Jump to content
Planeta.Ge

რუსეთი მტრის ის ხატია,


Recommended Posts

ჰ. ჭიპაშვილის

რუსეთის თემა რომ ამ ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელია, არ-ახალია. დიდი მეზობელი ნეგატიურ გრძნობებს აღძრავს საქართველოს ხელისუფალთა გონებაში, თუმცა აღძრავს თუ არა, საკითხავია, ვინაიდან სწორედ ამ ნეგატივს ეფუძნება საქართველოს მმართველთა არსებობა.

 

 

წამით წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთთან საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა, დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე, რას მიიღებდა ხელისუფლება?

 

გაქრებოდა უმწეო კრავის იმიჯი, რომელსაც დიდი დათვი შეჭმით ემუქრება, ამასთანავე გაქრება აშშ-დან წამოსული გრანტები, ფინანსური დახმარებები, მორალური მხარდაჭერა, დასავლეთის მიერ განუწყვეტილი და უშედეგო ლაქლაქი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

 

მოესპობათ ფინანსური ინექცია რუსეთის მტრული პოლიტიკის აღმწერ უცხოელ და რუს პოლიტოლოგებს, ადგილი აღარ ექნება საქართველოს ხელისუფალთა მიერ დაკვეთილ ვრცელ სტატიებსა და ინტერვიუებს უცხოურ, მათ შორის რუსულ პრესაში, თუნდაც ისეთს, რასაც ადგილი ჰქონდა რუსულ „კომსომოლსკაია პრავდაში“ კიკაბიძის ღრმადგასაპნული ინტერვიუს სახით.

 

ვეღარც ალბაცი – „ნიუ-თაიმის“ რედაქტორი მოითბობს ხელს ბენდუქიძისგან საკუთარ ჟურნალში სააკაშვილთან ინტერვიუს გამოქვეყნებაში.

 

აღარც ჰოლივუდი გადაიღებს ფილმს „აგვისტოს 5 დღე“ და აღარც მის რეჟისორს მოუწევს საქართველოს მიწის კოცნა, აღარც ვიღაც ნაყოფიას შეაწერს სააკაშვილი ფილმის გადაღებისთვის მილიონებს და აღარც ნაყოფია და მსგავსი ნაყოფიები შეაწერენ საქართველოს მოსახლეობას ფულს ხორცში, კვების პროდუქტებში, პირველი მოთხოვნილების საგნებში და მედიკამენტებში, აღარც ბენზინის, ფასები იქნება მიუწვდომელი ღარიბ-ღატაკი მოსახლეობისათვის და რაც მთავარია, აღარ იქნება გაუთავებელი ლაპარაკი პრეზიდენტის, ხელისუფლების, ოპოზიციის, ამერიკული არასამთავრობო ორგანიცაზიების მხრიდან საქართველოს დაცვაზე, მის დახსნაზე რუსეთის კლანჭებიდან, ნატოში გაწევრიანებაზე, ქართველ მეომართა მამაცობაზე ავღანეთში და სხვა…

 

მაგრამ – ივარგებს ასე? ნამდვილად არა! მით უმეტეს, ხელისუფალთათვის. ნეგატიურ PR-ზე აწყობილი პროპაგანდისტულ-საფინანსო მანქანა უცბათ დატოვებს ყოველგვარი ექსტრა-შემოსავლების გარეშე არა მარტო ხელისუფალთ, არამედ ამ გიგანტურ მანქანაში ჩართულ ყველა პირს. საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობაა სწორედ ის რძით სავსე ცური, რომელიც ამდენ ბედოვლათს აწოვებს ძუძუს – როგორ გგონიათ ძვირფასო მკითხველო, ვინმე უარს იტყვის ნოყიერ რძეზე?

 

რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობა სწორედ ისაა, რამაც მსოფლიო სახელგანთქმულობა მოუტანა სააკაშვილს და რაც უფრო ცუდია ორი ქვეყნის დამოკიდებულება, მით უკეთესია სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის. არ ყოფილიყო 2008 წლის აგვისტოს ომი, არ იქნებოდა რუსთაველის პროსპექტზე წითელი ხალიჩა, მასზე შემდგარი ჰოლივუდელებით. არც სააკაშვილის „შთამბეჭდავი“ გამოსვლები და განცხადებები იქნებოდა და ვიცხოვრებდით მონოტონურად, უღიმღამოდ, მოწყენილად.

 

ერთ რამედ ღირდა ზეიმით აღტკინებული ტელევიზიების პირდაპირი რეპორტაჟები ეპიცენტრიდან, ჟურნალისტი გოგო-ბიჭების აღტაცებული სახეები და არანაკლებ აღტაცებული სიტყვები, სააკაშვილის ჩახუტება ჰოლივუდელ შარონ სტოუნთან, „ბაბოჩკიანი“ ნაყოფიას, დავითაიას, პარლამეტის წევრების (მაინც როგორ „უხდებოდათ“ „ბაბოჩკა“) ხილვა, რუსთაველის პროსპექტის მეორე მხრიდან გონდაკარგული თბილისელების შეძახილები. მოდით ძვირფასო მკითხველო ვიყოთ გულწრფელნი – 2008 წელს პატივცემულ მიხეილს რომ არ დაედგა ცხინვალის ტრაგიკული სპექტაკლი, იქნებოდა თუ არა 2011 წლის სახალხო ზეიმი? არა და არა და ამას მამა-მარჩენალს უნდა ვუმადლოდეთ.

 

კიდევ ერთხელ არა, არ შეიძლება ლეიბორისტთა და ზოგიერთი ქუჩის ოპოზიციის ნათქვამის გაზიარება ზეიმისთვის დახარჯულ ფულთან დაკავშირებით. როგორც ჩანს ისინი ვერაფრით მიხვდნენ, რომ საქართველო მაძღარი, წარმატებული, მდიდარი ქვეყანაა, რომელსაც წლის განმავლობაში არაერთხელ ძალუძს მილიონების ხარჯვა საზეიმო ღონისძიებებში.

 

მერე რა, რომ ძალიან დიდი ფული დაიხარჯა ეკვადორულ ვარდებში, ფრანგი კულინარის ჩამოყვანაში, დახურული თუ ღია წვეულებების მოწყობაში, სხვა ღონისძიებებში. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია ასეთი ხარკის გაღება, ვინაიდან ისე კარგად ცხოვრობს, როგორც სკანდინავიის ქვეყნებში, არაბეთის საამიროებში. რითია ქართველი ხალხი თბილისის მერ უგულავაზე ნაკლები, რომელმაც საკმაოდ მსუყე უიკ-ენდი მოიწყო აშშ-ს უმდიდრეს ქალაქ ლას-ვეგასში – მარტო ერთი მიმართულებით მგზავრობა რომ 18 ათასს აჭარბებდა.

 

მოკირკიტე შალვა იტყვის – ფული საიდანო?! იმ ანეკდოტისა არ იყოს – „ტუმბოჩკიდან“ ჩემო შალვა. და ეს „ტუმბოჩკა“ დამშეულ-გაღატაკებული ხალხია. ამ „ტუმბოჩკაში“ ყოფს პატივცემული მიხეილი საკუთარ თათს, ისე, როგორც დათვი თაფლიან სკაში, და თანაც დათვთან შედარებით ნაკლები პრობლემებით. ქართველ ხალხს არ აღელვებს მიშას თათი ბიუჯეტში, ისე, როგორც ფუტკარს დათვის ტორი. შეურაცხყოფილი ფუტკარი უმალ თავდავიწყებით მიესევა დათვს და თუ დროზე არ გაერიდა, შავ დღეში ჩააგდებს.

 

მსგავსი რეაქცია მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის, ვინაიდან ამაყია. გაიხსენეთ თითქმის ყველა ოპოზიციონერის განცხადება მიტინგებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით – ქართველი ხალხი არასოდეს იკადრებს პურისთვის მიტინგის მოწყობასო. დიახ! არ იკადრებს მიტინგს, მაგრამ იკადრებს ქუჩაში, სამანქანო გზაჯვარედინზე ხელგამოწვდილ მათხოვრობას.

 

საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თუნდაც დემოკრატიული და მაძღარი ევროპიდან, სადაც მიტინგები, მანიფესტაციები, თანაც ასეულ-ათასიანი, სწორედ სოციალური პირობების, დასაქმების, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების, ფასების შემცირების მოთხოვნებით იმართება. ოპოზიციის ნათქვამში არის საინტერესო მარცვალი, რასაც ხელისუფლებასთან შეხმატკბილება ჰქვია. ოპოზიცია ეუბნება ხალხს – თავი არ მოჭრათ ქვეყანას, პურის მოთხოვნით არ გამოხვიდეთო. ჰოდა, ხალხმაც გაიგო მისი ნათქვამი და რაც არ უნდა გაიჭაჭოს ოპოზიცია, ქუჩაში ფეხს არ ყოფს.

 

ბოლო დროს „ოპოზიციამ“, განსაკუთრებით „რვიანის“ წევრმა ზოგიერთმა პარტიამ დაგმო ოქრუაშვილის მიერ რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში ტერორისტების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების ფაქტის გამომზეურება. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა აღიარა ის, რაც, ჩემი აზრით, ადრე უნდა ეღიარებინა. ამ ნათქვამით ოქრუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ხელისუფალთა კავშირების შესახებ ჩეჩენ ბოევიკებთან ანუ მან აღიარა ის, რასაც რუსეთის სპეცსამსახურები უკვე მერამდენე წელია გაიძახიან.

 

ცხადია, ყველაფერს ესაჭიროება მტკიცებულება, მაგრამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათქვამი მთლად ბლეფი არ უნდა იყოს. ჩეჩენი ბოევიკები შესანიშნავ თავშესაფრად მიიჩნევდნენ პანკისის ხეობას. წინა ხელისუფლებას მართლადაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა მათთან. გახსოვთ გელაევი და შევარდნაძის დახასიათება – განათლებული კაციაო. სწორედ ეს “განათლებული კაცი” და მისი რაზმი გადმოიყვანა მაშინდელმა შსს-მ პანკისიდან კოდორის ხეობაში, რასაც მოჰყვა ჩეჩენთა შეტევა სოხუმზე, ცხადია უშედეგო. მაშინდელ პანკისთან მიმართებაში რა არ ითქმოდა, მათ შორის მთავარი – პანკისმა მთელი კახეთი ნემსზე დასვაო (ნარკოტიკები იგულისხმება).

 

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ფარდა ახადა ხელისუფლება-გელაევის ვოიაჟს, საპარლამენტო ფრაქცია „აღორძინება“ იყო, რომელმაც ექსტრა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა ამის თაობაზე. ეს, როგორ გაბედა „აღორძინებამო“ – ხორცის მოყვარული თევზი პირანიების მსგავსად შეესივნენ ოპოზიციურ ფრაქციას მმართველი „მოქალაქეთა კავშირი“ და სხვა პარტიები. ეს რომ ასეც იყოს (არადა მართლაც ასე იყო), ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია ამის თქმაო.

 

ანალოგიურ რეაქციას აქვს ადგილი დღესაც – ოქრუაშვილს ეს არ უნდა ეთქვა, ვინაიდან ამით მან სააკაშვილს კი არა ქვეყანას ავნოო. ქვეყანას ვნება მაშინ ადგება, როდესაც მსგავსი ფარული გამოხდომებით ხელისუფლება ცდილობს რუსეთან დაჭიდებას. ქართველ ხალხს, ოპოზიციას, თავის დროზე, რომ ხმა აემაღლებინა ხელისუფალთა მხრიდან რუსეთის მიმართ გამაღიზიანებელ პროვოკაციებზე, პირიქით არ აჰყოლოდა ხელისუფალთა თამაშს, ადგილი არ ექნებოდა 2008 წლის აგვისტოს, არც ტერიტორიები დაიკარგებოდა.

 

რვიანის ზოგიერთი პარტიის “ანტიირაკლისტური” განცხადება ჩეჩენი ბოევიკებისთვის დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და მოსახლეობას აფიქრებინებს, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მსგავს საკითხში ისიც ისე მოიქცევა, როგორც დღევანდელი ხელისუფლება. როგორც ჩანს ამ და ბევრ სხვა საკითხში ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის უსიტყვო კონსენსუსია, რაც გაცილებით ცუდად აისახება ქვეყანაზე, ვიდრე თუნდაც დანაშაულებრივი ქმედების დაგვიანებული გამომზეურება.

 

რუსეთი მტრის ის ხატია, რომელზეც ორივე – ხელისუფლება-ოპოზიცია წარმატებით ითბობს ხელს, ვინაიდან ორივე ოკეანისგადაღმიდან პურდება და სანაცვლოდ იმის მიერ დაკრულ მუსიკაზე ცეკვავს. არც ერთ მათგანს არ სურს ამ საამო ჰანგების განელება. ორივე დაბეჯითებით იტყვის “რუსული აგრესიის” თაობაზე, ესოდენ განუზომელი დივიდენდები, რომ მოაქვს მათთვის. ასეთ დროს ვის ახსოვს ქვეყანა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ფარდა ახადა ხელისუფლება-გელაევის ვოიაჟს, საპარლამენტო ფრაქცია „აღორძინება“ იყო, რომელმაც ექსტრა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა ამის თაობაზე.

ბევრ რამეში ვეთანხმები,მაგრამ ეს ნამეტანია.ერთი აღორძინების ასეც და ისე თავის ჭიპაშვილიანად.აღორძინების ბელადი არ იყო,რომ აცხადებდა,ჩემთვის საქართველოში მყოფი რუსის ჯარი უცხო ქვეყნის არ არისო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ბევრ რამეში ვეთანხმები,მაგრამ ეს ნამეტანია.ერთი აღორძინების ასეც და ისე თავის ჭიპაშვილიანად.აღორძინების ბელადი არ იყო,რომ აცხადებდა,ჩემთვის საქართველოში მყოფი რუსის ჯარი უცხო ქვეყნის არ არისო?

ნუ ეტო ონ ზაგნულ :nekro:

ასა რა, რაღაცას შეიძლება სწორად ხედავდეს ადამიანი და რაღაცაში სერიოზულად იჭრებოდეს, იმიტომ რომ მიკერძოებულია

 

ანალოგიურ რეაქციას აქვს ადგილი დღესაც – ოქრუაშვილს ეს არ უნდა ეთქვა, ვინაიდან ამით მან სააკაშვილს კი არა ქვეყანას ავნოო. ქვეყანას ვნება მაშინ ადგება, როდესაც მსგავსი ფარული გამოხდომებით ხელისუფლება ცდილობს რუსეთან დაჭიდებას. ქართველ ხალხს, ოპოზიციას, თავის დროზე, რომ ხმა აემაღლებინა ხელისუფალთა მხრიდან რუსეთის მიმართ გამაღიზიანებელ პროვოკაციებზე, პირიქით არ აჰყოლოდა ხელისუფალთა თამაშს, ადგილი არ ექნებოდა 2008 წლის აგვისტოს, არც ტერიტორიები დაიკარგებოდა.

ანტირუსული ისტერია ნაცმოძრაობისთვის არის ბიზნესი, ხოლო ისტერიულად და არარაციონალურად განწყობილი ქსენოფობი საზოგადოებისთვის მორალური საკვები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არარაციონალურად განწყობილი ქსენოფობი საზოგადოებისთვის

ე.ი. თქვენ ასე აფასებთ ბრძენ ერს? :what: სტიდნო ტავარიშჩ :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე.ი. თქვენ ასე აფასებთ ბრძენ ერს? :what: სტიდნო ტავარიშჩ :no:

ქართული საზოგადოების 23% სააკაშვილის მომხრეა :P

ასე რომ Семья не без уродов :P

 

გარდა ამისა დაუმატე მასობრივი ინფ. საშუალებების საკმაოდ გაააზრებული მუშAობა

ქსენოფობიის და ისტერიის ჩამოსაყალიბებლად

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა სხვა რა ინსტრუმენტი აქვთ ბრძოლის? :givi:

როგორც გიჟებს ჭადრაკში - მარტო ფიგურები ესროლონ ერთმანეთს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული საზოგადოების 23% სააკაშვილის მომხრეა

შუაში მძიმე გამოგრჩენია. :givi:

სახელმწიფოს ყველაზე დიდი მტერი ჩემი აზრით მშიერი მოქალაქეების მასაა

100%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახელმწიფოს ყველაზე დიდი მტერი ჩემი აზრით მშიერი მოქალაქეების მასაა

მაგ მშიერ მოქალაქეებს თუ აკვიატებული აზრები აწუხებს "კანონმორჩილობასა" და "სახელმწიფოებრივად აზროვნებაზე", არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენე. მიუგდებენ დაკაფჩონებულ ზეიკიზის ახოტნიჩის და ცოტა ხანი დაწყნარდებიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ჰამასი სჭირდება ისრაელს, ისეა ნამდვილად ამათი საქმეც.

 

წარმოიდგინეთ გაზას სექტორში რომ სეკულარული გონებაგახსნილი ხელისუფლება იყოს, რით გაამართლებდა ისრაელი ოკუპაციას?

 

საკმარისია გონებაგახსნილი ოპონენტი გამოუჩნდეს ჰამასს, რომ მოსადი ეგრევე კისერს უგრეხს და ასე გრძელდება ათწლეულები.

 

 

ესეა ჩვენი საქმეც.

 

მიშას სჭირდება რუსეთი ისევე როგორც რელიგიურ შარლტანებს ჯოჯოხეთი, რომ დაგვაშინონ, რათა დაიმორჩილონ ადამიანები.

 

და რუსეთს სჭირდება მიშა, რომ გაამართლოს ოკუპაცია.

 

რად აწყობს რუსეთს გონებაგახსნილი ქართული ხელისუფლება? მას აწყობს მიშასნაირი ჰამასი, თუნდაც ჰალსტუხიანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

6 ივნისი 2011

Prime Minister Vladimir Putin meets in Sochi with the first shift of the construction team made up of winners of the contest “Stroyotryad Avtoradio” as well as with performers participating in the contest

 

http://premier.gov.ru/eng/events/news/15496/photolents.html

 

 

7 ივნისი 2011

საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიის პატრიოთა ბანაკს ესტუმრა

http://www.president.gov.ge/index.php?lang...28&info_id=6568

 

 

:givi:

ნაციონალებზე ძონძი ნაცია არ არსებობს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მორიგი პრობლემა ავიკიდეთ, ვინ გვეხვეწებოდა ჩერქეზეთა გენოციდის აღიარებას, რა მოვიგეთ,

 

მიზანი იყო ერთი რომ პუტინი გაგვემწარებინა, აი, ასე სირულად აზროვნებს ჩVენი მთავრობა, გავამწაროთ, უჩქმიტოთ, ჩავუფურთხოთ ბორშში და გავიქცეთ,

 

ხო, ეს ჩერქეზოტაკოსქანქარი იმით დამთავრდა რომ ცალკე ჩერქეზებმა გაგვაგზავნეს ნა... კარგად იციან რომ სულ ცალ კალოშზე გვკიდია ჩერქეზები, თურქეთში არსებული ჩერქ. დიასპორა რუსებთან ცდილობს საერთო ენის გამონახვას რომ რაღაც რაღაცეებს მიაღწიონ, არ აწყობთ ისტერიკა და ტრა.. ჭ.. ჩვენსავით,

 

ხო, გასაგებია რომ სირობა იყო და არაპროდუქტიული ამ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება, მაგრამ ამჯერად რუსებმა დააყენეს საკითხი ოსთა გენოციდის შესახებ,

თხა თხაზე ნაკლები ებრალებმა შეჭამონო თქვეს რუსებმა და წავიდაა,

რა ჩემს სირად გვინდოდა თავის ატკივება, აი, ესეა, ვამწარებთ ვამწარეთ, მერე გვცემს ის დედააფეთქებული და ვტირივართ, ხოდა ენგრე რა,

არადა ნაცმო არაფერს არ კარგავს, ჩვენ ვკარგავთ, მიწებს, ეკონიმიკას, ათასობით და ათიათასობით გაუბედურებული ქართული ოჯახი :007:

 

შეწყდეს რუსეთთAნ დაპირისპირება ფარჩაკო ნაცებო, თუ არადა და თქვენი ოჯახის წევრები ჩააყენეთ იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაში ქართული ოჯახები ჩავარდა,

 

ხო, საფრანგეთის ელჩი ფურნიე ოსების გენოციდს გამოეხმაურა (1920 წ. ჯუღელის მიერ მოხდა ოსების გადავლა)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

'ვიკილიკსი' - 'საქართველო-რუსეთის ომმა ევროკავშირი გაბზარა'

 

 

2008 წლის კავკასიური ომის დროს, საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში რუსეთის მიზნებს ლობირებდნენ, - ამ ცნობას 'ინტერპრესნიუსი' 'ბი-ბი-სი'-სა და 'ვიკილიკსის' მასა­ლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილმა საცნობარო გვერდმა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ამერიკელი რწმუნებულის რობერტ სილვერმანისა და შვედი დიპლომატის იოჰან ფრისელის იმ საუბრის ჩანაწერები გამოაქ­ვეყნა, რომელიც ვაშინგტონში გაიგზავნა. საიდუმლო მიმოწერაში აღნიშნულია, რომ სილ­ვერმენის მტკიცებით, საფრანგეთი შვედეთისა და პოლონეთის დაყოლიებას ცდილობდა რუსე­თის წინააღმდეგ ევროკავშირის სასჯელის შემსუბუქებისთვის.

 

'ფრისელის თქმით, საფრანგეთი იმუქრებოდა 'აღმოსავლეთ პარტნიორობის' პროგრამის გაყინ­ვით, თუ შვედეთი და სხვა ქვეყნები რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების განახლე­ბას დაამუხრუჭებდნენ და მოითხოვდა მოსკოვთან საქმის ისე დაჭერას, თითქოს არც არაფერი მომხდარა,' - ამტკიცებს სილვერმენი საიდუმლო წერილში.

 

ამავე კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი, გერმანია და იტალია უკვე 2008 წლის შე­მოდგომიდან დაშორდნენ იმ მიდგომას, რომლის თანახმადაც, დასავლეთის ქვეყნები რუსეთის­გან სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან ჯარების გაყვანას მოითხოვდნენ.

 

'ბი-ბი-სი' წერს, რომ 2010 წლის დეკემბრის დასაწყისში 'ვიკილიკსმა' ამერიკელი დიპლომატების 120 საიდუმლო დეპეშა გამოაქვეყნა, რომლებიც 2008 წლის 7-19 აგვისტოთი თარიღდება და საქარ­თველო-რუსეთის კონფლიქტს ეხება.

 

'ამ დეპეშებიდან ვიგებთ, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს პარტნიორებს შორის უთანხმოება სულ უფრო ღრმავდება. შეფასებები გერმანიისა და ლატვიის შეხედულებებს შორის 'იხარშებოდა':

პირ­ველი რუსეთის არგუმენტებს 'თუთიყუშივით იმეორებდა',

მეორე კი საქართველოსთვის იარაღის მიწოდების დაწყებას ითხოვდა.

რუსეთის მხადრდამჭერ ბანაკს მიეკუთვნებოდნენ ასევე საფრანგეთი, იტა­ლია, საბერძნეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი;

მა­თი მოწინააღმდეგეების ბანაკში კი იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, დანია, ესტონეთი და ლიტვა,' - წერს 'ბი-ბი-სი'.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის მხადრდამჭერ ბანაკს მიეკუთვნებოდნენ ასევე საფრანგეთი, იტა­ლია, საბერძნეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი;

მა­თი მოწინააღმდეგეების ბანაკში კი იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, დანია, ესტონეთი და ლიტვა,' - წერს 'ბი-ბი-სი'.

საინტერესო სიაა, გამოდის ევროკავშირის თითქმის ყველა მდიდარი და განვითარებული ქვეყანა-რუსეთს უჭერდა მხარს, სხვათაშორის გერმანია გამორჩათ მაგ სიაში, მაგრამ ისედაც გასაგებია ალბად, ვის დაუჭერდა მერკელი მხარს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახელმწიფოს ყველაზე დიდი მტერი ჩემი აზრით მშიერი მოქალაქეების მასაა

ნწუ:) ორუელის თქმის არ იყოს ხელისუფლებას ემორჩილება და უჯერებს მშიერი მოსახლეობა და არა მაძღარი :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...