Jump to content
Planeta.Ge

ივლისიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა ძვირდება


Recommended Posts

http://www.commersant.ge/?id=2187

 

 

2011-06-16 09:24:51

ივლისიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა ძვირდება

 

„თბილ ლაინი“: მძღოლების 90 პროცენტი თანახმაა, ჩვენი პირობები მიიღოს

 

Commersant.ge

 

ივლისიდან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირდება. ამის შესახებ მძღოლების გარდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელიც აცხადებს. შეგახსენებთ: შპს „თბილ ლაინს“ ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოჰყავს და ისინი დედაქალაქში ივლისის პირველი ნახევრიდან გამოჩნდება.

 

„თბილ ლაინი“ ფიზიკურ პირებთან, რომლებიც გადამხდელად არიან დარეგისტრირებული, იწყებს საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებას. ხელშეკრულების პირობებიდან ირკვევა, რომ მეიჯარე მოიჯარესგან გარკვეული გადასახადის გადახდას ითხოვს.

 

მძღოლების ინფორმაციით, შედეგად მგზავრობის ღირებულება 80 თეთრი გახდება.

 

იმას, რომ მგზავრობის ტარიფი მოიმატებს, „თბილ ლაინშიც“ ადასტურებენ, თუმცა რა ეღირება მგზავრობა, ვერ აკონკრეტებენ.

 

 

როგორც ცნობილი გახდა, საიჯარო გადასახადი შედგება მარშრუტზე მოძრაობის ღირებულების – საგზურის (10 ლარი) და ყოველთვიური საიჯარო ქირისგან. საიჯარო ქირის გადახდა ყოველდღიურად მოხდება და მისი რაოდენობა 18 ევროს შეადგენს (ექვივალენტი ლარში). ამასთან, მოიჯარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად მეიჯარის (შპს „თბილ ლაინი“) საბანკო ანგარიშზე 500 ევროს წინასწარ გადაიხდის. მოიჯარე მხოლოდ 7 წლიანი საიჯარო ურთიერთობის გასვლის შემდეგ ხდება მიკროავტობუსის მესაკუთრე. ამის შემდეგ ის მხოლოდ მარშრუტზე მოძრაობის ღირებულებას (საგზური) გადაიხდის. მძღოლი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს მანქანას საწვავით, ვალდებულია მანქანის მცირე დაზიანებების აღმოფხვრაზე თავად იზრუნოს, კომპანია მხოლოდ ძრავის, სიჩქარის გადაცემათა კოლოფისა და ე.წ. ხიდის დაზიანების შეკეთებაზე იღებს ვალდებულებას.

 

მძღოლებს კი მიაჩნიათ, რომ ასეთი გადასახადების პირობებში მოგება, ფაქტობრივად, არ ექნებათ, თანაც დეპოზიტზე შესატანი 500 ევრო მათთვის ძნელი გადასახდელია.

 

„თბილ ლაინის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე commersant.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მძღოლების 90 პროცენტი თანახმაა ეს პირობები მიიღოს და მომავალი კვირიდან მათთან ხელშეკრულების გაფორმებაც დაიწყება, ამასთან, ასანიძე განმარტავს, რომ მიუხედავად ყოველდღიური გადასახადისა, მძღოლს დღეში სუფთა მოგება ხელზე 40 ლარი დარჩება, რაც აქამდე არ იყო. „რაც შეეხება დეპოზიტზე შესატან 500 ევროს, ეს არის ჩვენთვის საგარანტიო თანხა, რომ მძღოლი მანქანას გაუფრთხილდება. თანაც მათ ეს თანხა არ ეკარგებათ და შვიდი წლის გასვლის შემდეგ უკან დაუბრუნდებათ. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ტარიფს ჩვენ ვადგენთ. ის სავარაუდოდ მოიმატებს, რადგან ტარიფში ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი როგორც ამორტიზების, ისე სხვადასხვა ხარჯები. ამის მიუხედავად, კონსულტაციები გვაქვს მერიასთან და მას შემდეგ, რაც დედაქალაქში ყველა მანქანა ჩამოვა და ხელშეკრულებები გაფორმდება, ტარიფიც გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ტარიფი მოიმატებს, მაგრამ რამდენით, ჯერ არ ვიცით“– ამბობს დავით ასანიძე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ივლისიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა ძვირდება

აქვე:

მსოფლიოში ნავთობის ფასები შემცირდა

 

საქართველოში საწვავის ფასები გაიზარდა

 

http://www.interpressnews.ge/ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიკერძეობაში ნუ ჩამომართმევთ,მაგრამ ამას სადღაც დეკემბრიდან საკრებულოს სხდომებზე აცხადებდა თინა ხიდაშელი და საპასუხოდ მხოლოდ კატეგორიული უარყოფა და ქილიკი ესმოდა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თანაც მათ ეს თანხა არ ეკარგებათ და შვიდი წლის გასვლის შემდეგ უკან დაუბრუნდებათ

:D :D :D

 

ეს ბიზნესიც დაიპყრეს. მერე ჩვენს მიერ ამ მარშუტკებში გადახდილი ფულით სპეცნაზელებს პრემიებს მისცემენ, რომლებიც ჩვენვე დაგვინგრევენ ცხვირპირს (უკეთეს შემთხვევაში, უარესები ყველამ ვიცით რაც გვემუქრება).

 

ეს 500 ევროც 7 წლის ვადით რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების შესაშძენად გამოადგებათ. გიხაროდენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ივლისიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა ძვირდება

 

„თბილ ლაინი“: მძღოლების 90 პროცენტი თანახმაა, ჩვენი პირობები მიიღოს

 

 

მძღოლებს რას ეკითხებიან და მგზავრების აზრი ჰკიდიათ არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე ვთქვათ მძღოლების 90%ს უნდა ეს აწყობს და ამიტო აკეთებენ

საქართველოს მოსახლეობის 90%ს რო მიშას დედის მო***ნა უნდა მაგაზე რატო არ ფიქრობს თბილ Line

Edited by გიონს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...