Jump to content
Planeta.Ge

25 მაისი - მრისხანების დღე


Recommended Posts

ვის რა მოლოდინები გაქვთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით?

 

მე პირადად არ გამოვრიცხავ, რომ კრიმინალური რეჟიმი და მარიონეტი ბურჯანაძე წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას მოაწყობენ და ვითარებას ესკალაციისკენ წაიყვანენ..

 

რამდენი ადამიანია აქციაზე ამ დროისთვის და რომელ საათზე იწყება, მორგი სეზონური დრამის ძირითადი ნაწილი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

asds

ვის რა მოლოდინები გაქვთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით?

არანაირი მოლოდინი არა მაქვს.

აქცია აშკარად არ შედგა და მისი მილევა უბრალოდ დროის საკითხია.

 

მე პირადად არ გამოვრიცხავ, რომ კრიმინალური რეჟიმი და მარიონეტი ბურჯანაძე წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას მოაწყობენ და ვითარებას ესკალაციისკენ წაიყვანენ..

არა მგონია დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლება დაინტერესებული იყოს სიტუაციის ესკალაციით.

თუ ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას მოყვა სიტუაციის გართულება, ეს იქნება უბრალოდ ხელისუფლების მოუქნელი ქმედების ბრალი და არა რაიმე შეთქმულების სცენარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერიც არ მოხდება... ბურჯანაძეს არა აქვს რესურსი რამე სერიოზული და მაშტაბური მუხტი ააგოროს... არ უჭერს მაგას ხალხი მხარს, ხომ ხედავ!

დღეს არავის არ უჭერს ხალხი მხარს... არც პოზიციას და არც ოპოზიციას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა მიშას გამოსვლის ნაწყვეტს მოვუსმინე მაესტროზე.

ეს ოპოზიცა სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით საცემია რა. ასეთ დებილს რომ პოლიტიკაში ვერ აჯობებ, უნდა მიატოვო საერთოდ პოლიტიკაზე საუბარი.

მოკლედ მიშას პროპაგანდის ხარჯებს ოპოზიცია იღებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

არა მგონია დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლება დაინტერესებული იყოს სიტუაციის ესკალაციით.

თუ ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას მოყვა სიტუაციის გართულება, ეს იქნება უბრალოდ ხელისუფლების მოუქნელი ქმედების ბრალი და არა რაიმე შეთქმულების სცენარი.

მე პირიქით ვფიქრობ.. ერთი შეხედვით კრიმინალურ რეჟიმს შეიძლება არც აწყობდეს ვითარების ესკალაცია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით..

 

ბოლო ბოლო არ შეიძლება იგივე რეჟიმს არ ცოდნოდა, რომ ამ ფსევდო ოპოზიციას არანაირი რეიტინგი არ აქვს, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალები ქვეყანაში არ არსებობენ და შესაბამისად საზოგადოებაში დაგროვილი პროტესტი ორგანიზებული წინააღმდეგობის ფორმას ვერ მიიღებდა, მაგრამ მაინც დაგეგმა და განახორციელა ე.წ. მაისის აქციები ხომ?

 

აღნიშNულიდან გამომდინარე კითხვა რატომ? სავსებით ლოგიკურია ჩემი აზრით და თუ რატომ? ამას დღეს, მაქსიმუმ რამდენიმე დღეში გავარკვევთ..

 

პ.ს. პროვოკაციასა და ვითარების ესკალაციას, წარმოდგენილი ლოგიკის გამო ვერ გამოვრიცხავ, თორემ ერთი შეხედვით რეჟიმს თავიც ქუდში აქვს და სადარდებელიც ნულის ტოლი..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

დღეს არავის არ უჭერს ხალხი მხარს... არც პოზიციას და არც ოპოზიციას!

ეს კარგია, რადგან ნომინალური შანსი მაინც ჩნდება იმის, რომ საზოგადოება განვლილ გზას, დაშვებულ შეცდომებს, საკუთარ თავსა და მომავლის პერსპექტივებს ჩაუფიქრდება.

 

ჩნდება მცირედი, მაგრამ მაინც შანსი, რომ რჩეულ უმცირესობას ასპარეზზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა.

 

ეს ყოველივე თეორიის დონეზე, პრაქტიკა კი პროვოკაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახალხო კრების ლიდერები თავისუფლების მოედანზე დღეს გამართულ მიტინგზე განაცხადებენ, გაგრძელდება თუ არა აქციები. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აქციების ჩატარებაზე ნებართვა 25 მაისის ჩათვლით აქვთ და სავარაუდოდ, მერია ნებართვას აღარ გაუგრძელებს.

"შეფიცულთა" ხელმძრვანელის გია ბურჯანაძის თქმით კი, თუ ხალხის დიდი რაოდენობა გამოვა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე შესაძლოა, მათ აქციების გაგრძელების საკითხს გადახედონ.

დღეს აქციის მონაწილეები კოსტავას გამზირიდან თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.

 

:givi: :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

ვის რა მოლოდინები გაქვთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით?

მე პირადად არანაირი მოლოდიონი არ მაქვს.

ვფიქრობ რომ ბურჯანაზე არ არის ის ძალა რომ ქვეყანაში რევოლუცია მოახდინოს... თუნდაც იმიტომ რომ ხალხი არ ენდობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

 

მე პირადად არანაირი მოლოდიონი არ მაქვს.

ვფიქრობ რომ ბურჯანაზე არ არის ის ძალა რომ ქვეყანაში რევოლუცია მოახდინოს... თუნდაც იმიტომ რომ ხალხი არ ენდობა.

რათქმაუნდა ბურჯანაძე არანაირი ძალა არ არის და რათქმაუნდა ვერანაირ რევოლუციას ის ვერ მოაწყობს.

 

ნინო ბურჯანაძის, როგორც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის რიგითი მარიონეტის ამოცანა რევოლუცია და პატრონთან ბრძოლა არასდროს იქნება. რა იქნება და არის (ამ უკანასკნელის ამოცანა) ეს უახლოვეს დღეებში გამოჩნდება..

 

დღეს და ხვალ თუ პროვოკაციას არ ექნება ადგილი, ესეიგი მაისის აქციები "ორთქლის" გამოსაშვებ ინსტრუმენტად გამოიყენა რეჟიმმა, ხოლო თუ დაიძაბა, თავდავიწყებას მიეცემა დროება და თანამედროვე საქართველოს ბოლო გზაზე გაცილების მომსწრეც გავხდებით..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

სავარაუდოდ, მერია ნებართვას აღარ გაუგრძელებს.

ბოლი

 

არავითარი ნებართვა არ სჭირდება აქციებს. შეტყობინებაა საჭირო აქციის გამართვის შესახებ და მორჩა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი პირდაპირის ლინკი... ჯერ ჯერობით რასაც ვხედავ მაქსიმუმ 300 კაცი იქნება მაგ აქციაზე თუმცა შეიძლება გზაში დაიფანტა ხალხი

 

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=meore

 

პ.ს. ეს ლურჯი ნინძები რა პონტია ნეტა? 50K კაცი თუ გამოვა და ხვალინდელ დღეს თუ გადააბავენ ამ მიტინგს სპეც რაზმს ეგენი შეებრძოლებიან? :cry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s50.radikal.ru/i127/1105/44/ee8e1d4448f6.jpg

 

პრინციპში მაგ მიტინგზე სადღაც 100 კაცი ბომჟი და უსახლკარო იქნება (არყის მაძიებლები)... 200 კაცამდე ჟურნალისტ-ოპერატორები და სეირის მაყურებლები... ერთი 100 კაცი ვანოს ხალხი... ამას მიუმატეთ ბურჯანაძის დაქირავებული ხალხი ხოდა ვინღა დარჩა გულწრფელი ოპოზიციონერი? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახალხო კრების ლიდერები თავისუფლების მოედანზე დღეს გამართულ მიტინგზე განაცხადებენ, გაგრძელდება თუ არა აქციები. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აქციების ჩატარებაზე ნებართვა 25 მაისის ჩათვლით აქვთ და სავარაუდოდ, მერია ნებართვას აღარ გაუგრძელებს.

"შეფიცულთა" ხელმძრვანელის გია ბურჯანაძის თქმით კი, თუ ხალხის დიდი რაოდენობა გამოვა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე შესაძლოა, მათ აქციების გაგრძელების საკითხს გადახედონ.

დღეს აქციის მონაწილეები კოსტავას გამზირიდან თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.

 

:givi: :givi: :givi:

ხვალიდან რა სიფათები ექნებათ ეგ მაყურებინა )))

ჰო ისე კინწმარიშვილს დაცხო გუნცაძემო))) დაერევიან აწე ერთმანეთს)))))))))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახალხო კრების აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე, ჩიტაძის ქუჩასთან და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან რკინის ბარიერები აღმართეს.

ამ დროისთვის პარლამენტის მიტინგი იმართება. როგორც სახალხო კრების ერთ-ერთმა აქტივისტმა ბათუმიდან მურმან დუმბაძემ განაცხადა, ქართველი ერის ერთიანობით, სახალხო კრების სურვილი ხელისუფლების შეცვლის შესახებ აუცილებლად ასრულდება და ხალხის ნებას არსებული ხელისუფლება ვეღარ შეეწინააღმდეგება.

მურმან დუმბაძემ თავისი გამოსვლა შემდეგი ფრაზით დაამთავრა: "მიშა წავა, მიშა წავა"

 

fashisti

პრინციპში მაგ მიტინგზე სადღაც 100 კაცი ბომჟი და უსახლკარო იქნება (არყის მაძიებლები)... 200 კაცამდე ჟურნალისტ-ოპერატორები და სეირის მაყურებლები... ერთი 100 კაცი ვანოს ხალხი... ამას მიუმატეთ ბურჯანაძის დაქირავებული ხალხი ხოდა ვინღა დარჩა გულწრფელი ოპოზიციონერი?

ბომჟები 2003-ში იყვნენ თუ იყვნენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ბომჟები 2003-ში იყვნენ თუ იყვნენ...

მართალი ხარ მაშინ ნახევარი საქართველო გაბომჟებული იყო და ვირთხებში ცხოვეობდა ხალხი დღეს კი ყველაფერი რადიკალურადაა შემცვლილი თუმცა ბომჟობა სრულიად მაინც ვერაა აღმოიფხვრილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...