Jump to content
Planeta.Ge

თვითმხილველი დარბევიდან


Recommended Posts

 

ემის სათაური:

შემოღამება მთაწმინდაზე

არასტუმართმოყვარე რუსთაველს სიყვარულით ბათუმიდან

 

ბოდიში ყველას, აღელვებული ვიყავი და უცენზურობის გამო ბანი მაქვს.

 

არ ვიცი რითი დავიწყო, აწმყოთი , წარსულით თუ მომავლით?

აწმყო:

ჩემს აწმყოს თავში ერთი აზრი უტრიალებს სად წავიდე ქვეყნის ფარგლებს გარეთ? რატომ? არა არა შიში არა უფრო ზიზღი, ზიზღი რაც ისე მაღიზიანებს რომ სანდასუფთავების ფორმის დანახვაზეც გული მერევა.ფსიქიკურად აშლილი ვარ.

შიში? შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო ამბობს რუსთაველი..... ოჰ რუსთაველი არ გამახსენო, ასეთი არასტუმართმოყვარე რუსთაველი მე არ მინახავს....

კარი გამიღე კარი გამიღე 1 კაცი ვარ ვეუბნები, ვიღაც შავგრემან კაცი სომხურ -ქართულად მპასუხობს ცადი თორემ პოლიციას ვეტქვი....

რა იყო მანამდე???

მანამდე იყო აზიზეს მეჩეთი, შიში იმისა რომ ჩვენი ქვეყანა სელჩუკებს მიყიდეს, მე რიგითი აჭარელი ამის წინაღმდეგი ვარ და ზოგიერთი თბილისელი მეუბნება რომ რა მოხდა მერეო, მე აჭარელს?? არა არ მეცინება, მეტირება.

რატომ ჩავერთე მიტინგებში?? იმიტომ რომ არ მინდა ჩემი ქვეყანა, კერძოდ ჩემი კუთხე თურქებმა იხმარონ (უიმისოდ) , არ მინდა რომ ძველი ბათუმივით ყველა უბანში ისინი იყვნენ, გარყვნან ახალგაზრდა გოგონები, არ მინდა რომ სულთანი აზიზეს დიდების მემორიალი დადგან შუა ბათუმში, კახელებო თქვენ გინდათ რომ შაჰ-აბასისი ძეგლი იდგას თელავში?? ხოდა გამიგეთ.

ამ ყველაფერის თავი და ტავი არის უსუსური და უპასუხიმსგებლო ხელისუფალი, უზურპირებული სასამართლო, მედია, ბიზნესი, დაკარგული ტერიტორიები, უმუშევრობის მაღალი დონე, არა მოვრჩE თორემ მიტინგი გამომდის….

რატომ ბურჯანაძე? მანდ თუნდაც ღობეგლეჯიაშვილი ყოფილიყო, მაინც ჩავერთვებოდი, ვერ დაველოდები 2013 წელს(მით უმეტეს რომ არის ხმები მერე პრემიერობაზე) ენა-მამული-სარწმუნოება, ამ პრინციპებს ვკარგავთ. ჩემი კუთხე ამ ტემპით 5 წელიწადში იქნება თურქული ქალაქი დიდი თურქული დიასპორით.

მერაბიშვილს თუ ჰქონდა კადრები და ჩანაწერები გადატრიალებაზე რატომ არ გამოაქვეყნა ჩვენი გაჟლეტა უნდოდა??? ეჩვენებინა და არ წამოვიდოდი, მე არ მინდა სამოქალაქო ომი და ასე შემდეგ, ვანო დამნაშავე ხარ !

მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი და მითუმეტეს ბურჯანაძესი, ჩევ გვაქვს გეგმა ჩვენ გვაქვს გეგმა, სად ჯანდაბაშია თქვენი გეგმა დაწყდა ხალხი !!!

ცისკარას ზღაპარი გახსოვსთ??? 12 საათი ვიყავი გზაში, არა ბატონებო ტბილისი ნიუიორკი არ მიფრენია, ეს ბათუმი-თბილისი დაფარვის დროა. გზაში მასიური გაჩEრებები და მანქანების ჩAმორთმევები. თქვენ წარმოიდგინეთ გზაში ძალიან ცოტა მანქანა მოძრაობდა, ასე როგორ დააშინეს საქართველო, იმდენად ცოტა მანქანა რომ თავი სოფელში მეგონა და არა საქართველოს ცენტრალურ გზაზე.ლანჩხუთში მივუხვიეთ სადღაც სოფელში ფარული გზებით, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანს გადაადგილების უფლება ასე შეელახოს გინახავთ??? 2007 წელი მახსოვს ე.წ. "შედუღებული დუპლის ლურსმნები რო დაგვიყარეს" ეხლა ესე არ იყო, ეხლა პირდაპირ დამბაჩა ჩაუდეს ყველას პირში და მორჩა.

 

ეხლა ისევ წარსული, შუაღამეა, გაწვიმდა საშინლად, თითქოს ბუნებაც ტიროდა იმ საშინელების წინათგრძნობა ჰქონდა რომელიც ჩვენ ვიგრძენით, გამოდის ალყაში ვართ?? გამოდის ალყაში ვართ?? კი, არსად გზა, ჩAკეტილია ყველაფერი, უნდა გაგვჟლიტონ და რატომ რატომ??? 2003 წელს ხომ არ გაგვჟლიტეს და გადააბარეს ხელისუფლება იმ ტირანებმა, ვითომ მიშა იმაზე უარესია???

მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს ავყვირდი მე, პანიკამ მოიცვა რუსთაველი.

ფორმალობისათვის მოვიდა მერიის წარმომადგენელი და მანქანაში ჩამჯდარი არ იყო რო ატყდა საშინელი ხმა (სპეც აუდიო ხმა რომ ჰკივის) მოდიან მოდიან, ყველა მხრიდან დაიწყო შემოსვლა, ჯერ ჯერობით ვიღებ კადრებს, იარაღის სროლაზე და კვამლზე ბიჭებმა დროშის ტარების ძებნა და იწყეს მაგრამ აღარ იყო, ხალხი ერთმანეთს ეზილებოდა, ადგილი არ დაგვიტოვეს, ბახტრიონის ააღება გამახსენდა, ყველა მხრიდან მოდიან , პირდაპირ სროლით, წყლის ჭავლი მიახლოვდება, ისმის ღრიალი, კივილი, არ ვიცი ენით აუწერელი ამბავი

ჩემს წინ ბოლოს ვხედავ ( კადრებშიც ჩანს) მურმან დუმბაძეს ( ჩვენი თაობის მემედ აბაშიზეა ეს კაცი ასე ვიტყოდი) ნუ გეშინიათ ნუ Gეშინიათ ყვირის მურმან დუმბაძე, უკვე თვალები ამეწვა, ხრჩობა დავიწყე, ცუდად ვხედავ მასაm სცენის უკან აღმომაჩინა, ვაიმე ფეხი იღრიალა ვიღაცამ, მე მგონი იმ კაცს გადაუარეთ, არ მახსოვს, უკვე გვჭ####ტენ, სცენი უკან ანუ პარლამენტის პირდაპირ რაღაც შემოღობილია, აშენებენ იქით, იმ შემოღობილის ღობე გატყდა, პატარა ადგილი გატყდა, როგორ ავღმოჩნი იმ პატარა ადგილთან არ ვიცი, ღმერთმა გადმომხედა და გავძვერი, ფაქტიურად ავღმოჩნდი ომის მიღმა თუმცა ტბორში , უკან მომკვა და წინაც იკო სადღაც 30 კაცამდე გავბივართ და ვაწყდებით ამ მაღალ ღობეს, გასასვლელი არ არის გასასვლელი არ არის, ერთი მიხედვა მივიხედე უკან, ქაშუეთი ბოლშია, პარლამენტიც, ბაში აჩუკი გამახსენდა რატომღაც.

ამ შემოღობილის ერთი მხარე ადგებოდა სახლებს თუ შენობებს, ვიღაცამ თეატრიაო, მე რ ვიცი სიმართლე გითხრათ კარგად თბილისი. ამ სახლებზე ასასვლელი არ არის დავიწყეთ ვენახებზე აძრომა, ზოგი აძრომის დროს ჩავარდა და იბღავლა, ავედით რაღაც შენობის უკანა მხარეს ავღმოჩდით როგორც ჩანს, იმიტომ რომ მარტო კიბეა ასასვლელი სადღაც 3 სართული და სახურავზე ხარ, სხვა გზა არ არის, აქედან კარგად ჩანს ქაშუეთი და პატარა ნაწილი რუსთაველის, ღობეს "რობოტები" მოადგენ და შემოვიდენ, ვინც ღოებში დაიჭირეს ყველა ცემეს 5 ერთ კაცს ურტყამს, ხელი გაუშვით დაიყვირა ვიღაცამ, ვაიმე ესენი ბოლომდე მოდიან ბიჯო ვუთხარი ჩმეს გარშემო სრულიად უცხო ხალხს, ვაიმე მოკვლას გვიპირებენ ჩქარა "კრიშაზე" ყველამ დავიწყეთ ტემპში "კრიშაზე" ასვლის ოპერაცია, სადღაც მეორე სართულზე ერთი კარი დამხვდა კიბის ქვეს, იმ კარს მივადექი, ჭუჭრუნაში შუქი ენთო და კაცი დავინახე, შუა ხნის, კარი გამიღე მეთქი მარტო ვარ მარა ეჰ, გაოგნებული გამოვბრუნდი,მოგვდევენ მოგვდევენ, "რობოტები" ჩვენსკენ დაიძრნენ, აშკარად ვერ დაგვეწეოდენ, გაუჩირდებოდათ გადაადგილება, ავასწარით ნაწილმა სახურავზე, ნაწილი დაიჭირეს და ჩაათრიეს, იქით გადავხტეთ მეორე "კრიშაზე" დავიწყეთ ხტუნაობა "ჯეკი ჩანი ჯეკი ჩAნი თავში მიტრიალებს" დახტომისას ფეხი ვიღრძე, ავბობღდი მაღლა, სულ ბოლო სახურავია, აქედან კარგად ჩანს ქვევით რა ხდება.

ამ ორ სახურავს შორის რაღაც კიბე თუ ხარაჩო იყო გადებული რომელიც ჩატყდა და ფატიურად იზოლირებული გავხდით სხვა სახურავებთან შედარებით, მერე ვიღაცამ ჭუჭრუტანაში შეძვრა, მეც მივყევი, იქ 7 კაცი დამხვდა, სულ სველი ვართ, გარეთ ქვეყანა ინგრევა ისეთი წვიმაა, თავი არ გაყო ისმის ჩურჩული, ბნელა, მუხლებზე ვართ, დაბალია სხვენი, ვიღაც კვნენის ჩემს გვერდით, თავლში აქ განარტყამი ტყვია, მობილური მივანათე, გამორთეო დამიყვირეს. მოკლედ ჩავჯექით და სიტუაციაც მიწყნარდა, სასწრაფოების ხმა ისმის და აქა იქ ხმაური, სადღაც 1 საატში უკვე სახურავზე გვესმის გადაადგილებები, გამოდი შე ნაბ**** არის კიდევ მაქ ვინმე, 3 ჯერ ვირაცამ გაისროლა, სავარაუდოდ პოლიციაა ამოსული, გვეძებენ, დაიჭირეს სახურავზე ბევრი, რა იყო პრეტენზია გაქ დაიჩოქე შე ****, წვიმამ იმატა, ჩვენ ვითარცა გვამები არ ვსუნთქავთ. მე მგონი გადავრჩით. თითქმის გაიხადა ყველამ, ანთება რ ამცდება მეგრული კილოთი ამბობს ვიღაცა, სახელები არც გვიკითხავს ერთმანეთის, წინდა გავიძრე და თითი შევიხვიეს სისხლიანი,

 

ისე ჩამუხლული დაგვეძინა, ღამე რამოდენიმეჯერ სროლის ხმამ გაგვაღვიძა, ზეიმობდენ თუ რატო ისვროდენ არ ვიცი, აშკარად პოლიცია არ მოშორებია იმ ტერიტორიას. დილით მიკროფონის ხმამ გამოგვაფხიზლა 1-2, 1-2-3 ასწორებს აღლუმის წამყვანი აპარატურას, აუ ატარებენ ტოო, თქვა ვიღაცამ და მოგვიწევს ამაღამაც აქ ყოფნა, გავიხედეთ ჭუჭრუტანაში სნაიპერები ზიან, ისმის გადაადგილება ჯარის და მოკლედ მზადება, თვითმფრინავები ლამის დაგვასკდა თავზე, პრეზიდენტსი სიტყვას სასწრაფოს თუ პოლიციის სირენის ხმა ფარავს, რატომ ნეტა აი რამოდენიმე წუთი ეგრე იყო, მალე დაიშალნენ. აღლუმს ვუყურებდით, ხომ ჩავიბარე მაინც აღლუმი თავისი მიშიანად , გაეღიმა კველას. საღამოს ჩამოვიპარეთ, ჩამოსვლისას ფანჯარა რაზეც ჩამოვეკიდე გაიღო და ცალი ხელით ჟალუზს რო არმომეკიდა ეხლა მაღაზიის თავზე 3 გვამს აღმოაჩენდნენ დენ დარტყმულს. კიდევ გადავრჩი.

 

ჭირი იქა ლხინი აქა ქატო იქა ფქვილი აქა.

ოჰ ღმერთო ჩემო სულ ძილი ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება

 

http://forum.ge/?f=29&showtopic=34262735&st=0

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

 

ჭირი იქა ლხინი აქა ქატო იქა ფქვილი აქა.

ოჰ ღმერთო ჩემო სულ ძილი ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება

 

http://forum.ge/?f=29&showtopic=34262735&st=0

 

დონქარედო მიაწერს ალბათ ამ პოსტს, სნაიპერის შაშხანა რომ გქონოდათ მანდ ალღუმის დღეს ნაღდში გადაარჩენდითქო საქართველოს :givi:

 

პ.ს. ეს მიშას დაცვის სისუსტეყე უბნობს და გასათვალიწინებელია ბევრი რამ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერაბიშვილს თუ ჰქონდა კადრები და ჩანაწერები გადატრიალებაზე რატომ არ გამოაქვეყნა ჩვენი გაჟლეტა უნდოდა??? ეჩვენებინა და არ წამოვიდოდი, მე არ მინდა სამოქალაქო ომი და ასე შემდეგ

 

90% ასეთი ხალხი იდგა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დონქარედო მიაწერს ალბათ ამ პოსტს, სნაიპერის შაშხანა რომ გქონოდათ მანდ ალღუმის დღეს ნაღდში გადაარჩენდითქო საქართველოს

ზუსტად ეგ მინდოდა მიმეწერა მარა დამასწარი :)

და რა, არა რო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

90% ასეთი ხალხი იდგა.

კი...

 

ჩეულებრივი ხალხი იყო მიტინგზე, დაჟე ჩვეულებრივზე გაბედულები!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ჩეულებრივი ხალხი იყო მიტინგზე, დაჟე ჩვეულებრივზე გაბედულები!

გეთანხმები გამბედაობა ისაა გააკეთო ის რასაც ფიქრობ და რაც სწორად მიგაჩნია აქედან გამომდინარე მარტო გამბედაობა ფიქრის და აზროვნების გარეშე ადამიანებს საზარბაზნე ხორცად აქცევს ხოლმე რაც მოხდა კიდეც ამ აქციებზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

,,ამ ყველაფრის შემხედვარეს გული მტკივა, რომ ქართველებს არ ესმით ერთმანეთის და ერთმანეთს ჭამენ (რაოდენ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს). მახსენდება ერთი კვირის წინ ქალაქ სამსუნთან არსებული სასადილო, სადაც თურქმა სკორპიონსმა ორ ქართველს გვითხრა: ,,მე, როგორც მუსულმანმა, მინდა პატივი გცეთ, როგორც ჩემს ქრისტიან ძმებს”… საოცარია: თურქ მუსულმანს შეუძლია პატივი სცეს და შეიყვაროს ქართველი ქრისტიანი; ქართველი კი ერთმორწმუნე ქართველის დამხობაზე ფიქრობს! (2 პლიუსი ერთმანეთს განიზიდავს! – ნუთუ ხალხიც მოლეკულებად იქცნენ?)"

და ვინაა ერთმორწმუნე, :givi: რისი სჯერათ მაკაკებს ან იმ სპეცნაზელებს რეზინის ხელკეტებს რომ უყრიდნენ თავიანთ ერთმორწმუნე ძმებს უკანალში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რისი სჯერათ მაკაკებს ან იმ სპეცნაზელებს რეზინის ხელკეტებს რომ უყრიდნენ თავიანთ ერთმორწმუნე ძმებს უკანალში?

 

მაგათი რწმენა და სარწმუნოება არის ფული. ფულისთვის აკეთებენ, თორემ თუ ასეთი აგრესია რუსების გამო გააკეთეს, მაშინ პარტიზანულ მოქმედებას დაიწყებდნენ რუსების წინააღმდეგ, მითუმეტეს ახლოს არიან-40 კილომეტრში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

მაგათი რწმენა და სარწმუნოება არის ფული. ფულისთვის აკეთებენ

არა მარტო

 

ტავსაც იმკვიდრებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მიშას დაცვის სისუსტეყე უბნობს და გასათვალიწინებელია ბევრი რამ

 

 

შენ ნეულავიმი ჯოზე ანეგდოტი იცი და ვის რა ჩემს ფეხებად უნდა მაგის მოკვლა? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან იმ სპეცნაზელებს რეზინის ხელკეტებს რომ უყრიდნენ თავიანთ ერთმორწმუნე ძმებს უკანალში?

 

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მჯერა მაგ მონაყოლის! 3-ჯერ წავიკითხე და ვხვდები რომ აშკარად ცუდად დაწერილი ზღაპარია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მჯერა მაგ მონაყოლის! 3-ჯერ წავიკითხე და ვხვდები რომ აშკარად ცუდად დაწერილი ზღაპარია!

თქვენ ალბათ იმის გჯერათ რომ ორი მომიტინგე აძვრნენ სახურავზე და იქ დენმა დაარტყათ ხო? :)

როდესაც 5 ადამიანი ხელკეტს ურტყავს ძირს დაგდებულ 15 წლის მოზარდს ეჭვი გეპარება რომ ყველაფრის მკადრებელია სპეცნაზი?

მჯერა არ მჯერა კი არა ადამიანს აქვს ტვინი და უნდა დაძაბოს ზოგჯერ რომ ლოგიკური დასკვან გააკეთოს, ცოფიანი ძაღლი იკბინება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მჯერა მაგ მონაყოლის! 3-ჯერ წავიკითხე და ვხვდები რომ აშკარად ცუდად დაწერილი ზღაპარია!

თქვენ უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი შეიძლება ასე გაველურდეს...

ვერც მე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ როცა ვხედავ ვიდეოკადრებს, მჯერა რომ იყო ის "სპეცნაზი" ამის გამკეთებელი..

 

ადამიანი ცხოველზე უფრო ველურია და საშიში...

ცხოველი არ კლავს, თუ არ შია... ადამიანი კლავს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Flyout

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მჯერა მაგ მონაყოლის! 3-ჯერ წავიკითხე და ვხვდები რომ აშკარად ცუდად დაწერილი ზღაპარია!

ნუ დაიჯერებ მერე.

მასე ნიურნბერგის პროცესამდეც (არის ხალხი ვისაც დღესაც არ სჯერა) არ სჯეროდათ რომ კონცლაგერებში ადამიანის ბერბეკიუს ამზადებდნენ ანცისტები.

არც ვარლამ შალამოვის მოთხრობებს არ აქვეყნებდნენ ამერიკაში, სანამ არქიპელაგი გულაგი არ გამოაქვეყნა სოლჟენიცინმა და კიდევ ბევრი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ.

ყველაზე ცუდი კი ის არის, როცა ის რისიც არ გჯერა ერთ მშვენიერ დღეს მოგადგება შენს ეზოში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კაი ადამიანი ხარ შენ. :)

სამწუხაროდ ყველა შენსავით კარგი არ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...