Jump to content
Planeta.Ge

ვასილ სანოძე სასიკვდილოდაა დაჭრილი


Recommended Posts

ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაცვის ზომები გაძლიერებულია

10:16 03-05-2011

ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში დაცვის პოლიცია სამედიცინო პერსონალის გარდა არავის უშვებს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკის ორივე შესასვლელი დაცვის პოლიციის თანამშრომლებს გადაკეტილი აქვთ.

ამასთან, უშუალოდ კლინიკის ეზოში იმყოფებიან თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი, კუდ-ის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე.

პოლიციის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ. "ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა ღუდუშაურის კლინიკის დირექციას, მაგრამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათ კომენტარი არ გააკეთეს.

შესაბამისად, არ არსებობს ოფიციალურ განმარტება, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე მიიყვანეს. იგი თავის არეშია დაჭრილი. სანოძეს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, საქართველოს შს სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამინისტროს გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძეს თავის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია მოთავსებული.

"ინტერპრესნიუსი" შს სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

ვასილ სანოძე ფიგურირებს გირგვლიანის მკვლელობის საქემში - "შარდენბარში", საიდანაც ინციდენტი დაიწყო, სწორედ მის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

გარდა ამისა, სანოძის გვარი აქტუალური გახდა რამდენიმე წლის წინ, აქციების დროს, როდესაც იგი აქციის მონაწილეებს წყლით სავსე პარკებს ესროდა

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...lierebulia.html

 

 

ფორუმელებს გთხოვთ თავი შეიკავოთ ყოველგვარი გურჯისტანული აღფრთოვანებებისგან მითუმეტეს რომ ინფორმაცია არაა დადასტურებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღუდუშაურის კლინიკა პაციენტ ვასილ სანოძის მიღების ფაქტს ადასტურებს ბეჭდვა ელფოსტა

10:44 - 03.05.2011

vasil_sanodze.jpgღუდუშაურის სახელობის კლინიკის მიმღები ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღეს დილით საავადმყოფოში პაციენტი ვასულ სანოძე შეიყვანეს.

 

როგორც "პირWელს" მიმღებში განუცხადეს, ამ დროისთვის სანოძე რეანიმაციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

 

სხვა დეტალებს მიმღები არ ახმაურებს.

 

ამ დროისთვის კლინიკის დაცვა გაძლიერებულია. ცოტა ხნის წინ ადგილზე შს სამინისტროს რიგი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, თუმცა ამ დროისთვის ისინი კლინიკის შესასვლელთან აღარ ჩანან.

 

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს მაღალჩინოსანი ვასილ სანოძე ღუდუშაურის კლინიკაში დღეს დილით, დაახლოებით 07:00 საათისთვის შეიყვანეს. უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

 

"პირWელის" ინფორმაციით, სანოძეს ტყვია საფეთქელთან ახლოს აქვს მოხვედრილი.

 

ამ დროისთვის სანოძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და იგი მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

 

ჯერჯერობით უცნობია რა მდგომარეობაში მოხდა ინციდენტი და რას ჰქონდა ადგილი, მკვლელობის თუ თვითმკვლელობის მცდელობას.

 

ექიმები ღიად საუბრისას თავს იკავებენ, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სანოძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და გადარჩება თუ არა ჯერჯერობით უცნობია.

 

აღსანიშნავია, რომ სანოძე შსს-ს იმ მაღალჩინოსნებს შორის არის, ვისი გვარიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

 

როგორც ცნობილია, სანდრო გირგვლიანი 2005 წლის 27 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

 

სანდრო გირგვლიანის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად შსს-ს მაღალჩინოსნებს ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს, ასევე შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას ასახელებდა.

 

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=69050&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ რამდენიმე დღეში ასეთი მოვლენა ბევრ კითხვებს ბადებს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ რამდენიმე დღეში ასეთი მოვლენა ბევრ კითხვებს ბადებს.

50 000 ევროს გადახდის გარდა კიდევ სხვა რამე დააკისრა სასამართლომ მოპასუხე მხარეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

50 000 ევროს გადახდის გარდა კიდევ სხვა რამე დააკისრა სასამართლომ მოპასუხე მხარეს?

მგონი 30 000 ათასი ევროს გადახდა და წინასწარი მოკვლევის თავიდან ჩატარება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღუდუშაურის კლინიკაში დაცვის ზომები კვლავ გაძლიერებულია, მაქსიმალურად არის შეზღუდული პაციენტთა მიღებაც. რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში მოიყვანეს ფეხმოტეხილი პაციენტი, არასრულწლოვანი, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა საავადმყოფოში არ შეუშვეს.

 

ღმერთმა დაგვიფაროს ვინმეს სიკვდილი ვუსურვოთ.

სიკვდილს არავის ვუსურვებ მაგრამ ცოდვებმა იცის

საშინელი სანახაობა იყო

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში მოიყვანეს ფეხმოტეხილი პაციენტი, არასრულწლოვანი, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა საავადმყოფოში არ შეუშვეს.

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/167426-vasil-sanodze-tsukhel-restoran-qpuris-sakhlshiq-imyofeboda.html

არდა, ნაღდად არ ღირს იმ ბიჭის ფეხად - სულ რომ უბვედურის ერთი იყოს ის ბავშვი, ბავშვია მაინც და ადამიანია, ძაღლი არაა.

მარტო ამ ფაქტის გამო მინიმუმ ჯანდაცვის მინისტრია მოსატYნავი.

ეს ფაქტი სანოძის მთელ "ცხოვრებაზე" მნიშვნელოვანია.

Edited by axaluxi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გენარალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაჭრის ფაქტს ადასტურებს.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა აცნობა, ვასილ სანოძეს სამსახურებრივი ტაბელური იარაღი საკუთარ ბინაში გაუვარდა.

 

ხიზანიშვილის ინფორმაციით, "სანოძეს ღუდუშაურის კლინიკაში ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა ნორმალურია".

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სანოძე კლინიკაში დღეს დილით მიიყვანეს. იგი დაახლოებით, დილის 04.00 საათამდე, რესტორან "პურის სახლში" იმყოფებიდა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში დატოვა. სუფრასთან რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ფრანგი სტუმრებიც.

 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროს ვასილ სანოძესთან დაკავშირებით არაოფიციალური ვერსიებიც ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, სანოძემ თვითმკვლელობა სცადა. სანოძე თავის არეშია დაჭრილი.

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

მგონი 30 000 ათასი ევროს გადახდა და წინასწარი მოკვლევის თავიდან ჩატარება.

წინასწარ ძნელია საუბარი თუმცა ეს საინტერესო ვერსია შეიძლება იყოს

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გენარალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაჭრის ფაქტს ადასტურებს.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა აცნობა, ვასილ სანოძეს სამსახურებრივი ტაბელური იარაღი საკუთარ ბინაში გაუვარდა.

 

ხიზანიშვილის ინფორმაციით, "სანოძეს ღუდუშაურის კლინიკაში ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა ნორმალურია".

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სანოძე კლინიკაში დღეს დილით მიიყვანეს. იგი დაახლოებით, დილის 04.00 საათამდე, რესტორან "პურის სახლში" იმყოფებიდა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში დატოვა. სუფრასთან რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ფრანგი სტუმრებიც.

 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროს ვასილ სანოძესთან დაკავშირებით არაოფიციალური ვერსიებიც ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, სანოძემ თვითმკვლელობა სცადა. სანოძე თავის არეშია დაჭრილი.

რესტორანში შესვლა უნდა აეკრძალოს როგორც მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ასევე მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წინასწარ ძნელია საუბარი თუმცა ეს საინტერესო ვერსია შეიძლება იყოს

 

 

რესტორანში შესვლა უნდა აეკრძალოს როგორც მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ასევე მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს

რატომ, იქეიფონ...

საქმე ხომ ჩონგურივით აააწყვეს... თავისი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანოძე კლინიკაში დღეს დილით მიიყვანეს. იგი დაახლოებით, დილის 04.00 საათამდე, რესტორან "პურის სახლში" იმყოფებიდა

4 საათზე რესტორანში იმყოფებოდა და 7ზე საავადმყოფოში მიიყვანეს - რა მოხდა ამ 3 საატში? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რესტორანში შესვლა უნდა აეკრძალოს როგორც მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ასევე მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს

ბუნებაში პურიჭამაც?

თუმცა, მაგათ "პურიჭამა" არ იცოდნენ, მეტი არაა ჩემი მტერი.

გაძღომა - იცოცხლე, იციან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...