Lo Janko Posted May 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2011 (edited) ”განა შვილმოკლული მამა მოწმედ დაუდგება შვილის სიკვდილში ბრალდებულ კაცს, სიმართლეში რომ არ იყოს დარწმუნებული?””განა შვილმოკლული მამა მოწმედ დაუდგება შვილის სიკვდილში ბრალდებულ კაცს, სიმართლეში რომ არ იყოს დარწმუნებული?” ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, ალბათ, უპრეცედენტოა. სტრასბურგის სასამართლოში ერთი და იმავე მოთხოვნით მსჯავრდადებულთან ერთად საჩივარს დაზარალებულიც გზავნის(?!). წერილი ციხიდან"მთელი სიცოცხლე კანონმორჩილი მოქალაქე ვიყავი და სამშობლოს პირნათლად ვემსახურებოდი. დაპატიმრებამდე თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი გახლდით. როდესაც ჩემს სამშობლოს დასჭირდა, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ, ისე წავედი ომში და ვიცავდი საქართველოს ღირსებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, ბრალი დამდეს ჩემი ახლო მეგობრის, სამხედრო ოფიცრის, გიორგი დარბაიძის სიკვდილში. 2008 წლის 30 აპრილს მე და ჩემი მეგობარი გიორგი დარბაიძე, რომელიც ავტომობილ "ოპელ-კორსას" მართავდა, ქუთაისში ბალახვნიდან ავტოქარხნისკენ მივდიოდით. დაახლოებით საღამოს 22.00 საათზე აღმაშენებლისა და ნინოშვილის გადაკვეთაზე დაგვეჯახა საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომანქანა "მერსედეს-ბენცი", რომელსაც ნასვამი ალექსანდრე მარგველაშვილი მართავდა. გარდაიცვალა საჭესთან მჯდომი გიორგი დარბაიძე, მე კი დავშავდი. "მერსედესის" მძღოლი ალექსანდრე მარგველაშვილი მიიმალა. ალბათ, სიზმარშიაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ საქმეზე ალექსანდრე მარგველაშვილის გარდა სხვა ვინმეს ბრალდებაზე იქნებოდა ლაპარაკი. ალექსანდრე მარგველაშვილი ორი დღის შემდეგ გამოცხადდა იმერეთის საპატრულო პოლიციაში და თან ახლობლების მეშვეობით სცადა მოლაპარაკება გარდაცვლილ გიორგი დარბაიძის ოჯახთან. უარი რომ უთხრეს, მარგველაშვილმა პროკურატურისა და ექსპერტიზის დახმარებით დაიწყო საქმის "მოგვარება". ავტოსაგზაო შემთხვევა 2008 წლის 30 აპრილს მოხდა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში დაიწერა, მაშინ როცა ცხინვალში ვიბრძოდი. დასკვნაში დადანაშაულებულია "ოპელ-კორსას" მძღოლი, საჭესთან კი სრულიად მოულოდნელად მე "დამსვეს". საოცარი ის არის, რომ მანქანის ტარება არ ვიცი და არც მართვის მოწმობა მქონია ოდესმე. მივხვდი, მარგველაშვილმა საქმე პროკურატურაში და ექსპერტებთანაც მოაგვარა. სწორედ ამიტომ გააჭიანურეს ექსპერტიზის ჩატარება. დამიბარეს საპატრულო პოლიციაში, სადაც დამხვდა საქმის ზედამხედველი პროკურორი ლევან ზალკანიანი და განმიცხადა, ექსპერტიზის დასკვნას უნდა დაეთანხმო და აღიარო ჩაუდენელი დანაშაულიო. თუ ასე მოვიქცეოდი, საპროცესო გარიგებას გამიფორმებდნენ, თუ არა და ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ჩემთვის მსჯავრი დაედოთ. ლევან ზალკანიანმა "სიტყვა" შეასრულა, რადგან პროკურატურის წინადადებას არ დავთანხმდი. ამ საქმეზე ორი ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდა და დამნაშავედ მიიჩნიეს ალექსანდრე მარგველაშვილი, მაგრამ არც ერთმა ინსტანციის სასამართლომ ეს ვერ გაიზიარა პროკურატურის აშკარა ზეწოლის გამო. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ პროკურატურამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენამდე რამდენჯერმე შემომთავაზა საპროცესო შეთანხმება აღიარების სანაცვლოდ, თანაც უჯარიმოდ(?!). აქამდე ყველაზე ფასეული ამ ქვეყანაზე თავისუფლება მეგონა, მაგრამ თავისუფლების ფასადაც ვერ შევძელი ჩაუდენელი დანაშაულის "აღიარება". იმ სასჯელსაც გავუძლებ, რაც უსაფუძვლოდ მომისაჯეს, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე უსამართლობის განცდას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ჩემი საკასაციო საჩივარი არც კი განიხილა, სასამართლოს პრაქტიკის განვითარებისთვის არ არის საინტერესოო(!). ამრიგად, უდანაშაულობის დამტკიცების ბოლო შანსი მომესპო. ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებითი დაწესებულების პატიმარი, მსჯავრდადებული გრიგოლ ვარდოსანიძე". მერაბ დარბაიძე, გარდაცვლილი გიორგი დარბაიძის მამა: "ავტოტექნიკური ექსპერტიზა 48 საათში ინიშნება, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომღაც სამი თვის შემდეგ, 2008 წლის ივლისში დანიშნეს, დასკვნა კი გაგანია აგვისტოს ომის დროს დაწერეს. ჩემდა გასაოცრად, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე "ოპელის" მძღოლი აღმოჩნდა, "მძღოლად" კი მართვის უცოდინარი გრიგოლ ვარდოსანიძე მონათლეს! იძულებული გავხდით დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება მოგვეთხოვა. ამ დასკვნის მიხედვით დამნაშავეა "მერსედესის" მძღოლი. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საქმეზე თავად გამოძიებამ დანიშნა მესამედ საკომისიო ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს. მათ ვეღარ გაბედეს გაემართლებინათ მძღოლი მარგველაშვილი და გააფორმეს აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ. ისმის კითხვა: პირველი ექსპერტიზით რატომ შეიძლებოდა დასკვნის გაცემა და "ოპელის" მძღოლის გამტყუნება, როცა კომისიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იმ მასალებით, რაც საქმეშია, თურმე შეუძლებელია დასკვნის გაცემა? ამ აბსურდის დასასრული კი ის არის, რომ ჩაუდენელი დანაშაულისთვის უდანაშაულო კაცი იხდის სასჯელს. სად გააქრო გამოძიებამ ჩემი გარდაცვლილი შვილის ტანსაცმელი? დაკარგეს! რომ არ დაეკარგათ, ფეხსაცმელზე იქნებოდა პედლების ანაბეჭდი. ვარდოსანიძის ტანსაცმელს ჩაუტარეს ექსპერტიზა და "დაადასტურეს", რომ მძღოლის სავარძლიდან ამოღებული ტანსაცმლის ბოჭკოები იდენტური იყო ვარდოსანიძის ტანსაცმლის ბოჭკოებისა! ვარდოსანიძე და დარბაიძე, ორივე, სამხედროები იყვნენ და იმ დღეს ორივეს ერთნაირი ტანსაცმელი ეცვა. როცა ქვეყანა შევძარი, ერთ-ერთმა დიდჩინოსანმა სამართალდამცველმა მითხრა, რა გაყვირებს, შენი შვილი ხომ არ არის დამნაშავე, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, დამნაშავე ვარდოსანიძე იქნება თუ მარგველაშვილიო. ბევრი ვიბრძოლე უდანაშაულო კაცის გადასარჩენად, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალი არ ყოფილა. არ შემიძლია მშვიდად ვუყურო, როდის დაუმთავრდება სასჯელის ვადა ჩემი შვილის სიკვდილში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დადანაშაულებულ ადამიანს! ჩემი შვილი საჭესთან კონტაქტით იყო გარდაცვლილი, ჩემი თვალით ვნახე მის გულმკერდზე აღბეჭდილი საჭის ნაჭდევი. განა შვილმოკლული მამა მოწმედ დაუდგება შვილის სიკვდილში ბრალდებულ კაცს, სიმართლეში რომ არ იყოს დარწმუნებული? იმასაც ვითხოვდი, დააბრალეთ ჩემს შვილს, ოღონდ ნუ დასჯით უდანაშაულოს-მეთქი... იძულებული ვარ სტრასბურგში გავასაჩივრო. ლია მუხაშავრია, ადვოკატი: "არ მაგონდება საქმე, სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი პატიმართან ერთად დაზარალებულსაც გაგზავნოს და თანაც ერთი და იმავე მოთხოვნით. ვფიქრობ, ეს საქმე უპრეცედენტოა. გამაოცა გარდაცვლილის მამის თავდადებამ, შვილი გარდაცვლილი ჰყავს, მაგრამ რკინის ქალამნები ჩაიცვა და ცდილობს სიმართლის დადგენას. საქმეში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი საექსპერტო დასკვნაა. სასამართლო ვალდებული იყო, დაესაბუთებინა, რატომ დაეყრდნო ერთს და უარყო სხვები. ევროკონვენციის მუხლების დარღვევა სწორედ ეს არის. დაზარალებულმა მხარემ უნდა მიიღოს სრულყოფილი განმარტება გარდაცვალების მიზეზებზე. ამ შემთხვევაში კი პირიქით არის, დაზარალებულის ოჯახს არ სჯერა, რომ პასუხისგებაში სწორედ ის პირია მიცემული, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ვარდოსანიძის ბრალეულობა განაჩენით არ იკვეთება, მეტიც, დარბაიძის სიკვდილის მიზეზი ახსნილიც კი არ არის. თუ მგზავრი იყო, მაშინ მის გულმკერდზე დაზიანებები რა საგნით არის მიყენებული? სასამართლომ გვერდი აუარა ამ მთავარ საკითხს და ეს აუცილებლად გახდება ევროსასამართლოს ყურადღების საგანი, რაც ჩვენს სასამართლოს კიდევ ერთ წაგებულ საქმედ დაუბრუნდება.ხათუნა პაიჭაძე წყარო: http://www.kvirispalitra.ge/justice/7834-gana-shvilmokluli-mama-motsmed-daudgebashvilis-sikvdilshi-braldebul-kacs-simarthleshi-rom-ar-iyos-dartsmunebuli.html?add=1#comments ამ წერილზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ.ჩვენთან ასე იტყვიან: თუ ეს ტყუილია, მაშინ მატყუარას ღმერთმა კითხოსო.და თუ ტყუილი არაა, მაშინ? Edited May 18, 2011 by Lo Janko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2011 Lo Janko დაახლოებით მსგავსი შემთხვევა მოხდა კახეთში: კაცი დაიკარგა რამოდენიმე დღით და მეზობელს შეტენეს მკვლელობა. მანაც აღიარა დანაშაული და ჩასვეს. გამოჩნდა დაკარგული და მივიდა პოლიციაში: არ მოვუკლივარ, ცოცხალი ვარ და გამოუშვით კაცი ციხიდანო. შენ ვინ გკითხავს, კაცმა აღიარა , რომ მოგკლა და შენს ჩვენებას არავითარი ფასი არა აქვსო. დღესაც იხდის სასჯელს ის ვითომ მკვლელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2011 Lo Janko დაახლოებით მსგავსი შემთხვევა მოხდა კახეთში: კაცი დაიკარგა რამოდენიმე დღით და მეზობელს შეტენეს მკვლელობა. მანაც აღიარა დანაშაული და ჩასვეს. გამოჩნდა დაკარგული და მივიდა პოლიციაში: არ მოვუკლივარ, ცოცხალი ვარ და გამოუშვით კაცი ციხიდანო. შენ ვინ გკითხავს, კაცმა აღიარა , რომ მოგკლა და შენს ჩვენებას არავითარი ფასი არა აქვსო. დღესაც იხდის სასჯელს ის ვითომ მკვლელი.კაი რა ეს რაღაც არ მჟჯერა)) ნამეტანი ანეგდოტს უფრო ჰგავს ჩვენს სასამართლოზე)))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2011 verusiკი კაცო მეც გამიგია ეგეთ რამეზე ნუ, ეხლა კიდე ზის თუ არა, ეგ არ ვიცი მარა, რო იჯდა, თან ვიღაც თანამზრახველებთან ერთად, ეგ ვიცი ტიპი ისე შეაშინეს, რომ დაჟე ვიღაცეებს დაადო ხელი, იმათ წავაღებინე გვამი და დავმარხეთ მარა ვეღარ ვპოულობთო კანონმორჩილი მოქალაქევახ ეს სიტყვა "კანონმორჩილი" მკლავს რა აი იმენა ვისაც უნდა დავუმტკიცებ, რომ ეგ იგივე ჩმორობას ნიშნავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted May 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2011 verusiკაი რა ეს რაღაც არ მჟჯერა))ნამეტანი ანეგდოტს უფრო ჰგავს ჩვენს სასამართლოზე)))) კი მაგის მსგავსი ისტორია არის მოთხრობილი რომელიღაც კვირის რეპორტაჟში.ჟურნალისტურმა გამოძიებამ იპოვა ე.წ. "მოკლული", რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა და იქ რაღაც ამის მსგავსი ისტორია დატრიალდა:რომ ვუთხარითო ვისი მკვლელობისთვისაც მაგ ხალხს მიუსაჯეთ ის კაცო ცოცხალიაო, პროკურორს თუ მოსამართლეს უთქვამს რითი დაამტკიცებთ რომ იმ მომენტში მაი კაცი მოკლული არ იყოო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2011 verusiკი კაცო მეც გამიგია ეგეთ რამეზე ნუ, ეხლა კიდე ზის თუ არა, ეგ არ ვიცი მარა, რო იჯდა, თან ვიღაც თანამზრახველებთან ერთად, ეგ ვიცი ტიპი ისე შეაშინეს, რომ დაჟე ვიღაცეებს დაადო ხელი, იმათ წავაღებინე გვამი და დავმარხეთ მარა ვეღარ ვპოულობთო ვახ ეს სიტყვა "კანონმორჩილი" მკლავს რა აი იმენა ვისაც უნდა დავუმტკიცებ, რომ ეგ იგივე ჩმორობას ნიშნავს ვა ვერ ვიჯერებ და რა ვქნა? )) ასეთ ამბავზე იმდენი რამე ატყდებოდა ტელევიზორში თუ ინტერნეტში, ნაღდად არ გამომეპარებოდა)) ნამეტარია უბრალოდ)) თვარა ის კი არ მიკვირს ტყუილად დაიჭირონ? ჩემი მეზობელი იჯდა ციხეში, სიკვდილს იმით გადაურჩა რომ 18 წელი დაჭერილმა შეასრულა, 9 მოიხადა და მაშინ დაიჭირეს შემთხვევით ნამდვილი მკვლელი გვამი რომ აღმოაჩინეს შემთხვევით ასევე მკვლელის ავტოფარეხში 9 წლის მერე.კი გამოუშვეს ის ბიჭიც ციხეში დაკაცებული უკვე.მარა ის რაც აქ წერია... ))) მართლა ნამეტარია))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2011 (edited) კაი რა ეს რაღაც არ მჟჯერა)) ნამეტანი ანეგდოტს უფრო ჰგავს ჩვენს სასამართლოზე)))) ანეგდოტი არაა, მაგრამ ოდნავ სხვანაერად მოხდა. ამაზე რეპორტაჟი გადაიღეს რუსთავი2 მომუშავე (მაშინ მომუშავე) ჟურნალისტებმა მეცხვარე მოკლეს, დანაწილეს გვამი და სხვა და სხვა ადგილზე დამარხეს. სამმა კაცმა აღიარა დანაშაული, შემდგომ ერთი თვის შემდეგ ეს მოკლული სოფელში ჩამოვიდა საინტერესო იყო რუსთავი ორის მაშინდელი დირექტორია თუ ვინაა იმის შეკითხვა. ნუ უარზე იყო ამ რეპორტაჟის გაშვებისა და ასე შეკითხა ჯურნალისტებს "დარწმუნებული ხართ რომ ეს პიროვნება მართლა მკვდარი არ იყო?" Edited May 18, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2011 კაი რა ეს რაღაც არ მჟჯერა)) ნამეტანი ანეგდოტს უფრო ჰგავს ჩვენს სასამართლოზე))))ეგ ნაღდად მოხდა, გახმაურებული ამბავია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2011 ანეგდოტი არაა, მაგრამ ოდნავ სხვანაერად მოხდა. ამაზე რეპორტაჟი გადაიღეს რუსთავი2 მომუშავე (მაშინ მომუშავე) ჟურნალისტებმა მეცხვარე მოკლეს, დანაწილეს გვამი და სხვა და სხვა ადგილზე დამარხეს. სამმა კაცმა აღიარა დანაშაული, შემდგომ ერთი თვის შემდეგ ეს მოკლული სოფელში ჩამოვიდა საინტერესო იყო რუსთავი ორის მაშინდელი დირექტორია თუ ვინაა იმის შეკითხვა. ნუ უარზე იყო ამ რეპორტაჟის გაშვებისა და ასე შეკითხა ჯურნალისტებს "დარწმუნებული ხართ რომ ეს პიროვნება მართლა მკვდარი არ იყო?" მახსოვს დაჭერილი ტიპები აჩვენეს ამ ნაძირლებმა მეცხვარე მოკლეს გვამი დაანაწილეს და სხვადასხვა ადგილას დაფლესო ხოდა, დაახლოებით ერთ თვეში "მათ" მიერ მოკლულიც ვიხილეთ :nekro: მერე საკუთარი ძროხის ქურდობაში ბრალდებული ახალგაზრდა აყურყუტეს ციხეში, მესამე სიუჟეტი იყო შვილმა სახლიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩააბარა მშობლების უკითხავად, ხო, დააახლოებით ერთი წელი დარბოდნენ მშობლები სამართალდამცავ ინსტანციებში რომ შვილი ციხიდან გამოეშვათ ავტოსაგზაო შემთხვევა 2008 წლის 30 აპრილს მოხდა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში დაიწერა, მაშინ როცა ცხინვალში ვიბრძოდი. დასკვნაში დადანაშაულებულია "ოპელ-კორსას" მძღოლი, საჭესთან კი სრულიად მოულოდნელად მე "დამსვეს". საოცარი ის არის, რომ მანქანის ტარება არ ვიცი და არც მართვის მოწმობა მქონია ოდესმე.ხოდა სწორად მაგიტომაც მოახდინე ავტოსაგზაო შემთხვევა შე ნაძირალა :viking: როცა ქვეყანა შევძარი, ერთ-ერთმა დიდჩინოსანმა სამართალდამცველმა მითხრა, რა გაყვირებს, შენი შვილი ხომ არ არის დამნაშავე, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, დამნაშავე ვარდოსანიძე იქნება თუ მარგველაშვილიო.რატომღაც კარდუ გამახსენდა თავისი ფრთიანი ფრაზით "და რაიმე კანონი დაირღვა?" აი, ამ ფრაზაში ჩანს რაღაც ამოუცნობი, ჯერ კაცობრიობისთვის და ფსიქიატრიისთვის შეუსწავლელი ნაცმოური ლოგიკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2011 რატომღაც კარდუ გამახსენდა თავისი ფრთიანი ფრაზით "და რაიმე კანონი დაირღვა?" ამათ ტვინი აქვთ დარღვეული. ქრონიკული ავადმყოფები არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2011 ამათ ტვინი აქვთ დარღვეული. ქრონიკული ავადმყოფები არიანფულის თვლა არ ეშლებათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2011 (edited) საქართველოში მართსაჯულების დედა ################## და კიდევ იმათი,ვინც ამას იწონებს და ამართლებს. Edited May 18, 2011 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 თუ ტყუილი არაა, მაშინ? მაშინ სასამართლო შეცდომაა. სამწუხაროდ მსოფლიო კრიმინალისტიკის ისტორია გაჯერებულია ასეთი ფაქტებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 მაშინ სასამართლო შეცდომაა. სამწუხაროდ მსოფლიო კრიმინალისტიკის ისტორია გაჯერებულია ასეთი ფაქტებით. სასამართლო და საგამომძიებლო ორგანოების იდიოტიზმი, რა თქმა უნდა არაა მარტო საქართველოს პრობლემა. აქ განსხვავება იმაშია, რომ სხვა ქვეყებში ადამიანს უმტკიცბენ დანაშაულს, საქართველოში კი ადამიანი იძულებულია დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted May 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2011 სასამართლო და საგამომძიებლო ორგანოების იდიოტიზმი, რა თქმა უნდა არაა მარტო საქართველოს პრობლემა. აქ განსხვავება იმაშია, რომ სხვა ქვეყებში ადამიანს უმტკიცბენ დანაშაულს, საქართველოში კი ადამიანი იძულებულია დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.ეგ იმას ნიშნავს, რომ ნაციკები იგივე ნეო-ბოლშევიკები არიან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.