Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მიხედავად იმისა, რომ ეს დეფინიცია ქალქის ცენტრალურუბნელების მიერ მოგონილია და ერთგვარ სეგრეგაციულ ხასიათს ატარებს, მაინც მინდა ვიხმარო. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ არც ერთი ტერმინი არ გამოხატავს უკეთ იმას თუ რაც ხდება "აგვისტოს 5 დღის" თბილისური პრემიერის გარშემო.

 

 

 

მოდით ვცადოთ ავხსნათ თუ რა არის სიქაჯე და ვინაა ქაჯი.

 

 

 

ეს არის ადამიანის ერთ–ერთი მდგომარეობათაგანი, რომელიც განპირობებულია საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსით. დავუშვათ გულის სიღრმეში მე ვიცი, რომ არა ვარ იმ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი რომლისკენაც მივლტვი. მაგ, არა ვარ ცენტრალურუბნელი, არ მაქვს "ქალაქური" პრონონსი, ჩემი მშობლები დაბალი სოციალური წრიდან იყვნენ. იმის ნაცვლად რომ ეს ფეხებზე დავიკიდო და ჩემი საქმე ვაკეთო –– ზემოაღნიშნულს განვიცდი და ვცდილობ როგორმე შევძვრე "ელიტაში". არა ვარ პროფი ჩემი საქმისა ამიტომ ამას ინტრიგებითა და ათასი მამაძაღლობით ვჩალიჩობ. ჩემი იარაღი მლიქვნელობაცაა. მოკლედ გააფთრებით ვიბრძვი ადგილის დასამკვიდრებლად. რა თქმა უნდა მე არა მაქვს თვითირონიის გრძნობა. არ შემიძლია განყენებულად შევხედო საკუთარ თავს და მოვლენებს ჩემს გარშემო. თან მეშინია, რომ ვიღაცეები უცხოდ ჩამთვლიან. უნიჭო ვარ და გემოვნება მღალატობს. მრავალწლიანმა პადხალიმაჟმა პროფესიონალ კონფორმისტად მაქცია. უსიტყვოდ ვგრძნობ კონიუნქტურას და უკვე წინასწარ ვიცი რა მოვლენაზე რა უნდა ვთქვა, თუმცა ხშირად არ ვიცი რა არის ამ მოვლენის არსი. მძულს ის ხალხი, რომელთან ერთადაც გავიზარდე, რომლებსაც სულ სხვანაირი ვახსოვარ. მე ვცდილობ არც კი ვიფიქრო ისეთ რაღაცეებზე რაც ჩემში სინდისის ქეჯნას იწვევს. მოკლედ მე არ ვფიქრობ, არ განვიცდი, არ ვტირი და არ ვმძვინვარებ. ასე განსაჯეთ არც ვიცინი. მე მხოლოდ "დერზკათ" ვიღიმი და ხანდახან ვხითხითებ. მე მივსრიალებ ცხოვრების ტალღის თხემზე უდარდელი სერფერივით. მე უტიფრად ვჩნდები კამერების ობიექტივში და არ ვწითლდები როცა მწერალს, მომღერალს რეჟისორს დიზაინერს ან ბიზნესმენს მიწოდებენ. მე ხომ სტარი ვარ... სელებრითი... ერთი სიტყვით მე ვარ ქაჯი!

 

 

 

ეს თქვენ იყავით, ჩემო ძვირფასო ქაჯო მეგობრებო, დღეს რუსთაველის გამზირზე. თქვენ იქ შიშმა მიგიყვანათ. შიშმა, რომელიც სულ თან დაგყვებათ სადაც არ უნდა იყოთ – გინდ საზეიმო წვეულებაზე და გინდ საკუთარ ლოგინში. შიშმა იმისა, რომ ყველამ იცის თქვენი სიქაჯის ამბავი, რომ ეს სახეზე აგწერიათ, რომ ეს თქვენს თითოეულ უვიცურ კომენტარში გამოსჭვივის. მე ყველას გიცნობთ. ისიც მახსოვს საიდან მოდიხართ და იმასაც ვხედავ სად აღმოჩნდით. არ ვმორალისტობ. არ მოგიწოდებთ დაფიქრდეთ იმაზე, რომ 10 დღის წინ იქ სადაც წითელი ხალიჩაა ხალხი დახოცეს. ვიცი, რომ ასეთი მოწოდებების უფლება არც მე და არც ბევრ ჩემს თანამემამულეს არ დაგვიმსახურებია. მაგრამ იმას მაინც გეტყვით რომ ქაჯები ხართ! ზნეობრივი გვერდზე გავწიოთ და რაც დღეს გააკეთეთ ძალიან ქაჯურად ქენით!!!!

 

++++++++++++++++1 :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაახლოებით ასეთი რაღაც მეც დავწერე :givi:

შერნო სტოუნის ჩამოსვლა, ეს ფილმი და ატეხილი მარაზმი არის ავადამყოფობა,

რათქმა უნდა ამ სირცხვილისთვის ბოლომდე არ მიყურებია კი არა ძალიან ცოტა ხანი ვუყურე,

ფურთხიც მენანება თქვენთვის, ზიზღიც არაა უკვე,

ეს სულ სხვა გრძნობაა, არ ვიცი რა დავარქვა,

ერთი სურვილი მაქვს რომ დავიკიდო ბოლომდე და აღარ მოვახდინო არანაირი იდენტიფიცირება ამ ხალხთან :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაახლოებით ასეთი რაღაც მეც დავწერე :givi:

შერნო სტოუნის ჩამოსვლა, ეს ფილმი და ატეხილი მარაზმი არის ავადამყოფობა,

რათქმა უნდა ამ სირცხვილისთვის ბოლომდე არ მიყურებია კი არა ძალიან ცოტა ხანი ვუყურე,

ფურთხიც მენანება თქვენთვის, ზიზღიც არაა უკვე,

ეს სულ სხვა გრძნობაა, არ ვიცი რა დავარქვა,

ერთი სურვილი მაქვს რომ დავიკიდო ბოლომდე და აღარ მოვახდინო არანაირი იდენტიფიცირება ამ ხალხთან :user:

აი ორ შვილს ვფიცავარ იმათი კივილები რომ მესმოდა, ნეტა იქ ვიყო ლიმონკები მქონდეს და შემაგდებინა იმ ხალხშითქო ვფიქრობდი..

და მერე ვინც მათ იტირებს კიდო მათი დედაც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, პირველ რიგში ქაჯი თავად შალვაა. ვიცნობდი ერთ დროს - 105-ში რომ მუშაობდა - და მიტომ ვამბობ. თუმცა, უნდა ვაღიარო რომ ნიჭიერი ქაჯია, სხვა, უნიჭო ქაჯებისგან განსხვავებით, მაგ. ისეთებისგან როგორიცაა იმედისა და ერორის, ასევე სხვა ერორების თითქმის მთელი ჟურნალისტური სასტავი, ბევრი ე.წ. ექსპერტი, მთელი შოუ ბიზნესი და ა.შ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა მე რომ ვთქვა, რომ ისინიც მკიდია, ვინც იქ იყვნენ, და შალვაც მაგრა მკიდია, იმიტომ რომ იმათზე ნაკლები ქაჯი არც ეგ მგონია, ძაან ორიგინალური ვიქნები? :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ერთი სურვილი მაქვს რომ დავიკიდო ბოლომდე და აღარ მოვახდინო არანაირი იდენტიფიცირება ამ ხალხთან

მიხვედ უკვე მაგ დასკვნამდე?

 

 

ეს დედააფეთქებული შერონი რაღა რომ დაბერდა მაშინ ჩამოეთრია საქართველოში? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ორ შვილს ვფიცავარ იმათი კივილები რომ მესმოდა, ნეტა იქ ვიყო ლიმონკები მქონდეს და შემაგდებინა იმ ხალხშითქო ვფიქრობდი..

და მერე ვინც მათ იტირებს კიდო მათი დედაც...

ასე 10 წუთი რომ მეყურებინა იგივე აზრი დამებადებო, ამიტომ მოვშორდი ერორებს,

თუკი მაგათნაირი არა ხარ, გაგაგიჟებენ რა,

 

ჰე, ჰე, ისე შენ წარმოიდგინე ეხლა ნანუკა ჟორჟოლიანის ფიქრები რაააა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, პირველ რიგში ქაჯი თავად შალვაა. ვიცნობდი ერთ დროს - 105-ში რომ მუშაობდა - და მიტომ ვამბობ. თუმცა, უნდა ვაღიარო რომ ნიჭიერი ქაჯია, სხვა, უნიჭო ქაჯებისგან განსხვავებით, მაგ. ისეთებისგან როგორიცაა იმედისა და ერორის, ასევე სხვა ერორების თითქმის მთელი ჟურნალისტური სასტავი, ბევრი ე.წ. ექსპერტი, მთელი შოუ ბიზნესი და ა.შ.

არ ვიცი, შენ ეტყობა შენებური კრიტერიუმი გაქვს რის მიხედვითაც ადგენ ქაჯს და არაქაჯს, მაგრამ თუკი ადამიანს შესწევს უნარი ასე გაასაგებად ახსნას ქაჯის რაიობა, ეჭვი მეპარება რომ ის ქაჯი იყოს,

შესაძლოა შენ სულ სხვა სახის ურაყოფითი თვისებები შენიშნე მასში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი ადამიანს შესწევს უნარი ასე გაასაგებად ახსნას ქაჯის რაიობა, ეჭვი მეპარება რომ ის ქაჯი იყოს,

ეგ აშარაშკა 2003 ან 2004-ში რომ ჩამოსულიყო, აი, სანამ შალვას დაიჭერდნენ, ეგეც მაგ წითელ ხალიჩასთან იქნებოდა.

10 დღის წინ იქ სადაც წითელი ხალიჩაა ხალხი დახოცეს

შალვაჯან, მაგაში შენ უდიდესი წვლილი მიგიძღვის და რომ გიხმარეს და გადაგაგდეს, ეხლა გახდი "სპრავედლივი, კაი ტიპი" ხო? შენ ერთერთი მათგანი ხარ. და ნე პიზდი რადი ბოგა რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

შალვაჯან, მაგაში შენ უდიდესი წვლილი მიგიძღვის და რომ გიხმარეს და გადაგაგდეს, ეხლა გახდი "სპრავედლივი, კაი ტიპი" ხო? შენ ერთერთი მათგანი ხარ. და ნე პიზდი რადი ბოგა რა

რააადიო ააასხუუთიიი... :givi:

 

:yes: :yes: :yes: :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

დეფინიცია

სეგრეგაციულ

განპირობებულია

ქალაქური" პრონონსი

მლიქვნელობა

დასამკვიდრებლად

კონფორმისტად

კონიუნქტურას

თხემზე უდარდელი სერფერივით

 

 

ეს მიმართვა თუ თავისმოწონება არაა და ქაჯებს ეკუთვნის, მაშინ უფრო მარტივი სიტყვალექსიკით და მარტივი პირდაპირი სტილით რომ დაეწერა აჯობებდა, მასე შეიძლება ვერც ვერაფერს მიხვდნენ ქაჯები და ვისთვისაა მაშ ეს წერილი? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

ტრაქში პეროიან ქაჯებზეა, ასე რომ მათ ეს ტერმინები კარგად ესმით :givi:

ჟოაო თუ გაგიგია, ნაცმოძრაობის აპოლოგეტია, საკმაოდ ნაკითხი მაგრამ ზუსტად ისეთი როგორიც შალვას უწერია :givi:

 

რატომ გგონიათ რომ ნაკითხი ადამიანი არ შეიძლება იყოს ქაჯი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...