მდა Posted February 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2009 სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე (1908-1989) http://s41.radikal.ru/i091/0902/d2/65236aee27df.jpg ქართველი თეატრალური მხატვარი, სსრკ სახალხო მხატვარი და სსრკ სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი. სწავლობდა მ. თოიძის სტუდიაში, პარალელურად ესწრებოდა ქორეოგრაფიული სტუდიის მეცადინეობას. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ერთწლიანი კურსის შემდეგ, 1928 წელს, სწავლა განაგრძო საკავშირო სამხატვრო ტექნიკურ ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. თბილისში დაბრუნების შემდეგ შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომელთაგან აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის "დაისი" (1936), სადაც იგრძნობა ფერწერისა და კონსტრუქტივიზმის სინთეზი. ვირსალაძის ნამუშევრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფერს, რომელიც ზუსტად ერწყმის სპექტაკლის იდეურ აზრს და მუსიკის ემოციურობას. 1937 წელს ქ. ლენინგრადში გააფორმა ვ. ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტები ა. ბალანჩივაძის "მთების გული" (1938), ა. კრეინის "ლაურენსია" (1939) და სხვ. სოლიკო ვირსალაძე მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1932-36), ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1940-41 და 1945-62) მთავარ მხატვრად. სპექტაკლები გაფორმებული აქვს დიდ თეატრშიც. ვირსალაძის ფერწერული დეკორაციები შექმნილია ტრადიციული შტამპების გარეშე. დეკორაციებს აგებს "ერთიანი სურათის", დაზგური ტილოს პრინციპებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერის დინამიკა. ვირსალაძის შემოქმედებამ მთელი ეტაპი შექმნა თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "გედის ტბა", "მძინარე მზეთუნახავი", "მაკნატუნა", მ. მინკუსის "დონ კიხოტი", "შოპენიანა" ფ. შოპენის მუსიკაზე, ა. მაჭავარიანის "ოტელო", ვ. მოცარტის "დონ ჟუანი" და სხვ. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.