Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ ვორონცოვი (1782-1856)


Recommended Posts

მიხეილ ვორონცოვი (1782-1856)

 

http://s51.radikal.ru/i133/0902/dc/56aac23a21cb.jpg

 

თავადი, რუსი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი.

 

1812 წლის სამამულო ომში სარდლობდა დივიზიას, ხოლო 1815-18 წლებში რუსულ საექსპედიციო კორპუსს საფრანგეთში. 1823 წლიდან იყო ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორი, 1828-44 წ. ნოვოროსიისა და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორი, 1844-54 წლებში - კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი. ახლოს იყო დეკაბრისტების წინამორბედებთან. 1820 წელს ნ. ტურგენევთან ერთად ცდილობდა დაეარსებინა თავადაზნაურთა ორგანიზაცია, რომელიც თანდათან გაათავისუფლებდა გლეხებს, თუმცა თვითონ უდიდესი მემამულე იყო.

 

მიხეილ ვორონცოვი ერთგულად ემსახურებოდა კავკასიის რუსეთის იმპერიასთან სრული შერწყმის საქმეს, მაგრამ ამას აკეთებდა მოქნილად, უპირატესად კულტურული ღონისძიებებით: მის დროს აღდგა ქართული თეატრი, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა. ადგილობრივ თავადაზნაურთა შვილებს გზავნიდა რუსეთის სასწავლებლებში. მიხეილ ვორონცოვი მეფის უერთგულესი მსახური იყო. სხვა მოხელეებისაგან გამოირჩეოდა გამჭრიახი გონებით, განათლებითა და გარკვეული ლიბერალიზმით. ე.წ. "თავად ვორონცოვის არქივში" შემონახულია მე-19 საუკუნის საქართველოს მდგომარეობის ამსახველი ცნობები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...