი მეტეორი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამუკა არეშიძემ გამოთქვა აზრი, რომ საქართველოსთვის კარგი იქნებოდა აფხაზეთის აღიარება დღეს.

მე ვფიქრობ პირადად, რომ არ არის ცუდი აზრი, თუ კი აფხაზეთის დაბრუნება გვინდა, ოღონდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ.

ეს პირობები კი ასეთია.

მოლაპარაკებების დაწყება ერთი ერთზე რუსების გარეშე.

რუსების გასვლა აფხაზეთიდან.

ლტოლვილების დაბრუნება და საერთაშორისო ძალების დახმარებით თუ კი საჭირო დარჩა პოლიციური ფუნქციების შესრულება იქ.

ამის შემდეგ აღიარება და გაერთიანებული სახელმწიფოს შექმნის შეთავაზება თანაბარ პირობებში

:)) :)) :)) :)) :)) :)) :)) :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დევნილების გაგზავნა მეზობელ სახელმწიფოში :D

ამაზე ფიქრობენ ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთი დამოუკიდებელი ვერანაირად ვერ იქნება! წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ ვაღიარეთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა (პირადად მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი პირობით!) მაშინ რუსეთი კიდევ უფრო ადვილად გადაყლაპავს, აფხაზებს უბრალოდ ალტერნატივა არ ექნებათ ეს ერთი და მეორე შემდეგ რაც არ უნდა ბევრი ყვირონ მსოფლიო თვალს დახუჭავს, მარტო აფხაზეთი ცალკე აღებული არავის არ აინტერესებს რუსეთის საქართველოს და თურქეთის გარდა., ეს მხოლოდ რეგიონალური მნიშვნელობის ტერიტორიაა.

რუსეთი ასეთ დაკიდულ მდგომარეობაში აფხაზეთს უფრო გადაყლაპავს.

ხახაში ყავს უკვე და ყლუპ უნდა მარტო.

ამას კი ვერ აკეთებს ჯერ, რადგან არაღიარებული აფხაზეთი უშლის ხელს. ეუბნებიან ეგ შენი ლუკმა არააო.

ასეთ ვითარებაში რომ აღიარო, გადაყლაპავს რა თქმა უნდა.

აფხაზები ხვდებიან ამას, მაგრამ ჩვენაც არ გვენდობიან და ჯერ რუსები მათთვის ჩვენი შეკავაების ფაქტორია.

თუ კი მათ ასეთი საშიშროება არ ექნებათ საქართველოს მხრიდან, ზალით მათი დაბრუნების, ისინი რუსებს მოიშორებენ, რადგან უკვე ხვდებიან, რომ რუსეთი მათთვის მეტი საშიშია დღეს, ვიდრე საქართველო.

რა თქმა ეგეც არ იქნება ადვილი. რუსებს ჩვენზე მეტად არ აწყობს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, იციან რა, რომ ასე მას დაკარგავენ საერთოდ.

და ჩვენ ჩვენი პოზიციით, აფხაზებს რომ მოლაპარაკებებში თანაბარ სუბიექტად არ მივიჩნევთ, რუსებს ვაძლევთ კოზირს, რადგან "მომრიგებლის" მხარედ ისინი რჩებიან.

თუ კი აფხაზებს ექნებათ ჩვენთან სალაპარაკო, ისინი რუსების გარეშე დაჯდებიან დიალოგისთვის. ამის მიზეზი კი სეიძლება იყოს მათთვის აღიარების შეთავაზება, გარკვეული პირობების სანაცვლოდ.

როგორ ის, რომ რუსებმა დატოვონ აფხაზეთი და დააბრუნონ ლტოლვილები, ასევე გარკვეული ადმინისტრაციულ ტერიტორიული ცვლილები. რაზეც ისინი წავლენ. ადრე თავად თავაზობდენ ამას საქართველოს არზინბას დროს, გალის და კოდორის ხეობის გადმოცემა.

ამის სემდეგ კი უკვე აღიარებულ აფხაზეთს არ გაუჭირდება საერთოი სახელმწიფოს შექმნაზე საუბარი.

ეს პროცესი რომც გაჭიანურდეს, ორი საქმე მაინც იქნება გაკეთებული. რუსები აღარ იქნებიან აფხაზეთში, ლტოლვილები დაბრუნებული იქნებიან და ეგაა დღეს მთავარი ამ ეტაპზე.

დანარჩენს დრო მოიტანს. ოღონდ აფხაზებს უნდა ჰქონდეთ თავდაუსხმელობის გარანტიები და სეიძლება აქ გარანტად ევროკავშირი ან გაერო გამოვიდეს.

ეს მე ერთადერთ სწორ გზად მიმაჩნია აფხაზეთის დაბრუნების.

საზღვარიც რომ ერთი არ გვქონდეს, მოქალაქეობა, კულტურულ ეკონომიკური კავშირები აღდგება, რაც აფხაზეთის დაბრუნების ტოლფასია დღეს.

მე მგონი ცუდი აზრი არაა, ყოველ შემთხვევაში საწინააღმდეგოს სხვა უკეთესს ვერ ვხედავ.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთმა ეგენი რო საერთოდ მოისროლონ.. თავს მოიკლავენ და ქართველებს მაინც აღარ დაუწვებიან...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

არანაირი სტატუსი ჯერჯერობით საერთოდ უნდა გაიყინოს ყველაფერი სანამ ესენი იქნებიან ხელისუფლებაში :yes:

მერე შეიძლება ფიქრი, სტატუსიც არაა საჭირო, არანაირი, მშვიდად წყნარად ეკ. კავშირები და ფაქტიური ოღონდ არა იურიდიული აღიარება, ანუ ეკონომიური ურთიერტობები, სოც. პროგრამები, შეიძლება რაღაც დროებითი შეთანხმებები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე დიდი პარადოქსი ამ ისტორიაში ისაა, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რეალურად არაფრით აწყობს საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობა, არის რუსეთი. ამ შემთხვევაში ის მთლიანად კარგავს ყოველგვარ კონტროლს აფხაზეთზე, საქართველოზე ხომ საერთოდ. ეს რომ საქართველომ გააკეთოს თავისი სურვილით, ამას ყველა მიესალმება, ამერიკაც დასავლეთიც და აღმოსავლეთიც. იმიტომ რომ, ამით პრობლემა მოგვარდება. ოღონდ აი ამით ჩვენ რა ხეირი? არანაირი. რეალურად იხეირებენ მხოლოდ აფხაზები, წააგებს საქართველო და განსაკუთრებით - რუსეთი. აფხაზეთში ეგრევე შევლენ თურქებიც, ევროპელებიც და ამერიკელებიც. რუსები იქ მარტო იმიტომ არიან, რომ აფხაზებს შთააგონებენ: საქართველოსგან გიცავთო, ისე ეგენი იქ ვის რაში სჭირდება?!

ამიტომ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ეხლა ჩვენთვის სიტუაციის დაკონსერვება და ყოველგვარი მკვეთრი მოძრაობების გამორიცხვა აუცილებელია. დრო აფხაზებზე ნამდვილად არ მუშაობს. "დამოუკიდებლობის" ეიფორიის ვარდისფერი ღუბლები მათთვის დღითიდღე იფანტება და სულ უფრო ნათელი ხდება ის სიმყრალე, რა ჭაობშიც მათ ამოაყოფინეს თავი.

მაქსიმალურად უნდა გაქტიურდეს მათი დაინტერესება ქართულ ეკონომიკაში ინტეგრაცია, სოციალურ, ჯან-დაცვის პროგრამებში ჩართვა. რაც შეიძლება მეტმა იქაურმა უნდა მოიხედოს აქეთკენ ნდობით და უნდა დაინახოს რომ მითი კაციჭამია ქართველებზე არის მხოლოდ მითი და სინამდვილეში ის კაციჭამია ვაი ქართველები, რომლებიც ათას უბეურებას სჩადიოდნენ აფხაზეთში ომის დროს, ზუსტად ისევე იქცეოდნენ მანამდე საქართველოს დანარჩენ კუთხეებშიც, განსაკუთრებით თბილისსა და სამეგრელოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"რა სემთხვევაში შეიძლება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება?"

მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ვანუტუს პრეზიდენტი იპოვის რუკაზე აფხაზეთს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

ერთადერთი რაც უნდა აღიაროს ქართულმა საზოგადოებამ, არის ის რომ აფხაზები-იგივე აფსარები-იგივე აფსუები, არიან აბორიგენები,

ა, ამაშია საქმე,

ეს უნდა გავაცნობიეროთ,

აქედან მოდის ყველანაირი წყარო ბოროტების, რომ ქართულმა პროპაგანდამ ბერიას პერიოდში შექმნა მითი იმის შესახებ თითქოს აფხაზები არიან ჩAმოთესლილები ჩრდილო კავკასიიდან,

საქმე იმაში იყო რომ აფხაზების უდიდესი ნაწილი გაასახლეს თუ ნებით წავიდა თურქეთში მოჯახირობის ჟამს, ასათვისებელი იყო აფხაზეთის დაცარიელებული ტერიტორიები და დაიწყო იქ ქართველების ექსპანსია სამეგრელოდან, რაჭიდან, სვანეთიდან,

გასაგებია, მე მესმის ხო, რაღა სხვას დარჩენოდა, მაგრამ აქ მოხდა ნაძირლობა დიდი ნაძირლობა, კერძოდ ის რომ ძმაო, მიდიხარ, სახლდები იმ ხალხს ჩამოთრეულს რატომღა უწოდება მე ამის დედა ვატირე,

მეც ასე მეუბნებოდნენ ბავშვობაში რომ აფხაზები ჩამოთესლილები არიან და მაგრად მძულდა ეს ანტიქართველი ხალხი,

თურმე სად ბანაობ და არ ყოფილა ეგრე,

პრიჩინა ქონია რომ ქართველები არ ვასებოდათ, ხოდა აი, ცხოველი რომ გახდება ადამიანი მერე კარგავს უნარს გაითავისოს სხვისი ტკივილი, ვოტ,

რაც შეეხება აფხაზებთან ურთიერთობას, არანაირი დამოუკიდებლობა და შაშა კოლა,

ეს ტერიტორია უნდა დავიბრუნოთ და გასაღები აფხაზეთის არის აფხაზი, აფხაზების გარეშე ვერ დავიბრუნეBთ, ეს არაა პოეზია, ესაა პროზა,

აფხაზები ღირსეული ხალხია, კითხეთ დევნილებს, კითხეთ და გიპასუხებენ, სხვათა შორის საღოლ დევნილებს ამ კუთხით რომ აფხაზების ის დადებითი თვისებები დაინახეს რაც მაგ ეთნოსს აქვს, ეს იმას ნიშნავს რომ მთლად არ გადავგვარებულვართ,

ხოდა აფხაზეთი რომ დავიბრუნეთ ჯერ რევოლუცია უნდა მოვახდინოთ ქართულ საზოგადოებაში და ვუთხრათ ქართველებს, რომ აფხაზები არიან არა ის მითIური ნამდვილი აფხაზები რომლებიც თურმე ქართველები იყვნენ და მერე აორთქლდნენ და მარტო ანჩაბაძაე დ ა შარვაშიძეა თურმე ნამდვილი აფხაზ ქართველი :givi:

არააა ეგრე არა, ბერიას ზღაპრებია რომელიც ინგოროყვას დააწერინა, სწორად ეს გახდა მერე განხეთქილების ვაშლი აფხაზებსა და ქართველებს შორის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

Siknadmo

ძალიან გლობალურად აზროვნებ

ე.ი. მხოლდ რეგიონალურად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა

მსოფლიო გლობალური მასშთაბით კი ერთი მეტეორი

ნამდვილად მასეა. სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია ყველასთვის არის მხოლოდ ის სადაც მილსადენები გადის, ამას ემატება ფოთის პორტი. დანარცენს მხოლოდ რეგიონალური მნიშვნელობა აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...