Jump to content
Planeta.Ge

მაესტროს "ექსპერტის" მორიგი ტყუილი


Recommended Posts

fashisti

 

სურათზე არ გეკითხები, შსს-ს ვერსიას იმის შესახებ რომ ეს პიროვნება დენის დარტყმისგან გარდაიცვალა ეთანხმები?

 

როგორ არ უნდა დაეთანხმო :)

 

ხედავდნენ რა გამოუვალი მდგომარეობა იყო და ორივემ თვთმკვლეობა გადაწყვიტა. აძვრნენ მაღაზიის სახურავზე, კაბელი გადაჭრეს და ............

 

ისე კი ეხლ რომ ვითომ ამ ფოტოზერომ ავარდით, რა გარანტია რომ ეს შსს მორიგი ფოტომონტაჟი არაა.

სურათი რამდენად მახსოვს არ იყო ამ პროფილიდან, ხო და საიდან გამოჩნდა ეხლა????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 141
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

babuagiorgi

ბაბუაგიორგის მასეტროს და სხვა ყველა მედიასაშუალების თაობაზე არაერთხელ აქვს აქ აზრი გამოთქმული. ის რომ საქართველოში არსებობს პოზიციური და ოპოზიციური მედია, ეს არის უკვე არასწორი.   ეხლა რაც ამ ორ დღუპუ

verusi

აი აქ უნდა იყვნენ აქტიურები ის პარტიები, რომლებმსაც უნდათ რაღაცის გაკეთება, ყოველ შემთხვევაში როგორც თავად აცხადებენ. დაეხმარონ ოჯახებს რომ დამოუკიდებელი ექსპერტები აიყვანონ. ჩაატარონ განმეორებითი ექს

Siknadmo

აიიი, სწორად აქ დაგიჭირათ ნაცმომ გამოაჩენენ იმ კაცს, გამოაჩენენ და მერე რას ვშვებით, ნაცმომ მოახერხა ყურადღების სულ სხვა მიმართულებით გადატანა, მაშინ როდესაც არანაირი დიდი ძალისხმევა არ სჭირდება იმი

Posted Images

სურათზე არ გეკითხები, შსს-ს ვერსიას იმის შესახებ რომ ეს პიროვნება დენის დარტყმისგან გარდაიცვალა ეთანხმები?

 

 

რა საოცარ კითხვებს სვამ და კანეშნა ეთანხმება და არა მარტო ეგ,ბევრნი არიან ვინც ამას ამტკიცებს.

 

ისე კი ეხლ რომ ვითომ ამ ფოტოზერომ ავარდით, რა გარანტია რომ ეს შსს მორიგი ფოტომონტაჟი არაა.

სურათი რამდენად მახსოვს არ იყო ამ პროფილიდან, ხო და საიდან გამოჩნდა ეხლა????

 

 

ნუ სვამ ეგეთ ძნელ კითხვებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ვმარჩიელობთ???

 

ხალხო, კიდევ გვირევს ნაცმო გზას თავისი სისულეებით,

 

ოკ, და სად არის ეს პიროვნება რომელიც ფოტოზეა გამოსახული,

მას დაკავების შEმდეგ წაიყვანდნენ პოლიციაში, გაიგებდნენ მის სახელსა და გვარს,

 

გამოიყვანონ ტელში და ათქმევინონ რომ მე ვარო ის კაცი :givi:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენის აზრითაც დენმა მოკლა არა ეგ ორი კაცი?

სურათზე არ გეკითხები, შსს-ს ვერსიას იმის შესახებ რომ ეს პიროვნება დენის დარტყმისგან გარდაიცვალა ეთანხმები?

არვიცი ამას ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი ზოგადად ბევრი რამ შეიძლება მომხდარიყო თუმცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ოპოზიციის ტყუილს როცა ვხედავ ამის მერე შსს-ს უფრო მჯერა ვიდრე ოპოზიციის...

 

 

 

 

ისე კი ეხლ რომ ვითომ ამ ფოტოზერომ ავარდით, რა გარანტია რომ ეს შსს მორიგი ფოტომონტაჟი არაა.

სურათი რამდენად მახსოვს არ იყო ამ პროფილიდან, ხო და საიდან გამოჩნდა ეხლა????

პირადად ვანომ დაამონტაჟა :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფორუმ ჯიზე ვინც ხართ დარეგისტრირებული კითხეთ მაკაკებს სადააა ფოტოზე გამოსახული პიროვნება :givi:

 

fashisti

ოკ, ფორუმ ჯიზე შენ დაბლოკილი არ ხარ და იკითხე რა, სადაა ფოტოზე გამოსახული პიროვნება,

მას ხომ ასპროცენტიანი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანდნენ და მისი მისამართი ცნობილი იქნება :)

 

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრებო უნდა გაირკვეს დამოუკიდებელი ექსპერტის საშუალებით რითი გარდაიცვალა ნიკა კვინტრაძე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

 

თუ არ დაგეზაროს წაიკითხე, უცხოელი (არარუსი) თვითმხილველის წერილი.

 

Open Democracy - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ძალის მასობრივი დემონსტრაციით ზეიმობდა

11:24 31-05-2011

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ძალის მასობრივი დემონსტრაციით ზეიმობდა, _ წერს ინტერნეტ-გამოცემა Open Democracy-ს ჟურნალისტი იან კარვერი.

გამოცემა წერს, რომ იან კარვერი თბილისში პროდემოკრატიული პროტესტის სასტიკი დარბევის მოწმე გახდა.

კრავერი წერს, რომ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ძალის მასობრივი დემონსტრაციით ზეიმობდა, ისეთივე ტანკებით, რაკეტებით და თვითმფრინავებით, რომლებსაც ის 2008 წელს რუსეთთან მის წარუმატებელ ომში იყენებდა.

"აღლუმი სულ რაღაც რამდენიმე საათში ჩატარდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ არაადამიანურად დაარბია მანიფესტანტები, რომლებიც დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩაშლის მიზნით საქართველოს დედაქალაქის მთავარ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ", _ წერს დარბევის თვითმხილველი ჟურნალისტი.

კრამერი ყვება, რომ 26 მაისს შუაღამით, ასობით მომიტინგესთან ერთად კოკისპირულ წვიმაში იდგა, როდესაც მეგობარმა ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა: "მათ ალყაში მოგაქციეს. გაიქეცი!"

"ანტისამთავრობო აქცია, რომელსაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა, ოფიციალურად არასანქცირებული და უკანონო გახდა, მაგრამ მანიფესტანტებმა დაშლაზე უარი თქვეს და ფეხს არ იცვლიდნენ თბილისის საკულტო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. ისინი გულუბრყვილოდ ემზადებოდნენ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ასობით კარგად გაწრთვნილ და ეკიპირებულ სპეცრაზმთან და პოლიციასთან. დროის ამოწურვასთან ერთად, კბილებამდე შეიარაღებულმა პოლიციამ ტერიტორია ყველა მხრიდან ალყაში მოქცია და მანიფესტანტებს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები დაუშინა, მათ შორის მათაც, ვინც უსაფრთხო ადგილის ძიებაში თავს მეზობლად მდებარე მართლმადიდებლური ქაშუეთის ეკლესიის შესასვლელს აფარებდა. წყალმა აქციის პერიმეტრზე განთავსებული ხელნაკეთი ბარიკადები წალეკა და მომიტინგეები (ბევრი ხანშიშესული ადამიანი და სასოწარკვეთილი ახლაგაზრდა) ურიცხვმა პოლიციელმა ძალადობრივი გზით დაარბია", _ წერს იან კრამერი.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დაჯავშნულმა და სახანძრო მანქანებმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეების ნაწილს პარლამენტის შენობის სიღრმისკენ, ნაწილს კი თავისუფლების მოედნისკენ უბიძგა, სადაც კიდევ უფრო მეტი პოლიციელი მათ თითქოს როგორც ფარას გასაჟლეტად ელოდებოდა. ისინი ვინც სწრაფად გაქცევა ვერ მოახერხა პლასტიკური ხელბორკილები დაადეს, ცემეს და მიწაზე დაყარეს. მათ გარშემო პატარა ჯგუფები მორიგეობდნენ, რომლებიც ამ ადამიანების საპატიმროებში გადაყვანისთვის ტრანსპორტს ელოდებოდნენ.

"ამ დროს ასეთი ფაქტის მოწმე გავხდი: შეშფოთებული მოხუცი მამაკაცი, ორ სპეცრაზმელს ეკლესიის ტერიტორიიდან მოჰყავდა; მან გონება დაკარგა და მიწაზე დაეცა. თავდაპირველად პოლიცია მე და სხვა ჟურნალისტებს ადგილს არ გვაკარებდა, გვერდით იდგა და არაფერს აკეთებდა მოხუცის დასახმარებლად, რომელიც მიწაზე ეგდო და როგორც ჩანს გულის შეტევის გამო კონვულსიებში ბორგავდა. ამ დროს მეგობარი ამერიკელი ჟურნალისტი (ჯეფრი სილვერმანი) და მე მოხუცის გადარჩენას შევაცადეთ და დაჟინებით მოვითხოვეთ სასწრაფო დახმარების გამოძახება. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, თავისუფლების მოედნიდან სასწრაფო დახმარების ესკორტი გამოჩნდა. ეს მკვრივი აღნაგობის მამაკაცი მანქანამდე ექიმმა, სილვერმანმა და მე გადავიყვანეთ, მაშინ როდესაც პოლიცია სასტიკად ესხმოდა თავს მამაკაცების ჯგუფს, რომლებიც სასოწარკვეთილები ცდილობდნენ პარლამენტის შენობის დატოვებას და თითქოს ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ მათ სამათალდამცველთა ჯგუფი უსაფრდებოდა. პოლიციას აშკარად ნებისმიერი წინააღდეგობის მოსპობა უფრო აღელვებდა, ვიდრე იმ დაკავებული მომიტინგეების ან მოწმეების მოწოდებები დამხარებაზე, რომლებსაც გატეხილი თავებიდან სისხლი სდიოდათ", _ იხსენებს კრამერი.

Open Democracy-ს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ახლა უკვე დათრგუნულ და დემორალიზებულ, ყველა მხრიდან პოლიციელებით გარშემორტყმულ ტყვეებს მარშით მიაცილებდნენ, როგორც აღლუმზე ადგილობრივი და უცხოური მედიის კამერების დასანახად. პოლიციელთა გრძელმა კოლონებმა იმ მიმართულების გადაკეტვა დაიწყეს, საიდანაც თავად მოვიდნენ ისე, თითქოს ეს მეორე დღის მოვლენებისთვის მოსამზადებელი მარში გახლდათ.

"სილვერმანმა და მე ნელ-ნელა თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილება გადავწყვიტეთ, ჩავუარეთ პარლამენტის წინ აღლუმისთვის განთავსებულ დალეწილ ხის სცენას და საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ მიმდინარეობდა კინოს მოყვარულთა ევაკუაცია კინოთეტრ რუსთაველის შენობიდან, რომლის ვიტრინებიც მთლიანად ჩამსხვრეული იყო. საპროტესტო აქცია უკვე სრულად დარბეული იყო და პოლიციელთა მრავალრიცხოვანი კორდონი ტერიტორიას ჯერ არ ტოვებდა, რომ სილვერმანმა მიწაზე დაცემული უყურადღებოდ მიტოვებული ადამიანი დაინახა, რომელიც ერთი შეხედვით ან კვდებოდა ან უკვე გარდაცვლილი იყო. ეს მომიტინგე კინოთეტრთან ახლოს, რუსთაველის გამზირზე ტროტუართან იწვა", _ აღნიშნავს ჟურნალისტი.

კრამერი წერს, რომ ამ ადამიანის შესამოწმებლად ექიმები მხოლოდ სილვერმანის აღშფოთებისა და დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოვიდნენ. მიუხედავად ამისა, უკვე გვიანი იყო და ადამიანი გარდაცვლილი გახლდათ. მას არ ჩაუტარდა არანაირი სამედიცინო დახმარება, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი, ექიმებიც და პოლიციელებიც ჩვენ გვემუქრებოდნენ და იმაზე იყვნენ კონცენტრირებულები, რომ როგორმე ჩვენ და სხვა ჟურნალისტებს ამ გარდაცვლილი ადამიანის ფოტო არ გადაეღოთ.

"შემდეგ ექიმებმა სასწრაფო დახმარების მანქანას გადაადგილება სთხოვეს ისე, რომ მედიას ვერ დაენახა ის, თუ როგორ გადაჰყავდათ გარდაცვლილი ადამიანი საკაცეზე, რადგან ის უკვე ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ჩანს განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ სილვერმანის სიტყვები ვერავის გაეგო; ის გარდაცვლილისკენ მიუთითებდა და ქართულ და რუსულ ენებზე გაჰყვიროდა "ის – ადამიანია და არა ნაგავი. რამე გააკეთეთ!" _ იხსენებს სტატიის ავტორი.

კრამერი აგრძელებს თხრობას: პოლიცია სულ უფრო გაღიზიანებული ჩანდა, ამიტომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით მალევე დატოვა ტერიტორია, თუმცა მანამდე კიდევ რამდენიმე ფოტო გადაიღო.

"მეორე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შეტაკების დროს ორი ადამიანი დაიღუპა (ერთი მომიტინგე და ერთი პოლიციელი) და ბევრი ჰოსპიტალიზირებულია. შსს-ს თანახმად, ორივე ადამიანის დაღუპვაში ბურჯანაძის მხარდამჭერთა ესკორტია დამნაშავე, რომელიც პოლიციის თავდასხმით გამოწვეული ქაოსისთვის თავის დაღწევას უხეშად ცდილობდა. ჩვენ ვეჭვობთ, რომ მსხვერპლი მეტია, და ის გარდაცვლილი ადამიანი რომელიც ჩვენ ვნახეთ, დაღუპულთა ოფიციალურ სიაში არ იქნება. ყველა შემთხვევაში, ის თუ როგორ ეპყრობოდნენ მას, პოლიტიკური ჩიხის ორივე სუბიექტის მხრიდან უდიდესი უპატივცემულობისა და უგუნურების დემონსტრირებაა. გათენდა, კოკისპირულმა წვიმამ გადაიღო და უკანონო საპროტესტო აქციისა და მისი სასტიკი დარბევის ყველა კვალი გაქრა. სამხედრო აღლუმი გეგმის თანახმად ჩატარდა და ქართველი მაყურებლები აკვირდებოდნენ იმას, თუ როგორ ჩაიარა მისმა ერთ დროს დამარცხებულმა არმიამ იმ ქუჩაზე, რომელზეც იმავე ღამით გამარჯვებული პოლიცია გარემოებათა ტყვეობაში მყოფ პროდემოკრატიულ მანიფესტანტებს სასტიკად გაუსწორდა", _ წერს Open Democracy-ს ჟურნალისტი.

წერილის ქართულ ვერსიას Foreignpress.ge აქვეყნებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არვიცი ამას ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი ზოგადად ბევრი რამ შეიძლება მომხდარიყო თუმცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ოპოზიციის ტყუილს როცა ვხედავ ამის მერე შსს-ს უფრო მჯერა ვიდრე ოპოზიციის

 

 

 

აქ ოპოზიციაზე არ არის საუბარი და ხელისუფლება სულ სიმართლეს გველაპარაკება?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სურათს ჩემი თვალებით ვხედავ და იმდენს ვერ უნდა მივხვდე რომ პირადობის სურათზე კაცი გაცილებით უფრო ხნიერია ვიდრე იქ მიტინგზე მყოფი?

 

 

ეხლა მივხვდი, რასაც გულისხმობ, ანუ მარჯვენა (საბუთის) სურათში ჭაღარა ურევია და ქუჩის სურათებში არაო. მგონი აამს გულისხმობ.

 

შევეცდები აგიხსნა:

 

ეგ ქუჩის კადრები გადაღებულია ღამე, განათების გარეშე, ოპერატიული კამერით ე.წ. ციფრულ ფორმატში, რომელიც ღამის პირობებში საკმაოდ ცუდი ხარისხით იღებს.

 

გარდა ამისა მაგ დროს სასტიკი წვიმა იყო და სველი თმა მშრალისაგან განსხვავებით მუქდება, მითუმეტეს ჭაღარა.

 

ეხლა მთავარი: ქუჩის კადრში რგოლი რომაა ამონათებული, ეგ ბნელი კადრი აქვს ვიღაცას ამონათებული, ხელოვნურად, ამ დროს ფერთა გამა ძალიან იცვლება, მითუმეტეს, თუ მასალა უხარისხოა.

აი მაგალითზე აგიხსნი:

 

post-5198-081161000 1306836505_thumb.jpg

 

ზემოთ არის დაახლოებითი გრადაცია ჭაღარა თმის ფერების.

 

შუაში მაგ გრადაციას ვაბნელებთ (ანუ ღამით გადაღებული განათების გარეშე)

 

ქვემოთ კი ეს ჩაბნელებული უკვე ხელოვნურად, ფოტოშოპში ამოვანათეთ.

 

 

ხედავ რამხელა სხვაობას იძლევა ორიგინალთან ფერთა გამა?

 

ეს თან გაითვალისწინე, რომ ზედა გრადაცია არის ასევე კომპუტერული, ანუ სუფთა ფერების, და არა ოპერატიული კამერით ღამით განათების გარეშე გადაღებული.

 

 

 

 

 

იმედია გასაგებად ავხსენი. ასე რომ, აქ ჭაღარაა და იქ შავი თმები აქვსო, ამის მტკიცება საკმაოდ ძნელია, მითუმეტეს კოკისპირულ წვიმაში სველი თმების.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Open Democracy-ს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ახლა უკვე დათრგუნულ და დემორალიზებულ, ყველა მხრიდან პოლიციელებით გარშემორტყმულ ტყვეებს მარშით მიაცილებდნენ, როგორც აღლუმზე ადგილობრივი და უცხოური მედიის კამერების დასანახად. პოლიციელთა გრძელმა კოლონებმა იმ მიმართულების გადაკეტვა დაიწყეს, საიდანაც თავად მოვიდნენ ისე, თითქოს ეს მეორე დღის მოვლენებისთვის მოსამზადებელი მარში გახლდათ.

ნაცმოძრაობისთვის ჩვენ ვართ მტრები და ისინი ისევე ექცევიან საკუთAრ მოქალაქეებს როგორც დაპყრობილ დამორჩილებულ მასას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაცმოძრაობისთვის ჩვენ ვართ მტრები და ისინი ისევე ექცევიან საკუთAრ მოქალაქეებს როგორც დაპყრობილ დამორჩილებულ მასას

 

 

:) ოღონდ მე მაგ ციტატასთან არაფერი მაკავშირებს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიკა კვიტრაძე ფოტოზე კიდევ ერთმა მეგობარმა ამოიცნო. კერძოდ, კვინტრაძის საცხოვრებელ სახლთან ჟურნალისტებმა გარდაცვლილის მეგობარს აკაკი სვანიძეს ფოტო აჩვენეს , რომელზეც გამოსახულია, 26 მაისის აქციის დარბევისას თუ როგორ წევს ასფალტზე სავარაუდოდ, ნიკა კვინტრაძე.

სვანიძის თქმით, ფოტოზე ნამდვილად მისი მეგობარია გამოსახული. მანამდე კვიტრაძე კიდევ ერთმა მეგობარმა, ავთანდილ რეხვიაშვილმა ამოიცნო.

შინაგან საქემტა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ცხედრები 27 მაისს თავისუფლების მოედანზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე იპოვეს. შსს-ს ვერსიით, კვინტრაძე და ასათიანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:) ოღონდ მე მაგ ციტატასთან არაფერი მაკავშირებს :)

არადა მე შენ სააკაშვილის მომხრე მეგონე (გეხუმრები :) )

 

ნიკა კვიტრაძე ფოტოზე კიდევ ერთმა მეგობარმა ამოიცნო. კერძოდ, კვინტრაძის საცხოვრებელ სახლთან ჟურნალისტებმა გარდაცვლილის მეგობარს აკაკი სვანიძეს ფოტო აჩვენეს , რომელზეც გამოსახულია, 26 მაისის აქციის დარბევისას თუ როგორ წევს ასფალტზე სავარაუდოდ, ნიკა კვინტრაძე.

სვანიძის თქმით, ფოტოზე ნამდვილად მისი მეგობარია გამოსახული. მანამდე კვიტრაძე კიდევ ერთმა მეგობარმა, ავთანდილ რეხვიაშვილმა ამოიცნო.

შინაგან საქემტა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ცხედრები 27 მაისს თავისუფლების მოედანზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე იპოვეს. შსს-ს ვერსიით, კვინტრაძე და ასათიანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ.

სანამ კარდუ არ ამოიცნობს, მანამდე ვერ დავიჯერებ :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნეტავ რომელ თAნამდებობის პირს აბარია ეს ბინძური საქმე და ვინაა პასუხისმგებელი ნაცმოძრაობის წინაშე?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა როგორ იქნებოდა ეს საქმე

 

სპეცნაზელების დირექტორი

 

-ვახ, 3 კაცი შემოგვაკვდა რა ვქნათ???

ჟოპაო ექსპერტი

-სამივე გადამალეთ

_სამივე როგორ გადავმალოთ კაცო

-კარგი, ერთი დააგდეთ იქვე, ორი კი გადამალეთ

_ქალაქგარეთ გადავყაროთ?

_არა, ამოიცნობენ, იქვე მიაგდეთ და მოვიფიქრებ რამეს

 

 

 

2 საათის შემდეგ,

 

იქვე მეტროსთან რომ მაღაზიაა მანდ აათრიეთ და კაბელი გადაჭერით

 

ექსპერტ პატოლააგანატომი ნაცმოძრაობის,

გამომძიებელი ნაცმოძრაობის,

ნაცტელევიზიები- :givi:

მოკლედ ყველანაირ ღონეს იხმარენ რომ გამოძვრნენ, მაგრამ არა მგონია

 

გახდება თუ არა ნიკა კვინტრაძე მეორე გვირგვლიანი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

-ვახ, 3 კაცი შემოგვაკვდა რა ვქნათ???

 

 

 

. ჩვენ ვეჭვობთ, რომ მსხვერპლი მეტია, და ის გარდაცვლილი ადამიანი რომელიც ჩვენ ვნახეთ, დაღუპულთა ოფიციალურ სიაში არ იქნება. ყველა შემთხვევაში, ის თუ როგორ ეპყრობოდნენ მას, პოლიტიკური ჩიხის ორივე სუბიექტის მხრიდან უდიდესი უპატივცემულობისა და უგუნურების დემონსტრირებაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...