Jump to content
Planeta.Ge

პოლიციის დღეს გილოცავთ პლანეტელებო..


Recommended Posts

დღეს გიორგობაა და უწმინდურების ხსნება იქნებოდა?

 

პს. რა თქმა უნდა ეს არ შეეხებათ წმინდანებს პოლიციაში, მხოლოდ მკვლელებს და უწმინდურებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვარ პლანეტელი ..

 

რა (პონტში) მილოცავ პოლიციის დღეს????

 

დიადი დღესასწაულია????

Edited by laci
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა პონტში მილოცავ პოლიციის დღეს????

სანამ ამ ქურდულ ჟარგონს არ მოეშვებით,მანამდე არ გიპასუხებთ.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

:* უკაცრავად...

არაფერს.. :* :*

მე რატომ მილოცავთ?

ხო რავი,დღეს შემთხვევით გავიგე რომ პოლიციის დღეა და ისე გამიხარდა,ვეღარ გავთვალე და ჩემი ეს სიხარული გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა.. :( :(

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი: ქართული პოლიცია მსოფლიოს ანათებს

 

06/05/2011 13:07

 

პოლიციის დღე საქართველოში უკვე მეორედ აღინიშნება. პოლიციის პროფესიულ დღედ 6 მაისი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შარშან გამოაცხადა. პირველი „პოლიციური მაისობაც“ სწორედ შს სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

 

 

 

წელს კი საქართველოს პოლიციელები პროფესიული დღეზე ბათუმში შეიკრიბნენ. ამ დღის აღსანიშნავად ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ჩავიდა.

 

 

 

პრეზიდენტმა ბათუმის ბულვარში შეკრებილ პოლიციელებს სიტყვით მიმართა.

 

 

 

„დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა და მიუხედავად იმისა, რომ მზე ცაში არ გამოჩნდა მზე გამოჩნდა აქ, ბათუმის ახალ ბულვარში, მზე გააკეთეთ თქვენ თქვენი კოლონებით, თქვენი აქ ყოფნით გაათბეთ აქაურობა. ისევე როგორც, თქვენი ყოფნით, მუშაობით, არსებობით ასხივებთ საქართველოსთვის გამოსცემთ სითბოს საქართველოსთვის და კაშკაშა სინათლეს გადასცემთ რეგიონის ბევრ ქვეყანას და – გაზვიადების გარეშე – მთელს მსოფლიოს.

 

 

 

დღეს საქართველოს ძალიან ბევრი ხალხი შენატრის. თუ დღეს საქართველოს გარშემო შეიქმნა ეს იდეა, ეს, მე არ მინდა ვთქვა, მითი, იმიტომ, რომ ეს რეალობაა, მაგრამ ამდენი საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველომ შეძლო, პრაქტიკულად, შეუძლებელი ამ ღვთისგან მიტოვებულ პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნა თანამედროვე სახელმწიფო მყარი საფუძვლებით. ეს პირველ რიგში, არის თქვენი დამსახურება.

 

 

 

პოლიციის რეფორმა იყო პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ, იყო მშობელი ყველა სხვა რეფორმის და, ჯერჯერობით, ყველაზე მთავარი სიმბოლო ჩვენი გარდაქმნის და ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნის.

 

 

 

განსხვავება ძველ პოლიციასა და დღევანდელ პოლიციას შორის არის არა მხოლოდ ფორმები, მანქანები, შეიარაღება ან თუნდაც ხელფასი, მთავარი განსხვავება არის ის, რომ წინა პოლიცია იყო კორუმპირებული და დღევანდელი პოლიცია მთლიანად თავისუფალია კორუფციისაგან.

 

 

 

მთავარი განსხვავება არის ის რომ წინა პოლიცია მიიჩნევდა, რომ ხალხი იყო მისი საკუთრება, ხალხი იყო დამცირების, გამოძალვის, წამების მისი მსახურის ობიექტი, დღევანდელი პოლიცია კი ეკუთვნის ხალხს, წარმოადგენს ხალხს, იცავს და ემსახურება ხალხს და ხალხი ყველაფერ ამას სიყვარულით პასუხობს.

 

 

 

...საქართველო არის მსოფლიოს ნომერი პირველი მებრძოლი კორუფციასთან ყველანაირი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნით. ქართულ სახელმწიფოს პირველ რიგში ებრძვის ის, ვისაც უნდა კრიმინალური მდგომარეობისა და კორუფციის დაბრუნება საქართველოში,“– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

მისი თქმით, ამ დღის აღნიშვნა აჭარაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ 6 მაისი არის გიორგობის დღესსასწაული, აჭარის გათავისუფლებისა და პოლიციის დღე.

http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2657&Itemid=1

 

აჰა! იხალისეთ ! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1801 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით სამართალდამცველების ნაცვლად პატრონდამცველი ძაღლობა გვყავს.

გამონაკლისების გარეშე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიციის დღე საქართველოში უკვე მეორედ აღინიშნება. პოლიციის პროფესიულ დღედ 6 მაისი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შარშან გამოაცხადა.

ეხლა პოლიციის მიმართ პირად დამოკიდებულებას არ გავაჟღერებ,მხოლოდ მინდა ვიკითხო

შედის თუ არა მინისტრის კომპეტენციაში პოლიციის პროფესიული დღის გამოცხადება

და თუ არა,ბატონი მინისტრი თავადვე ხომ არ აუფასურებს ამ უკეთილშობილეს სამინისტროს ავტორიტეტს

ამასთანავე ძალიან დიდ გაუგებრობას იწვევს თვით ტერმინი "გამოაცხადა" და საერთოდ ითვლება თუ არა ოფიციალურ დღესასწაულად

 

და უმთავრესი: ვფიქრობ ბატონმა მინისტრმა პროფესიული დღე მიზანმიმართულად დაუკავშირა გიორგობის დღესასწაულს და იმთავითვე აღკვეცა მართლმადიდებლებისაგან თავისუფალი აზრის დაფიქსირება პოლიციის ნათელი დღის მიმართ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი: ქართული პოლიცია მსოფლიოს ანათებს

საინტერესოა ჩრდილოეთ კორეაში ამ დონემდე ქაჩავენ.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...