მდა Posted February 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2009 ილია ვეკუა (1907-1977) http://s42.radikal.ru/i096/0902/90/5c7c3383fea0.jpg ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო განყოფილების თავმჯდომარე, აკადემიკოს-მდივანი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ამავე აკადემიის ციმბირის განყოფილების პრეზიდიუმის წევრი, ნოვოსიბირსკისა და თბილისის უნივერსიტეტების რექტორი. მისი ძირითადი მეცნიერული შრომები ეხება მათემატიკისა და ფიზიკის აქტუალურ საკითხებს - მან კერძო წარმოებულებიანი ელიფსური განტოლებებისათვის დაამუშავა ამოხსნათა ზოგადი წარმოდგენების თეორია და შესაძლებელი გახადა მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიაში. განიხილა ფუნქციათა თეორიის მეტად ზოგადი სასაზღვრო ამოცანა, შენიშნა ამ ამოცანის ახლებური ბუნება, მოგვცა ინდექსის გამოსახულება და ბოლომდე შეისწავლა მისი ამოხსნადობის საკითხი. ეს გამოკვლევა საფუძვლად დაედო ღრმა განზოგადებებს ელიფსური დიფერენციალური ოპერატორების ინდექსის პრობლემის გამოკვლევაში. დაამუშავა ე.წ. განზოგადებული ანალიზური ფუნქციების თეორია, რომელიც წარმოადგენს კლასიკურ ანალიზურ ფუნქციათა თეორიის მნიშვნელოვან გაფართოებას. ვეკუას ეკუთვნის დრეკად გარსთა მათემატიკური თეორიის ახლებური ვარიანტი, რომელიც გამოირჩევა მექანიკური სურათისადმი ზუსტი შესაბამისობით. ილია ვეკუა იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.