მდა Posted February 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2009 ვასილ ვარაზიშვილი (1888-1969) ქართველი ბიოქიმიკოსი და პათოლოგფიზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1944). 1918 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1924-52 წლებში განაგებდა საქართველოს პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილებას. 1931-69 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრას. იკვლევდა ნახშირწ####ბისა და აზოტის ცვლის ბიოქიმიურ ძირითად საკითხებს, მეტაბოლიტების როლს ნივთიერებათა ცვლაში, მიკროელემენტების მნიშვნელობას ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაში, ასაკობრივი და კვების ბიოქიმიის საკითხებს. დაამუშავა ფსიქონევროზისა და ეპილეფსიის ბიოქიმიური და მალარიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები. დაადგინა, რომ ქოლერით დაავადებისას სიკვდილს იწვევს ორგანიზმში ელექტროლიტებისა და წყლის ურთიერთშეფარდების დარღვევა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით. ვასილ ვარაზიშვილი 1939 წელს ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების მუქარის გამო მასზე უარი თქვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.