newstudio Posted June 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2011 არა დიქტატურას!!! შევიკრიბოთ სტუდენტები და გამოვთქვათ პროტესტი იმ კანონების წინააღმდეგ, რომლეთა მიღებასაც აპირებს ჩვენი ხელისუფლება... კერძოდ, პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად უკან ბრუნდება ის მუხლები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გააუქმა. ამასთან, გათვალისწინებულია კიდევ დამატებითი ცვლილებები, რაც აქციის ჩატარების წესს კიდევ უფრო ზღუდავს.ამ გადაწყვეტილებით „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში გაუქმდა 2009 წელს შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულებებთან აქციის ჩატარებისთვის 20 მეტრიანი ბარიერი წესდებოდა. ასევე გაუქმდა შეზღუდვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოში აქციაში მონაწილეობას უკრძალავდა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ: „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის ცვლილება, რომელიც პოლიციელის მანქანაზე თავდასხმისთვის სამუდამო პატიმრობის შემოტანას ითვალისწინებს!!! ალბათ ჩვენი მომავალი მართლაც დიქტატურაა და დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა... "გვინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება?" არ შევურიგდეთ ძალადობას და გამოვიდეთ სტუდენტობა და ახალგაზრდობა შაბათს 1:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ (თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის) მეორე კორპუსის წინ....!!! http://www.facebook.com/event.php?eid=227607563935386 პ.ს. მე ვუერთდები და მივდივარ სოლიდარობის ნიშნად, მიუხედავად იმისა რომ სტუდენტი კაი ხანია აღარ ვარ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2011 ეგრე, გააანძრიონ უკანალი ახალგაზრდებმა, მაგათ მოუწევთ ახალ ქვეყანაში ცხოვრება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2011 შევიკრიბოთ სტუდენტები და გამოვთქვათ პროტესტიდა მიშა მერე ეტყვის დასავლეთს, რა გინდათ ძმაო, აი რა დემოკრატი ვარ, გამოდის ხალხი, გამოთქვამს პროტესტს. დასავლეთი იტყვის, ხო, მართალია, რას ერჩით ამ კაცს აღარ უნდა დაანებოთ ამ მიშას გაპრავებას თავი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted June 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2011 გაუქმდა შეზღუდვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოში აქციაში მონაწილეობას უკრძალავდა. აფსუს, რატომ არ იყო ეს კანონი 2003 წლის ნოემბერში?! რას გავსკვანჩავდით მიტინგზე გამოსულ ივანოვს?! მერე აფხაზეთში თუ არა, ცხინვალში მაინც გავუცვლიდით რუსებს!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2011 DonCaredoდა მიშა მერე ეტყვის დასავლეთს, რა გინდათ ძმაო, აი რა დემოკრატი ვარ, გამოდის ხალხი, გამოთქვამს პროტესტს. დასავლეთი იტყვის, ხო, მართალია, რას ერჩით ამ კაცს აღარ უნდა დაანებოთ ამ მიშას გაპრავებას თავი?რა შუაშია საიდან სადაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2011 რა შუაშია საიდან სადაო რაღა საიდან სადაო?რის მიხედვით "აფასებენ" ევროპელები, დემოკრატიული არის თუ არა ქვეყანა? სტატისტიკით ხო?ხოდა აგერ ძმაო სტატისტიკა: თვეში ერთხელ გამოდის ხალხი და რაღაცას აპროტესტებს. იმას არავინ არ უყურებს, ამ პროტესტებს რამე შედეგი მოაქვს თუ არა. მთავარია სტატისტიკა: 10-ჯერ გამოვიდა ხალხი და გააპროტესტა (ანუ, იყაყანეს და დაიშალნენ). ვსიო, აგერ ძმაო დემოკრატიის შუქურა ყოფილა. როგორც საპარლამენტო "ოპოზიცია", რესპები, ალასანია, გუბაზა უპრავებს მიშას, ასევე უპრეავებთ ისინი, ვინც საყაყანოდ გამოდიხართ "მიტინგებზე" და "მშვიდობიან აქციებზე". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2011 თვეში ერთხელ გამოდის ხალხი და რაღაცას აპროტესტებს თუ რისთვისაც გამოდიან, ერთხელ მაინც, 8 წლის განმავლობაში მიაღწიეს მიზანს? ამიტომ ერთჯერად გამოსვლას არფერი ფასი არა აქვს. უცხოელების დასანახად თუ კეთდება-იმათ ჩვენზე კარგად იციან რაც ხდება აქ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bebiko Posted June 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2011 DonCaredoთუ არავინ არაფერს გააპროტესტებს, ნუთუ მაშინ შეშფოთდება დემოკრატიული სამყარო? და დასკვნაც დაიდება ამ ხელისუფლების არადემოკრატიულობისა? თქვენი ლოგიკა ასეთია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2011 თუ არავინ არაფერს გააპროტესტებს, ნუთუ მაშინ შეშფოთდება დემოკრატიული სამყარო?აუცილებლად უნდა შეშფოთდეს? ის არ იქნება უფრო უკეთესი, რომ იმას მაინც ვერ იტყვიან, დემოკრატიააო?. ქვეყანაში თუ არ არის პროტესტები, ეს უკვე ნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში არაა დემოკრატია (მათივე თქმით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები - დემოკრატიის თანმხლები პროცესებიაო). ახლა კი ეს უაზრო საპროტესტო აქციები პირდაპირ ნაცების ინტერესებშია: აგერ ძმებო, როგორი დემოკრატია მაქვს ნახეთ, ხალხი გამოდის, აპროტესტებს (მერე რა რომ მე ღლეზე მკიდია მაგათ პროტესტი, მთავარია ხომ აპროტესტებენ). აი როდესაც ან არ იქნება პროტესტი, ან ისეთი პროტესტი იქნება, სადაც რამე მაინც აფეთქდება ან დაიწვება, ერთხელ, მეორედ, მესამედ, ეგ უკვე სულ სხვაა. ეგეთ აქციებში მეც სიამოვნებით მივალ, სადაც მეცოდინება, რომ სადმე მოლოტოვის კოქტეილებს რომ შევაგდებ, თითონ მომიტინგეები არ დამიჭერენ და პატრულს არ გადამცემენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted June 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2011 კერძოდ, პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად უკან ბრუნდება ის მუხლები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გააუქმა. ამასთან, გათვალისწინებულია კიდევ დამატებითი ცვლილებები, რაც აქციის ჩატარების წესს კიდევ უფრო ზღუდავს. ამ გადაწყვეტილებით „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში გაუქმდა 2009 წელს შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულებებთან აქციის ჩატარებისთვის 20 მეტრიანი ბარიერი წესდებოდა. ასევე გაუქმდა შეზღუდვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოში აქციაში მონაწილეობას უკრძალავდა.ნუ ეს ყველაფერი კი კარგია ასეთი ინფორმაციები რომ ვრცელდება და ხალხიც რომ აპროტესტებს მაგრამ ასევე კარგი იქნებოდა ისაც დაგეყოლებინათ რომ მაგ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო 2010 წელს როცა საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ ქონდა ბათილად ცნობილი ეგ რამოდენიმე პუნქტი და ამ კანონის ინიციატორებმაც აღიარეს რომ ესე ვთქვათ შეცდომაა გაპარულიო ანუ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით კანონს უკან გაიწვევენ სავარაუდოდ ხოლო 20 მეტრას რაც შეეხება ეგ ძალაში შედის მხოლოდ და მხოლოდ ძალოვან უწყებებთან მიმართებაში და ასევე სასამართლოზეც ანუ პოლიცია შსს სასამართლო ისარგებლებენ 20 მეტრიანი პრივილეგიებით ხოლო დანარჩენი სახელმწიფო შენობები არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 17, 2011 DonCaredoრის მიხედვით "აფასებენ" ევროპელები, დემოკრატიული არის თუ არა ქვეყანა? სტატისტიკით ხო?ერთი მაგათიც fashistiნუ ეს ყველაფერი კი კარგია ასეთი ინფორმაციები რომ ვრცელდება და ხალხიც რომ აპროტესტებს მაგრამ ასევე კარგი იქნებოდა ისაც დაგეყოლებინათ რომ მაგ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო 2010 წელს როცა საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ ქონდა ბათილად ცნობილი ეგ რამოდენიმე პუნქტი და ამ კანონის ინიციატორებმაც აღიარეს რომ ესე ვთქვათ შეცდომაა გაპარულიო ანუ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით კანონს უკან გაიწვევენ სავარაუდოდ ხოლო 20 მეტრას რაც შეეხება ეგ ძალაში შედის მხოლოდ და მხოლოდ ძალოვან უწყებებთან მიმართებაში და ასევე სასამართლოზეც ანუ პოლიცია შსს სასამართლო ისარგებლებენ 20 მეტრიანი პრივილეგიებით ხოლო დანარჩენი სახელმწიფო შენობები არა მანდ ბევრი სხვა მარგალიტებიცაა, რომელიც უშუალოდ ყველას შეგვეხება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted June 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2011 ეს უკვე ნამეტნავია. საკონსტიტუცოი სასამართლოსაც არაფრად არ აგდებენ. სიყვარული და პატივისცემა შენს მიმართ ძალის მეშვეობით ვერ დამკვიდრდება, ის მკვიდრდება მარტო სიმართლისა და ზნეობის ავტორიტეტით. მე ვკარგავ ჩემს ქვეყანას, ის შესაძლებელია იყოს მარტო პოლიციელებისათვის და უცხოელი ინვესტორებისათვის და არა მშრომელი ადამიანისათვის, დანარჩენები კი მათთვის იმუშავებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2011 giauridiaეს უკვე ნამეტნავია. საკონსტიტუცოი სასამართლოსაც არაფრად არ აგდებენ. სიყვარული და პატივისცემა შენს მიმართ ძალის მეშვეობით ვერ დამკვიდრდება, ის მკვიდრდება მარტო სიმართლისა და ზნეობის ავტორიტეტით. მე ვკარგავ ჩემს ქვეყანას, ის შესაძლებელია იყოს მარტო პოლიციელებისათვის და უცხოელი ინვესტორებისათვის და არა მშრომელი ადამიანისათვის, დანარჩენები კი მათთვის იმუშავებს.ეს უკვე მომხდარი ფაქტია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2011 ჰა როგორ მორჩა, გააპროტესტეს თუ ძაან გააპროტესტეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bebiko Posted June 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2011 ცხოველთა უფლებები უკეთაა დაცული ამერიკაში ვიდრე საქართველოში მოქალაქის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.