Jump to content
Planeta.Ge

”სახალხო კრების” აქცია დაარბიეს


Recommended Posts

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/4279-sakhalkho-krebis-aqcia-daarbies.html

"სახალხო კრება" რუსთავში აქციის დარბევაში პოლიციას ადანაშაულებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აქციის დარბევის დროს სამართალდამცველებმა მათი რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. მათივე ცნობით, აქციას რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ვალერი დუღაშვილის სახლთან მართავდნენ, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ.

 

"სახალხო კრების" პრესსამსახურის ცნობით, აქცია უკვე იშლებოდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ალყა შემოარტყეს და აქციის მონაწილეები დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რა დარღვევისთვის არიან ისინი დაკავებულები. კრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გზას არ კეტავდნენ და არც პოლიციისთვის გაუწევიათ წინააღმდეგობა.

 

"სახალხო კრების" წარმომადგენლების ინფორმაციით, რუსთავში, აქციის მონაწილეების დაკავება პოლიციელებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა უცნობმა მამაკაცმა სამართალდამცველს ხელი გაარტყა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსნის ვალერი დუღაშვილის სახლთან აქცია უკვე სრულდებოდა. "სახალხო კრების" ცნობით, ზემოხსენებულ მამაკაცს აქციის მონაწილეები არ იცნობდნენ. ასევე, მას შემდეგ, რაც მან პოლიციელს ხელი გაარტყა, სამართალდამცველებს ამ მამაკაცის დაკავება არ უცდიათ.

 

"სახალხო კრების" ინფორმაციით, სულ აქციის 20-მდე მონაწილეა დაკავებული. მათ შორის ლევან ჩიტიძე, ვასილ ბალახაძე, გია ნოზაძე და სხვები. დაკავებულების ნაწილი ადგილობრივი პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ნაწილი კი სასამართლოში იმყოფება.

 

"სახალხო კრების" პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

 

მIშა, მოგიდღან პუტინი

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა პუწინი მიშას შეფი არაა, ვაააა :no:

მის ხელისუფლებაში მოსვლას ხელი შეუწყვეს ნეოკონებმა და სოროსმა,

არც მალავენ კაცო ამას არაა ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა პუწინი მიშას შეფი არაა, ვაააა :no:

მის ხელისუფლებაში მოსვლას ხელი შეუწყვეს ნეოკონებმა და სოროსმა,

არც მალავენ კაცო ამას არაა ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული

პუწინის კაცი რა შუასია.

გაპუტინდა. ისევე იქცევა როგორც რუსეთში ექცევიან ოპოზიციას. იქაც არის სიტემური ოპოზიცია დაარა სისტემური. აქაც იგივეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდემდე უნდა იწუწუნონ ამ დაკავებებზე. თუ არ ესვრი, დაგაკავებენ მა რა ჩემ დიშლას გიზამენ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდემდე უნდა იწუწუნონ ამ დაკავებებზე. თუ არ ესვრი, დაგაკავებენ მა რა ჩემ დიშლას გიზამენ

არ შეარგეს გუშინდელი ქეიფი და აბა რას უზამდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქციის მონაწილეების დაკავება პოლიციელებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა უცნობმა მამაკაცმა სამართალდამცველს ხელი გაარტყა

შაყირობთ? :givi: ხელი თუ გაარტყა, დააკავებდნენ აბა რას უზამდნენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელი თუ გაარტყა, დააკავებდნენ აბა რას უზამდნენ?

რას ქვია დააკავებდნენ? კაი ბიჭის ხელი იყო ძმაო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/4279-sakhalkho-krebis-aqcia-daarbies.html

 

"სახალხო კრების" პრესსამსახურის ცნობით, აქცია უკვე იშლებოდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ალყა შემოარტყეს და აქციის მონაწილეები დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რა დარღვევისთვის არიან ისინი დაკავებულები. კრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გზას არ კეტავდნენ და არც პოლიციისთვის გაუწევიათ წინააღმდეგობა.

 

იშლებოდა არა კვატი, ხალხი ვერ მოაგროვეს და უკვე ვიშლებოდითო და ცოტას ადვილად მოგვერიენო)))

ბურჯანაზის დედაც და მისი პუტინისაცო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

აქციის მონაწილეების დაკავება პოლიციელებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა უცნობმა მამაკაცმა სამართალდამცველს ხელი გაარტყა.

 

უცნობი მამაკაცი სამართალდამცველი იყო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შაყირობთ? :givi: ხელი თუ გაარტყა, დააკავებდნენ აბა რას უზამდნენ?

დამრტყმელის გარდა ყველა დააკავეს

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციისას დაკავებულ ოთხ პირს განაჩენი გამოუტანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "სახალხო კრებიდან" აცნობეს, სასამართლომ ლევან ჩიტაძეს 30 დღით, გია ნოზაძეს 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, ნიკა სამხარაძეს და მირიან ჯანიაშვილს კი 400-400 ლარიანი ჯარიმის გადახდა შეუფარდა.

კიდევ 8 დაკავებული სასამართლო პროცესი კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დაკავებულებს სასამართლომ ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წაუყენა.

რუსთავში დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა "სახალხო კრებისა" და "არას" 12 აქტივისტი დააკავეს.

მIშა/ მოგიდრან პუტინი

იქ 15 დრეზე ემტს არ აძლევენ მაინც

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

დამრტყმელის გარდა ყველა დააკავეს

:)) :)) :))

პრავაკატორს დაარტყმეინეს და მერე ყველა აკრიფეს არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...