Jump to content
Planeta.Ge

ბეტმენ ბათიაშვილი ცოცხალია!


Recommended Posts

ირაკლი ბათიაშვილმა 26 მაისის შემდეგ პირველი ბრიფინგი ჩაატარა. მას სახეზე დაზიანებები არ ეტყობა. ბათიაშვილის თქმით, როცა სპეცრაზმი რუსთაველზე შემოვიდა, ბოლო მომენტში მან ცოლისძმასთან ერთად თავი კინოთეატრ „რუსთაველს“ შეაფარა, საიდანაც შენობის სახურავზე ასვლა მოახერხა, სპეცრაზმელები კი დამიზნებით ესროდნენ (ის კი ისხლიტავდა).

„მათ ჩემი დაბრედვა უნდოდათ“, – თქვა ირაკლი ბათიაშვილმა ბრიფინგზე. მისი თქმით, მასთან და თავის ცოლისძმასთან ერთად სახურავზე აქციის ერთ–ერთი მონაწილეც აღმოჩნდა. მათ „რუსთაველის“ შენობის სახურავიდან „სხვა შენობის სახურავზე“ გადასვლა მოახერხეს, იქედან კი თემქაზე, აქციის ერთ–ერთი მონაწილის სახლში მივიდნენ, სადაც დღემდე იმალებოდნენ.

ერთ–ერთი ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ მოახერხეს კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის სახურავიდან სხვა შენობის სახურავზე გადასვლა, მაშინ როცა კინოთეატრი არ ესაზღვრება დანარჩენ შენობებს, ირაკლი ბათიაშვილმა უპასუხა, რომ დაღლილი იყო და „ეს წვრილმანები“ ზუსტად არ ახსოვს.

და კიდევ ერთი დეტალი: დღემდე ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრები, კერძოდ კი, მისი მეუღლე და ქალიშვილი, ჯიუტად ავრცელებდნენ ცნობას, რომ ირაკლი ბათიაშვილი ხან დაკავებული, ხან კი სასტიკად ნაცემი იყო. დღეს ირაკლი ბათიაშვილმა თვითონვე აღიარა, რომ არც დაკავებული ყოფილა და არც არავის უცემია.

 

წყარო

 

 

ვირთხების რაოდენობა იზრდება

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 61
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Saturn

ირაკლი ბათიაშვილმა 26 მაისის შემდეგ პირველი ბრიფინგი ჩაატარა. მას სახეზე დაზიანებები არ ეტყობა. ბათიაშვილის თქმით, როცა სპეცრაზმი რუსთაველზე შემოვიდა, ბოლო მომენტში მან ცოლისძმასთან ერთად თავი კინოთეა

Saturn

არ არის ეს სპეკულირება! როცა ერის მამობაზე აქვს პრეტენზია, ასეთ დროს უნდა მივიდეს და განმუხტოს სიტუაცია. ახ მაინც არავინ არაფერს უჯერებს? აბა 95 % -იანი ნდობა აქვს საზოგადოებაშიო?

verusi

მე დავწერე აქ ალღუმის თაობაზე. ეხლა პატრიარქს და ეკლესიას მაგრად მიაწვებიან გაბაწყენებული ნაცბოზბანდა. რო არ მივიდა პატრიარქი განაწყენდენ და იძულებული გახდა მიშა ხორუმი გადაედო მერე. მაგრად გატყდომია

მაგის მოადგილე (ეგ რომ უშიშროების მინისტრი იყო), იმენა მოადგილე როცა იყო, მაგ დროს, ტიპი პატარა ბავშვებთან საქმის გასარჩევად "ჩამოყვა" თავის ძმაკაცს იარაღით :) აი ეგეთი ღლეები გვყავდა და გვყავს მინისტრებად და მოადგილეებად
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგის მოადგილე (ეგ რომ უშიშროების მინისტრი იყო), იმენა მოადგილე როცა იყო, მაგ დროს, ტიპი პატარა ბავშვებთან საქმის გასარჩევად "ჩამოყვა" თავის ძმაკაცს იარაღით :) აი ეგეთი ღლეები გვყავდა და გვყავს მინისტრებად და მოადგილეებად

მაიცა ტო, რა გინდა კაცურად მოქცეულა :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაიცა ტო, რა გინდა კაცურად მოქცეულა

:)

პატარა ბავშვმა თAვში ურტყა მაგის ძმაკაცს :) ის ვირი შეშინებული გაიქცა და მოიყვანა ეს :) მოვიდა თეთრი ოცდაოთხით, იარაღჩამოკიდებული და "ჩემი დედამ... ჩემ ძმაკაცს რომელმა დაარტყით.. " :) ამ ბავშვებს ვუთხარ, არ გამოჩნდეთ აქ, ვერაა ეს ხალხი ეტყობა დალაგებული, ჩავუჯექით ველაპარაკეთ. მაინც სტრელკაზე იქაჩებოდა, ლენინის მოედანთან მოვიდნენ 3 საათზეო :) ვერ შევაგნებინეთ, რომ შიგ ქონდა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

პატარა ბავშვმა თAვში ურტყა მაგის ძმაკაცს :) ის ვირი შეშინებული გაიქცა და მოიყვანა ეს :) მოვიდა თეთრი ოცდაოთხით, იარაღჩამოკიდებული და "ჩემი დედამ... ჩემ ძმაკაცს რომელმა დაარტყით.. " :) ამ ბავშვებს ვუთხარ, არ გამოჩნდეთ აქ, ვერაა ეს ხალხი ეტყობა დალაგებული, ჩავუჯექით ველაპარაკეთ. მაინც სტრელკაზე იქაჩებოდა, ლენინის მოედანთან მოვიდნენ 3 საათზეო :) ვერ შევაგნებინეთ, რომ შიგ ქონდა :D

დრო იყო მაშინ ასეთი საერთო დაყ... :givi: თუმცა როგორც ჩანს მაგას გაუგრძელდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბეტმენ ბათიაშვილი ცოცხალია!

რამდენი უდღეურია ამ ქვეყანაში?

ჩვენ (ხალხმა) რაღა დააშავა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.youtube.com/watch?v=34UWAiYC1A8&feature=related

 

 

აი ეს კადრები ჩამივარდა ხელში და ავტვირთე იუთუბზე, ბათიაშვილი სახურავიდან ხტომას სწავლობს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი უდღეურია ამ ქვეყანაში?

ჩვენ (ხალხმა) რაღა დააშავა?

:(

ის ხალხი ფაქტიურად ყველამ გაწირა იმ დღეს. ეკლესიამაც კი თავისი მაღალპროცენტიანი ნდობის რეიტინგით. ის პატრიარქი აღლუმზე რომ არ მივიდა, იმ ღამით იქ რომ მისულიყო, დიდი ალბათობით ყველაფრის მშვიდად მოგვარება მოხერხდებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კგბ-ს იმდენი გაპარვის ხერხი აქვს, რომ სანამ მიტინგებია, ეყოფა ბათიაშვილს, რომ თავი გადაირჩინოს.

რევოლუციონერი კამო, კანალიზაციის ტრუბებში დაძვრებოდა ვირთხასავით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

პატრიარქი აღლუმზე რომ არ მივიდა, იმ ღამით იქ რომ მისულიყო

ამას მეც მივაქციე ყურადღება, მაგრამ ჯერ განმარტება არ ყოფილა მგონი ხო?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი ალბათობით ყველაფრის მშვიდად მოგვარება მოხერხდებოდა.

არ არის მერე ეგ კარგი, არც ქვეყნისთვის და არც ხალხისთვის. არცერთი მიტინგი არ უნდა დამთავრდეს მშვიდად, თუ არ შესრულდება მიტინგზე წაყენებული მოთხოვნა. ან უნდა დაარბიონ, ან უნდა შევარდნენ. სხვანაირად დამთავრებული ყველა მიტინგი არის ღლეობა (აი, მაგალითად როგორიც დღეს იყო)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოცხალია და ძალიანაც კაი

 

არავის არ აწყობდა მაგის სიკვდილი ( არც არავის სიკვდილი არ მინდა)

 

ეხლა დადგეს და იბლაყუნოს რამდენიც უნდა, ერთბაშათ არ დაუჯერონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ბათიაშვილის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

 

28/05/2011 16:23

 

 

 

„ირაკლი ბათიაშვილის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და მის აყვანას ცდილობენ“.

 

 

ეს ინფორმაცია „ტრიბუნა.ge“-ს ამ წუთებში აცნობეს. ინფორმაციის გადასამოწმებლად, „ტრიბუნა.ge“ ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილს დაუკავშირდა.

 

 

„მამა როგორც კი მოვიდა სახლში მაშინვე მოჰყვნენ ფეხდაფეხ პატრულის თანამშრომელთა მანქანები. მეზობლებმა გვითხრეს, რომ ჩვენი სახლის მახლობლად მობილიზებულია პოლიცია. ირაკლი ახლა სახლშია. ეჭვი გვაქვს, რომ აყვანა უნდათ, მაგრამ ჟურნალისტები არიან საქმის კურსში და როგორც ჩანს, ჯერ თავს იკავებენ,“- გვითხრა ირინა ბათიაშვილმა.

 

http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=3136&Itemid=1

 

პატრიარქი აღლუმზე რომ არ მივიდა, იმ ღამით იქ რომ მისულიყო

ამას მეც მივაქციე ყურადღება, მაგრამ ჯერ განმარტება არ ყოფილა მგონი ხო?

28-05-2011 პატრიარქმა აღლუმზე მისვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა

[]

 

პრესაგე.ტვ-ის განსაკუთრებულ ვითარებაში უწევს მუშაობა, ამ დღეებში, უამრავი ინფორმაცია დაგვიგროვდა, თუმცა კულუარული. ბევრი მათგანი გადამოწმების შედეგად არ დადასტურდა, თუმცა ის ინფორმაციები, რომლებიც სხვადასხვა წყაროებთან გადავამოწმეთ და დადასტურდა, გამოვაქვეყნეთ, თუმცა, იძულებული ვიყავით, წყარო არ დაგვესახელებინა.

 

ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია საპატრიარქოსთან დაკავშირებითაც მოვიპოვეთ. საქმე ეხება 26 მაისს აღლუმზე პატრიარქის არმისვლას. წყაროს ცნობით, ხელისუფლების თხოვნის მიუხედავად, პატრიარქმა კატეგორიული უარი თქვა აღლუმზე დასწრებაზე. თუმცა, ხელისუფლებამ მაინც მოახერხა სინოდის რამდენიმე წევრის აღლუმზე მიყვანა. აღნიშნული ფაქტის გამო, საპატრიარქოში დაპირისპირებაც კი მოხდა.

 

ჩვენი წყარო ამბობს: „დარბევის ღამეს პატრიარქმა ქორეპისკოპოსი და რამდენიმე მღვდელი გაგზავნა ხალხთან, მაგრამ ამ დროს დარბევაც დაიწყო და ისინი შიდაპერიმეტრზე არ შეუშვეს. როდესაც პატრიარქმა დარბევის კადრები ნახა, ძალიან ინერვიულა და ცუდად გახდა. გუშინ დილით ექიმი ყავდათ მიყვანილი, პატრიარქი მართლაც ძალიან ცუდად იყო. დანამდვილებით ვიცი, რომ პატრიარქს საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდა ხელისუფლების პირველ პირებთანაც.

 

ამის შემდეგ, საპატრიარქოში მღელვარება მოყვა მათი მხრიდან გამოსაქვეყნებელი განცხადების ტექსტსაც. ნაწილი მოითხოვდა, რომ ტექსტი დაბალანსებული და ნეიტრალური ყოფილიყო. ამ ეტაპზე, დანარჩენ დეტალებზე ჯერ, ვერაფერს გეტყვით, თუმცა შაბათს, ან კვირას პატრიარქი უნდა ვნახო და შემდეგ შევძლებ უფრო დეტალურად ვისაუბრო.“

 

 

 

http://www.presage.tv/?m=politics&AID=4998

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...