Jump to content
Planeta.Ge

შეთქმულება თუ იდიოტიზმი


Recommended Posts

Siknadmo

 

მე პირადად გრინ კარდი მინდა. :)

სამუშაოს იშოვი სპეციალობის მიხედვით?

როგორც მე ვიცი უცხოეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობა საკმაოდ დაბალ კვალიფიციური შრომითაა დაკავებული,

ქალები მოხუცებს უვლიან, მამაკაცები რას საქმიანობენ ძნელი სათქმლია,

აი ახალგაზრდების მესმის, დაამთავრებენ უცხოეთში კოლეჯს და მერე სპეციალობით მუშაობენ,

მაგრამ ძველგაზრდებმა რა უნდა ქნან იქ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სამუშაოს იშოვი სპეციალობის მიხედვით?

არც აქა ვმუშაობ სპეციალობის მიხედვით. :)

 

babuagiorgi

"ხოროსო ტამ გდე ნას ნეტ".

ოი, კაკ ხოროსო. ;)

ბავშვებს მაინც ექნებათ ნორმალურად განვითარების საშუალება. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

babuagiorgi

ოი, კაკ ხოროსო. ;)

ბავშვებს მაინც ექნებათ ნორმალურად განვითარების საშუალება. :)

 

შეიძლება. სიმართლე გითხრა ამ ბოლო დროს ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო. ერთი მხვრივ მეც ასე ვიწყნარებ თავს რომ ბავშვებს აქვთ მეთქი მშვიდი ცხოვრება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული იმაში თუ რამდენად არიან აქ ბედნიერები.

შეიძლება შვილისშვილები? ალბთ, მაგრამ ამთ ქართველობაში უკვე ეჭვი მეპარება :) მოკლედ +-

 

პ.ს. რ ლამაზი იყო ეს საქართველო ................ დაბრუნეთ კომუნისტები თქვენი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შეიძლება. სიმართლე გითხრა ამ ბოლო დროს ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო. ერთი მხვრივ მეც ასე ვიწყნარებ თავს რომ ბავშვებს აქვთ მეთქი მშვიდი ცხოვრება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული იმაში თუ რამდენად არიან აქ ბედნიერები.

შეიძლება შვილისშვილები? ალბთ, მაგრამ ამთ ქართველობაში უკვე ეჭვი მეპარება მოკლედ +-

ჩვენი მენტალობის ერთ ერთი მთავარი დეფექტი სწორედ იმაშია, რომ ჩვენ ქართველობა გვგონია რაღაც განსაკუთრებული ღირსება და მის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ბედნიერება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ჩვენი მენტალობის ერთ ერთი მთავარი დეფექტი სწორედ იმაშია, რომ ჩვენ ქართველობა გვგონია რაღაც განსაკუთრებული ღირსება და მის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ბედნიერება.

 

ეს დეფექტი კი არ არის არამედ ეფექტი.

 

ჩუქჩა გინდ აიყო? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ჩვენი მენტალობის ერთ ერთი მთავარი დეფექტი სწორედ იმაშია, რომ ჩვენ ქართველობა გვგონია რაღაც განსაკუთრებული ღირსება და მის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ბედნიერება.

ღირსებაში ცუდი არაფერი არაა, პრინციპში ყველაფერია,

მაგრამ ჩვენ უფრო ამპარტავნობა გვიღრნის კუჭ ღვიძლს და არა ღირსება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ეს დეფექტი კი არ არის არამედ ეფექტი.

 

ჩუქჩა გინდ აიყო?

წყენად არ მიიღო და აი სწორედ ამაში მდგომარეობს ქართული სნობიზმისა და უსაფუძვლო ქედმაღლობის გამოვლინება.

აბა ჩუქჩას კითხე თუ უნდა ქართველი იყოს? ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღირსებაში ცუდი არაფერი არაა, პრინციპში ყველაფერია,

მაგრამ ჩვენ უფრო ამპარტავნობა გვიღრნის კუჭ ღვიძლს და არა ღირსება

 

ადამიანმა თუ იმუშავა ამერიკულად, დრო გაატარა ევროპულად და იცხოვრა ქართულად, მაშინ კიდევ მესმის, მაგრამ არ გამოვა ეს ამბე.

უმეტეს შემტხვევაში Homo sapiens სწვეტს მომენტალურტი მოთხოვნილებიდან გამომდინარე ე.ი. კუჭის ტვინით :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

წყენად არ მიიღო და აი სწორედ ამაში მდგომარეობს ქართული სნობიზმისა და უსაფუძვლო ქედმაღლობის გამოვლინება.

აბა ჩუქჩას კითხე თუ უნდა ქართველი იყოს? ;)

ჩემი ნაცნობი ერთი პერიოდი მოსკოვის ბაზარში მუშაობდა, ვაჭრობდა,

მისი თქმით, ჩეჩენი არასდროს არ იკადრებდა დამპალი პამიდორი გაეყიდა,

ხოლო სხვები კადრულობდნენ,

უსინდისო ადამიანს ღირსება არ გააჩნია, მაგრამ ამპარტავნობა რამდენიც გინდა,

ღირსეული ადამიანი სხვას პატივს სცემს და ყოველთვის ცდილობს ერთგვარი თანაგრძნობა ჰქონდეს სხვების მიმართ და უკადრებელი არ აკადროს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანმა თუ იმუშავა ამერიკულად, დრო გაატარა ევროპულად და იცხოვრა ქართულად, მაშინ კიდევ მესმის, მაგრამ არ გამოვა ეს ამბე.

უმეტეს შემტხვევაში Homo sapiens სწვეტს მომენტალურტი მოთხოვნილებიდან გამომდინარე ე.ი. კუჭის ტვინით :givi:

ხოდა კუჭის ამოვსებისას აქვს თუ არა ადამიანს ტორმუზები ამაშია საქმე,

ეს განსაკუთრებით ექსტრემალურ ვითარებაში ვლინდება,

ციხეში, ომის დროს, სოციალური გაჭირვებისას,

გულაგებში სადაც საჭმლის ნაკლებობა იყო, ზოგიერთი პატიმარი ნაგავში იქექებოდა საკვების მოსაპოვებლად,

ასეთებს აპიდა.. :yes:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

წყენად არ მიიღო და აი სწორედ ამაში მდგომარეობს ქართული სნობიზმისა და უსაფუძვლო ქედმაღლობის გამოვლინება.

აბა ჩუქჩას კითხე თუ უნდა ქართველი იყოს? ;)

 

ხო და მაგას გეკითხები ზუსტად, თუ ჩუქჩას არ უნდა შენ რატომ გინდათქო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

უსინდისო ადამიანს ღირსება არ გააჩნია, მაგრამ ამპარტავნობა რამდენიც გინდა,

ღირსეული ადამიანი სხვას პატივს სცემს და ყოველთვის ცდილობს ერთგვარი თანაგრძნობა ჰქონდეს სხვების მიმართ და უკადრებელი არ აკადროს

აბსოლუტურად გეთანხმები :yes:

 

babuagiorgi

ხო და მაგას გეკითხები ზუსტად, თუ ჩუქჩას არ უნდა შენ რატომ გინდათქო?

აქ იმაზე არ არის საუბარი, მე რა მინდა ვიყო და რა არ მინდა ვიყო.

აქ საუბარია იმაზე, რომ გრუზინულ ღირებულებათა იერარქიაში ვიღაცეები (ეთნოსები) მაღლა დგანან (ნუ "ჩვენს დონეზე") ვიღაცეები დაბლა, ხოლო ხალხების (ეთნოსების) ძალიან დიდი ნაწილთან შედარება უბრალოდ შეურაცხყოფად ითვლება.

 

მე ვარ ის რაც ვარ, არც უკეთესი ვარ სხვაზე და არც უარესი.

ჩუკჩად რომ გავჩენილიყავი ქართულ საზოგადოებაში ალბათ შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი თავს.:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდით თემას დავუბრუნდეთ და ეს სტატია განვიხილოთ.ამ მოვლენების შეფასებაა დათო ბერძენიშვილის მიერ.

 

სიახლე: "სწრაფი ცვლილებების მოლოდინი დამთავრდა - არჩევნები იქნება აუცილებლად"

თარიღი: May 25, 2011 - 01:58 AM

 

ამბობს დავით ბერძენიშვილი და კომენტარს აკეთებს მიმდინარე აქციების თაობაზე: "ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის დღეს არაპოპულარულია რევოლუცია (სხვადასხვა მოტივებით). ამასთანავე, "მიშა წავიდეს - ნინო (ირაკლი, ეროსი.. ანუ, არასათანადო პირები) მოვიდეს" მიუღებელია თვით ულტრარადიკალური განწყობების მქონე (სხვა ტერმინით - სწრაფი ცვლილებები) ადამიანებისთვის. "რევოლუცია" ჩაფლავდა. სამხედრო შემადგენლის (ქართული თუ რუსული, სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო) გარეშე სააკაშვილის ამ დღეებში გაგდების შანსი არ არსებობს. სამხედრო შემადგენელი კი არ არის - კიდევ კარგი, რომ არ არის.

 

ბურჯანაძის მხრიდან რუსული თუ ქართული სამხედრო კომპონენტის ჩართვის შესაძლებლობის მიმართ მკვეთრად ნეგატიური პოზიციის გამოხატვა დღეს და ლამის ხელის გაშვერა ოქრუაშვილისკენ, პერსონალური საფრთხის განცდად აღვიქვი.

 

ბურჯანაძის და, მით უმეტეს, ოქრუაშვილ-კიწმარიშვილის კიდევ უფრო დასუსტება ქართული პოლიტიკის პერიფერიაზე არ იყო ხელისუფლების მთავარი ამოცანა; ეს, მაღალი ალბათობით, მოსალოდნელი იყო.

 

ხელისუფლება კვლავ "რვიანთან" დარჩა პირისპირ, თან ოპოზიციური პერიფერიისგან ამჟამად გათავისუფლებულ "რვიანთან". ოპოზიციური მსუბუქი ნიჰილიზმი ახლავს ამ შედეგს, მაგრამ ეს არაა ძალიან საშიში და ვერ გადაიქცევა მასშტაბურ მოვლენად. ეს არაა 2007-2008 თუ 2009 წლების ანალოგიური ვითარება, რადგან მაშინ მთელი ოპოზიცია იყო მხარე, დღეს - მისი ერთი ნაწილი მხოლოდ. ბურჯანაძეზეა დამოკიდებული, პოლიტიკური აუტსაიდერის მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებს თუ ვერა.

 

სწრაფი ცვლილებების მოლოდინი დამთავრდა; ქვეყნისთვის ჯობდა, არც შექმნილიყო ამ მოლოდინის იმიტაცია.

 

არჩევნები იქნება აუცილებლად. "მიშა, წადი" - რეალისტურობის ალბათობა კი, უსასრულოდ მცირეა. ასატან არჩევნებს უნდა მოპოვება.

 

"რვიანს" და მთელს ქართულ დემოკრატიულ რესურსს აქვთ შანსი - ან არჩევნებით გაუშვას სააკაშვილის ხელისუფლება, ან არჩევნების მოპარვა არ შეარჩინოს დასავლეთის თვალშიც გაკოტრებულ პოლიტიკურ მოძალადეებს.

 

"რვიანის" ცალკეული პარტიებისაგან უკვე ისმის მოლაპარაკებებისკენ მოწოდება. გუშინ დათო უსუფაშვილი ზოგ საკითხზე მინიშნებით შემოიფარგლა. ბუნებრივია, ინტენსიურად მუშაობდა ამ დღეებში "რვიანი" ხედვების და პოზიციების შესაჯერებლად. გეტყვით, რომ არ ყოფილა რაიმე საფრთხე რომელიმე პარტიის აქეთ თუ იქეთ გაწევისა. მოკლედ, მესამე, ყველაზე "მიმზიდველი კურდღელი" ხელისუფლებამ ვერ მიიტყუა დასაჭერ მანძილზე ("კუდღლის" სხვა ინტერპრეტაციები არ გვინდა).

 

გეთანხმებით, რომ "რვიანს" დაბევებული არ ჰყავს ოპოზიციური ამომრჩეველი. ამ ამომრჩევლისთვის ჩვენი გზა რეალისტურად, წარმატების დიდი შანსის მქონედ უნდა წარმოვაჩინოთ, არჩევნებზე მაღალი აქტიურობის წინაპირობა უნდა შევქმნათ.

 

ხელისუფლებამ ვერ მოიგო. საარჩევნო-პოლიტიკური სივრცე ერთადერთი სივრცეა და მასში ჩართვის კარები ღიაა ყველასთვის, ვისაც პოლიტიკა უნდა. ვისაც ესმის, რომ "ბელადების" ცვლა არაა არც კვალიფიციური და არც შედეგიანი. ნიშნის მოგებით საუბარს არ ვაპირებ, ნურც წარუმატებელი პროექტის დამარცხებული ავტორები დაიწყებენ მტრის ხატის შექმნას.

 

არ გამიკვირდება, ოქრუაშვილს თბილისში ჩამოსვლა არ შეეძლო, ციხისთვის არ იმეტებს იგი თავს. თეორიულად, მისი შემოსვლა შეიძლებოდა მხოლოდ სამხედრო ძალის თანხლებით. ასეთ ქართულ თუ რუსულ შემადგენელს ვერ ვხედავთ. ამიტომაც, არც ვვარაუდობდი, რომ იგი ოკუპაციის იარაღი ან ვანოს პარტნიორი იქნებოდა მიშას წინააღმდეგ. არანაირი ნიშნები პუტინის თუ ვანოს ასეთი ზრახვებისა არ შეიმჩნევა.

 

"200 000 ქართველი შუაში ჩაიყენებს ოქრუაშვილს და არავის დააჭერინებს" - არასერიოზული დაშვებაა გაკოტრებული აქციების ფონზე. ასე არაადექვატურია ოქრუაშვილი ამჟამად? თუ იცრუა წარუმატებელი საკუთარი პოლიტიკური პროექტისაგან - "ქართული პარტიისაგან" - გათავისუფლების მიზნით?

 

რესპუბლიკელებს (ზოგიც "ფორუმს" ან "რვიანს მთლიანად") თუ დაგვაბრალებენ აქციების წარუმატებლობას - არ გამიკვირდება; მიჩვეული ვართ. ვიღაცას ეს გულს მოფხანს, ვითარებას კი ვერ შეცვლის - საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესს უკვე ფსევდოკონკურენტიც აღარ ჰყავს "მიშა წადის" ფსევდოპოლიტიკის სახით".

 

http://republicans.ge/index.php?module=A-newsletter&func=display&sid=2718

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

babuagiorgi

აქ იმაზე არ არის საუბარი, მე რა მინდა ვიყო და რა არ მინდა ვიყო.

აქ საუბარია იმაზე, რომ გრუზინულ ღირებულებათა იერარქიაში ვიღაცეები (ეთნოსები) მაღლა დგანან (ნუ "ჩვენს დონეზე") ვიღაცეები დაბლა, ხოლო ხალხების (ეთნოსების) ძალიან დიდი ნაწილთან შედარება უბრალოდ შეურაცხყოფად ითვლება.

 

მე ვარ ის რაც ვარ, არც უკეთესი ვარ სხვაზე და არც უარესი.

ჩუკჩად რომ გავჩენილიყავი ქართულ საზოგადოებაში ალბათ შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი თავს.:)

როდესაც მე მინდა ვიყო ქართველი, ეს იმას არ ნიშანავს, რომ სხვა ერს პატივს არ ვცემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...