Jump to content
Planeta.Ge

"ქართული პარტია" 9 მაისიდან იწყებს


Recommended Posts

"ქართული პარტია" 9 მაისიდან იწყებს

15:06 05.05.2011

 

 

[ინტერპრესნიუსი]

 

"ქართული პარტია" 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, საქართველოს მასშტაბით, საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა განუცხადა.

მისი ცნობით, 9 მაისს, პირველი აქცია დაგეგმილია კახეთში, რომელიც დაიწყება საგარეჯოდან და მის ყველა რაიონს მოიცავს.

"ფაშიმზე გამარჯვების დღეს ჩვენ ვიწყებთ აქციებს ამ რეჟიმის შესაცვლელად და მთელ საქართველოს დავანახებთ, თუ როგორ განწყობაზეა "ქართული პარტია" და ქართველი ხალხი", - განაცხადა კიწმარიშვილმა.

 

სრულად: http://www.presage.tv/?m=news&NID=8857

 

ნონა გაფრინდაშვილი – "ქართული პარტიის" განცხადება აქციების დაწყების შესახებ სერიოზულ ეჭვებს ბადებს

18:11 05.05.2011

 

 

[ინტერპრესნიუსი]

 

"სახალხო კრების" წარმომადგენელთათვის "ქართული პარტიის" განცხადება, საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ, სერიოზულ ეჭვებს ბადებს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნონა გარინდაშვილმა განუცხადა.

გაფრინდაშვილისთვის კიწმარიშვილის განცხადება გაუგებარია. მისი თქმით, "ქართული პარტია" ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ მსგავსი პროცესებისთვის მზად არ იყო. რაც შეეხება გაფრინდაშვილის ეჭვებს, ამის შესახებ მას კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებია.

 

სრულად:http://www.presage.tv/?m=news&NID=8860

 

ელისო კილაძე - "ქართული პარტიის შექმნის დავალება ირაკლი ოქრუაშვილმა მიიღო ეფესბე-ს "მეხუთე განყოფილების" ხელმძღვანელ გენერალ სერგეი ბესედასგან და დღემდე იმყოფება ბესედასთან კავშირზე"

"ეს არის რუსული სცენარი, რაც გულისხმობს გაზაფხულზე საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას. დღესაც ბევრს ჰგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილს რუსებთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. მას შემდეგ, რაც ზაფხულში ოქრუაშვილს მოუხსნეს ინტერპოლით ძებნილის სტატუსი და ის ამოიღეს წითელი ცირკულარით ძებნილის ისტორიიდან, ოქრუაშვილი ჩაიყვანეს მოსკოვში. თუ რატომ მოუხსნეს, ანალიზი მკითხველმა გააკეთოს - ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთის დედაქალაქში ჩაიყვანეს რუსეთის ეფესბე-ს შეფის ალეკსანდრ ბორტნიკოვის დავალებით", - აცხადებს ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი პრესმდივანი ელისო კილაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "შოკის მომგვრელი ინფორმაცია, რომელიც იმ მითს ანგრევს, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა საზოგადოებაში შექმნა".

 

"ბორტნიკოვი ეფესბე-ს შეფად პატრუშევის ნაცვლად დაინიშნა 2008 წლის გაზაფხულზე, მაისში. იგი გახლავთ პუტინის თანაკურსელი და მისი გუნდის აქტიური წევრი. ამ ადამიანმა მთელი გზა გაიარა პუტინთან ერთად, იყო მისი მარჯვენა ხელი, როცა ეს უკანასკნელი გახლდათ ეფესბე-ს შეფი. ოქრუაშვილს ბორტნიკოვის დავალებით შეხვდა ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახურის ანუ "მეხუთე განყოფილების" ხელმძღვანელი, არმიის პოლკოვნიკი სერგეი ბესედა. სწორედ მოსკოვში დაიგეგმა, რომ საქართველოში შექმნილიყო ახალი პოლიტიკური ძალა, რომელშიც იქნებოდნენ სხვადასხვა "კონფიგურაციის" ადამიანები. ეს არის ქართული პარტია, რომელიც საკმაოდ სპონტანურად და გაუგებარი ადამიანების კავშირებით შეიქმნა. კიწმარიშვილს, გუნცაძეს, სუბარს, გაჩეჩილაძეს წარსულში ერთმანეთთან თითქმის არაფერი აკავშირებდათ, ისინი სხვადასხვა ბანაკებში მოისაზრებოდნენ. ამ პარტიის შექმნა და სავარაუდო პერსონალიების საკითხი გადაწყდა სწორედ მოსკოვში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელისო კილაძე.

 

"დაიგეგმა, რომ ქართული პარტია იქნებოდა სწორედ ის ძალა, რომელიც შეიქმნებოდა მოსკოვში და ასევე გადაწყდა, რომ მათ სოლიდური დაფინანსება ექნებოდათ. ირაკლი ოქრუაშვილმა ეს დავალება მიიღო ბესედასგან და დღემდე იმყოფება ბესედასთან კავშირზე. სწორედ მისგან იღებს მოქმედებების დირექტივებს და დავალებებს. როგორც კი პირველი დავალება მიიღო პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა წევრობის კანდიდატებთან გაიმართა შვეიცარიაში და რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, შვეიცარიაში მათი მასპინძელი იყო საქართველოს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. სწორედ მის ვილაზე გაიმართა პირველი შეხვედრა და ამ შეხვედრაში მონაწილეობდა ყველა ის ადამიანი, ვინ დღეს არის ქართული პარტიის ლიდერი. შეგახსენებთ, ნაცვლიშვილი ვარდების რევოლუციის დროს იყო ვალერი ხაბურძანიას მოადგილე, შემდგომ მაჟორიტარი დეპუტატიც, ერთხანს იყო რესპუბლიკური პარტიის წევრიც და 2010 წლის 7 ივლისს დატოვა რესპუბლიკური პარტია", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

 

"ლაშა ნაცვლიშვილი დღემდე კოორდინატორია იმ პროცესებისა, რაც ქართულმა პარტიამ უნდა გამართოს. საქართველოში შემსრულებელი გახლავთ ირაკლი ოქრუაშვილი, მთავარი გმირი და ოქრუაშვილის მოკავშირე კი სერგეი ბესედა. ჩემი წყაროს ინფორმაციით, გამოსვლები უნდა დაწყებულიყო აპრილში, საკმაოდ დიდი ფული ჩაიდო იმისთვის, რომ ქართულ პარტიას მოეხდინა პარტიული სტრუქტურის აშენება. ასევე დავალება აქვთ მიღებული, რომ უნდა იპოვონ და გარკვეულ კოორდინაციაში შევიდნენ ყოფილ მხედრიონელებთან, კიტოვანის გვარდიელებთან, აფხაზეთის ომის მონაწილე მებრძოლებთან. რამდენადაც ვიცი, ამ პროცესში გია ყარყარაშვილიც მონაწილეობდა, თუმცა დღეს არ ვიცი, აქვს თუ არა ქართულ პარტიასთან რამე ურთიერთობა. მოკლედ, მიზანი იყო, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები შემოეკრიბათ. გარდა ამისა, ჩამოეყალიბებინათ სამოქალაქო ფრონტი ჯაბა ჯიშკარიანის მეთაურობით. რატომღაც ეს სცენარი აპრილში არ განხორციელდა", - დასძენს ელისო კილაძე.

 

"ჩანს, ნინო ბურჯანაძის ფაქტორი მაინც ხელის შემშლელი აღმოჩნდა ოქრუაშვილისთვის, რადგან მოქმედების დაანონსება პირველად ბურჯანაძემ დაიწყო. ორი დღის წინ გაიმართა შეხვედრა ირაკლი ოქრუაშვილსა და სერგეი ბესედას შორის, რომელზეც გადაწყდა, რომ ქართული პარტია დაიწყებს გამოსვლებს მანამ, სანამ ამას გააკეთებს სახალხო კრება. ჩემი წყაროს ინფორმაცია გახლავთ აბსოლუტურად ზუსტი, რამდენადაც 3 მაისს სუბარმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი იწყებენ აქტიურ მოქმედებებს, ქუჩის გამოსვლებსა და წინააღმდეგობების აქციებს. არ არის გამორიცხული, მოხდეს განსაზღვრული ტიპის პროვოკაციები, საქმეში ჩაერთონ იარაღიანი ადამიანები, რაც ხელ-ფეხს გაუხსნის თბილისიდან 40 კმ-ში მდგარ რუსულ არმიას, რათა ისინი აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ. ჩემი აზრით, ამ სცენარის შესახებ ქართული პარტიის ყველა ლიდერი ინფორმირებულია, მათ ხელი მოაწერეს ამ სცენარს და ფიქრობენ, რომ მაისში ან შემოდგომაზე დაიწყოს სამოქალაქო ომი", - მიიჩნევს რესპონდენტი.

 

"წავლენ თუ არა ამ ნაბიჯზე, ეს არის უკვე მათ მოქმედებასა და მარიფათზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ყველა სხვა გეგმამ, რაც რუსეთს ჰქონდა - ებრალიძის, იგორ გიორგაძისა და სხვა რუსეთში მოღვაწე ქართველების მონაწილეობით, არ გაამართლა, რადგან ეს იყო ფულის გათეთრების სქემა. ვინაიდან ეს პირველი გეგმა მოქმედებაში არ მოვიდა, სწორედ ამის შემდგომ აამოქმედეს ეს გეგმა, რომელიც უკვე მოქმედებაშია მოყვანილი. ქართული პარტია ყოველნაირად ცდილობს, ბურჯანაძე არ აღმოჩნდეს პროცესების სათავეში. არც ისაა გამორიცხული, თუ გავითვალისწინებთ, სინამდვილეში სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ იყოს, რუსებს როგორ აძლევთ ხელს, - ასეთ მმართველს ვერ იპოვნიან საქართველოში - შესაძლოა ეფესბე-სა და ოქრუაშვილის გეგმა სააკაშვილის გადარჩენის გეგმაც იყოს", - ასკვნის ელისო კილაძე.

 

"რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ალეკსანდრ პოსტნიკოვის ვიზიტი ცხინვალში არცთუ უმნიშვნელო ფაქტია. სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი არის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ყველაზე დიდი კონტინგენტის სარდალი, უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პოსტნიკოვის ვიზიტს წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. უახლოეს მომავალში პროცესი გვიჩვენებს, თუ რა კონკრეტული მიზნით არის გამოწვეული ეს ვიზიტები ცხინვალში", - აცხადებს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალი ცხინვალში / რა ფორსმაჟორისთვის ემზადება მოსკოვი?

 

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/167647-05052011.html

 

 

რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველფერი?

ძველი საგზაო სამინისტროს ასოციაციის სმაილი.

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისი თქმით, "ქართული პარტია" ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ მსგავსი პროცესებისთვის მზად არ იყო.

 

რას ერჩით, ყოჩაღ "ქართულ პარტია"-ს თუ ასეთი ოპერატიულია და 1 კვირაში უკეთებს მსგავს ღონისძიებებს ორგანიზებას :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის გამორიცხული, მოხდეს განსაზღვრული ტიპის პროვოკაციები, საქმეში ჩაერთონ იარაღიანი ადამიანები, რაც ხელ-ფეხს გაუხსნის თბილისიდან 40 კმ-ში მდგარ რუსულ არმიას, რათა ისინი აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ. ჩემი აზრით, ამ სცენარის შესახებ ქართული პარტიის ყველა ლიდერი ინფორმირებულია

 

ამ სცენარის შესახებ მთელი საქართველოა ინფორმირებული, იმედმა იზრუნა და უკვე ისე შეაშინა ხალხი რომ ასეთი რეალობისთვის უკვე მზადაა მოსახლეობა, ამიტომ ხელმეორედ დაშინება მსგავსი ინფორმაციებით აღარ გამოვა, აწი მართლა თუ არ მოხდა აღარავინ შეშინდება ამით :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველი აქცია დაგეგმილია კახეთში, რომელიც დაიწყება საგარეჯოდან და მის ყველა რაიონს მოიცავს.

 

 

წალენჯიხიდან არ იწყებოდა ხოლმე, ტრადიციულად?! :what:

 

 

ამ კახეთისგან რაღა უნდათ?! არადა მანდეთ ვაპირებ ზუსტად წასვლას ხვალისთვის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ იყოს, რუსებს როგორ აძლევთ ხელს, - ასეთ მმართველს ვერ იპოვნიან საქართველოში - შესაძლოა ეფესბე-სა და ოქრუაშვილის გეგმა სააკაშვილის გადარჩენის გეგმაც იყოს", - ასკვნის ელისო კილაძე.

 

და იქნებ თვით სააკაშვილია რუსეთის აგენტი და ეს ყველაფერი, მისი ლანძღვა-გინება, მისი აგრესიული პოლიტიკა რუსეთის მიმართ სწორედაც რომ ზუსტად დაგეგმილი სტრატეგიაა რუსების მხრიდან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენებს ჭკუა ქონდეთ...

თუ ცხინვალიდან ან აფხაზეთიდან ისევ პროვოკაციებს ელიან, მოიწვიონ სიმბოლური კონტიგენტი მაინც თურქეთიდან, ერთი ბატალიონი ჩააყენონ, გაანაწილონ ფოთში, ზუგდიდში, გორში, ახალგორთან პოსტებზე და დაიკიდონ მერე რუსები სულ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და იქნებ თვით სააკაშვილია რუსეთის აგენტი და ეს ყველაფერი, მისი ლანძღვა-გინება, მისი აგრესიული პოლიტიკა რუსეთის მიმართ სწორედაც რომ ზუსტად დაგეგმილი სტრატეგიაა რუსების მხრიდან :D

აი ეგ კი ყველაზე ნაღდია. სააკასვილი იმას აგრძელებს, იურიდიულ ფორმას აძლევს მას, რაც სევარდნაძემ დაიწყო.

რომ დაპირდა იმ გველმა თავიდან მისი ხელისუფლების სანაცვლოდ რუსებს, ვალის გასტუმრების დროც არის. სადამდე უნდა გაცალონ?

ხო და მიშკაც ჩქარობს ისე, რომ ეს ისევ რუსებს დაბრალდეს, რადგან ამერიკელებიც ხომ უნდა მოწველონ და გადააგდონ თან კარგად და ისე პირდაპირ არ გამოდის. ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველფერი?

 

თუ პოლიტ პარტია გეგმავს ფართომაშტაბიან აქციას, სადაც ჩვენი არაადეკვატური ხელისუფლებისგან მოსალოდნელია ცეცხლის გახსნაც (თუმცა ნაკლებად მგონია რომ ვინმემ ისროლოს მაგრამ მაინც), რუსეთთან გარიგება შესაძლოა იყოს იმ შემთხვევისთვის თუ სააკაშვილის ხალხი საბოლოოდ მაინც გაბედავს და ცეცხლს გახსნის, ანუ ესაა სარეზერვო გეგმა და ასევე სააკაშვილისთვის დამაბრკოლებელი ინფორმაცია, ყველას მოგვეხსენება როგორი მშიშარაცაა და ეს ინფორმაცია იმედი მაქვს მას დააფიქრებს ცეცხლი გაუხსნას საკუთარ ხალხს თუ არა.

 

გულახდილათ ვიტყვი და რუსეთთან გარიგებას ავ ვამართლებ, რადგან გაბოროტებული ქართველებიც იმდენია რომ სხვისი ჯარი სულ არ იქნება საჭირო :D

 

სცენარის უმსხვერპლოდ ჩავლის შემთხვევაში, რა მოგვეთხოვება ჩვენ, ანუ ხალხს, ის რომ არ დავუშვათ ვინმეს ერთპიროვნული გაბატონება, არ მოვადუნოთ ყურადღება და მოვითხოვოთ სამართლიანი არჩევნები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

არაფერი არ იქნება, ხალხი ნიჰილიზმის ჭაობშია ჩAფლული, ნიჰილიზმი კი ყველანაირ ზონდერ ჯგუფზე ძლიერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ პოლიტ პარტია გეგმავს ფართომაშტაბიან აქციას, სადაც ჩვენი არაადეკვატური ხელისუფლებისგან მოსალოდნელია ცეცხლის გახსნაც (თუმცა ნაკლებად მგონია რომ ვინმემ ისროლოს მაგრამ მაინც), რუსეთთან გარიგება შესაძლოა იყოს იმ შემთხვევისთვის თუ სააკაშვილის ხალხი საბოლოოდ მაინც გაბედავს და ცეცხლს გახსნის, ანუ ესაა სარეზერვო გეგმა და ასევე სააკაშვილისთვის დამაბრკოლებელი ინფორმაცია, ყველას მოგვეხსენება როგორი მშიშარაცაა და ეს ინფორმაცია იმედი მაქვს მას დააფიქრებს ცეცხლი გაუხსნას საკუთარ ხალხს თუ არა.

 

გულახდილათ ვიტყვი და რუსეთთან გარიგებას ავ ვამართლებ, რადგან გაბოროტებული ქართველებიც იმდენია რომ სხვისი ჯარი სულ არ იქნება საჭირო :D

 

სცენარის უმსხვერპლოდ ჩავლის შემთხვევაში, რა მოგვეთხოვება ჩვენ, ანუ ხალხს, ის რომ არ დავუშვათ ვინმეს ერთპიროვნული გაბატონება, არ მოვადუნოთ ყურადღება და მოვითხოვოთ სამართლიანი არჩევნები

არც მე მგონია სროლამდე მივიდეს საქმე. და საერთოდ ხალხი რომ გამოვიდეს/

ხალხი ისეა გაბრიყვებული, აღარავისი არ სჯერავთ. თვით ღმერთი რომ ჩამოვიდეს, ისიც გასვრილი ყავთ ამათ ისე, რომ მასაც არ გაყვებიან.

ეს კარგად იციან ამ ხელისუფლებაშიც და ამიტომ არიან თავზე გასულებიც/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი......

 

მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ სხვებმა ესეც არ იციან, რომ არაფერი იციან. /სოკრატე/ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი......

 

მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ სხვებმა ესეც არ იციან, რომ არაფერი იციან. /სოკრატე/ :)

მე ის ვიცი რომ შენ არაფერი არ იცი. ანუ მე ის ვიცი რომ შენზე მეტი ვიცი @

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...