Anima Libera Posted May 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2011 (edited) ავღანეთში ქართველი უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე დაიღუპა15:11 27-05-2011ავღანეთში ქართველი უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე დაიღუპა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება. სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ლავროსი ივანიაძის გარდაცვალების გამო. უმცროსი სერჟანტი ივანიაძე 33-ე ბატალიონის შემადგენლობაში IშAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ივანიაძე პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. სერჟანტის ცხედარი უკვე გადმოსვენებულია. ლავროსი ივანიაძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს. 2007-2008 წლებში სამშვიდობო მისიით ის ერაყშიც იმყოფებოდა.ავღანეთში მიმდინარე IშAF-ის სამშვიდობო მისიაში 2009 წლიდან 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.http://www.interpressnews.ge/pictures/image4/b031dfca6a38b6bce8467e6ab8500173.jpg http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-tema/169969-avghanethshi-qarthveli-umcrosi-serzhanti-lavrosi-ivaniadze-daighupa.html Edited May 27, 2011 by Anima Libera Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2011 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 სამწყხაროა ჩამოპინეთ თემა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2011 (edited) ქართველი უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძესტრანნო.ისე, ავღანეთში ძალით მიყავთ თუ თავისით მიდიან ხელფასის გამო? იგივე ხელფასის გამო, აი ეგ, სანამ ცოცხალი იყო, ლავროსი, დათანხმდებოდა თუ არა მაისის აქციების დარბევაში მონაწილეობას?ეს ისე, ვიკითხე რა. თუ კაი კაცი იყო, გაანათლოს მისი სული Edited June 19, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2011 სტრანნო.ისე, ავღანეთში ძალით მიყავთ თუ თავისით მიდიან ხელფასის გამო? იგივე ხელფასის გამო, აი ეგ, სანამ ცოცხალი იყო, ლავროსი, დათანხმდებოდა თუ არა მაისის აქციების დარბევაში მონაწილეობას?ეს ისე, ვიკითხე რა. თუ კაი კაცი იყო, გაანათლოს მისი სულიძალით ვინ წაგიყვანს? )) ეგ კი არა ცასვლაზე ჩაწყობებიც მოსულია))) იმიტომ რომ იქ კარგად უხდიან. გარდა ამისა პატარა ნაკაწრიც რომ მიიღო, დიდ კომპენსაციას იღებ. რაც შეეხება აქციების დარბევაზე დათანხმებას, ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს ეგ ჯარი. იმიტომ რომ მერე პრემიებია))) ჯარში მორალური დონე ძალიან დაბალია, ასე რომ ნუ გააიდიალებთ ზალიან.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted June 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2011 ღმერთმა აცხონოს მისი სული! სადაური სად კვდება... საწყენია. ვუსამძიმრებ მის ახლობლებს1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2011 ძალით ვინ წაგიყვანს? )) ეგ კი არა ცასვლაზე ჩაწყობებიც მოსულია))) იმიტომ რომ იქ კარგად უხდიან. გარდა ამისა პატარა ნაკაწრიც რომ მიიღო, დიდ კომპენსაციას იღებ. რაც შეეხება აქციების დარბევაზე დათანხმებას, ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს ეგ ჯარი. იმიტომ რომ მერე პრემიებია)))ხოდა აბა მაშინ რატომ უნდა ვიგლოვო მე? ეგრე ჩემი მეზობელი ვოვაც მოკვდა გუშინ, კაი გულიანი ბიჭი იყო, არც არავის დაარბევდა ფულის გამო, იყო თავისთვის და სვამდა ლუდს, თავისთვის მოიკლებდა და შენ დაგპატიჟებდა. ეხლა რა ვქნა, მივუსამძიმროთ აქ მთელმა ფორუმმა მაგის ცოლს? პ.ს.აი არ მესმის რა. კაცი თავის ნებით, ანაზღაურების საფასურად მიდის ავღანეთში ვიღაც დედამოდღნული ნატოს ჯარში საომრად. კანეშნა იქ ვიღაცა პატრიოტი ავღანელი მოკლავს. ხო იცოდა რაზეც მიდიოდა? ეს ხალხი რატომ გლოვობს აზზე არ ვარ რა. კიდევ ერთხელ ვამბობ, აი, სუსურუკუს დროს, ძალით რომ მიყავდათ ბიჭები, ეგ სულ სხვა საქმეა. ეს კი ფაქტიურად ოკუპანტების მიერ დაქირავებული ბოევიკია. კანეშნა მიაბრიდავს ვინმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2011 ხოდა აბა მაშინ რატომ უნდა ვიგლოვო მე? არ აქვს მნიშვენლობა ჯარისკაცები მანდ ნებით მიდიან თუ არა. მნიშვნელობა აქვს საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლოაბს.არ იქნებიან ნებით წამსვლელები, ბრანებით გაუშვებენ. ასე რომ ვინც ნებით მიდის, იმათი სიცოცხლე გადაარჩინეს ვისაც მანდ ძალით გააგზავნიდნენ. აცხონოს მისი სული უფალმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2011 აცხონოს მისი სული უფალმა.კაი ბატონო, რახან მასეა, აი ის სპეცნაზელები, რომლებმაც ცემით მოკლეს მომიტინგეები და ამაში პრემია აიღეს, იმასაც თუ მოკლავს ვინმე იმ მომიტინგის ნათესავი, იმის სულიც აცხონოს უფალმა. ერთიდაიგივეა, ორივენი ფულის გულისთვის კლავენ. ხოდა ყველა ბაევიკი აცხონოს უფალმა. იყოს ეგრე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2011 (edited) არ აქვს მნიშვენლობა ჯარისკაცები მანდ ნებით მიდიან თუ არა. მნიშვნელობა აქვს საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლოაბს.არ იქნებიან ნებით წამსვლელები, ბრანებით გაუშვებენ. ასე რომ ვინც ნებით მიდის, იმათი სიცოცხლე გადაარჩინეს ვისაც მანდ ძალით გააგზავნიდნენ. აცხონოს მისი სული უფალმა.ბრძანებით ვერ უშვებენ საქმეც მაგაშია))) ყველას ეკითხებიან უნდათ თუ არა წასვლა)) ვიყავი ერაყში ეგრე მეც და ვიცი კარგად))) ბევრი უარს ამბობს, არიან ასეთებიც)))))))) ზოგი პოლიგონზე სასწავლო სროლების დროს იფსამდა და ავღანეთში წავა ის? ))) ერთს მახსოვს იარაღიც ვერ ასროლინეს, ეშინოდა და ჯარში რა გინდოდაო რომ ვკითხეთ, არ მეგონა ავტომატის სროლა თუ მომიწევდაო)) ადრე სასაზღვროში "უმსახურია" და ტამოჟნიაზე იდგა ასლანის დროს))))ეგრე იქნებოდა ეგონა საბრძოლო ბატალიონშიც. უმუშევარი იყო და წავიდა ჯარში)))) Edited June 20, 2011 by verusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2011 კაი ბატონო, რახან მასეა, აი ის სპეცნაზელები, რომლებმაც ცემით მოკლეს მომიტინგეები და ამაში პრემია აიღეს, იმასაც თუ მოკლავს ვინმე იმ მომიტინგის ნათესავი, იმის სულიც აცხონოს უფალმა. ერთიდაიგივეა, ორივენი ფულის გულისთვის კლავენ. ხოდა ყველა ბაევიკი აცხონოს უფალმა. იყოს ეგრე ეხლა მკვდარი ყველა ცოდვაა, სამუშაოდ მიდის იქ სადაც შეუძლია და რაც შეუძლია იმას აკეთებს ოჯახი რომ არჩინოს. ზოგი იმისთვისაც მიდის მუშაობა არ უნდა და ჯარში დარმავოი ფული ჰგონია და მერე იმ ფულს რომ იღებს მარტო აბანოს ბოზებში ხარჯავს))) ყველა ჯურის ხალხია მოკლედ.ვაჟკაცი ბიჭებიც არიან(მარა ცოტა) და მაგარი სირებიც. მოკლედ ისეა როგორც გარეთ, მეტი სირია და ცოტა კარგი))) საზოგადოების სრული ნაღებია)ასე რომ ზოგი ცოდოა, ზოგს ეკუთვნის სიკვდილიც... აი ერთი შარშან იყო მგონი, აქვე საქართველოში პოლიგონზე კრწანისში ნაღმზე დაიღუპა რამოდენიმე ჯარისკაცი. როგორც მახსოვს ისევ ჯარისკაცებს გადაატეხეს თავზე და დასაჯეს. არა და მაქ გაცილებით დიდი ჩინები იყო დასასჯელი.ნაღმმტყორცნი კარგად ვიცი, ერთი პერიოდი ნაღმტყორცნელთა ოცეულის მეთაური ვიყავი ჯარში. და კარგად ვიცი რას შეიძლება გამოეწვია მსხვერპლი და რატომ.მოგვსლია ჩვენაც ეგეთი რამეები, მაგრამ მცირე კალიბრის ნაღმტყორცნები იყო და გადავრჩით, იქ კი 120 მილიმეტრიანი აუფეთქდათ. ეს კი უკვე ზალიან სერიოზული ნაღმებია. ყიდულებენ იუგოსლავიაში ჩამოწერილ ვადაგასულ იარაღს, შენახვის წესებსაც არ იცავენ საწყობებში, გაზლევენ იქედან და უვარგისი დაქამული მუხტი არ იწვის კარგად, ვერ აგდებს ჭურვს და დაგიგდებს ცხვირწინ, ან არ მივა საჭირო ადგილამდე და სხვაგან ჩამოვარდება საბრძოლო სწავლებების დროს, შენიანებს დააჯენ თავზე რაც არ უნდა გამოცდილი და კარგი გათვლის მეთაური იყო.მერე კი რას იტყვიან, უხარისხო ჭურვი იყო და სამინისტროს ბრალი იყო ის რომ ასეთი იყო? იტყვიან გათვლის მეთაურმა შეცდომა დაუშვაო და დაიჭერენ მას, თუ ცოცხალი დარჩა გადარჩა.მოკლედ ჯარშიც სამსახურიც ამ მთავრობის შემხედვარე ნურავის ჰგონია ადვილი.მით უმეტეს ისეთი სარდალი რომ გყავს როგორც სააკაშვილია და როდის რას გააფრენს ღმერთმა იცის. ნუ თან მისი სასტავი კიდო უწყებაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2011 ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო, რიგითი გია გოგუაძე გარდაიცვალა.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი გოგუაძე III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის თალიბების თავდასხმის დროს დაიჭრა. მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია, თუმცა, ექიმებმა ჭრილობების სიმძიმის გამო სამხედროს გადარჩენა ვერ შეძლეს.გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში გადმოსვენებულია. რიგითი გოგუაძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რიგითი გია გოგუაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted June 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2011 DonCaredoხოდა აბა მაშინ რატომ უნდა ვიგლოვო მე? ეგრე ჩემი მეზობელი ვოვაც მოკვდა გუშინ, კაი გულიანი ბიჭი იყო, არც არავის დაარბევდა ფულის გამო, იყო თავისთვის და სვამდა ლუდს, თავისთვის მოიკლებდა და შენ დაგპატიჟებდა. ეხლა რა ვქნა, მივუსამძიმროთ აქ მთელმა ფორუმმა მაგის ცოლს? პ.ს.აი არ მესმის რა. კაცი თავის ნებით, ანაზღაურების საფასურად მიდის ავღანეთში ვიღაც დედამოდღნული ნატოს ჯარში საომრად. კანეშნა იქ ვიღაცა პატრიოტი ავღანელი მოკლავს. ხო იცოდა რაზეც მიდიოდა? ეს ხალხი რატომ გლოვობს აზზე არ ვარ რა. კიდევ ერთხელ ვამბობ, აი, სუსურუკუს დროს, ძალით რომ მიყავდათ ბიჭები, ეგ სულ სხვა საქმეა. ეს კი ფაქტიურად ოკუპანტების მიერ დაქირავებული ბოევიკია. კანეშნა მიაბრიდავს ვინმე ნამდვილი კალვინისტური რაციონალიზმი გამოსჭვივის შენი პოსტიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 20, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2011 Grigნამდვილი კალვინისტური რაციონალიზმი გამოსჭვივის შენი პოსტიდან პოსტებიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 რა უნდა ვთქვა და გაანათლოს ღმერთმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.