Jump to content
Planeta.Ge

"თავისუფლების ქარტია"


Recommended Posts

პარლამენტმა "თავისუფლების ქარტია" დღეს საბოლოო - III მოსმენით დაამტკიცა

15:22 - 20.05.2011

პარლამენტმა "თავისუფლების ქარტია" დღეს საბოლოო - III მოსმენით დაამტკიცა.

 

"თავისუფლების ქარტია", რომელიც "ლუსტრაციის შესახებ" კანონსა და ე.წ. "პატრიოტის აქტს" აერთიანებს, საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს გულისხმობს.

 

კანონი ტერორიზმის დაფინანსების მიზნით ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღრიცხვისა და რეესტრის წარმოების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნას, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას და სხვა ინიციატივებს არეგულირებს.

 

გარდა ამისა, საქართველოში საბჭოთა-ბოლშევიკური და ფაშისტური სიმბოლიკები იკრძალება და დასახლებულ პუნქტებს, რომელთაც ჯერ კიდევ საბჭოთა დასახელებები შემორჩათ, სახელები შეეცვლებათ.

 

ამიხსენით ეს რას ნიშნავს? :007:

 

იუზერი რომ გვყავს - ფაშისტი, მაგასაც სახელის შეცვლას აიძულებენ? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას

 

 

დარხევიათ აბა რაიონებში გამგეობებს, მინიმუმ ნახევარი პარტიული და კომკავშირული აქვტივის წარმომადგენლებია მთელს საქართველოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

45 მლნ დოლარი დახმარება ძლივს გამოსტყუეს ევროპას. რეალურად 10-ჯერ მეტი უნდათ. ფული უჭირთ...

თავისუფალი იქამდისა ხარ, სადამდის მაგის უფლებას ეკონომიური მდგომარეობა გაძლევს.

 

"ვალების ქარტია" უნდა მიეღოთ "თავისუფლების ქარტიაზე" ადრე... ან ამის მერე მიიღებენ "ვალების ქარტიას"! უბრალო აზრი, რომ ცხოვრებას ეკონომიკა მართავს, სამუშაო ადგილები, გამოშვებული პროდუქცია, ადგილი ბაზარზე (მაგალითად, ტურისტულ ბაზარზე), შრომა და მუშაობა ... ჯერ ვერ დავიდა ხელისუფლებამდის. მერე მშიერ ხალხს ცარიელი ბიუჯეტის ფონზე ეტყვიან "სამაგიეროთ ყველაზე თავისუფალი "თავისუფლების ქარტია" მივიღეთო"...

 

"თავისუფლება" - თავის უფლება, თავს რომ უფლებას მისცემ... რის უფლებას მისცემს თავის თავს უმუშევარი და მშიერი ქართველი? გაიქცეს საქართველოდან! :007: ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კანონი ტერორიზმის დაფინანსების მიზნით ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს

მიაბეგრავენ უცოეთიდან ოჯახის წევრებისთვის გადმოგაზვნილ თანხებს და უყარე მერე კოჭი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას და სხვა ინიციატივებს არეგულირებს.

 

 

მოკლედ ერთი დღე შეიძლება სენსაციის გარეშე?

 

ამ ხელისფლებას ერთი დიდი Y აქვს პირდაპირ სააკაშვილის გოგრაში გარჭობილი რა.

 

პ.ს. ამ კანონის "დროულად" მიღებაზე და აფსურდიზმზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ვხედევა ნაცებს მოუწევთ მასიაური სასამართლო პროცესები როდეზღაც. აბა სად იქნება იმის დრო ესენი ცალ-ცალკე გაასამართლო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

იუზერი რომ გვყავს - ფაშისტი, მაგასაც სახელის შეცვლას აიძულებენ?

არა მე არაფერს არ შემაცვლევინებენ :givi: ეს ეხება საჯარაო დაწესებულებს მაგალითად კორპუსზე ხომ არ შეგიძლია სვასტიკას პლაკატები დაკიდო არა? ხოდა იგივე იქნება საბჭოთა სიმბოლიკაზეც და ძალიანაც სწორია...

 

ძალიან მაგარი კანონი მიიღეს ყოჩაღ მაგათ აქამდეც უნდა გაეკეთებინათ ეს :+:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...