Siknadmo Posted May 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 ორი ერი ახდენს დღეს უდიდეს გავლენას საქართველოზე,ამერიკელები სადაც დიდი როლი ებრაელების და რუსები, სადაც ებრაელები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ,საინტერესოა მათი აზრი რუსებზე, შეფასება ეხება არა მხოლოდ პოლიტიკას,ჩვენ ქართველები რუსებთან დაპირისპირებაში მათ არაერთ სისაძაგლეს ვაბრალებდით ჩემის აზრით რუსებთან დაპირისპირების არა მხოლოდ სამხედრო არამედ ინტელექტუალური, მორალური და ნებელობითი შესაძლებლობაც არ გვქონდა მოკლედ მელაჩ ნო პრიატნას ინტელექტუალების შემდეგ საინტერესოა ჭკვიანი ადამიანის მოსმენა იმ ხალზე რომლებიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს მტრები არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 არამედ ინტელექტუალური, მორალური და ნებელობითი შესაძლებლობაც არ გვქონდავისაც არ ჰქონდა კი არის ჩახუტებული ახლაც :ერთმორწმუნე უფროსი ძმის სმაილი: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted May 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 ჩემის აზრით რუსებთან დაპირისპირების არა მხოლოდ სამხედრო არამედ ინტელექტუალური, მორალური და ნებელობითი შესაძლებლობაც არ გვქონდა არცერთ დამპყრობელს რუსებამდე იმდენი ზიანი არ მიუყენებია საქართველოსთვის, რაც მათ, რუსებმა მოგვაყენეს. აბსოლუტურად ყველა სფეროში: სახელმწიფოებრივ, ტერიტორიალურ, დემოგრაფიულ, რელიგიურ, ზნეობრივ, საზოგადოებრივ სფეროებში ქართველ ერს უდიდესი ზიანი მიადგა. თუკი რამ სასიკეთო მოხდა ამ პერიოდში ქართველი ერისთვის, ეს რუსებმა მხოლოდ საკუთარი, რუსეთის იმპერიის საკეთილდღეოდ გააკეთეს და არამც და არამც ქართველებისთვის სასიკეთოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 არცერთ დამპყრობელს რუსებამდე იმდენი ზიანი არ მიუყენებია საქართველოსთვის, რაც მათ, რუსებმა მოგვაყენეს. აბსოლუტურად ყველა სფეროში: სახელმწიფოებრივ, ტერიტორიალურ, დემოგრაფიულ, რელიგიურ, ზნეობრივ, საზოგადოებრივ სფეროებში ქართველ ერს უდიდესი ზიანი მიადგა. თუკი რამ სასიკეთო მოხდა ამ პერიოდში ქართველი ერისთვის, ეს რუსებმა მხოლოდ საკუთარი, რუსეთის იმპერიის საკეთილდღეოდ გააკეთეს და არამც და არამც ქართველებისთვის სასიკეთოთ.თემურ ლენგის შემოსევების შესახებ ალბათ გსმენიათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 თემურ ლენგის შემოსევების შესახებ ალბათ გსმენიათკარგი ანალოგიაა რუსებთან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 კარგი ანალოგიაა რუსებთანჩვენს დამპყრობლებში ყველაზე ჰუმანურები ეგენი იყვნენ და პროგრესისი მომტანნი, საფრანგეთი და გარმანია ჩენი კოლონიზატორი არასდროს ყოფილა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 დარმწუნებული ვარ რომ აჩიკომ იცის საქ. ისტორია და ისიც იცის რამელა ბოროტება მოგვიტანესირანელებმა, არაბებმა, თურწმებმა, ხაზრებმა, თუქმრეუნლმა ტომებმა, ხორაზმელებმა თუ თუნდაც ლეკიანობამ (დაგესნტური ტომები დამპყრობლები არ იყვნენ)გავიხსენოთ სულაც რამდნეი კახელი გადაასახლეს ირანში, რა გამალებული ტყვეთა სყიდვა მიმდინარეობდა დას. საქართველოში,ისე წარმოაჩნენენ თითოქს საქ. იყო აყვავებული და დალხინებული ქვეყანა და მოვიდა ბოროტი რუსი და ფეხქვეშ გათელა ჩVენი სუვერენიტეტი და ძემაკრაწია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted May 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 ჩვენს დამპყრობლებში ყველაზე ჰუმანურები ეგენი იყვნენ და პროგრესისი მომტანნი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები. პროგრესი კი არა, თუკი რაიმეს გადაგვარება იყო შესაძლებელი თეორიულადაც კი, ყველაფერი გადაგვიგვარეს, მუქთახორა, ლაჩარი დსა სხვისი ხელის შემყურე ერად გვაქციეს, რომელსაც ასანთის წარმოების თავიც კი არ აქვს დღეს დამოუკიდებლად. თემურ ლენგს რაც შეეხება, მანდ ცოტა სხვა ისტორიაა, საკმაოდ გრძელი და რთული, ძალიან მარტივად და ზერელედ რომ ავხსნა, თემურ ლენგს, ბოდიში და მაგრად ეკიდა საერთოდ საქართველოც, მისი სახელმწიფოებრიობაც, რელიგიაც, ისტორიაც, აწმყოცა და მომავალიც. ჰქონდა კონკრეტული სურვილი, ლოიალურობა საქართველოს სახელმწიფოსგან და სტაბილური შემოსავალი აქედან ხარკის სახით. სწორედ ამ უკანასკნელზე გამუდმებული უარების გამო აწიოკა და აწიოკა ქართული სამთავროები 6 ჯერ, იმიტომ, რომ ამპარტავან ქართველებს როგორ გვეკადრებოდა ვინმესთვის რაიმეს მიცემა, სამაგიეროდ ქვეყანა კი შემოგვადნა ხელში. ცნობისათვის, თემურ ლენგს სომხეთი საერთოდ არ აუწიოკებია და დაურბევია, იმიტომ, რომ პატიოსნად იხდიდნენ ხარკს. რა ჯობდა და რატომ, ეს სხვა თემაა და საკმაოდ ვრცელიც. ისე, ეგ თემურ ლენგიც მაგარს უბერავდა, რა იმისთანა ინტერესი უნდა ჰქონოდა ამ საქართველოსი, რომ არ დაეზარა და 7 ჯერ მონღოლეთიდან საქართველომდე წამოვიდა ჯარით, ბოლო-ბოლო ან არ ეზარებოდა მაინც ამხელა გზაზე ცხენით ჩაქჩაქი?! მე-7 მგზავრობისას კი ჩაძაღლდა კიდეც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 ისე, ეგ თემურ ლენგიც მაგარს უბერავდა, რა იმისთანა ინტერესი უნდა ჰქონოდა ამ საქართველოსი, რომ არ დაეზარა და 7 ჯერ მონღოლეთიდან საქართველომდე წამოვიდა ჯარით, ბოლო-ბოლო ან არ ეზარებოდა მაინც ამხელა გზაზე ცხენით ჩაქჩაქი?! ბავშვობაში უფლისწულების სკოლაში აჩმორებდნენ ქართველები ეტყობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 (edited) Achiko1972დასავლეთ საქართველოში შვილები რომ მშობლებს ყიდნენ ეგ არ იყო გადაგვარება?ნუ წარმოვაჩენთ ისე თითქოს რუსების შEმოსვლამდე ყველაფერი რიგზე იყო,გურულები და მარგალები ეტთმანეთს ხოცავდნენ, მესხები გათათრდნენ, აჭარლებიც გამუსულმანდნენ,საქ. დანაწევრებული იყო და რეალურად არანაირი წესრიგი არ არსებობდა, სკოლები იყო რომ საერთოდ,საქართველო სწორად რუსეთის საშუალებით ეზიარა ევროპას თორემ რა გარემოში ვიყავი, ირანი, თურქეთი ჩრდილოეთ კავკასია, ა, Edited May 17, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted May 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 დარმწუნებული ვარ რომ აჩიკომ იცის საქ. ისტორია და ისიც იცის რამელა ბოროტება მოგვიტანეს ირანელებმა, არაბებმა, თურწმებმა, ხაზრებმა, თუქმრეუნლმა ტომებმა, ხორაზმელებმა თუ თუნდაც ლეკიანობამ (დაგესნტური ტომები დამპყრობლები არ იყვნენ) გავიხსენოთ სულაც რამდნეი კახელი გადაასახლეს ირანში, რა გამალებული ტყვეთა სყიდვა მიმდინარეობდა დას. საქართველოში, ისე წარმოაჩნენენ თითოქს საქ. იყო აყვავებული და დალხინებული ქვეყანა და მოვიდა ბოროტი რუსი და ფეხქვეშ გათელა ჩVენი სუვერენიტეტი და ძემაკრაწია მოკლედ ძალიან ისტორიებში გადავვარდით ელემენტარული არითმეტიკით მივყვეთ: ყველაზე დიდი მსხვერპლი, რაც ისტორიულად ცნობილია საქართველოში რომელიმე დამპყრობლის შემოსევისას, ესაა 100 000 მოწამე, ერთი ომის შედეგად, რასაკვირველია. მარტო მეორე მსოფლიო ომში საქართველომ ოფიციალურად დაკარგა 128 000 მებრძოლი ადამიანი. შაჰაბასმა კახეთის აოხრების შემდეგ ფერეიდანში გადაასახლა 300 000 ადამიანი. სულ რაღაც 18 წლის უკან, რუსებმა აფხაზეთიდან გამოასახლეს ოფიციალური მონაცემებით სადღაც 300 000 ადამიანი. თუ სტატისტიკურად მოვთვლით რამდენი ადამიანია დაღუპული 1800 წლიდან საქართველოში რუსების წყალობით, მერწმუნე, ნამდვილად ახლოსაც ვერ მოვა ეს ციფრი მანამდელი დამპყრობლების მსხვერპლათან. ყველაზე ძირითადები გამოვყოთ: თავიდანვე ალექსანდრე ბატონიშვილის აჯანყებები, კახეთის, ფშავ-ხევსურეთის, იმერეთის, გურიის აჯანყებები რა სისხლშიც იხშობოდა და მერე რა დონის ეგზეკუციებვი ეწყობოდა მოგეხსენებათ. 25 წლიანი სამხედრო ბეგარა რუსულ ჯარში, რაც დემოგრაფიულად სპობდა ქართველ ერს, იმიტომ, რომ მიჰყავდათ საუკეთესოები სადღაც 18-20 წლის ასაკში, აქედან ბედნირები 45 ასაკისები ბრუნდებოდნენ შინ მინიმუმ დაავადებულები, ან ხეიბრები, ფაქტიურად უშთამომავლოები. იაპონიის ომი. პირველი მსოფლიო ომი რუსული რევოლუციის წლები რუსების მიერ ინსპირირებული სომხეთ-საქართველოს ომი და ოსების აჯანყება გასაბჭოება და მთელი ქართული არისტოკრატიის (სამოქალაქო-სამხედრო) ფიზიკურად მოსპობა. 1924 წლის აჯანყება. წითელი ტერორი 1936-38 წლები. მეორე მსოფლიო ომი. ომის შემდგომი რეპრესიები ე.წ. ტყვედნამყოფებზე ნადირობა. 1953 წლის მერე რეპრესიების ახალი ტალღა (სსრკ-ში ძირითადად მარტო საქართველოში) ე.წ. ანტისტალინური რეპრესიები. 1956 წელი 1989-2008 წლები პერმანენტული ომები თბილისში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. დაახლოებით მაინც თუ შევკრებთ ამ საშნინელებათა მსხვერპლთა რიცხვსმ ვერანაირი შაჰაბასი ამას ვერ გადასწონის. რაც მთავარია: საქართველოს ისტორიაში პირველებმა რუსებმა შეძლეს საქარველსო სახელმწიფოებრიობის მოსპობა, ბაგრატიონების განადგურება და ქართული ეკლესიის, როგორც ასეთის მოსპობა. რუსების მმართველობისას დაიხურა (მეფის დროს, რევოლუციამდე) 800-მდე!!!! მოქმედი ეკლესია-მონასტერი. რაც დარჩა ან გადაკეთდა, ან უკეთეს შემთცხვევაში გადაიღება უნიკალური ფრესკები. რუსეთში გაიზიდა უნიკალური საეკლესიო და საერო განძი, რაც მანამდე ვერ მოახერხა ვერცერთმა დამპყრობელმა ასეთი მასშტაბით. ყოველთვის ხდებოდა წახალისება ყველა ჩვენი მტრისა და მოშურნის რუსების მიერ: 1775 წლის აღამაჰმად ხანის შემოსევა და თბილისის სასტიკად აოხრება მთლიანად რუსების დაგეგმილ-ინპირირებული იყო ქართული სახელმწიფოს საბოლოოდ წელში გასატეხად და ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი კეთდებოდა ქართველოს დასაბეჩავებლად, მასში ყოველივე ვაჟკაცურისა და ბრძოლისუნარიანობის ჩასაკლავად. მეფის რუსეთის დროს, ქართლ-კახეთში უზომოდ გავრცელებული ჭიდაობის შეჯიბრებვიც კი აიკრძალა ერთი პერიოდი, რათა ძლიერი ქართველები არ გამოსულიყვნენ. რამდენი რამე ჩამოვთვალო კიდევ?! არადა ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან შედარები, რაც რეალობაში მოხდა ამ 2 საუკუნის განმავლობაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 Achiko1972რუსეთთან შEერთების შემდეგ საქართველოს მოსახლეობაც და ტერიტორიებიც გაიზარდაAchiko1972მარტო მეორე მსოფლიო ომში საქართველომ ოფიციალურად დაკარგა 128 000 მებრძოლი ადამიანი.ეს იყო სამამულო ომი გიტლერი საბჭოთა ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხალხის აოხრებას აპირებდა, ქართველები არ შევდიოდით არიულ რასაში,ბევრი ქართველი მოხალისედ წავიდა ომში, ისინი ისევე იბრძოდნენ ფრონტზე როგორც სხვა საბჭოთა კავშირში შემავალი ერები, რაიმე განსაკუთრებული მოპყრობა არ ყოფილა სულ რაღაც 18 წლის უკან, რუსებმა აფხაზეთიდან გამოასახლეს ოფიციალური მონაცემებით სადღაც 300 000 ადამიანი.მანამდე რუსებმა იქიდან აფხაზები რომ გარეკეს? დიახაც, ის ტერიტორია დაიცალა ადგილობრივი აფხაზი მოსახლეობისგან და მასობრივად დაიწყო ქართველების მიერ აფხაზეთის ათვისება, შემდეგ კი რაც მოხდა, ომი დავიწყეთ და აფხაზებმა რუსების დახმარებიტ გამოდევნეს ის ხალხი რომელიც მათი წარმოდგენით იყო ოკუპანტი, ხო, აფხაზეთი რუსეთმა შეუერთა საქართველოს, გარდა ამისა, რუსეთის შემადგენლობაში ქართველების რაოდენობა კი არ შემცირდა ერთი ორად გაიზარდა, ესაა მთავარი ფაქტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 გიორგი მე-12 თხოვნით მიმართ რუსეთის იმპერატორსყურადღEბით წაიკითხეთ Георгий XII просил императора Российской империи принять Грузию (Картли-Кахетинское царство) в состав России: “...чтобы с этих пор царство картлосианов считалось принадлежащим державе Российской с теми правами, которыми пользуются находящиеся в России другие области". Он опасался того, что грузинские князья начнут междоусобную борьбу, в результате которой Грузия будет завоёвана Персией. Поэтому Георгий XII хотел, чтобы после его смерти престол занял его сын, Давид XII Георгиевич. Письмо последнего царя Картли-Кахети Георгия XII своему послу Гарсевану Чавчавадзе от 7 сентября 1799 года: «Предоставьте им все мое царство и мое владение, как жертву чистосердечную и праведную и предложите его не только под покровительство высочайшего русского императорского престола, но и предоставьте вполне их власти и попечению, чтобы с этих пор царство картлосианов считалось принадлежащим державе Российской с теми правами, которыми пользуются находящиеся в России другие области». [1] Петербурге грузинское посольство 24 июня 1800 года передало коллегии иностранных дел проект документа о подданстве. Первый пункт гласил: царь Георгий XII «усердно желает с потомством своим, духовенством, вельможами и со всем подвластным ему народом однажды навсегда принять подданство Российской империи, обещаясь свято исполнять все то, что исполняют россияне». [2] На аудиенции 14 ноября 1800 года граф Ростопчин, и С. Л. Лашкарев объявили грузинским послам, что император Павел I, принимает в вечное подданство царя и весь народ грузинский и согласен удовлетворить все просьбы Георгия XII, «но не иначе, как тогда, когда один из посланников отправится обратно в Грузию объявить там царю и народу о согласии русского императора, и когда грузины вторично заявят грамотою о своем желании вступить в подданство России». [3] Георгию XII было обещано оставить за ним право царя до конца жизни. Однако, после его смерти русское правительство было намерено утвердить Давида XII Георгиевича генерал-губернатором с титулом царя, а Грузию причислить к числу русских губерний под названием царство Грузинское. 23 ноября 1800 года император отдал рескрипт на имя Георгия XII, о принятии его царства в подданство России, далее он писал: «нам изъявленное, приняли мы с высокомонаршим нашим благоволением и удостоев также всемилостливейшей опробации нашей о прошениях ваших к принятию вас в подданство Наше». [4] 22 декабря 1800 г. император Павел I подписал манифест, о присоединении Грузии к России. Грузинские послы зачитали «просительные пункты», которые объявляли Давида XII временным правителем страны до утверждения его на царство русским императором. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted May 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 რუსეთთან შEერთების შემდეგ საქართველოს მოსახლეობაც და ტერიტორიებიც გაიზარდა გაიზარდა რუსეთის იმპერიის ტერიტორია ისტორიულად ქართული მიწებით, 1921 წელს საქართველომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაკარგა ტერიტორიების 1/3, ხოლო 1990-2008 წლებში კიდევ დამატბით დარჩენილის 20%. მოსახლეობას რაც შეეხება ჟორდანიას დროინდელი საქართველოს მოსახლეობა იყო ამიერ-კავკასიის მოსახლეობის 2/3, ეხლა 1/3-საც ძლივს აღწევს. ის მითი, რომ რუსეთთან შეეღტებისას 75 000 ვიყავით, სრული სისულელეა, იმიტომ, რომ მაგ ციფრის დასახელების მომენტში რუსეთთან შეერთებული იყო მხოლოდ ქართლ-კახეთის სამთავრო, სადაც აღწერა მხოლოდ მსხვინ დასახლებულ პუნქტებში შეიძლებოდა ჩატარებულიყო, ისიც საკმაოდ უზუსტო, ვინაიდან მოსახლეობის 95-98%-ს საერთოდ არ ესმოდა რუსული და დიდად რას ეკითხებოდნენ, ვერც გაიგებდა. აღწერა არ შეხებია საერთოდ დასავლეთ საქართველოს, ჩრდილოთ საქართველოს (მაშინ საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულს), სამხრეთ საქართველოს. ეს იყო სამამულო ომი გიტლერი საბჭოთა ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხალხის აოხრებას აპირებდა, ქართველები არ შევდიოდით არიულ რასაში, ბევრი ქართველი მოხალისედ წავიდა ომში, ისინი ისევე იბრძოდნენ ფრონტზე როგორც სხვა საბჭოთა კავშირში შემავალი ერები, რაიმე განსაკუთრებული მოპყრობა არ ყოფილაასევე უამრავი იბრძოდა მოხლისედ არიელი გერმანელებისმხარეს, სწორედ იმიტომ, რომ რუსული კოშმარის დასასრულად სწორედ გერმანელებს მიიჩნევდნენ, არჩევანის შემთხვევაში, პირადად მე დამპყრობელად უპირობოდ რუსს გერმანელი მირჩევნია. მანამდე რუსებმა იქიდან აფხაზები რომ გარეკეს? დიახაც, ის ტერიტორია დაიცალა ადგილობრივი აფხაზი მოსახლეობისგან და მასობრივად დაიწყო ქართველების მიერ აფხაზეთის ათვისება, შემდეგ კი რაც მოხდა, ომი დავიწყეთ და აფხაზებმა რუსების დახმარებიტ გამოდევნეს ის ხალხი რომელიც მათი წარმოდგენით იყო ოკუპანტი,მართალია და ერთადერთი, ვინც მათ დასაცავად ხმას იღებდა, ისევ ქართველები იყვნენ, იმიტომ, რომ გაასახლეს ძირძველი აფხაზები, რომლებთანაც ქართველებს არანაირი დაპირისპირება არ ჰქონიათ, ყოფით პრობლემებს თუ არ ჩავთვლით, როგორიც არაერთი იყო იგივე გურულებსა და მეგრელებს შორის, იყო იმერლებსა და რაჭველებს შორის, ქართლელებსა და ხევის მოსახლეობას შორის და ა.შ. დატოვეს სწორედ ისინი, და ჩაასახლეს კიდეც უამრავი ისეთიც, ვისაც გამოიყენებდბნენ და გამოიყენეს კიდეც ჩვენს წინააღმდეგ.ხო, აფხაზეთი რუსეთმა შეუერთა საქართველოს,ეს პირველად მესმის, ამაზე ვერაფერს ვიტყვი.გარდა ამისა, რუსეთის შემადგენლობაში ქართველების რაოდენობა კი არ შემცირდა ერთი ორად გაიზარდა, ესაა მთავარი ფაქტირუსული (განსაკუთრებით საბჭოთა) პროპაგანდა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 (edited) Achiko1972თუკი მოიძიებ საქართველოს რუკას რუსეთთან შეერთებამდე კარგი იქნება, ეს საკითხი მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ ყველაფერი არაა ნათელი, ჩემის აზრიტ რუსეთთან შეერთებამ ქართველობამ იხეირა, შენ თვლი რომ პირიქით, ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ, საინტერესო მსჯელობა გამოგვივა ე.ი. ჩამოვყალიბდეთ რაზე ვკამათობთ 1.) საქართველოს მოსახელობის რაოდენობა რუსეთთან შEერთების შემდეგ გაიზარდა თუ შემცირდა2) საქართველოს ტერიტორია ასევე-3) გაიზარდა თუ შემცირდა საქართველოს მოსახლოების კუტლურული დონე და გახდა ის უფრო ცივლიზებული თუ პირიქით Edited May 17, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.