kisa Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 (edited) ვირები გადამალეეეეეეეეეთ! Edited May 20, 2011 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 mamaდემოკრატია ქართველისთვის არაა მოგონილი დემოკრატია ევროპელებისთვისაა ჩვენ ევროპელები არ ვართ უნდა შევიგნოთ რო ქართველები ვართთქვენ თუ გნებავთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება,სადაც ნაგვის ურნებზე წარწერისთვის იჭერენ,ეს თქვენი არჩევანია.მე ამას მთელი შეგნებული ცხოვრება(სადღაც 47 წელი) ვეწინააღმდეგებოდი და ყოველთვის შევეწინააღმდეგები და ევროპა არაფერ შუაშია.ნებისმიერ მეტნაკლებად ნორმალურ ქვეყანას ეხება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 (edited) ძუკუ იქით ფორუმზე ერთი ჟრიამულია ატეხილი ჩვენმა პარლამენტმა ჩერქეზების გენოციდი აღიარაო და ნეტა მართლა გადადგეს ეს უაღრესად გაუაზრებელი და პროვოკაციული ნაბიჯი ნაცებმა, თუ პონტია აგდებული ნეტა? Edited May 20, 2011 by Lo Janko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 Lo Jankoსაქართველომ ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარასივილ ჯორჯია, თბილისი / 20 მაი.'11 / 17:54 პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც "გენოციდის აქტად“ აღიარა მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის "მასობრივი განადგურება და მათი იძულებით განდევნა ისტორიული სამშობლოდან“. გადაწყვეტილებით, რომელიც 95 ხმით ერთხმად იქნა მიღებული, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩერქეზთა გენოციდი აღიარა. “აღიარებულ იქნან ლტოლვილებად, რუსეთ–კავკასიის ომის პერიოდში და შემდგომ სამშობლოდან იძულებით დეპორტირებული ჩერქეზები თანახმად „კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის 28 ივლისის კონვენციისა,“– ნათქვამია ასევე ერთგვერდიან დადგენილებაში. დადგენილების თანახმად, რუსეთ–კავკასიის 1763–1864 წლების ომის დროს „რუსეთის იმპერიის მიერ წინასწარ დაიგეგმა და შემდგომ განხორციელდა ჩერქეზული ტერიტორიების ეთნიკური ნიშნით წმენდა“; „ხელოვნურად“ ეწყობოდა „შიმშილობები და ეპიდემიები“ და "ფიზიკურად განადგურდა ან სამშობლოდან განიდევნა ჩერქეზული მოსახლეობის 90%–ზე მეტი". დადგენილება ეყრდნობა სამეცნიერო დასკვნას და ასევე, გენოციდის აღიარების თაობაზე ჩერქეზული დიასპორების მიმართვებს საქართველოს პარლამენტისადმი. მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება არის "ისტორიული სამართლიანობის აღდგენისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი“ და ყველა კავკასიელი ხალხის "ძალიან აშაკარა პოლიტიკური“ მხარდაჭერა. “მაგრამ ეს არ არის მიმართული რუსი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ რუსი ხალხი არ შეიძლება მუდმივად ცხოვრობდეს ამ სიმძიმით, რა სიმძიმეშიც მას აცხოვრებს მისი ხელისუფლება მე–19 საუკუნეში, მე–20 საუკუნეში და 21–ე საუკუნეში,“– განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გოკა გაბაშვილმა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ "ჩვენ მოგვიწევს მთლიანად კავკასიის ხალხების სიტუაციის განხილვა“ და ეს პროცესი "ძალიან მნიშვნელოვან და მძლავრ კავკასიურ ერთობამდე მიგვიყვანს“. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი ასევე იხილავს ჩეჩნების გენოციდის შესაძლო აღიარების საკითხსაც. ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც განაცხადა, რომ ის ვერც მხარს დაუჭერდა და ვერც შეეწინააღმდეგებოდა დადგენილების მიღებას, ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია იყო. “შეუძლებელია, რომ ამ ხალხის [ჩერქეზების] მიმართ სოლიდარულები არ ვიყოთ, მაგრამ ერთია ემოცია და მეორეა პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტის,“– განაცხადა მან და დასძინა: "ხომ არ გამოჩნდება ეს უსამართლოდ ჩვენ სომეხ კოლეგებთან მიმართებაში?“ მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოს სომეხი მოქალაქეების მიმართვები საქართველოს პარლამენტისადმი, სადაც ისინი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი განადგურების ”გენოციდად” ცნობას ითხოვენ. ნუგზარ წიკლაურმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან, განაცხადა, რომ სომხებისა და ჩერქეზების საკითხების „მექანიკური დაკავშირება არის უკიდურესი არაკვალიფიციურობა“. მისი თქმით, სომხებთან დაკავშირებულ პრობლემას სომხეთი და თურქეთი ერთმანეთთან მიმდინარე "პოზიტიურ დიალოგში“ თავად გაარკვევენ და ამაში "საქართველოს ჩართვა ნიშნავს, რომ შევასრულოთ სრულიად გაურკვეველი და დაუსაბუთებელი როლი“. მაშინ როცა პარლამენტში წარმოდგენილმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა მხარი დაუჭირა დადგენილების მიღებას, საპარლამენტო უმცირესობის წამყვანმა პარტიამ, ქრისტიან–დემოკრატებმა თავი შეიკავეს ამ პროცესში მონაწილეობისაგან. ეს პოზიცია ქრისტიან–დემოკრატმა დეპუტატმა, გიორგი ახვლედიანმა იმით ახსნა, რომ მის პარტიას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება "ფორსირებულად“ იქნა მიღებული საკმარისი ისტორიულ–ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე. "მეორე მიზეზია პოლიტიკური მხარე, რადგან ამ გადაწყვეტილებით "პანდორას ყუთი“ გაიხსნა, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოყვება გარდაუვლად როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ისე სამხრეთ კავკასიელ მეზობლებში და ამაზე ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება,“– განუცხადა მან Civil.ge-ს მას შემდეგ, რაც მისი ფრაქციის არცერთმა წარმომადგენელმა საჯარო პოზიცია ამ საკითხზე პლენარულ სხდომაზე არ დააფიქსირა.http://www.civil.ge/geo/article.php?id=24024 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 კავკასიაზე შესტკივატ ამათ გული, თუ რუსეთის გაბრაზების პოლიტიკას ვღადობთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 გიორგი68საქართველომ ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარასივილ ჯორჯია, თბილისი / 20 მაი.'11 / 17:54მოკლედ, არც კი ვიცი რა ვიფიქრო რა. ჩემი აზრით ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელსაც რა მოყვება კაცმა არ იცის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 მოკლედ, არც კი ვიცი რა ვიფიქრო რა. ჩემი აზრით ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელსაც რა მოყვება კაცმა არ იცის.პროვოკაცია კი არა შენი ქვეყნის 20 % აქვთ ოკუპირებული და გუშინ შენი არასრულწლოვანი მოქალაქეები დაჭრეს. ამაზე მეტი რა უნდა მოყვეს? ეს "არ გავაღიზიანოთ" პოსტები ძალიან უსუსური ჩანს ჩემი აზრით. მეორე მხრივ სასიკეთოც არაფერი არაა მაგ ჩერქეზების გენოციდის აღიარებაში. რა დახმარების გაწევა შეუძლიათ ჩერქეზებს საქართველოზე? არავითარი. მოკლედ თხა გავყიდე, თხა ვიყიდე პონტია. არაფერს არ ცვლის ეს აღიარება რეალურად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 ძუკუთქვენ თუ გნებავთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება,სადაც ნაგვის ურნებზე წარწერისთვის იჭერენ,ეს თქვენი არჩევანია.ქუჩაში სიგარეტის ნამწვიუს დაგდებაც ხულიგნობად უნდა ითვლებოდეს და რამდენიმე დღიამი პატიმრობა იყოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 პროვოკაცია კი არა შენი ქვეყნის 20 % აქვთ ოკუპირებული და გუშინ შენი არასრულწლოვანი მოქალაქეები დაჭრეს. ამაზე მეტი რა უნდა მოყვეს? ეს "არ გავაღიზიანოთ" პოსტები ძალიან უსუსური ჩანს ჩემი აზრით. მეორე მხრივ სასიკეთოც არაფერი არაა მაგ ჩერქეზების გენოციდის აღიარებაში. რა დახმარების გაწევა შეუძლიათ ჩერქეზებს საქართველოზე? არავითარი. მოკლედ თხა გავყიდე, თხა ვიყიდე პონტია. არაფერს არ ცვლის ეს აღიარება რეალურად. მერე ამას უნდა პარტიზანული ბრძოლა. ხელისუფლება იძახის "აუ ეს გაფუჭებული პარტიზანები რას აკეთებენ კაცო, დიდი ბოდიში ვერ ვაკონტროლებთ". თან ამ პარტიზნებს აფინანსებს და იარაღით და ყველა საშუალებით ეხმარება.ამავე დროს რუსეთთან გაღიმებული მშვიდობაზე საუბარი.ესაა პოლიტიკა და არა ის რასაც აკეთებენ.ამას კი უტრაკო ყარაჩოღლობა ჰქვია. აღიზიანებ და დარტყმის ტრაკი რომ არ აკვს კაცს, ამას ჰგავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 ძუკუ იქით ფორუმზე ერთი ჟრიამულია ატეხილი ჩვენმა პარლამენტმა ჩერქეზების გენოციდი აღიარაო და ნეტა მართლა გადადგეს ეს უაღრესად გაუაზრებელი და პროვოკაციული ნაბიჯი ნაცებმა, თუ პონტია აგდებული ნეტა? რომელია ეს ”იქეთა ფორუმი?” Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 მერე ამას უნდა პარტიზანული ბრძოლა. ხელისუფლება იძახის "აუ ეს გაფუჭებული პარტიზანები რას აკეთებენ კაცო, დიდი ბოდიში ვერ ვაკონტროლებთ". თან ამ პარტიზნებს აფინანსებს და იარაღით და ყველა საშუალებით ეხმარება.ამავე დროს რუსეთთან გაღიმებული მშვიდობაზე საუბარი.ესაა პოლიტიკა და არა ის რასაც აკეთებენ.ამას კი უტრაკო ყარაჩოღლობა ჰქვია. აღიზიანებ და დარტყმის ტრაკი რომ არ აკვს კაცს, ამას ჰგავს.სად აფინანსებს ხელისუფლება პარტიზანებს? აფინანსებს არა, ვისაც თავისი იარაღი ქონდა და იცავდა თავსაც და ქვეყნის ინტერესებსაც კონფლიკტურ რეგიონებში, განაიარაღეს და დაუცველი დატოვეს.მეტიც. იჭერდენ ამისთვის ხალხს სხვადასხვა შეთითხნილი ბრალდებებით იარაღის უკანონო ტარებიდან ქვეყნის ღალატით დამთავრებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 Saturnრა დახმარების გაწევა შეუძლიათ ჩერქეზებს საქართველოზე? არავითარი. მოკლედ თხა გავყიდე, თხა ვიყიდე პონტია. არაფერს არ ცვლის ეს აღიარება რეალურად. მთლად მასე არაა,რუსებმა ცივი წყალი დალიონ თუ უნდათ,მაგრამ აი სომხებმა რომ იგივე მოგვთხოვონ,უარის დასაბუთება გაგვიძნელდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 სად აფინანსებს ხელისუფლება პარტიზანებს? აფინანსებს არა, ვისაც თავისი იარაღი ქონდა და იცავდა თავსაც და ქვეყნის ინტერესებსაც კონფლიკტურ რეგიონებში, განაიარაღეს და დაუცველი დატოვეს.მეტიც. იჭერდენ ამისთვის ხალხს სხვადასხვა შეთითხნილი ბრალდებებით იარაღის უკანონო ტარებიდან ქვეყნის ღალატით დამთავრებული. ხო და მაგას ვიძახი.არა და ისე უნდა აკეთებდნენ როგორც ამას სხვაგან აკეთებენ. Saturn მთლად მასე არაა,რუსებმა ცივი წყალი დალიონ თუ უნდათ,მაგრამ აი სომხებმა რომ იგივე მოგვთხოვონ,უარის დასაბუთება გაგვიძნელდება. ხო და სომხეთი ხომ უფრო სტრატეგიული პარტნიორია ვიდრე თურქეთი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 მთლად მასე არაა,რუსებმა ცივი წყალი დალიონ თუ უნდათ,მაგრამ აი სომხებმა რომ იგივე მოგვთხოვონ,უარის დასაბუთება გაგვიძნელდება.ჩვენ არ ვართ ვალდებული რამე დავუსაბუთოთ სომხებს. მათ შეიძლება გვთხოვონ აღიარება, ჩვენ უბრალოდ მოვუსმინოთ და მორჩა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2011 Saturn მთლად მასე არაა,რუსებმა ცივი წყალი დალიონ თუ უნდათ,მაგრამ აი სომხებმა რომ იგივე მოგვთხოვონ,უარის დასაბუთება გაგვიძნელდება.სომხებს უნდა გადაუმისამართო რუსეთისკენ. ჯერ მაგათმა ცნონო )) პროვოკაცია კი არა შენი ქვეყნის 20 % აქვთ ოკუპირებული და გუშინ შენი არასრულწლოვანი მოქალაქეები დაჭრეს. ამაზე მეტი რა უნდა მოყვეს? ეს "არ გავაღიზიანოთ" პოსტები ძალიან უსუსური ჩანს ჩემი აზრით. მეორე მხრივ სასიკეთოც არაფერი არაა მაგ ჩერქეზების გენოციდის აღიარებაში. რა დახმარების გაწევა შეუძლიათ ჩერქეზებს საქართველოზე? არავითარი. მოკლედ თხა გავყიდე, თხა ვიყიდე პონტია. არაფერს არ ცვლის ეს აღიარება რეალურად.ჩერქეზების კი არა, საკუთარი გენოციდი რომ მოაგვიწყვეს, იმაზეც ხმას არ იღებდენ, რუსეთს რომ რამეს გამორჩენოდნენ.მეტი კი არაფგერი უპასუხეს ჰააგაში, სად იყავით 17 წელიო ეს თუ ხდებოდაო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.