newstudio Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს ოფისს ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში საქართველოში აკრედიტირებულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს მ ი მ ა რ თ ვ ა მოგმართავთ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს, რადგან სწორედ თქვენ გვესახებით ერთადერთ ფარად, რომელიც დაგვიცავს ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ფიზიკური, თუ მორალური ზეწოლისგან. კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში. სახეზეა სამოქალაქო დაპირისპირების ყველა წინაპირობა. მედიაში რეგულარულად ვრცელდება არაერთგვაროვანი ინფორმაცია 21 მაისის საპროტესტო აქციის შესაძლო დარბევისა და საპროტესტო აქციებზე მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ. ჩვენ, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა გაერთიანება, მედია-კავშირი „ობიექტივი“ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოგმართავთ თხოვნით, - განახორციელოთ მკაცრი მონიტორინგი დამოუკიდებელ ტელე-რადიო და ინტერნეტ -მაუწყებლებზე, რათა ჟურნალისტებს შეუფერხებლად მუშაობის საშუალება მოგვეცეს და არ განმეორდეს 2007 წლის 7 ნოემბრის მსგავსი პრეცედენტი, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმების მიერ დარბეულ იქნა ტელეკომპანია „იმედი“, ხოლო ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა უხეში და ადამიანის ღირსების შემლახავი ქმედებები. პატივცემულო დიპლომატებო, მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა მთელი რიგი მიმართულებებითაა შეზღუდული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, ან სხვა რაიმე მოტივით, თავისუფალი ტელე-რადიო და ინტერნეტ- მაუწყებლების შენობებში ძალოვანი დანაყოფების შესვლა, გამოიწვევს ამ მაუწყებლების ისედაც მწირი ტექნიკური რესურსის განადგურებას. ეს კი, საქართველოში რამდენიმე თვით შეაფერხებს დამოუკიდებელი ტელე-რადიო და ინტერნეტ-მაუწყებლების საქმიანობას, რაც საბედისწერო დარტყმა იქნება დემოკრატიასა და თავისუფალ საზოგადოებაზე. პატივისცემით მედიაკავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი 2011 წლის 19 მაისი. თბილისი. --- ბოლო აბზაცს მიაქციეთ ყურადღება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 მედიაში რეგულარულად ვრცელდება არაერთგვაროვანი ინფორმაცია 21 მაისის საპროტესტო აქციის შესაძლო დარბევისა და საპროტესტო აქციებზე მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებალიბს იქმნიან ბიჭები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 21ში დავიწყებთ მოწოდებას რუსეთის მხარდამჭერი აქციებისთვის ხალხის მობილიზაციის მიზნითო და ხელი არ შეგვიშალოთო)) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 21ში დავიწყებთ მოწოდებას რუსეთის მხარდამჭერი აქციებისთვის ხალხის მობილიზაციის მიზნითო და ხელი არ შეგვიშალოთო))გამოდის რომ ნაცმოძრაობა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 (edited) გამოდის რომ ნაცმოძრაობა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველია თუ მაგათი ფილიალი არაა სახალხო მოძრაობა და სააკაშვილს ისე არ ანაცვლებენ სხვა რომელიმე მარიონეტით, როგორც შევარდნაძეს და მოქკავშირს ჩაანაცვლეს სააკაშვილი და ნაცმოძრაობა.სხვა დანარჩენი კი თამაშია უბრალო.მე არც იმ "ვარდების რევოლუციის" მჯერავს რომ იყო. Edited May 19, 2011 by verusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 21ში დავიწყებთ მოწოდებას რუსეთის მხარდამჭერი აქციებისთვის ხალხის მობილიზაციის მიზნითო და ხელი არ შეგვიშალოთო)) თუ აქციაზე ბევრი ხალხი გამოვა და ამ დროს რუსეთი რაიმე სახით გამოხატავს აქტიურობას, ჩათვალეთ, რომ რუსეთს მიშას წასვლა არ აწყობს. დარწმუნებულიც ვარ რუსები რაიმე პროვოკაციას დაიწყებენ ცხინვალის რეგიონში, ისევ და ისევ მიშას დასახმარებლად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 თუ აქციაზე ბევრი ხალხი გამოვა და ამ დროს რუსეთი რაიმე სახით გამოხატავს აქტიურობას, ჩათვალეთ, რომ რუსეთს მიშას წასვლა არ აწყობს. დარწმუნებულიც ვარ რუსები რაიმე პროვოკაციას დაიწყებენ ცხინვალის რეგიონში, ისევ და ისევ მიშას დასახმარებლად.როგორც აგვისტოსჰი იყო. სააკასჰვილმა რომ მაგ ომიტ მოიგო იმ ფონზე მასჰინ რაც იყო, ტვიტონაც ვერ იოცნებებდა.მაშინ ბურჯანაზე პრასტიტუტკას გარდა ყველა გვერდში დაუდგა ფაქტიურად და კარგა ხანს მიმართ ლოიალური განწყობა შეინარჩუნეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 mtidanთუ აქციაზე ბევრი ხალხი გამოვა და ამ დროს რუსეთი რაიმე სახით გამოხატავს აქტიურობას, ჩათვალეთ, რომ რუსეთს მიშას წასვლა არ აწყობს.დარწმუნებულიც ვარ რუსები რაიმე პროვოკაციას დაიწყებენ ცხინვალის რეგიონში, ისევ და ისევ მიშას დასახმარებლად. მეც დიდი ხანია ვიძახი, რომ რუსეთს მიშას წასვლა არ აწყობს და სწორედ მაშინ იწყებს აქტიურობას როცა მიხოს ძალიან ჭირდება ხალხის კონსოლიდაცია ხელისუფლების გარშემო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 (edited) mtidan მეც დიდი ხანია ვიძახი, რომ რუსეთს მიშას წასვლა არ აწყობს და სწორედ მაშინ იწყებს აქტიურობას როცა მიხოს ძალიან ჭირდება ხალხის კონსოლიდაცია ხელისუფლების გარშემო.მეტსაც ვიტყვი, თემა გავხსენი ამის შესახებ და მაინცდამაინც დიდი ინტერესი არ გამოუწვევია,რუსეთს პრორსული ხელისუფლების მოსვლაც კი არ აწყობს,იძულებული იქნება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნებაზე, ქართული პროდუქციის შეღწევაზე, გაზის ფასზე და ათასგვარ სხვა დათმობაზე წავიდეს, ასევე შესუსტდება სომხური ლობი,ქართველებისს ასე ვთქვათ დაბრუნებთ, რუსებს ურთიერთობა გაუფუჭდებათ ოსებთან, აფხაზებთან, სომხებთან,ხო, თანაც რუსებმა კარგად იციან რომ თუკი ქარი სხვა მიმართულებით დაუბერავს ქართველები რუსებს ისევ ნა.. გააგზავნიან, ხოლო ეს ეთნოსები კი, რომლებიც იმპერიის მიმართ კეთილგანწყობილები არიან, რუსეთის მიმართ ნდობას დაკარგავენ Edited May 19, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 რუსეთსაც თუ აწყობს და ამერიკასაც, მაშინ ტყუილად ეჭიდავებით. არ ყოფილა თქვენი კალიბრის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 რუსეთსაც თუ აწყობს და ამერიკასაც, მაშინ ტყუილად ეჭიდავებით. არ ყოფილა თქვენი კალიბრის სატურნ, რუსეთი და ამერიკა რა მოსატანია როდესც შენც გაწყობს მიშა და ამის შემდეგ ხომ წერტილი დაესვა ჩვენ ოცნებას, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 სატურნ, რუსეთი და ამერიკა რა მოსატანია როდესც შენც გაწყობს მიშა და ამის შემდეგ ხომ წერტილი დაესვა ჩვენ ოცნებას, მე ნებისმიერი ხელისუფლება მაწყობს, რომელიც არ იქნება პრორუსული და შეინარჩუნებს დადებით ძვრებს, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა. ახლანდელზე უკეთესი თუ იქნება ახალი ხელისუფლება კიდევ უფრო მაწყობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 პატივცემულო დიპლომატებო, მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა მთელი რიგი მიმართულებებითაა შეზღუდული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, ან სხვა რაიმე მოტივით, თავისუფალი ტელე-რადიო და ინტერნეტ- მაუწყებლების შენობებში ძალოვანი დანაყოფების შესვლა, გამოიწვევს ამ მაუწყებლების ისედაც მწირი ტექნიკური რესურსის განადგურებას. ეს კი, საქართველოში რამდენიმე თვით შეაფერხებს დამოუკიდებელი ტელე-რადიო და ინტერნეტ-მაუწყებლების საქმიანობას, რაც საბედისწერო დარტყმა იქნება დემოკრატიასა და თავისუფალ საზოგადოებაზე. წინასწარ თავს იზღვევენ?იქნებ საერთოდ არაფერი არ ხდება მზგავსი? ან რატო უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" 21 მაისს ხელისუფლებას გადასადგომად ვადას 24 მაისამდე მისცემს 19:51 19.05.2011 [pirweli] "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" 21 მაისს ხელისუფლებას გადასადგომად ვადას 24 მაისამდე მისცემს.ამის შესახებ "პირWელს" კრებიდან სარწმუნო წყარომ აცნობა და აქვე დასძინა, რომ "ამჯერად ქუჩაში გასულ მხარდამჭერებს სახლებში აღარავინ გააბრუნებს". "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "საქართველოს ყველა გულშემატკივარს" 21 მაისს, 15:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანსა და ბათუმში, ერას მოედანზე ელის. "აქციაზე ყველა ადამიანს - პარტიულს თუ უპარტიოს შეუძლია მოსვლა და ხალხთან დადგომა" - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს კრების ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. "იმ გეგმის მიხედვით, რომელიც "სახალხო კრებას" აქვს შემუშავებული, დამნაშავე ხელისუფლებას აუცილებლად გავისტუმრებთ და თავისუფალ არჩევნებს მივაღწევთ", - დასძინა მან. http://www.presage.tv/?m=news&NID=9341 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" 21 მაისს ხელისუფლებას გადასადგომად ვადას 24 მაისამდე მისცემსდა თუ არ გადადგა, რას აპირებენ ეგაა მთავარი. თუ უნდათ რომ მეც მივიდე, გამაგებინონ, ყვირილს აპირებენ თუ სროლას. თუ სროლას, მაშინ მეც იქ ვიქნები. ყვირილის დილიხორი ნაღდათ არ მაქვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.