Jump to content
Planeta.Ge

არგენტინელი და გერმანელი ბიზნესმენები აფხაზეთში ინვესტირებას გეგმავენ


Recommended Posts

დღეს ერთი ადამიანი შეგვეხმინა, რომელმაც გვითხრა, რომ თუ მის ვინაობას არ გავამხელდით საინტერესო ამბავს მოგვიყვებოდა აფხაზეთზე. გთავაზობთ მის მოწერილ წერილს შეუსწორებლად : ” აპრილის შუა რიცხვებში,როდესაც ისრალიდან ფირმა “Global CST “- ის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ აფხაზეთში, იმავე პერიოდში აქ სხვა, რამდენიმე უცხოელი ბიზნესმენიც იმყოფებოდა. უფრო სწორად 2 ბიზნესმენი არგენტინიდან, რომლებიც აფხაზ ბიზნემსენთან ერთად გეგმავენ ბრაზილიიდან შარქრის ლერწმის იმპორტიორებას აფხაზეთში. კიდევ იყო რამდენიმე გერმანელი ბიზნესმენებიც, მაგრამ როგორც ვიცი კონკრეტული ბიზნეს პროექტები არ ჰქონიათ, უფრო გარემოს შესწავლის მიზნით იყვნენ ჩამოყვანილები. არც ის ვიცი რამდენად შეძლეს მათი დაინტერესება. კიდევ იყვნენ სხვებიც, არ ვიცი რომელ ქვეყნიდან, მაგრამ უცხოელი ინვესტორები მარტო არა უძრავი ქონებით არამედ სოფლის მეურნეობის განვითარებითაც ყოფილან დაინტერესებულები უფრო კონკრეტულად კი დიდი სასათბურო მეურნეობის მზა პროექტი აქვთ.

 

http://www.ireporter.ge/?p=10416

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილის პოლიტიკით კიდევ ბევრი ბიზნესმენი ჩავა აფხაზეთში, განსაკუთრებით ისრაელიდან, მიხვდებით ალბათ რატომ. ასე რომ "ჩვენია და ვსიო" საქმეს არ უშველის ჩემო კარგო.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ერთი ადამიანი შეგვეხმინა, რომელმაც გვითხრა, რომ თუ მის ვინაობას არ გავამხელდით საინტერესო ამბავს მოგვიყვებოდა

ეს ასავალ-დასავალის ზახოდები ვერ მოიშალა ამ უდღეურმა რესურსმა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო რა, ეს ტერიტორიები არსად არ გარბის

არა თუ არ გარბიან, ვიცი რომ აფხაზები ჩამოდიან და სწავლობენ საქართველოში.

ვიცნობ ასეთებსაც და არ არიან ისინი რადიკალურად განწყობილები ჩვენს მიმართ, რადგან მათი ცხოვრება და ურთიერთობა ჩვენთან, გარემო, ცვლის მათ წარმოდგენებს.

თუმცა იმასაც არ უარყოფენ რომ იქ უფრო დაძაბულია ადგილზე სიტუაცია, ხალხს მაინც თავისი მკვდრები ჯერ არ მოუნელებიათ ასე ვთქვათ.

მაგრამ ახალგაზრდებში უფრო სხვა დამოკიდებულებაა ვიდრე ზველ თაობებშიო.

ეგაა ჩვენსავით თავისუფლად ამ დამოკიდებულებებზე და პრობლემებზე ვერ საუბრობენ.

მაინც იქ სხვა რეჟიმია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

ეგაა ჩვენსავით თავისუფლად ამ დამოკიდებულებებზე და პრობლემებზე ვერ საუბრობენ.

მაინც იქ სხვა რეჟიმია

აბა დიქტატურაა ჩვენთანო და შაშინებულები ვართო? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოველთვის გამოჩნდება ხალხი,რომელიც აფხაზეთში(ოსეთში გამოვრიცხავ) ფულს ჩადებს და ეს ნამდვილად არაფერია ამაში საგანგაშო.ჩრდილოეთ კვიპროსშიც დებენ უკვე ოროცი წელია და მიუხედავად ამისა იმის გამო რომ სამხრეთ კვიპროსი მიმზიდველი სახელმწიფო გახდა(ევროკავშირში შევიდა),თურქული ნაწილი დიდი სიამოვნებით შეუერთდება ბერძნულს.

აქედან ძალიან მარტივი დასკვნაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

 

აბა დიქტატურაა ჩვენთანო და შაშინებულები ვართო? :givi:

აი შენ ცინიკოსობ როგორც ყოველთვის, მაგრამ აქედან საინტერესო ანალიზის გაკეთება შეიძლება.

რომელიღაცა პოსტში დავწერე, შევარდნაძემ "დემოკრატიით" (დემოკრატია ის არ არის რაც ჩვენთან არის) მოწამლა ხალხი, ისე, რომ დემოკრატიის სახსენებელი შეაძულა და არა იმით რომ ვინმეს რამეს უკრძალავდა, პირიქით, ყველას ყველაფრის უფლება მისცა. ტუნდაც მისი გინებით მედიაში თუ ქუჩაში.

აგინე ვისაც რამდენი გინდა, ილაპარაკე რაზეც გინდა, აზრი მაინც არაფერში არ არის...

დემოკრატია ის კი არ არის რაც გინდა ილაპარაკო, არამედ ის, რაც ნალაპარაკებს მოყვება და როგორ და რა სახით ექნება რეაგირება არა მთქმელზე, არამედ თემაზე რაზეც საუბრობს.

ჰო და ეგრეა ჩვენთან, დიქტატურის პირობებში სეიძლება ყველაზე და ყველაფერზე საუბარი. მაინც დიქტატურაა, მაინც არაფერი შეიცვლება, მაინც ისე აკეთებენ როგორც აკეთებენ და ბოლოს ამ ლაპარაკისგანაც იღლება და გინებისგან ხალხი.

ჩვენთან კორუფციაც მოდერნიზირებულია, რასაც საქმით ასაღებენ, დიქტატურაც, რასაც დემოკრატიად ასაღებენ და ქვეყნის განადგურებას ეროვნულ ინტერესებად ნათლავენ.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ასავალ-დასავალის ზახოდები ვერ მოიშალა ამ უდღეურმა რესურსმა :givi:

 

მგონი ჩვენსა და ასავალ-დასავალს შორის დიდი სხვაობა

ღმერთმა დაგვიფაროს როდიმე რომ დავემსგავსოთ

და როცა ადამიანი გეუბნბა რომ მოგიყვები რამეს და წინ არ დამხვდეს მერეო მგონი გასაგებია უკვე

თორემ დავწერთ სახელ და გვარს და ხვალ მას პრობლემები რომ შეუქმნან რა პასუხი უნდა გავცე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არგენტინელი და გერმანელი ბიზნესმენები აფხაზეთში ინვესტირებას გეგმავენ

 

США обеспокоены визитом в Абхазию и Южную Осетию главы МИД РФ - госдеп

http://www.izvestia.ru/news/news272380/

 

ჰო რისი თქმა მინდოდა: ლავროვი სუხუმში გადამწვარი ნათურების შემკეთებელ საამქროს და ცხინვალში ტირიფების ნარგავების გამოსაყვან სათბურს ხსნისო ...

კიდე ობამა და კონდოლიზა და-ძმა ყოფილან ... რას გაუგებ ამერიკას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...