Jump to content
Planeta.Ge

ვეკითხები რვიანის მხარდამჭერებს


Recommended Posts

არის ქვეყნები სადაც არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა და მართლაც ჯარიმებია.

აი როგორ უნდა მაიძულონ არჩევნებში მონაწილეობა, არ მესმის რა :) ვთქვათ, იმხელა ჯარიმაა, რომ დამენანება გადახდა, და მივალ. მერე? მაინც არაფერს არ შემოვხაზავ, ცარიელს დავტოვებ. რა შეიცვლება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 119
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

mtidan

ვინც არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას პირდება მოსახლეობას ან პოლიტიკური სიმწიფე აკლია, ან ხალხს აბოლებს ხელისუფლების დაკვეთით. არც რევოლუცია მოხდება, იმიტომ რომ არანაირი რესურსი არ არსებობს საამისოდ.

McLaren

არ მინდა ახლა რვიანის დაცვა გამომივიდეს (მანდედან პატივს მხოლოდ მემარჯვენეებს და რესპუბლიკელებს ვცემ), მაგრამ აბა სხვა რა უნდა ქნან?   კაციტაძე იმიტომ იძახის აქციების წინააღმდეგნი ვართო, იმიტომ რომ იც

SSDK

პლანეტას და პლანეტელებს ჩემი მოკრძალებული სალამი.. დავბრუნდე იქნებ ცოტა ხნით, თუ გახსოვართ ვინმეს   ამ თემით გადავწყვიტე, რადგანაც მაკლარენის არ იყოს, ქართულ პოლიტ სივრცეში, მხოლოდ ახლებს, რესპებს (დ

მინიმუმ ამომრჩეველთა 33 პროცენტს მიიყვანენ, ამას დაუმატე ქრისტ-დეკები, მრეწველები, ედეპე

15 პროცენტს აქაჩავენ,

ასე რომ არჩევნები შედგება

ამიტომ უნდა მივიდეს ხალხი, რომ 2/3 მაინც აღარ ქონდეთ პარლამენტში ნაცებს.

იმ პარტიებმა კი რომლებსაც შანსი არა აქვთ ბარიერის გადალახვის, თავი დაანებონ ზედმეტ ტრაბახს და ერთ ბლოკად გაერთიანდენ.

დემოკრატები დემოკრატებთან, კონსერვატორები კონსერვატორებთან მემარცხენეები მემარცხენეებთან.

იდეურად ხომ არ არიან ეს მიმართულებები განსხვავებული ერთმანეთისგან და გადადონ პირადული უთანხმოება და საარჩევნო სიების გამო და პირველნომრობისთვის ერთმანეთის ჭამას თავი გაანებონ, რომ ერთად გარეთ არ დარჩენ ცალცალკე.

 

აი როგორ უნდა მაიძულონ არჩევნებში მონაწილეობა, არ მესმის რა :) ვთქვათ, იმხელა ჯარიმაა, რომ დამენანება გადახდა, და მივალ. მერე? მაინც არაფერს არ შემოვხაზავ, ცარიელს დავტოვებ. რა შეიცვლება?

ბიულეტენს უვარგისად ჩათვლიან, ან ყველას წინააღმდეგ. სამაგიეროდ შენ ხმას სხვა ვერ მიითვისებს))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიულეტენს უვარგისად ჩათვლიან, ან ყველას წინააღმდეგ. სამაგიეროდ შენ ხმას სხვა ვერ მიითვისებს))

რა ბიულეტენს? ჩემი ცარიელი ბიულეტენი რას შეუშლით? თუ ბიულეტენების ჩაყრა უნდათ სადმე ჩუმად, რა, აღარ ჩაეტევა იმ ყუთში თუ ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ფორუმი იმისთვისაა ვიკამათოთ . ცემეული ხედვა წარმოავდგინე და ის ხიფატები,რასაც რვიანის კონცეფციაში ვხედავ. სამწუხაროდ ყველაფერი დასტურდება .მე კი არ მინდა ,არამედ უკვე ტენდენცია სახეზეა.

რა თქმა უნდა.. უნდა ვიმსჯელოთ.. სწორედ ამიტომაც, ველი რაიმე წინადადებას.. გადასარევია კრიტიკაც.. მართლა, არ ვხუმრობ და არც ცინიკურად ვამბობ.. საჭიროა კრიტიკა, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ რაიმე წინადადებაც მოყვება, თუნდაც გაკრიტიკებული სიტუაციის გამოსასწორებლად..

 

 

მოდით გადავხედოთ შემოთავაზებულ წინადადებებს..

 

ვეფხვი

 

არჩევნების გზით რაიმეს შეცვლის ერთადერთი ვარიანტი არსებობს, ეს არის სახალხოდ არჩევნების პოტესტი და არჩევნებზე არმისვლა!

ანუ უნდა გამოვიდნენ ეს ოპოზიციური პარტიები და თავის მომხრეებს ერთობლივად მოუწოდონ არჩევნების ბოიკოტირება და არჩევნების დღეს არჩევნებზე არმისვლა... და ეს ხალხი არჩევნების დღეს უნდა შეკრიბონ სადმე ცალკე სტადიონზე მაგალითად რამე კონცერტზე ან რამე ღონისძიებაზე... და შეატოვონ ნაცებ მთლიანად ეს არჩევნები... შესაბამისად ყველა დაინახავს რამდენი მივა არჩვნებზე და ვინც მივა ის ავტომატურად გამოდის ნაცების მხარდამჭერი... ვინც კონცერტზე მივა კიდე ის ავტომატურად გამოდის ნაცების მოწინააღმდეგე... მოკლედ თუ საქმე არცევნებამდე მივა საჭიროა ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ ამ არცევნების ბოიკოოტირება! ასე მასიურად ნაცები არცევნებზე მიმსვლელების რაოდენობას ვერ გააყალბებენ!

ოჰ, რა გულუბრყვილო შეიძლება იყოს ადამიანი ხანდახან..

ვეფხვი ბატონო, ქრისდემებს, კოკოს, დავითაიას, ჯონდის და ეგეთებს რას უშვრები ნეტაი? თუ, გინდა თქვა, რომ ეგენიც წამოგყვებიან ბოიკოტზე და უარს იტყვიან ას პროცენტიან მანდატზე? გამოდით ხალხნო ამ გულზე მჯიღების ცემის ეტაპიდან.. 21 საუკუნეა უკვე.. იყო უკვე ეს.. გავიარეთ.. როდესაც ყველამ უარი თქვა და ჯონდი, კოკო, ქრისდემები შეცუნცულდნენ.. ასევე იზავენ ახლაც.. ამიტომ არ ვარგა ეს.. სხვა.. სხვა გზაა საჭირო..

 

mtidan

არსებობს უფრო ეფექტური საშუალება: ვინც არ მივა არჩევნებზე: ჯარიმა 100 ლარი

 

საკმაოდ საინტერესო წინადადებაა და არ იქნება ცუდი საქართველოს ნაირ ქვეყანაში ამის ერთი-ორ არჩევნებზე გამოყენება, მაგრამ ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება ეს და არამგონია გავიდეს, მითმეტეს, რომ ნაციონალებს არ აწყობთ საშინლად..

 

DonCaredo

აი როგორ უნდა მაიძულონ არჩევნებში მონაწილეობა, არ მესმის რა :) ვთქვათ, იმხელა ჯარიმაა, რომ დამენანება გადახდა, და მივალ. მერე? მაინც არაფერს არ შემოვხაზავ, ცარიელს დავტოვებ. რა შეიცვლება?

სხვა ეფექტია მანდ დონ.. ეგ, შენ ხარ ეგეთი, თორემ 90% ვინც მივა ჯარიმის გამო, სწორედ რომ შემოხაზავს.. ქართველი(საქ. მოქალაქე) არჩევნებზე არ მიდის, არა იმიტომ, რომ რაღაც, არამედ, იმ მარტივი მიზეზის გამო, როგორიცაა: სიზარმაცე.. ეზარება.. დიახ, ეზარება, თორემ თუ აიძულე და მიიყვანე ბიულეტენთან, 90% შემოხაზავს მაინც კანდიდატს.. ნუ შენნაირებსაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ 10% არის თქვენი მაქსიმუმი.. ჩემის აზრით, რაღა თქმა უნდა..

 

მოკლედ, მე-5 გვერდი მიიწურა თემის და მხოლოდ ორი წინადადებაა ჯერ.. მათგან ერთი(mtidan) უაზრობაა(უკვე პრაქტიკულად დადასტურებული უაზრობა) და მეორე გამორიცხული ნაციონალების მხრიდან..

 

კიდევ, კიდევ წინადადებები..

 

აი ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ: უსუფა, გამყრელიძე, თუნდაც გუბაზი.. რას მოიმოქმედებდით..

წამოვიდეს იდეები..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

რა თქმა უნდა.. უნდა ვიმსჯელოთ.. სწორედ ამიტომაც, ველი რაიმე წინადადებას.. გადასარევია კრიტიკაც.. მართლა, არ ვხუმრობ და არც ცინიკურად ვამბობ.. საჭიროა კრიტიკა, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ რაიმე წინადადებაც მოყვება, თუნდაც გაკრიტიკებული სიტუაციის გამოსასწორებლად..

 

 

მოდით გადავხედოთ შემოთავაზებულ წინადადებებს..

მკვდრებივით არიან, მე კი, პირადად წავალ არჩევნებე და მივცემ ხმას, ან ერფორუმს ან რესპებს,

მაგრამ მოსახლეობის ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი არ წავა,

 

26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით 8 იანში შემავალ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა გააქტიურებულიყვნენ სამართლებრივი კუთხით,

უამრავი რესურსი იყო ამ მხრივ, მაგრამ არაფერიც არ ქნეს,

ადამიანები კი დაშინებულები არიან, ისინი მხარს დაუჭერენ ისეთ ძალას რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს, მაშინაც კი თუკი ნაცმოძრაობა მოიპოვებს მნიშვნელოვანი რაოდენობის ადგილებს პარლამენტში

 

მერე კაცო, არჩევნების გარდა თემა დაილია საქართველოში?

აი ტუნდაც ხორცი რომ გაძვირდა,

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ საერთოდ დაიკიდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები,

შე დალოცვილო იდეალური საარჩევნო კანონი რომც მიიღო ვინდ დაგიჭერს მხარს, თუკი საერთოდ არ გამოჩნდები პოლიტიკურ არეალზე

 

აი ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ: უსუფა, გამყრელიძე, თუნდაც გუბაზი.. რას მოიმოქმედებდით..

წამოვიდეს იდეები..

26 მაისის მოვლენებზე გავაკეთებდეი დიდ აქცენტს, შევეცდებოდი გამეგო როგორ დაიღუპნენ მომიტინგეები, დავიცავდი დაკავებულთა ინტერესებს,

მოკლედ დაზარალებულებს დავუდგებოდი ადვოკატად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ: უსუფა, გამყრელიძე, თუნდაც გუბაზი.. რას მოიმოქმედებდით..

დავატანდი ტვინს ძალას. მივხვდებოდი, რომ არანაირი შანსი არ მაქვს მოვიგო არჩევნები. იმასაც გავითვალისწინებდი, რომ არანაირი ნდობა არ მაქვს მოსახლეობაში, რომ მოვახდინო რევოლუცია. იმასაც თუ დავუმატებდი, რომ პოლიტიკას თავი რომ გავანებო, არაფრის კეთება არ შემიძლია, მოვიქცეოდი ისე, როგორც ეგენი იქცევიან: შევეკვრებოდი ნაცებს, ვითამაშებდი კონსტრუქციული პროდასავლური ოპოზიციის როლს, დაფინანსებას შევირგებდი და ვიქნებოდი წყნარად. თუ ვინმე რეალური ძალა გამოჩნდებოდა, ვინც ნაცებს დაუპირისპირდება, აუცილებლად დავიცავდი ნაცებს. პრინციპში, მაგას აკეთებენ ისედაც და რაღა რჩევა უნდათ, ვერ გავიგე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

არსებობს უფრო ეფექტური საშუალება: ვინც არ მივა არჩევნებზე: ჯარიმა 100 ლარი. მოწინააღმდეგე ხალხის ლოგიკა ასეთია, მაინც გააყალბებენ და რისთვის წავიდეო. ასეთი 60% მაინც არის.

ეს რა დაწერე საერთოდ ვერ გავიგე... მოწინააღმდეგე ხალხში ვის გულისხმობ? ნაცებს? ხომ იცი მაგენი რა მშვენივრადაც უკეთებენ ორგანიზებას თავიანთ ამომრჩეველს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავატანდი ტვინს ძალას. მივხვდებოდი, რომ არანაირი შანსი არ მაქვს მოვიგო არჩევნები. იმასაც გავითვალისწინებდი, რომ არანაირი ნდობა არ მაქვს მოსახლეობაში, რომ მოვახდინო რევოლუცია. იმასაც თუ დავუმატებდი, რომ პოლიტიკას თავი რომ გავანებო, არაფრის კეთება არ შემიძლია, მოვიქცეოდი ისე, როგორც ეგენი იქცევიან: შევეკვრებოდი ნაცებს, ვითამაშებდი კონსტრუქციული პროდასავლური ოპოზიციის როლს, დაფინანსებას შევირგებდი და ვიქნებოდი წყნარად. თუ ვინმე რეალური ძალა გამოჩნდებოდა, ვინც ნაცებს დაუპირისპირდება, აუცილებლად დავიცავდი ნაცებს. პრინციპში, მაგას აკეთებენ ისედაც და რაღა რჩევა უნდათ, ვერ გავიგე

აპა მაგათ რაღას უბრაზდები? ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რა დაწერე საერთოდ ვერ გავიგე... მოწინააღმდეგე ხალხში ვის გულისხმობ? ნაცებს? ხომ იცი მაგენი რა მშვენივრადაც უკეთებენ ორგანიზებას თავიანთ ამომრჩეველს....

 

 

მე დავწერე: ოპოზიციურად განწყობილი ხალხი არჩევნებზე არ მიდიან. მოწინააღმდეგეში სწორედ ეს ვიგულისხმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

ოჰ, რა გულუბრყვილო შეიძლება იყოს ადამიანი ხანდახან..

ვეფხვი ბატონო, ქრისდემებს, კოკოს, დავითაიას, ჯონდის და ეგეთებს რას უშვრები ნეტაი? თუ, გინდა თქვა, რომ ეგენიც წამოგყვებიან ბოიკოტზე და უარს იტყვიან ას პროცენტიან მანდატზე?

 

გულუბრიყვილო ისაა ვისაც ჰგონია რომ არჩევნებზე მისვლით რამეს შეცვლის...

ქრისდემებს, კოკოს, დავითაიას, ჯონდის და ეგეთებს კიდევ რამე უნდა ვუქნათ ნეტავი? მაგენი რა... ისევ ოპოზიცია ჰგონია ვინმეს? ეგ ხომ უკვე ყველასთვის ნათელია რომ ნაცების სატელიტები არიან... მაგათი რატომ უნდა გვეშინოდეს ნეტავი და საერთოდ რატომ უნდა ვუწევდეთ ანგარიშს? დაე მივიდნენ არჩევნებზე... მაგათ ისდაც არა ჰყავთ დიდპროცენტიანი ამომრჩეველი... მაგათ ისედაც არა აქვთ დიდპეოცენტიანი მაჩვენებლები... მაგათ მოწოდებას ხალხი არ გაჰყვება!

რაღა მაგენი და რაღა ნაცები, ერთ ხმაში მღერიან...

 

გამოდით ხალხნო ამ გულზე მჯიღების ცემის ეტაპიდან.. 21 საუკუნეა უკვე.. იყო უკვე ეს.. გავიარეთ.. როდესაც ყველამ უარი თქვა და ჯონდი, კოკო, ქრისდემები შეცუნცულდნენ.. ასევე იზავენ ახლაც.. ამიტომ არ ვარგა ეს.. სხვა.. სხვა გზაა საჭირო..

როდის იყო ეგ??? რატომ იტყუები??? საქართველოში როდის მომხდარა რომ ხალხს მასობრივი ბოიკოტირება გამოეცხადებინოს არჩევნებისთვის???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

რა თქმა უნდა.. უნდა ვიმსჯელოთ.. სწორედ ამიტომაც, ველი რაიმე წინადადებას.. გადასარევია კრიტიკაც.. მართლა, არ ვხუმრობ და არც ცინიკურად ვამბობ.. საჭიროა კრიტიკა, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ რაიმე წინადადებაც მოყვება, თუნდაც გაკრიტიკებული სიტუაციის გამოსასწორებლად..

 

 

მოდით გადავხედოთ შემოთავაზებულ წინადადებებს..

 

აი ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ: უსუფა, გამყრელიძე, თუნდაც გუბაზი.. რას მოიმოქმედებდით..

წამოვიდეს იდეები..

საქმეც მაგაშია, რომ კონკრეტული სამოქმედო პროგრამა არა აქვთ ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ.

წინა არჩევნები რომ იყო, თუ არ ვცდები თბილისის მერის თუ საკრებულოს.

ერთერთი პარტია კონკრეტული გეგმით რომ გამოდიოდა, ქრისტიან დემოკრატები იყო.

ხელისუფლებასაც თუ აკრიტიკებენ, კონკრეტულად რაღაც საკითხებში, რაზეც ინფორმაცია აქვთ. ამიტომ მათი გამოსვლები თუა, ყოველთვის მწვავე და მიზანშია მორტყმული. მაგრამ რათ გინდა, ამ ქვეყანაში შედეგი არაფერს აქვს. ყველას წაყრუებულის პოზა აქვს დაჭერილი.თან მგონი სხვები მათ მიმართ ზალიან თავს იჭერენ შორს, ალბათ ასლანის ჩრდილის ეშინიათ...

რავი იქნებ სხვებიც არიან კიდო.

ნაცებმაც ტაქტიკა შეცვალეს. ეხლა ისინი თავის პოიარს იმ ვითომ ოპოებით აწარმოებენ, სათამაშოებივით რომ ყავთ პარლამენტში.

თორთლაძე, ის მეორე, დამავიწყდა გვარი, ეროვნულ დემოკრატი როა, ნუ კოკო გამსახურდია კიდო და სხვა კიდო, მათი ტუალეტის ქაღალდებივით რომ არიან მარტო, ნაცების ტრაკების მოსახოცად.

 

მოკლედ იმისთვის რომ რაღაც გამოვიდეს.

ჯერ დაქსაქსული პარტიების გაერთიანებაა საჭირო იდეოლოგიურად.

ადრეც დამიწერია.

დემოკრატები დემოკრატებთან გაერტიანდენ და ერთი დიდი პარტია შექმნან. გააერთიანონ პარტიული ქონება, გაიარონ ახალი რეგისტრაცია ერთი სახელით. და ისე სხვებმაც. კონსერვატორ ნაციონალისტებმა, ერთად მოიყარონ თავი, მემარცხენე სოციალისტებმა ერთად. თან მათ ძლიერი ხერხემალიც ეყოლებათ, ნათელაშვილის ლეიბორისტების სახით.

ეს უნდა იყოს პირველი ეტაპი.

ამის მერე იმუშავონ პროგრამებზე. მინიმუმი, მაქსიმუმი.

და მოემზადონ არჩევნებისთვის.

საამისოდ კი აიღონ რვიანის მაგალითი და ამ საკითხში ითანამშროლონ ერთმანეთთან. რომ ხელისუფლება ერთად აიძულონ არჩევნების გაყალბებაზე უარი თქვას და შესაბამისი გარემოც შექმნას.

რა თქმა უნდა ამისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობაც უნდა იყოს. ზეწოლა ყველა მხარეზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

ერთად არჩევნებისთვის იზრუნონ, მათი ნორმალურად ჩატარებისთვის, ცალცალკე კი თავიანთ პროგრამებზე იმუშაონ და გამოიტანონ გარეთ, გვაჩვენონ კონკრეტული წინადადებები და არა ისე, პენსიას გავხდით 1000$ წყალი უფასო, დენი ნახევარში,მილიონი სამუშაო ადგილი.

კონკრეტულად საიდან იქნება ეს, რა რესურსებით, რა მეთოდიკით,რა ცვლილებებით კანონში, რა ურთიერთობების მოძებნით, რა პოლიტიკური ცვლილებებით შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში და ა.შ.

 

სხვანაირად არაფერი გამოვა.

 

 

 

 

 

 

ეგაა უნდობლობაა მაინც, ასლანის აჩრდილს ვხედავთ მხოლოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა ამისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობაც უნდა იყოს. ზეწოლა ყველა მხარეზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

 

ყველა პარტია, ლეიბორისტების გარდა ეკეკლუცება ამერიკას და ერთმანეთს ეჯიბრებიან ამერიკისთვის თავის მოწონებაში.

ამერიკას კი ჯერჯერობით აწყობს მიშა.

არჩევნები ისევ ისე გაყალბდება, ამერიკელები იტყვიან მცირე დარღვევებზე და წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მეტ დემოკრატიულობაზე.

ეს პარტიები იბრძვიან მეორე ადგილისთვის პარლამენტში. ეგ არის მაგათი პროგრამა მაქსიმუმი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

სხვა ეფექტია მანდ დონ.. ეგ, შენ ხარ ეგეთი, თორემ 90% ვინც მივა ჯარიმის გამო, სწორედ რომ შემოხაზავს.. ქართველი(საქ. მოქალაქე) არჩევნებზე არ მიდის, არა იმიტომ, რომ რაღაც, არამედ, იმ მარტივი მიზეზის გამო, როგორიცაა: სიზარმაცე.. ეზარება.. დიახ, ეზარება, თორემ თუ აიძულე და მიიყვანე ბიულეტენთან, 90% შემოხაზავს მაინც კანდიდატს.. ნუ შენნაირებსაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ 10% არის თქვენი მაქსიმუმი.. ჩემის აზრით, რაღა თქმა უნდა..

ნაცებს უნდათ ერთადერთი რამ... რაც შეიძლებბა ბევრი ხალხი მიიყვანონ არჩევნებზე... არა აქვს მნიშვნელობა ოპოზიციური ხმები იქნება ეს თუ პოზიციური... მთავარია მიმსვლელების რაოდენობა იყოს მაღალი, მერე კი უკვე თვითონ მოახდენენ ხმების მანიპულირებას და რამდენსაც უნდა იმდენ ხმას დაიწერენ თავისთვის... ხალხი რომ მასიურად არ მივა მერე უკვე ხელფეხი ექნებათ შეკრული... ვერაფერსაც ვეღარ გააყალბებენ! ვინც მივა ეგ იქნება სულ ნაცების ხმები და ვეღარც რესპებს და ვეღარც სხვას მაგ ხმებს ვეღარ გაუყოფენ... მარტო თავისთვისაც კი არ ეყოფათ მაგ ხმები ნაცებს და იმიტომ... პლიუს ის რომ მიმსვლელების ქვოტა არ შესდგება და არჩევნები გამოცხადდება ბათიილად... პარალელურად ოპოზიციური ხმები შეიკრიბება სადმე ერთ ადგილას, ვთქვათ სტადიონზე და ყველა დაინახავს პოზიციას უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს თუ ოპოზიციას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა პარტია, ლეიბორისტების გარდა ეკეკლუცება ამერიკას და ერთმანეთს ეჯიბრებიან ამერიკისთვის თავის მოწონებაში.

ამერიკას კი ჯერჯერობით აწყობს მიშა.

არჩევნები ისევ ისე გაყალბდება, ამერიკელები იტყვიან მცირე დარღვევებზე და წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მეტ დემოკრატიულობაზე.

ეს პარტიები იბრძვიან მეორე ადგილისთვის პარლამენტში. ეგ არის მაგათი პროგრამა მაქსიმუმი.

საერთაშორისო მხარდაჭერა თუ არ გაქვს დღეს, ხელისუფლებაში მოსვლასაც აზრი არა აქვს.

ვიღაც უნდა გიჭერდეს მხარს, თუნდაც ჩინეთი იყოს, ამერიკა თუ არ მოგწონს. ისე კი როგორც მინიმუმ უახლოესი რეგიონალური მეზობლების მხარდაჭერა უნდა გქონდეს. ნუ რუსეთი გამორიცხულია, სანამ აფხაზეთში არიან და სამხრეთ ოსეთში, რადგან ისინიც არ ითანამშრომლებენ არავისთან ფაქტია, თუ ეს რეგიონები მათ ოფიციალურად არ დაუთმო.

ამერიკასთანაც საწიროა ამიტომ ძებნა კონტაქტების და ევროპასთანაც. ნდობის მოპოვება, ამას კი მუშაობა უნდა ბევრი და ისრბილი. რასაც ფინასებიც სჭირდება. აი ეს არის ოპოზიციის აქილევსის ქუსლი უკვე. რადგან სერიოზული ბიზნესმენები მათ ვერ დააფინანსებენ ხელისუფლების შიშით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

 

ნაცებს უნდათ ერთადერთი რამ... რაც შეიძლებბა ბევრი ხალხი მიიყვანონ არჩევნებზე... არა აქვს მნიშვნელობა ოპოზიციური ხმები იქნება ეს თუ პოზიციური... მთავარია მიმსვლელების რაოდენობა იყოს მაღალი, მერე კი უკვე თვითონ მოახდენენ ხმების მანიპულირებას და რამდენსაც უნდა იმდენ ხმას დაიწერენ თავისთვის... ხალხი რომ მასიურად არ მივა მერე უკვე ხელფეხი ექნებათ შეკრული... ვერაფერსაც ვეღარ გააყალბებენ! ვინც მივა ეგ იქნება სულ ნაცების ხმები და ვეღარც რესპებს და ვეღარც სხვას მაგ ხმებს ვეღარ გაუყოფენ... მარტო თავისთვისაც კი არ ეყოფათ მაგ ხმები ნაცებს და იმიტომ... პლიუს ის რომ მიმსვლელების ქვოტა არ შესდგება და არჩევნები გამოცხადდება ბათიილად... პარალელურად ოპოზიციური ხმები შეიკრიბება სადმე ერთ ადგილას, ვთქვათ სტადიონზე და ყველა დაინახავს პოზიციას უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს თუ ოპოზიციას!

ეს არის ზალიან უაზრო საღ აზრს მოკლებული პოზიცია.

ნაცები მაშინ უფრო გააყალბებენ, ხალხი რომ არ მივა.

კვოტას ეგენი ნახავენ უეჭველი და მანიპულირებას ხმების დამატებით მაშინ უფრო სეძლებენ.

რომ მივა და ჩააგდებს ხალხი თავის ხმას, აი მაშინ კი ძნელი იქნება იმ ხმის მითვისება.

მერე კი დამატება ხმების თავისთვის ან იმათთვის ვის გაყვანასაც მოისურვებენ საჩვენებლად უბრალოდ.

გარდა ამისა არის ეგზიტპოლებიც.

რომელსაც ხალხის ნაკლებობის შემტხვევაშიც თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ,რადგან მათი მომხრეები იქნება ზირიტადად მისული. ხალხის სიმრავლის დროს კი საერთო განწყობას ვერ დამალავენ.

და სწორედ ეგზიტპოლები გახდება გაყალბების სემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციების მიზეზი, რაც შეიძლება უკვე მათთვის კრახით დამთავრდეს.

ასე რომ მიუსვლელობა არანაირად არ სეიძლება.

არასდროს მივსულვარ მეც არჩევნებზე, ეხლა კი უნდა მივიდე. მე ერთი ვარ და არ ვწყვეტ არაფერს, აქ მიუღებელია. ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ასე ფიქრობს ათასობიტ ამომრჩეველი და არ მიხვალ შენ, არ მივა სხვა და უსამაღთლობა ეგ აღარ იქნება.

სააკაშვილმა მოიგო წინა არჩევნები იმიტომ, რომ გაყალბება კი არ იყო, ხალხი არ მივიდა. და ვინც მივიდა ძირითადი მასა, სახელისუფლებო რესურსი იყო.

ეს ხომ ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ?

ჰო და ეხლა ასე ფიქრი არ მივალო, დანაშაულია უბრალოდ.

უნდა ადგე და წახვიდე, იცოდე, რომ შენი ერთი ხმა წყვეტს იქ საქმეს და არა სხვისი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...