Jump to content
Planeta.Ge

აკაკი ვასაძე (1899-1978)


Recommended Posts

აკაკი ვასაძე (1899-1978)

 

http://s41.radikal.ru/i092/0902/61/79e12b349a57.jpg

 

ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ სახალხო არტისტი.

 

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1916 წელს ქუთაისის თეატრში. 1918-20 წლებში სწავლობდა თბილისში ა. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში. 1920-58 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1935-55 წლებში იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-68 წწ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. გამოირჩეოდა დახვეწილი აქტიორული ტექნიკითა და გარდასახვის დიდი უნარით, ღრმად წვდებოდა თავისი გმირების სოციალურ-ფსიქოლოგიურ არსს. თავისი სცენური სახეებით მან გაამდიდრა არა მარტო ქართული, არამედ იმდროინდელი საბჭოთა თეატრის ისტორია.

 

1923 წლიდან ვასაძე მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შაჰ-აბასი ("გიორგი სააკაძე"), მამასახლისი ("მაგდანას ლურჯა"), ფარსმან სპარსი ("დიდოსტატის მარჯვენა"), ყანდური ("დათა თუთაშხია") და სხვ. 1926 წლიდან აკაკი ვასაძე ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. 1974 წელს მიენიჭა რუსთაველის სახ. პრემია, დაჯილდოებულია ლენინის 2 ორდენითა და მედლებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...