Jump to content
Planeta.Ge

კვირის პალიტრაში საგადასახადო შევიდა


Recommended Posts

18:49 07-06-2011

შემოსავლების სამსახურმა "მედიაპალიტრის" სტრუქტურებში დღეს არაგეგმური შემოწმება დაიწყო .

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იტყობინება, "მედიაპლიტრის" ექვს სტრუქტურაში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმება ერთდროულად დაიწყო.

ამ დროისთვის მიმდინარეობს პრესის გავრცელების სამსახურის, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის, ქაღალდის საწყობის, სტამბის, წიგნების მაღაზიათა ქსელის და სხვა სტრუქტურების საწყობების დალუქვა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/171083-qmediapalitrisq-struqturebshi-shemosavlebis-samsakhuri-shevida.html

 

პ.ს. დიქტატურას სალამი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

newstudio

დიქტატურას სალამი

შემოვა აქ ერთი კაცი და გეტყვის:

რა შუაშია დიქტატურა?

თქვენი შიშით მთავრობამ ვერავინ ვერ შეამოწმოს?

ამით რამე კანონი დაირღვა?

და ა.შ. :D

 

 

 

რავა დიქტატურა გელანდებათ ყველგან ამ ოპოებს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია შემოსავლების სამსახურის მიერ "მედიაპალიტრაში" არაგეგმური შემოწმების დაწყებას გამოეხმაურა და ამ ფაქტს შემაშფოთებელი უწოდა.

"არ მინდა იმის დაჯერება, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს დამოუკიდებელ მედია-საშუალება "პალიტრაზე", თუმცა, ამ ხელისუფლების პირობებში გამორიცხული არაფერია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ რადიო "პალიტრის" ეთერით, გადაცემაში "რეზიუმე".

მისივე თქმით, მისთვის ეს არის ახალი ინფორმაცია და დაელოდება შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისა და მედია სახლის ხელმძღვანელობის განცხადებებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამსახურის მიერ "მედიაპალიტრაში" არაგეგმური შემოწმების დაწყება მოულოდნელი არ ყოფილა , - ამის შესახებ ჟურნალისტმა რადიო "პალიტრის" ეთერით, გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

მისი განმარტებით, მსგავსი დარტყმის ქვეშ არის ყველა მედია საშუალება, რომელიც ისეთ ალტერნატიულ ინფორმაციას ავრცელებს, რაც ხელისუფლებისთვის მოსაწონი არ არის.

როგორც ანთაძემ აღნიშნა, პრობლემა ის კი არ არის, რომ შემოსავლების სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს, პრობლემაა, რამდენად ობიექტურად ამოწმებს. "ამგვარი ნაბიჯები ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რაც ხშირ შემთხვევაში კითხვის ნიშნებს აჩენს", - დასძინა მან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ამ დროისთვის მიმდინარეობს პრესის გავრცელების სამსახურის, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის, ქაღალდის საწყობის, სტამბის, წიგნების მაღაზიათა ქსელის და სხვა სტრუქტურების საწყობების დალუქვა.

 

პ.ს. დიქტატურას სალამი

ერთი ამაში გამარკვიეთ, შემოწმება დალუქვას ნისნავს ავტოამტიურად?

 

ხომ შეიძლება რამე ისე შემოწმდეს რომ არ დაილუქოს და მუშობაში ხელი არ შეესალოს?

ეს დალუქვა თუ პირდაპირი მნიშვნელობით ხდება და პალიტრა არ უჩვლებს ამათ, არ ვიცი მაშინ რა.

საქართველოში წააგებენ, მაგრამ შტრასბურგში მოიგებენ და დაკარგული შემოსავლის, სახელის შელახვის და მორალური დანაკარგის ანაზღაურება მოხდება აუცილებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, "მედიაპალიტრაში", 6 სხვადასხვა შპს-ში გეგმიური საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობს და მათ ფუნქციონირებას პრობლემები არ შეექმნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ნუგზარ წულუკიძემ განუცხადა, "მედიაპალიტრაში" გეგმიური შემოწმება ხდება, დღეს კი წინმსწრები პროცედურა მიმდინარეობს, რაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას გულისხმობს.

მისი თქმით, "მედიაპალიტრის" საწყობები არ დალუქულა და არც მათი ფუნქციონირება შეფერხდება. "პროცესი არ შეგვიფერხებია, როდესაც ობიექტმა დაასრულა ფუნქციონირება, მაშინ დაიკეტა. ეს პროცედურა არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ ვინმეს ხელი შევუშალოთ. პირიქით, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის", – განაცხადა წულუკიძემ. თუმცა, "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, რომ გამომცემლობა "პალიტრა L", ქაღალდის და სტამბის საწყობები ამ დროისთვის დალუქულია.

 

ნუგზარ წულუკიძის განმარტებით კი, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შემოწმება – ინვენტარიზაცია, წინასწარ შეტყობინებას არ ითვალისწინებს. "რაც შეეხება დოკუმენტურ რევიზიას, ამის შესახებ შეტყობინება უკვე გაკეთებულია და ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ყველგან. ზოგადად, მიმდინარეობს შემოწმებები და არა მხოლოდ "მედიაპალიტრის" შემთხვევაში", – დასძინა წულუკიძემ, რომლის მტკიცებითვე, "მედიაპალიტრის" ნებისმიერ საწყობს მაშინვე მიეცემა მუშაობის საშუალება, როგორც კი ამის სურვილი ექნებათ.

"ეს არ არის დალუქვა", – ხაზგასმით აცხადებს წულუკიძე და განმარტავს, რომ საწყობები დროებით დაიხურა იმ წუთამდე, რა დრომდეც მისი ფუნქციონირება იქნება საჭირო.

რამდენიმე წუთის წინ ნუგზარ წულუკიძე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთ-ერთ საწყობთანაც მივიდა, სადაც განაცხადა, რომ რაც ამ ტერიტორიაზე ხდება, არის მარტივი პროცედურა. მისი განმარტებით, "ბუღალტრული მონაცემები უნდა შედარდეს არსებულ ნაშთს და ახლა სწორედ ეს პროცედურა მიმდინარეობს". მისივე მტკიცებით, დაკეტილი ობიექტები უახლოეს მომავალში გაიღება. როგორც წულუკიძე აცხადებს, ეს არის გეგმური შემოწმება. მისი თქმით, როგორც კი წარმოდგენილი იქნება ბუღალტრული ნაშთი, ნაშთის მონაცემები, ობიექტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა დღეს "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში არაგეგმური შემოწმება ერთდროულად დაიწყო. ამ დროისთვის დალუქულია წიგნების გამომცემლობების, სტამბების და პოლიგრაფიული მასალების საწყობები.

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/171095-shemosavlebis-samsakhuris-mtkicebith-qmediapalitrisq-funqcionireba-ar-sheferkhdeba.html

 

დაველოდოთ მვლენათა განვითარებას...

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ პალიტრის მფლობელსოდნავ თუ ესმის ეს ამბე უნდა უჩივლოს.

ასიანი დაბრდრვნიან ამათ შსტრასბურგიდან. ნახონ ამ ნაბიჭვრებმა რას ნისნავს ასეთი დალუქვები მერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ქართული პარტია" პროტესტს გამოთქვამს შემოსავლების სამსახურის მიერ "მედიაპალიტრის" სტრუქტურებში არაგეგმიური შემოწმების გამო .

"სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან მიდის სრულიად გააზრებული შეტევა თავისუფალი და გავლენიანი მედიის ერთ-ერთ უკანასკნელ წარმომადგენელზე, რომლის მიზანი ცალსახაა - დაიქვემდებარონ ან გაანადგურონ", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს არის რეჟიმის რეაქცია მაისის აქციების დროს მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებაზე.

"ეს არის რეჟიმის პასუხი კონსტრუქციულ და საერთაშორისო ზეწოლაზე. "ქართული პარტია" გმობს აღნიშნულ ქმედებას და მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს თავისუფალი მედიის დევნა", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

babuagiorgi

ამ პალიტრის მფლობელსოდნავ თუ ესმის ეს ამბე უნდა უჩივლოს.

ასიანი დაბრდრვნიან ამათ შსტრასბურგიდან. ნახონ ამ ნაბიჭვრებმა რას ნისნავს ასეთი დალუქვები მერე.

ჯერ გაუგებარი სიტუაციაა... ვნახოთ რა მოხდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები "მედიაპალიტრის" ერთ-ერთ სტამბაში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სტამბის ხელმძღვანელმა დავით ბეგიაშვილმა განუცხადა .

 

მისი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები სტამბაში დღეს, დილით ორი ბრძანებით მივიდნენ. ბრძანებები ითვალისწინებს ინვენტარიზაციის განხორციელებას სტამბაში და საკონტროლო შესყიდვას. თუმცა, საკონტროლო შესყიდვის განხორციელებაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უარი თქვეს, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ სტამბა საბანკო გადარიცხვების მეშვეობით მუშაობს და საკონტროლო შესყიდვის განხორციელება საჭიროდ აღარ ჩათვალეს.

დავით ბეგიაშვილის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებები ითვალისწინებს შემოწმებას 2005 წლის 1-ელი იანვრიდან 2011 წლის მაისამდე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მათ სტამბაში არაფერი დაულუქავთ, თუმცა, დალუქულია მხოლოდ ქაღალდის საწყობი. ბეგიაშვილი ასევე ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული აქვს პირობა, რომ ქაღალდის საწყობი ხვალ დილისთვის გაიხსნება. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ღამის განმავლობაში აწარმოებენ როგორც შემოსული, ასევე გასული პროდუქციის აღრიცხვას.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა დღეს, "მედიაპალიტრის" 6 სხვადასხვა შპს-ში არაგეგმიური შემოწმება ერთდროულად დაიწყო. ამ დროისთვის დალუქულია "პალიტრა L", სტამბების და პოლიგრაფიული მასალების საწყობები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

22:40 07-06-2011

"პირობას გაძლევთ, რომ "პალიტრას" უკვე აღარ დაგითმობთ", - ამ სიტყვებით მიმართა ხელისუფლებას რადიო "პალიტრის" ეთერით საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ინგა გრიგოლიამ .

 

მან მოუწოდა ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეეშვას "მედია პალიტრას" და თავი დაანებოს თავისუფალ მედიაზე ზეწოლას. "მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას: გეყოთ ტელევიზიებში შეჭრა! გეყოთ "იბერიაში", ტელეკომპანია "იმედში" შეჭრა! პირობას გაძლევთ, რომ "პალიტრას" უკვე აღარ დაგითმობთ!", _ დასძინა გრიგოლიამ.

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა "მედია პალიტრის" სტრუქტურებში შემოსავლების სამსახურის დაუგეგმავი შემოწმების გამო. გრიგოლია დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ფაქტი "პალიტრის" მიერ 26 მაისის მოვლენების ობიექტურ გაშუქებას უკავშირდება.

 

"ყველა ადამიანი ობიექტურ ინფორმაციას მხოლოდ "პალიტრა ტვ"-დან და "მაესტროდან" იღებდა. ეს შემოწმება არ შეიძლება იყოს რიგითი და შემთხვევითი. მე ამ ფაქტმა ის დრო გამახსენა, როდესაც სააკაშვილი და მისი "ნაციონალური მოძრაობა" მიტინგებს უმართავდა შევარდნაძეს, როდესაც მაშინდელი საგადასახადო პოლიცია შემოსავლების შემოწმების მიზნით "რუსთავი 2"-ში შევიდა. როგორი საპროტესტო გამოსვლები მოყვა ამას!", _ დასძინა გრიგოლიამ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

22:40 07-06-2011

"პირობას გაძლევთ, რომ "პალიტრას" უკვე აღარ დაგითმობთ", - ამ სიტყვებით მიმართა ხელისუფლებას რადიო "პალიტრის" ეთერით საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ინგა გრიგოლიამ .

 

 

:givi: აუ მთელია დღეა ცუდ ხასაითზე ავრ და ამან მაგრად გამახალისა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

ყველგან ლუქავენ, ყოველშEმთხვევაში მე ამჟამად სადაც ვიმყოფები, გერმანიაში ეგრეა :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ყველგან ლუქავენ, ყოველშEმთხვევაში მე ამჟამად სადაც ვიმყოფები, გერმანიაში ეგრეა :)

კი, მასეა და რა აურზაური ატეხეს. ვერაფერსვერ ნახავენ დაღვევას და წავლენ. ქინება დარღვევა დაშესაბამისად დააჯარიმებენ. ეგაადა ეგ. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...