Jump to content
Planeta.Ge

ლუდით სათქმელი პოლიტიკური სადღეგრძელოები


Recommended Posts

ეს იმ ქართველ ვაჟკაცს გაუმარჯოს, ქართველი ხალხის დასარბევად გაზის ხელყუმბარებს, რეზინის ხელჯოხს და პლასტმასის ტყვიებს რომ გადაამოწმებს, პირჯვარს გადაიწერს და ცაში ვედრებას აღავლენს: წმინდაო გიორგი! შენ მომიმართე ხელი და გამარჯვებული და ძლევამოსილი დამაბრუნე ბრძოლის ველიდან ჩემს საყვარელ ცოლ-შვილთანო!

 

ეს იმ განათლების მინისტრს გაუმარჯოს, სავსე ჭიქას მზის შუქზე რომ გახედავს და დაილოცება ასე მტერი დაგეცალოთო! მერე ბოლომდე რომ გამოსცლის ჭიქას და ნაჯაფი ხელისზურგით მოიწმენდს ტუჩებიდან სკოლების დირექტორთა სისხლის ნაჟურს.

 

ეს იმ ეშხით სავსე პენტიანციარულ დედოფალს გაუმარჯოს, დაუღლელი და თვალცრემლიანი იების თაიგულით ხელში რომ კეცავს სოფლის სასაფლაოს ბილიკებს და მოთქვამს: აკაკის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო

 

ეს იმ გრიგოლ დაფანჩულს გაუმარჯოს, ომში წაგებული სამშობლოს პასპორტს რომ ემთხვევა, ომში მოგებული სამშობლოს პასპორტზე თვალცრემლიანად გამოთხოვებული და ამასღა აღმოთქვამს ნეტა მას კაცსა, რომელი არღარა ცოცხალ არსო!

 

ეს იმ დიდებულ ერისკაცს გაუმარჯოს, დიდი ხნის თავისმტვრევის შემდეგ რომ დაასკვნის, რომ მშობლიური ენაც ისევე მაგრად უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, როგორც უცხო ენას ვასწავლით აქამდე დაუნდობლად!

 

ეს იმ კულტურის მინისტრს გაუმარჯოს, კულტურული ოჯახიდან რომ არის და კულტურა უფლებას არ მისცემს კაცს შეაგინოს ზრდილობიანად და ჯენტლმენურად რომ ისტუმრებს ყველას იმქვეყნად!

 

ეს ქართველი ერის იმ უძღებ შვილს გაუმარჯოს, დუნიას რომ მიატოვებს და სამშობლოს რომ დაუბრუნდება საბოლოდ გასაძღომად და ყველაფრის გასასყიდად! ეს მის სინდისს და ნამუსს გაუმარჯოს, მზეთუნახავივით რომ არავის უნახავს!

 

ეს იმ სათნო და ღვთისმოშიშ ქართველ ქალბატონს გაუმარჯოს, ასობით გაჭირვებულს რომ დაააპურებს ხმიადით და ჭიქა ღვინით ათასობით შეძლებულის გატყავების და გადაგდების ხარჯზე!

 

ეს იმ ხელ-ოვანს გაუმარჯოს, ხელფასით მინისტრი რომაა და შუაღამისას მაინც რომ დოლსა და ბუკს სცემს, ჯავრიანი!

 

ეს იმ ქვეყნის თავს გაუმარჯოს, თავის შეჭაღავებული თავი რომ ვერასდროს დაუვარცხნია და ქვეყნის ჯიბეს კი ისე კრეჭს და ვარცხნის, რომ ერთი ვალის გასასტუმრებლად ვადაზე ადრე მეორეს იღებს თადარიგიანი!

 

ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც მინისტრები ჯერ მოიმინისტრებენ და მერე კი სწავლას შეუდგებიან აბა, სულ დებილები ხომ არ უნდა ვიყოთო!

 

ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ომს რომ წააგებს და დარდისაგან და ბანგისაგან გათანგული ლატარეის თამაშს რომ მიჰყოფს ხელს, ოტებული!

 

ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც ქურდებს იმიტომ ებრძვიან, რომ თავად არიან ქურდები და სადაც ბოზს მანამდე უძახიან ბოზს, სანამ გამინისტრდება.

 

ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც ჰალსტუხის ჭამა და თვითმფრინავის ხმაზე გაქცევა მაგარ კაცს კიდევ უფრო ამაგრებს და სულაც უნაკლოდ აქცევს!

 

ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც გაჭირვებული და შეურაცხყოფილი ქალი თავს დაიწვავს უიმედობისგან და იმის შეურაცხმყოფელი მინისტრი თაიგულს გაუგზავნის და კუბოს ფულს დადებს ხალხი კიდე იტყვის, რა კაი გულის კაცი ყოფილა, ე ოჯახაშენებულიო!

 

ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც უბადრუკი და ცანცარა მეფე ჯერ კალმოსნებს თავის ხოტბას აწერინებს, მეცნიერებს ცრუ ციფრებს საოცარს მერე ამათ რომ ოქროებს მიუთვლის, ამშეთითხნილი დაკუმენტებით გამოვა საფიხვნოს სალაყბოდ ნახეთ, ე რა მაგრები ვყოფილვართ, ჯოვო!

 

ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც მგოსანს ისეთ დიდ პატივს სცემენ, რომ სიცოცხლეში მიცემული წყლის გამოყვანის პირობას სიკვდილის მერე ტალახიანი წყლის წრუპვით და დედა-დედა, რა კაია!-ს ძახილით ისტუმრებენ.

 

ეს იმ მთავრობას გაუმარჯოს, დენის ტარიფს კოლოსალურამდე რომ აიყვანს და მერე გულუხვად 20ლარიან ვაუჩერებს რომ დაურიგებს მოსახლეობას. და იმ მოსახლეობასაც გაუმარჯოს, რომელიც აღტაცებითა და გულაჩუყებით მადლობას სწირავს ზემდგომთა, რამეთუ გასცეს საჭურჭლეი მეფურად!

 

ეს იმ ქართველ ლამაზქალს გაუმარჯოს, მაგიდაზე საცეკვაოდ რომ ავა და გავის ქნევაში მდგრადად განვითარებას რომ შეისწავლის, ნიჭიერი!

 

ეს იმ წარბშეუხრელ ქვეყანას გაუმარჯოს, ომიდან დაბრუნებულ ხეიბრებს და საცოხვრებლიდან გამოყრილ ლტოლვილებს რომ დახმარებას შეუწყვეტს, რათა ხალხის რჩეულთ სრა-სასახლეების, საზღვარგარეთ წოწიალის, და ვარსკვლაქვეშეთ ზღვისრეთში რჩეული ჰანგების და ცეკვა-თამაშის სიამოვნება არ მოაკლოს, სათუთთ!

 

ეს იმ ხალხს გაუმარჯოს, სულ რომ დებილი მთავრობა ჰყავს, სულ რომ ომს აგებს, სულ რომ ატყავებენ და სულ რომ სერიალები და ცეკვა-თამაში უნდა იხილოს, თურმე.

 

ეს იმ კაცს გაუმარჯოს, 800 წლის წინ გაყრილ არაბებს რომ უკან დააბრუნებს, ეს ქალაქი თქვენი იყო და თქვენი უნდა იყოს, მე მაინც არ მოვწონვართ აქო!

 

დაბოლოს, ეს იმ სასაფლაოს გაუმარჯოს, სულით კუზიანების უებარ წამლად რომ იქცევა ხოლმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიციურს დავდებ..

ეს იმ პატრულს გაუმარჯოს,თავის კვადრატში ცოლი რომ გაუბოზდებაო.. :givi: :givi:

 

და გუშინ ერთი ანეგდოტი მომიყვნენ..ისე დავამატებ..

ცხოვრების მანძილზე დუშის ქვეშ იმდენი ვანძრიე წვიმაში რომ გავდივარ ვათავებო.. :givi: :givi:

(უკაცრავად მანდილოსნებთან,სტილი დაცულია)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტიკოსი(აქ თქვენი სიმპატია-ანტიპატიებით ჩასვით კანდიდატი) ჩავა კახეთში. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ დაპატიჟებენ რესტორანში:სუფრა იდეალური (პოლნი ნავაროტკებით) და სუფრის ბოლოს ამ სტუმარს შემოუტანეს შემწვარი ამდგარი y.., გაბრაზდა პოლიტიკოსი ..რა არის ეს რა მომიტენთ.წინა კვირის აჭარაში ვიყავი და სულო და გულო,რაც კი მოვითხოვე ყველაფერი იყო სუფრაზე ზღვის პროდუქტების ასორტის ჩათვლით და აქ რა მომიტანეთო:

ადგება ერთი კახელი და ეტყვის იმათ ზღვის პროდუქტები მაგიტო ქონდათ სუფრაზე,რომ აჭარლებს ზღვა უდგებათ და ჩვენ რაც გვიდგება ის მოგიტანეთო

 

:D :D

 

p.s. მაგარი უნიჭო ვარ ანეგდოტების გახმოვანებაში და დაწერით მემგონი უფრო ცუდად გამომივიდა :უსერ:

 

 

(უკაცრავად მანდილოსნებთან,სტილი დაცულია)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიციურს დავდებ..

ეს იმ პატრულს გაუმარჯოს,თავის კვადრატში ცოლი რომ გაუბოზდებაო.. :givi: :givi:

 

და გუშინ ერთი ანეგდოტი მომიყვნენ..ისე დავამატებ..

ცხოვრების მანძილზე დუშის ქვეშ იმდენი ვანძრიე წვიმაში რომ გავდივარ ვათავებო.. :givi: :givi:

(უკაცრავად მანდილოსნებთან,სტილი დაცულია)

მეც არა ვთქვი ამას წინათ აფთიაქში ქოლგა რატომ ედოთ გასაყიდათ თქო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანეგდოტებს ვერ ვიმახსოვრებ,თუმცა ვაფასებ ლუდით ქეიფს :)

 

იმ წარმატებულ მინისტრს გაუმარჯოს,ვისაც თავად პრეზიდენტი დღნავს

დედას პრემიერი უდღნავს

ცოლს – პირადი მძღოლი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...