lasha_alo Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 http://ghn.ge/news-40741.htmlაზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის მთავარი საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან მომდინარეობს, - ეს განცხადება "სალამნიუსისათვის" მიცემულ ინტერვიუში რუსმა პოლიტოლოგმა, რუსეთის ისლამისტური კომიტეტის ხელმძღვანელმა ჰეიდარ ჯემალმა გააკეთა. "არის მონაცემები, რომ საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მომზადება იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალება და ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა", - აცხადებს ჰეიდარ ჯემალი. მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საელჩოში, მოქმედებს ცენტრი, რომელიც ამ საქმიანობას კურირებს და მის საქმიანობაზე პასუხისმგებელი ბაქოში არსებული საელჩოს თანამშრომელი ამერიკელი ქალია, რომელმაც ძალიან კარგად იცის ქართული ენა. იგი იმყოფება "შტაბში" და მის მოვალეობაში შედის აზერბაიჯანულ ოპოზიციასთან კონტაქტი. ჰეიდარ ჯემალი ასევე აცხადებს, რომ ამ დროისათვის საქართველოში ახალგაზრდა აზერბაიჯანელების რიგებიდან ფორმირდება განაყოფი, რომლის სახელწოდებაც თარგმანში "წინააღმდეგობას" ნიშნავს. ისინი ელოდებიან ბრძანებას დაიწყონ ხისტი და გადამწყვეტი მოქმედებები აზერბაიჯანის ხელისუფლების დასამხობად. "რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, გადამწყვეტი მოქმედებები ანუ ოპოზიციის გამოსვლა აზერბაიჯანის ხელისუფლების დასამხობად დაგეგმილია 28 მაისს. 29 მაისს კი ლონდონში უნდა გაიმართოს კონფერენცია, რომელიც აზერბაიჯანს ეძღვნება და რომელზეც სიტყვით უნდა გამოვიდეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელიც შეაფასებს აზერბაიჯანის ოპოზიციის მოქმედებას, მდგომარეობას აზერბაიჯანში და აზერბაიჯანის მთავრობაში არსებულ მდგომარეობას. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში გიგა ბოკერია და კიდევ რამდენიმე ადამიანი აზერბაიჯანში იყვნენ ჩასულები და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოთხოვნა წაუყენეს საქართველოსთან სამხედრო-პოლიტიკურ კავშირზე წასულიყვნენ. ამ კავშირის მიზანი, რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა ყოფილიყო. თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა და ასევე უარი თქვა ერთობრივ აზერბაიჯანულ-ამერიკული სამხედრო წვრთნის გამართვაზე სახელწოდებით "რეგიონალური პასუხი-2011" - მან უარი განაცხადა ამ თამაშში მონაწილეობის მიღებაზე", _ აცხადებს ჰეიდარ ჯემალი და აღნიშნავს, რომ ამის შედეგად, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ამყარებს სამხედრო კავშირს სომხეთთან, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგაა მიმართული. "საქართველო ამ შემთხვევაში ამ პროექტის შემსრულებელია, რომელშიც ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო პირები, კერძოდ, გიგა ბოკერია, რომელიც საქართველოს უშიშროების საბჭოს წარმოადგენს. ანუ ქართველები ამ შემთხვევაში სხვისი ნების შემსრულებელნი არიან. ავღნიშნავ ასევე, რომ აზერბაიჯანული ოპოზიცია ამ გეგმის საქმის კურსშია", _ აცხადებს ჰეიდარ ჯემალი. ყოველივე ამის მთავარ ორგანიზატორად ჰეიდარ ჯემალი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ასახელებს. "ორგანიზებული, ერთგვარი "მართვადი ქაოსი" ამერიკული სტრატეგების ძირითადი მეთოდოლოგიაა. "მართვადი ქაოსი" - არის მცდელობა დესტაბილიზება მოახდინო საერთო წესრიგისა, შექმნა სირთულე იმ გეგმიურ პროცესებში, რომლებმაც აშშ-ს ის ხარჯები უნდა აარიდოს თავიდან, რომლებსაც იგი განახორციელებდა მაშინ, როდესაც ცდილობდა პირდაპირ ემართა სიტუაცია და თავის ინტერესებს ქვეშ მოექცია. ხოლო როდესაც ყოველი ეს უკვე მათთვის შეუძლებელი ხდება, ისინი სხვა ტაქტიკაზე გადადიან, კონკრეტულად იწყებენ ომს - ყველა-ყველას წინააღმდეგ ანუ სიტუაციის დესტაბილიზებას ახდენენ", _ აცხადებს ჰეიდარ ჯემალი და აღნიშნავს, რომ ასეთივე დესტაბილიზების გამოწვევას აშშ ცენტრალურ აზიაშიც აპირებს. "ახალახანს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა ამერიკის მოქალაქეები და მათ უზბეკეთში გამგზავრებისაგან თავის შეკავება ურჩია, მიზეზად კი დაასახელეს, ის, რომ იქ შესაძლოა ტერაქტები და მღელვარებები განხორციელდეს", _ აცხადებს ჯემალი და დასძენს, რომ "მღელვარებები და ტერაქტები ჯერ არ დაწყებულა, აშშ-ს დეპარტამენტი კი უკვე აფრთხილებს თავის მოქალაქეებს ამის შესახებ - "ეს ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ ყოველივეს სახელმწიფო დეპარტამენტი და "ცე-ერ-უ" განაგებს". ხოლო აზერბაიჯანი კი მათ იმიტომ აირჩიეს - აცხადებს ჯემალი, რომ - აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის საკვანძო ქვეყანაა და იმ შემთხვევაში, თუკი აზერბაიჯანის ახლანდელი პრეზიდენტის ნაცვლად მის ადგილზე მოვლენ დასავლეთზე გაცილებით უფრო დამოკიდებულია ადამიანები, ისინი აზერბაიჯანს იმწუთასვე აშშ-ს სამხედრო მანევრების ბაზად აქცევენ, კერძოდ, ქვეყნად საიდანაც ირანზე დარტყმა უნდა მომზადდეს. "მიმაჩნია, რომ მკაცრად უნდა გადამოწმდეს და შემოწმდეს ანტიაზერბაიჯანული საქმიანობა როგორც საქართველოს ისე თავად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. უნდა გადამოწმდეს ყველა ფაქტი - რამდენად შეესაბამება ისინი სინამდვილეს. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის ხელმისაწვდომი სწორედ ამ ფორმით გახდა და იგი უნდა გადამოწმდეს და შესაბამისად თუ ამას მართლაც აქვს ადგილი ეს უნდა აღიკეთოს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოხერხდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ფაქტზე დაჭერა, მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შორსმიმავალი დასკვნები უნდა გააკეთოს და გადახედოს ასეთ პარტნიორთან ურთიერთობებს", _ აცხადებს ჰეიდარ ჯემალი. მეგობრებო, არის ეს რეალური?შიგნით აქვს პრობლემები და არჩევნები მოსაგები და Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 lasha_aloმეგობრებო, არის ეს რეალური?აბსოლუტურ არარეალურად მეჩვება,სხვა სიტყვები რომ არ ვიხმარო.ამას აკეთებენ და რა აზრბაიჯანულ მხარეს ძინავს? თანაც თუ ეს რამენაირად დადასტურდა,გადვიკიდებთ აზერებს საშვილიშვილოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 აზერბაიჯანი კი მათ იმიტომ აირჩიეს - აცხადებს ჯემალიჩაინიკს ატყდა ემალიმშვიდობით ჩვენო ჯემალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 არარეალურს გავს .. საიდან სადო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 ხანდახან როგორ მინდა ხოლმე რომ მართლა ეგეთი ძლიერები და მნიშვნელოვნები ვიყოთ! ჯანდაბას, არ აქვს მნიშვნელობა სახელებს და გვარებს... შტაბობანა გამახსენდა, ბავშვობაში, ეზოში... კაი დრო იყო ეგეთი რამ თავისუფლად შეიძლება მომხდარიყო გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ამიერკავკასიის მოსახლეობის 2/3-ს შეადგენდა და დანარჩენ 2 რესპუბლიკაძე შეუდარებლად განვითარებული იყო... ეხლა კი, სამწუხაროდ... რავიცი.. რავიცი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 "არის მონაცემები, რომ საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მომზადება იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალება და ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა", - აცხადებს ჰეიდარ ჯემალი.ბოკერიას მხოლოდ მეტრ.. ლიბერასტების გვერში შემოკრება შეუძლია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 რა ენერგიაა აქვს ამ კაცს, გაგიჟდები ნამდვილად... ოჯახის ბიზნესს მიხედა, და ახლა აზერბაიჯანის ბედნიერებაზე ფიქრობ...ყოჩაღ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 რა ენერგიაა აქვს ამ კაცს, გაგიჟდები ნამდვილად... ოჯახის ბიზნესს მიხედა, და ახლა აზერბაიჯანის ბედნიერებაზე ფიქრობ...ყოჩაღკონკრეტულად რომელი ბიზნესი აქვს ბატონ გიგას? ამასწინათ ერთ-ერთ სოც. ქსელში გაიხსნა თემა საიდანაც დადგინდა რომ მის მეუღლეს უფრო მეტი შემოსავალის აქვს ვიდრე მას, მისი მეუღლის შემოსავლის ძირითადი წყარო ყოფილა სახალხოდ ცნობილი ჟურნალი "ტაბულა" მე პირადად ყოველთვის ვყიდულობ ამ ჟურნალს, თანაც 4 ცალს მაიცნ რომ ნათესავებს მივაწოდო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 ჟურნალი "ტაბულა" კარგი ჟურნალია ეგ და "ლიბერალიც". ორივეს ვყიდულობ მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები არიან ნუ "ასავალ-დასავალთან" ვერ მივა ვერც ერთი მაგრამ მაინც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 მისი მეუღლის შემოსავლის ძირითადი წყარო ყოფილა სახალხოდ ცნობილი ჟურნალი "ტაბულა" მე პირადად ყოველთვის ვყიდულობ ამ ჟურნალს, თანაც 4 ცალსხოდა ამდიდრებთ მათ და მერე წუწუნებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 (edited) ხოდა ამდიდრებთ მათ და მერე წუწუნებთ რაცხას ვციგნობ შე კაცო, ჯერ ვიღაცა რომ მაგ ჟურნალიდან სტატიას თუ დადებს რწყევა მეწყება და ეხლა კიდო მაყიდინე და დამათხრევინე თვალები მაგის კითხვით ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის დროს ერთი ჩემი ნაცნობი პეტრიოტი რომელიღაც პარტიის ფულით კრასნაია ზვეზდას ყიდულობდა ჯიხურებში რომ სხვებს არ წეეკითხათ Edited April 28, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 lasha_alo აბსოლუტურ არარეალურად მეჩვება,სხვა სიტყვები რომ არ ვიხმარო.ამას აკეთებენ და რა აზრბაიჯანულ მხარეს ძინავს? თანაც თუ ეს რამენაირად დადასტურდა,გადვიკიდებთ აზერებს საშვილიშვილოდ.არარეალურია საღ აზრზე მყოფისათვის, თორემ ამ სააკაშვილისგან და მისი გოშიებისგან რა უნდა გაგვიკვირდეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 ბოკერიაც სომეხია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 lasha_aloჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში გიგა ბოკერია და კიდევ რამდენიმე ადამიანი აზერბაიჯანში იყვნენ ჩასულები და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოთხოვნა წაუყენეს საქართველოსთან სამხედრო-პოლიტიკურ კავშირზე წასულიყვნენ. ამ კავშირის მიზანი, რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა ყოფილიყო. თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა და ასევე უარი თქვა ერთობრივ აზერბაიჯანულ-ამერიკული სამხედრო წვრთნის გამართვაზე სახელწოდებით "რეგიონალური პასუხი-2011" - მან უარი განაცხადა ამ თამაშში მონაწილეობის მიღებაზე", _ აცხადებს ჰეიდარ ჯემალი და აღნიშნავს, რომ ამის შედეგად, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ამყარებს სამხედრო კავშირს სომხეთთან, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგაა მიმართული. ეს უკვე საინტერესოა,ზოგადად რატომ მოიყვანეს ნეოკონებმა მიშა ხელისუფლებაში? რუსებისთვის რომ ეკბინა ტრ.. და უკბინა კიდეც, თუმცა ამ კბენისთვის ჩვენ კბილები დაგვამტვრიეს, მიწები აგვახიეს და ქართული სოფლები გაანადგურეს,ბოკერიაც ნეოკონების მარიონეტია შესაბამისად არაა გამორიცხული რომ ამდენი გაბედოს, ოღონდ არა რა თქმა ნაცმოს, არამედ ამერიკის წაქეზებით, უფრო სწორად ამერიკისთვის გაბედოს, ამიტომაცაა რომ მარიონეტები უნდა მოვიშოროთ, მესმის რომ ვთქვათ ბუნჩულა მარიონეტები იყვნენ, არა ბატონებო, ამათ რუსების გამწარება აქვთ დავალებული და ამ მიზნის შესრულებისთვის სწირავენ ქართულ ინტერესებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 lasha_aloჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში გიგა ბოკერია და კიდევ რამდენიმე ადამიანი აზერბაიჯანში იყვნენ ჩასულები და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოთხოვნა წაუყენეს საქართველოსთან სამხედრო-პოლიტიკურ კავშირზე წასულიყვნენ. ამ კავშირის მიზანი, რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა ყოფილიყო. თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა და ასევე უარი თქვა ერთობრივ აზერბაიჯანულ-ამერიკული სამხედრო წვრთნის გამართვაზე სახელწოდებით "რეგიონალური პასუხი-2011" - მან უარი განაცხადა ამ თამაშში მონაწილეობის მიღებაზე", _ აცხადებს ჰეიდარ ჯემალი და აღნიშნავს, რომ ამის შედეგად, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ამყარებს სამხედრო კავშირს სომხეთთან, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგაა მიმართული. ეს უკვე საინტერესოა,ზოგადად რატომ მოიყვანეს ნეოკონებმა მიშა ხელისუფლებაში? რუსებისთვის რომ ეკბინა ტრ.. და უკბინა კიდეც, თუმცა ამ კბენისთვის ჩვენ კბილები დაგვამტვრიეს, მიწები აგვახიეს და ქართული სოფლები გაანადგურეს,ბოკერიაც ნეოკონების მარიონეტია შესაბამისად არაა გამორიცხული რომ ამდენი გაბედოს, ოღონდ არა რა თქმა ნაცმოს, არამედ ამერიკის წაქეზებით, უფრო სწორად ამერიკისთვის გაბედოს, ამიტომაცაა რომ მარიონეტები უნდა მოვიშოროთ, მესმის რომ ვთქვათ ბუნჩულა მარიონეტები იყვნენ, არა ბატონებო, ამათ რუსების გამწარება აქვთ დავალებული და ამ მიზნის შესრულებისთვის სწირავენ ქართულ ინტერესებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.