Jump to content
Planeta.Ge

კავკასიური სამხედრო - პოლიტიკური გაერთიანება

რეგიონალური სამხედრო - პოლიტიკური ალიანსი  

11 members have voted

  1. 1. რას ფიქრობთ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსებზე?

    • არ არის არცერთი საჭირო, ნეიტრალიტეტის მომხრე ვარ
      7
    • მხოლოდ ნატოსტან გაერთიანება
      1
    • რუსეთთან კავშირის აღდგენა და სნგსთან ალიანსი
      1
    • ახალ რეგიონალურ გაერთიანებაში გაწევრიანება
      1

Recommended Posts

აუ რა გინდათ თურქეთის საფაშეთი გავხდეთ? :(

ეხლა საფაშოები იქ არაა, ვილაეთებია))

აქ საქმე ვინმეს ვილაეთად თუ გუბერნიად ან შტატად გაეღტიანებაზე არაა, არამედ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება და აწორად მოკავშირის არჩევა.

რომ არ იყოს აფხაზეთისა და სამაჩობლოს პრობლემა, შეიზლება მე პირადად(ჩემი აზრია ეგ და სხვა არაფერი) განხილვაში მიმეღო მონაწილეობა როგორც ერთერთ ვარიანტად და რას მოგვცემდა ის.

მაგრამ სანამ რუსის ჩექმა დააბოტებს ჩემს მიწაზე, ამის განხილვაც და ამაზე საუბარიც კი ამ საკითხების გადაჭრამდე მკრეხლებად მიმაჩნია და უბრალო თავმოყვარეობა მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ პოლიტიკურად ბეცია და ვერ ხედავს ვერაფერს.

მაგრამ რუსეთის მომხრეები არა მარტო პოლიტიკურ სიბეცეს იჩენენ, ამ ხალხს ელემენტარული თავმოყვარეობა, აქედან კი კაცობა არ გააჩნიათ და მათთან არა თუ ამ საკითხზე, საერთოდ არაფერზე საუბრის სურვილი არ მაქვს.

ისე კი შევახსენებ ზოგიერთებს. სნგ ში საქართველოს შესვლას. როგორ შეგვათრიეს და მერე რა მოგვიტანა რუსეთთან ასეთმა კავშირმა? მხოლოდ ის, რომ მადა კიდო უფრო გაეზარდათ.

დაგვიბრუნეს მაშინ აფხაზეთი?

გეკითხებით, იქნებ მე გამომრჩა?

ჰო და ეგრე დაგიბრუნებენ ეხლაც. გინდ სულ მათ გუბერნიად იქეცით.

თოფით წართმეული უთოფოდ ჯერ არავის დაუბრუნებია, ეხლა რომ რუსებმა დააბრუნონ.

თურქეთს კი აწყობს საქართველოს არ იყოს მყარი პოზიციები რეგიონში.

მგონი ისიც უნდა აწყობდეს რომ სხვა ალტერნატიულ ბლოკში იყოს თავისი უსაფრთხოებისთვის და შემოიკრიბოს სხვა დაინტერესებული ქვეყნებიც.

ისრაელთან მათმა კონფლიკტმა თურქეთისთვის ნატოს არაქმედითუნარიანობაც დაამტკიცა.

ისრაელმა, რომელიც ნატოს წევრი არაა, რა გაუბედა თურქეთს იცით მგონი ნატოს წევრ ქვეყანას და უნდა ეხლა ასეთი კავშირი თურქეთს?

ის რა თქმა უნდა არ იტყვის ნატოზე ჯერ უარს, მაგრამ არა მგონია იქ სააკაშვილივით უტვინოები მართავდენ იმ ქვეყანას და დარწმუნებული ვარ კულისებს მიღმა რაღაც ვარიანტსაც ამუშავებენ.

აზერბაიჯანის პოზიციაც გასაგებია.

მაგრამ აი ქართული პოზიცია რაა ვერ გავიგე.

წაკუზულ პოზაში ყოფნა და ჩათლახივით ყველასათვის ფეხების შლა? მოდით მობრძანდის ძახილით.

სომხეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე ხელშეკრულება ხომ რავი, რა დავარქვა არ ვიცი იმ ფონზე? როდესაც აზერბაიჯანს მეგობრობაში ვეფიცებით და თურქეთთან კარგი ურთიერთობა გვინდა.

რადგან დღეს რეგიონში რუსეთისგან უსაფრთხოების წყარო მხოლოდ თურქეთია.

ამ დროს კი ასე თუ ისე, რო რამე, თურქეთისგან რუსეთიც კი გვიცავს წარმოიდგინეთ. რადგან საკუთარ გავლენის სფეროდ მიგვიჩნევს და თურქეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში არ დარჩებიან გვერდიდან მოცქერალ პოზაში. ოღონდ ჩვენთვის კი არა, ისევ თავისთვის, თავის ლუკმას არ დაკარგავს.

მოკლედ საქართველო ამ სააკაშვილის წყალობით რამდენის ტრაქზე ამოსული ძილმაგარაა ვინ იცის?...

საქართველოს რომ ნორმალური მიზანმიმართული სტაბილური პოლიტიკა ჰქონდეს, აზერბაიჯანსაც არ ექნებოდა ის პრობლემები რაც აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ სომხებიც კი ჩვენი მოკავშირეები გახდებოდნენ აზერბაიჯანთან შერიგებულები.

ერთად კი თურქეთით ზურგგამაგრებულები რეგიონში საკუთარ და სხვის უსაფრთხოებასაც დავიცავდით და რუსეთთანაც წაკუზულ მდგომარეობაში კი არა, წელგამართული დავილაპარაკებდით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 55
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

verusi

პრინციპში საღი აზრია შენს პოსტში გატარებული. ამათ როგორ უნდათ იცი? ერთი-ერთზე შევებრძოლოთ ჩრდილოეთით რუსეთს, სამხრეთით თურქეთს, აღმოსავლეთით აზერბაიჯანს და ყველგან გავიმარჯვოთ :givi: თვითშეფასება - განუზომლად მაღალი, რეალობის შეგრძნება - აბსოლუტურად ატროფირებული. აი ეს ჰქვია ასეთ მდგომარეობას.

ნატოს რაც შეეხება, კარგი იქნებოდა მანდ გაწევრიანება მაგრამ არ გვიღებენ და ჰა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თურქეთისთვის მხარდაჭერა ჩვენს მამაპაპათა საფლავებზე გადაფსმას ნისნავს!

არანაირი გაგამართლებელი არგუმენტი არ არსებობს ჩვენის მხრიდან თურქეთის სასარგებლოდ ... ყველა არგუმენტი უსუსურია და თითიდან გამოწოვილი... :mubaraq:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ისე შენ როგორ ფიქრობ,როგორც რეალობის შეგრძნების მამა..პაკისტანი ხომ არ ჩაგვერია ამ საქმეში..უფრო მეტნი ვიქნებით..:givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

პრინციპში საღი აზრია შენს პოსტში გატარებული. ამათ როგორ უნდათ იცი? ერთი-ერთზე შევებრძოლოთ ჩრდილოეთით რუსეთს, სამხრეთით თურქეთს, აღმოსავლეთით აზერბაიჯანს და ყველგან გავიმარჯვოთ :givi: თვითშეფასება - განუზომლად მაღალი, რეალობის შეგრძნება - აბსოლუტურად ატროფირებული. აი ეს ჰქვია ასეთ მდგომარეობას.

ნატოს რაც შეეხება, კარგი იქნებოდა მანდ გაწევრიანება მაგრამ არ გვიღებენ და ჰა...

ახლა ერეკლე მეორეზე ვნახულობდი ინფორმაციას...

ქართულად ვიკიპედიაში რამდენიმე წინადადებაა...

რუსულად უფრო მეტი ინფორმაციია...

ამას რამე კავშირი აქვს ჩვენთან და ჩვენ მდგომარეობასთან? მე მგონი კი, პირდაპირი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თურქეთისთვის მხარდაჭერა ჩვენს მამაპაპათა საფლავებზე გადაფსმას ნისნავს!

არანაირი გაგამართლებელი არგუმენტი არ არსებობს ჩვენის მხრიდან თურქეთის სასარგებლოდ ... ყველა არგუმენტი უსუსურია და თითიდან გამოწოვილი... :mubaraq:

აი რუსეთთან ხომ მაგარი არგუმენტი გვაქვს ყვავილების მისატანად იმათ საფლავებზე, ვინც აფხაზეთში, ოსეთში, ზმათამკვლელ სამოქალაქო ომში დაიღუპა?

მაგარი არგუმენტები გვაქვს კომუნისტების მიერ რეპრესირებულ განადგურებულ ოჯახებთან, იმათ საფლავებზე რომლებიც საფლავებადაც არ დარჩათ ცოცხლად გადარჩენილებს.

თურქეთი რა იყო შუა საუკენებში? და რუსეთი რაა დღეს?

არის ასეთი თამაში - იპოვეთ 5 განსხვავება(ან მეტი)

ჰო და იპოვეთ ბატონებო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა ერეკლე მეორეზე ვნახულობდი ინფორმაციას...

ქართულად ვიკიპედიაში რამდენიმე წინადადებაა...

რუსულად უფრო მეტი ინფორმაციია...

ამას რამე კავშირი აქვს ჩვენთან და ჩვენ მდგომარეობასთან? მე მგონი კი, პირდაპირი...

პირდაპირი.

ის რომ შორსმჭვრეტელობიდან სიბეცემდე ერთი ნაბიჯია, როდესაც პრაგმატიზმს რაღაც არაფრის მომცემ ღირებულებებს ანაცვლებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მძორი თურქებიღა გვაკლია, ისედაც მოიკიდეს ფეხი და მერე ვაფშე აუსურულდებათ ომერ ფაშას ოცნებები
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო, რატო არ მისმენთ? :)

ირანი რითი არ მოგწონთ? ყველაზე კაი იქნება ირანი და რუსეთი. დაგვასკდეს მერე ამერიკაც და ნატოც :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თურქეთისთვის მხარდაჭერა ჩვენს მამაპაპათა საფლავებზე გადაფსმას ნისნავს!

არანაირი გაგამართლებელი არგუმენტი არ არსებობს ჩვენის მხრიდან თურქეთის სასარგებლოდ ... ყველა არგუმენტი უსუსურია და თითიდან გამოწოვილი... :mubaraq:

მამა პაპასა და პრაგმატულ პოლიტიკას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ, თუკი საქართველოს ინტერესებში იქნება რუსეთთანაც უნდა ვითანამშრომლოთ, თურქეთთანაც, ამერიკასთან, ამას არა აქვს მნიშვნელობა,

მთავარი სარგებელია,

მაგრამ პრობლემა იმაშია რომ დღეს ქართულ საზოგადოებას რეალურად არა აქვს საერთო ინტერესი, აქედან გამომდინარე ჩვენ საგარეო პოლიტორიენტაცია ბუსტების ფერებზეა აგებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი უდიდესი ოცნება

მაგრამ ჩვენც და აზერბაიჯანიც უნდა გავწევრიანდეთ ნატოში

თუ ჩვენ ნატოს წევრები არ ვიქნებით სხვა სცენარებს და მოდელებს აზრი არ აქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

Siknadmo

თქვენ შემთხვევით თურქეთის პროპაგანდისტები ხომ არა ბრძანდებით???

თურქეთისას ერთს ნებით შეიყოფს საქართველო და მერე სულ არ ჰკითხავენ ისე შეუდებენ ქართველებს!

რა მოგწონთ ამ თურქეთში მაინც ვერ გამიგია... ფული???

თურქეთში კი არ მომწონს, დღევანდელი მდგომარეობა არ მომწონს რომელშიც ვართ.

ამის გამოსწორებას კი მიზანმიმართული და სწორი პოლიტიკა სჭირდება მოკავშირის არჩევით, როდესაც მარტოს შენი პრობლემების გადაწყვეტა არ შეგიძლია.

რითია ჩვენთვის მაგალითად აზერბაიჯანი ცუდი მეზობერლი? აზერბაიჯანლები არ მოგვწონს როგორც ერი? ეგ რა შუაშია პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან? ნავთი და გაზი მოგდის იქედან? მისივე ხელშეწყობით ის სატრანსპორტო დერეფნები გვაქვს? გვაქვს...

ჰო და სანამ ის გაზი მოდის და ნავთი იმ მილში, რომელიც შენ გარგია, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის იქ ალიევი იქნება თუ მამედოვი?

ჩვენ რას ვშვებით ამ დროს? ბოკერია იდიოტი კიდო რღაცაში გაება, იქაურ ოპოზიციასთან თამაში წამოიწყო. სომხეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე ხელს აწერენ მაშინ როდესაც იცი რომ ეგ ბუტაფორიაა უკვე, რუსების პირდაპირი მოკავშირეები არიან. რუსებს კი შენი ქვეყნის ნაწილი აქვს ოკუპირებული და მის განხორციელებაში სომხეთიც დაეხმარა მათ. არ თქვა ეხლა არაო..

გვერდით კი თურქეთია, რომლის წყალობით სრული ოკუპაცია ვერ მოხდა დასავლეთ საქართველოს. თორემ ეხლა აქ მართლაც რომ საფაშო იქნებოდა, ოღონდ თურქული კი არა, რუსული საფაშო დაბრუნებული ასლანით.

და თუ თურქებს აქ რაღაც ზედმეტი უფლებები და შესაძლებლობები აქვთ და ვიღაცას მათი ქცევაც არ მოწონს, ჯერ სხვების ქცევასაც დააკვირდეს და მიხვდები, რომ ისევე იქცევიან ყველა, როგორ სახელმწიფოშიც ცხოვრობ. სადაც არანაირად არავინ დაცული არაა არანაირი კანონით არავისგან. საკუთარი თუ უცხოელი დამსაქმებლისგან ყველასგან ერთნაირად დაუცველი ხარ, როდესაც არჩევანის საშუალება არ გაქვს მზიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო და ითმენ ყოველივეს.

ამაში კი ბრალი მხოლოდ საკუთარ ხელისუფლებას აქვს და ხალხის სიბეჩეს, ასეთ ხელისუფლებას რომ ითმენს.

გამოასწორე ეგ და ნახე სხვები როგორ გამოსწორდებიან ერთმანეთის მიყოლებით.

ეს ქვეყნის შიგნით რაც ხდება ხომ მიბმულია იმაზეც, თუ როგორი საგარეო კურსი გვაქვს არებული. უფრო სწორად არანაირი კურსი არაა. არ დაიჯეროთ ნატოში მიექანებიანო, არსად არ მიდიან, ყველაფერს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ აკეთებენ, რის გამოც არც ნატოს უნდიხარ, არც იმ რუსეთს ამ ეტაპზე რომ ეხვეწო და არც თურქეთს შენ წარმოიდგინე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენად გვჭირდება ეს ერთია, მაგრამ მოდით ცოტა სხვანაირად შევხედოთ --- რამდენად რეალურია ეს? რატომ უნდა შეეჯახოს თურქეთი რუსეთის ინტერესებს კავკასიაში? თანაც ამ ბოლო დროს თურქეთს და დასავლეთს შორის საკმაოდ დიდი ბზარი გაჩნდა. არამგონია ექეთ რუსეთთანაც ამ დონეზე გაიმწვავოს ურთიერთობა. დარჩა აზერბაიჯანი და საქართველო. თუ ჩვენ მსგავსი რამე მოვიმოქმედეთ ეს ნიშნავს რომ სომხეთთან აშკარა კონფლიკტურ სიტუაციაში შევდივართ. რაც არ უნდა ითქვას ეს ასე იქნება აღქმული. დღევანდელი მდგომარეობით ეს საერთოდ გამორიცხული უნდა იყოს ვფიქრობ. რაც შეეხება აზერბაიჯანს -- ეს ქვეყანა ძალიან მძლავრი ეკონომიკის პატრონია, გასაგები მიზეზების გამო. რატომ უნდა "აიკიდოს" მან საქართველოს საკმაოდ სუსტი და დაუბალანსებელი ეკონომიკა თუ საკუთარ პოლიტიკურ მიზნების განხრციელებაში არ იქნება დარწმუნებული და მტკიცე გარანტიებით უზრუნველყოფილი ჩვენი მხრიდან??

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...